სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარინა ბერიძე: "სალომე საკმაოდ მკაცრად შევაფასე, მაგრამ ნაკლი ვერ აღმოვუჩინე"
მარინა ბერიძე: "სალომე საკმაოდ მკაცრად შევაფასე, მაგრამ ნაკლი ვერ აღმოვუჩინე"

24 ივ­ლისს, იურ­მა­ლა­ში "ახა­ლი ტალ­ღის" სა­კონ­კურ­სო პირ­ვე­ლი ტური გა­ი­მარ­თა, სა­დაც 16 კონ­კურ­სანტს შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძეც გახ­ლდათ. მომ­ღე­რალ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­მოს­ვლით რო­გორც მა­ყუ­რებ­ლის, ასე­ვე ჟი­უ­რის მო­ხიბ­ვლა შეძ­ლო და მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბიც მი­ი­ღო (ჟი­უ­რის წევ­რი მომ­ღე­რა­ლი ტოტო კუ­ტუ­ნიო ფეხ­ზე წა­მო­უდ­გა). ცხა­დია, სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ აფა­სე­ბენ სა­ლო­მეს ნამ­ღერს თბი­ლის­ში.

მა­რი­ნა ბე­რი­ძე:

- მინ­და გი­თხრათ, რომ "იურ­მა­ლის" კონ­კურ­სი ჩემ­თვის სე­რი­ო­ზულ ღი­რე­ბუ­ლე­ბას არ წარ­მო­ად­გენს, რო­გორც ჩანს, ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვი­სი და­სა­წყი­სი და და­სას­რუ­ლი. ეს კონ­კურ­სი უკვე ბევ­რი წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს და რო­გორც ჩანს, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ამო­ე­წუ­რათ რე­სურ­სი, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა... ალ­ბათ, ახა­ლი სის­ხლი სჭირ­დე­ბათ...

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს კონ­კურ­სანტს, სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძეს, გე­ტყვით, რომ სა­ოც­რად კრი­ტი­კუ­ლად ვუს­მენ­დი. კრი­ტი­კუ­ლად შე­ვა­ფა­სე იმ პა­ტა­რა სი­უ­ჟე­ტით და­წყე­ბუ­ლი, სა­დაც სა­კუ­თა­რი თავი წა­რად­გი­ნა, სა­მო­სით გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნომ­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მინ­დო­და, მის­თვის რა­ღაც ნაკ­ლი აღ­მო­მე­ჩი­ნა, მაგ­რამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი იყო. ნო­მე­რი გახ­ლდათ ნა­ფიქ­რი, სწო­რი, ქა­რიზ­მით სავ­სე, რაც მთა­ვა­რია, ზო­მი­ე­რი, რად­გა­ნაც ხან­და­ხან სა­ლო­მეს ეს გრძნო­ბა ღა­ლა­ტობს ხოლ­მე, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, არა­ნა­ი­რი გა­დაც­დე­ნა არ ჰქო­ნია. ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ში გახ­ლდათ: და­ბა­ლი, შუა და მა­ღა­ლი რე­გის­ტრე­ბი. რო­გორც ჩანს, სა­კუ­თარ თავს აკონ­ტრო­ლებ­და, თუმ­ცა ამის ფონ­ზე არ და­კარ­გა ემო­ცია. ნი­ჭი­ე­რი გო­გოა, მას "კარ­გი ხელი" მუდ­მი­ვად სჭირ­დე­ბა, ცოტა რთუ­ლი სა­მარ­თა­ვიც არის, არი­ან ასე­თი ახალ­გაზ­რდე­ბი.

- სა­ლო­მეს გუ­შინ "ვისი ხელი" ეტყო­ბო­და?

- რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ რე­ჟი­სორ ალექ­სან­დრე რევ­ზი­ნის. კონ­კურ­სან­ტე­ბი იქ უკვე 2 კვი­რაა, რაც საკ­მა­ოდ მძი­მე რე­ჟიმ­ში ცხოვ­რო­ბენ. ისე, უნდა გი­თხრათ, რომ ქარ­თვე­ლებ­მა მუდ­მი­ვად უნდა ვი­ა­როთ კონ­კურ­სებ­ზე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­კონ­კურ­სო თა­ო­ბა მო­დის. ხმა­მა­ღალ ნათ­ქვამ­ში ნუ ჩა­მით­ვლით, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ ეს საქ­მე ჩვე­ნი და­წყე­ბუ­ლია. ბავ­შვებ­მა დიდი პრაქ­ტი­კა მი­ი­ღეს ჩვენს კონ­კურ­სებ­ზე. ოღონდ, გული იმა­ზე მწყდე­ბა, რომ უმე­ტე­სად ინ­გლი­სურ სიმ­ღე­რებს ას­რუ­ლე­ბენ და ნაკ­ლე­ბად აქვთ რე­პერ­ტუ­არ­ში ქარ­თუ­ლი. მი­მაჩ­ნია, რომ ქარ­თუ­ლი ხმა არ არის მო­წო­დე­ბუ­ლი ის­ტე­რი­კუ­ლი ყვი­რი­ლის­თვის, რად­გა­ნაც ხმა­ში მა­ინც ტრა­გიზ­მი მოგ­ვყვე­ბა.

- რო­გორ გგო­ნი­ათ, ვინ გა­უ­წევს სა­ლო­მეს სე­რი­ო­ზულ კონ­კუ­რენ­ცი­ას?

- სე­რი­ო­ზუ­ლია კუ­ბე­ლი მომ­ღე­რა­ლი, მაგ­რამ ჟი­უ­რი რას მო­ი­მოქ­მე­დებს, ესეც ცალ­კე თე­მაა, რაც ნამ­დვი­ლად არ ვიცი...

მომ­ღე­რა­ლი აჩი­კო ნი­ჟა­რა­ძე:

- ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა სა­ლო­მეს გა­მოს­ვლა, მაგ­რამ გული მწყდე­ბა, რომ ჟი­უ­რის იმ ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა 10-იანი და­უ­წე­რა. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კურ­სან­ტებს, რომ გა­დავ­ხე­დე, გე­ტყვით, რომ სა­ლო­მეს თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია, მათ კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წი­ოს. ბრძო­ლა შე­იძ­ლე­ბა! სა­ლო­მე გრან-პრის ერთ-ერთი პრე­ტენ­დენ­ტია. ასე რომ, ვე­ლო­დე­ბით გა­მარ­ჯვე­ბას! ვი­საც მო­ვუს­მი­ნე, სა­ლო­მე ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კურ­სან­ტია, ძლი­ე­რი მომ­ღე­რა­ლია.

- კუ­ბელ მომ­ღე­რალ­ზე რას იტყვი?

- ჰო, სწო­რედ მაგ კუ­ბელ­თან შე­იძ­ლე­ბა ბრძო­ლა...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ვი­დეო: სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძემ ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა - "გო­გო­ნა-ენერ­გია" იურ­მა­ლას სცე­ნა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მარინა ბერიძე: "სალომე საკმაოდ მკაცრად შევაფასე, მაგრამ ნაკლი ვერ აღმოვუჩინე"

მარინა ბერიძე: "სალომე საკმაოდ მკაცრად შევაფასე, მაგრამ ნაკლი ვერ აღმოვუჩინე"

24 ივლისს, იურმალაში "ახალი ტალღის" საკონკურსო პირველი ტური გაიმართა, სადაც 16 კონკურსანტს შორის საქართველოს წარმომადგენელი სალომე ქათამაძეც გახლდათ. მომღერალმა შესანიშნავი გამოსვლით როგორც მაყურებლის, ასევე ჟიურის მოხიბვლა შეძლო და მაღალი ქულებიც მიიღო (ჟიურის წევრი მომღერალი ტოტო კუტუნიო ფეხზე წამოუდგა). ცხადია, საინტერესოა, როგორ აფასებენ სალომეს ნამღერს თბილისში.

