პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არსებობს ფირი, თუ როგორ გამოგლიჯეს მიკროფონი ილია II-ს, რომ 9 აპრილს მას არ დაეყოლიებინა ხალხი მიტინგის დაშლაზე"
"არსებობს ფირი, თუ როგორ გამოგლიჯეს მიკროფონი ილია II-ს, რომ 9 აპრილს მას არ დაეყოლიებინა ხალხი მიტინგის დაშლაზე"

23 ივ­ლი­სის "ბიბ­ლუს­ში" ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვი­ლის წიგ­ნის, "23 წლის შემ­დეგ", პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. სწო­რედ წიგ­ნის შე­სა­ხებ სა­უბ­რით და­ვი­წყეთ ინ­ტერ­ვიუ ბა­ტონ ჯუმ­ბერ­თან:

- წიგნ­ში შე­სუ­ლია ჩემი ცხოვ­რე­ბის ძი­რი­თა­დი მო­მენ­ტე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით ვრცლად, 80-იანი წლე­ბი­დან დღემ­დე აღ­წე­რი­ლია ის მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­ვი­თარ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. იმ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა კერ­პთაყ­ვა­ნის­მცემ­ლო­ბით იყო აღტყი­ნე­ბუ­ლი, ეს ჩვე­ვა ქარ­თველ ხალ­ხს არ ჰქო­ნია, მაგ­რამ ნელ-ნელა დამ­კვიდ­რდა და დღე­საც გან­ვიც­დით ამ სე­ნის მო­ძა­ლე­ბას. ქარ­თველ ხალ­ხს ჰგო­ნია, რომ ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის იქით სხვა გზა აღარ არ­სე­ბობს და მხო­ლოდ იმ ადა­მი­ან­ში ხე­და­ვენ მე­სი­ას. ახ­ლაც ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა, ეს კი დამ­ღუპ­ვე­ლია. ასეთს მიდ­გო­მას სი­კე­თე არ მო­უ­ტა­ნია არც ერთ ქვეყ­ნის­თვის და მათ შო­რის - არც ჩვენ­თვის. მე შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ სხვე­ბის გა­ქი­ლი­კე­ბა და­ვი­წყო, არც მე არ ვარ ან­გე­ლო­ზი, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, არ გავ­ქცე­ო­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და თუკი შეც­დო­მას და­ვუშ­ვებ­დი, მე­ღი­ა­რე­ბი­ნა კი­დეც. ამის უნა­რი სა­ბო­ლო­ოდ ბევ­რს არ აღ­მო­აჩ­ნდა...

- 9 აპ­რილს თქვენ უარი გა­ნა­ცხა­დეთ შე­ვარ­დნა­ძი­სა და რა­ზუ­მოვ­სკის ჩა­მოს­ვლა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუმ­ცა წიგნ­ში წერთ, რომ ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, შე­საძ­ლოა, მო­მი­ტინ­გე­ნი აღარ და­ერ­ბი­ა­თო...

- ის, რაც 9 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­და, ჩემს ზე­მოთ გა­და­წყდა. ჩემ­ზე არ იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი აქ ვინ­მეს ჩა­მოს­ვლა ან არ­ჩა­მოს­ვლა. მე არ მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, მათ­თვის და­მე­ძა­ლე­ბი­ნა აქ ჩა­მოს­ვლა, მით უმე­ტეს, რომ მათ­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. ამ პრობ­ლე­მის ერ­თბა­შად მოგ­ვა­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გა­მო­ყო­ფა მი­ტინგზე რომ არ გა­და­წყდე­ბო­და, ეს მა­ში­ნაც ცხა­დი იყო და ახ­ლაც ყვე­ლა კარ­გად ხვდე­ბა. ეს იყო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბა, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გიც მე გახ­ლდით.

- ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რებს თუ შე­ეძ­ლოთ ამ ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა?

- რა თქმა უნდა, შე­ეძ­ლოთ. მე არა­სო­დეს არა­ვის მონა-მორ­ჩი­ლი არ ვყო­ფილ­ვარ და არც ვიქ­ნე­ბი. ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რებს შე­ეძ­ლოთ და უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. არ­სე­ბობს ფირი, თუ რო­გორ გა­მოგ­ლი­ჯეს მიკრო­ფო­ნი ილია II-ს, რომ მას რა­ი­მე სა­შუ­ა­ლე­ბით არ და­ე­ყო­ლი­ე­ბი­ნა ხალ