მარინა ბერიძე:

- მინდა გითხრათ, რომ "იურმალის" კონკურსი ჩემთვის სერიოზულ ღირებულებას არ წარმოადგენს, როგორც ჩანს, ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. ეს კონკურსი უკვე ბევრი წელია მიმდინარეობს და როგორც ჩანს, ორგანიზატორებს ამოეწურათ რესურსი, კრეატიულობა... ალბათ, ახალი სისხლი სჭირდებათ...

რაც შეეხება ჩვენს კონკურსანტს, სალომე ქათამაძეს, გეტყვით, რომ საოცრად კრიტიკულად ვუსმენდი. კრიტიკულად შევაფასე იმ პატარა სიუჟეტით დაწყებული, სადაც საკუთარი თავი წარადგინა, სამოსით გაგრძელებული და შესრულებული ნომრით დამთავრებული. მინდოდა, მისთვის რაღაც ნაკლი აღმომეჩინა, მაგრამ შესანიშნავი იყო. ნომერი გახლდათ ნაფიქრი, სწორი, ქარიზმით სავსე, რაც მთავარია, ზომიერი, რადგანაც ხანდახან სალომეს ეს გრძნობა ღალატობს ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში, არანაირი გადაცდენა არ ჰქონია. ყველაფერი ნორმაში გახლდათ: დაბალი, შუა და მაღალი რეგისტრები. როგორც ჩანს, საკუთარ თავს აკონტროლებდა, თუმცა ამის ფონზე არ დაკარგა ემოცია. ნიჭიერი გოგოა, მას "კარგი ხელი" მუდმივად სჭირდება, ცოტა რთული სამართავიც არის, არიან ასეთი ახალგაზრდები.

- სალომეს გუშინ "ვისი ხელი" ეტყობოდა?

- რატომღაც მგონია, რომ რეჟისორ ალექსანდრე რევზინის. კონკურსანტები იქ უკვე 2 კვირაა, რაც საკმაოდ მძიმე რეჟიმში ცხოვრობენ. ისე, უნდა გითხრათ, რომ ქართველებმა მუდმივად უნდა ვიაროთ კონკურსებზე, შეიძლება ითქვას, რომ საკონკურსო თაობა მოდის. ხმამაღალ ნათქვამში ნუ ჩამითვლით, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ეს საქმე ჩვენი დაწყებულია. ბავშვებმა დიდი პრაქტიკა მიიღეს ჩვენს კონკურსებზე. ოღონდ, გული იმაზე მწყდება, რომ უმეტესად ინგლისურ სიმღერებს ასრულებენ და ნაკლებად აქვთ რეპერტუარში ქართული. მიმაჩნია, რომ ქართული ხმა არ არის მოწოდებული ისტერიკული ყვირილისთვის, რადგანაც ხმაში მაინც ტრაგიზმი მოგვყვება.

- როგორ გგონიათ, ვინ გაუწევს სალომეს სერიოზულ კონკურენციას?

- სერიოზულია კუბელი მომღერალი, მაგრამ ჟიური რას მოიმოქმედებს, ესეც ცალკე თემაა, რაც ნამდვილად არ ვიცი...

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე:

- ძალიან მომეწონა სალომეს გამოსვლა, მაგრამ გული მწყდება, რომ ჟიურის იმ ერთმა წარმომადგენელმა 10-იანი დაუწერა. რაც შეეხება კონკურსანტებს, რომ გადავხედე, გეტყვით, რომ სალომეს თავისუფლად შეუძლია, მათ კონკურენცია გაუწიოს. ბრძოლა შეიძლება! სალომე გრან-პრის ერთ-ერთი პრეტენდენტია. ასე რომ, ველოდებით გამარჯვებას! ვისაც მოვუსმინე, სალომე ერთ-ერთი სერიოზული კონკურსანტია, ძლიერი მომღერალია.

- კუბელ მომღერალზე რას იტყვი?

- ჰო, სწორედ მაგ კუბელთან შეიძლება ბრძოლა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ვიდეო: სალომე ქათამაძემ ფურორი მოახდინა - "გოგონა-ენერგია" იურმალას სცენაზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება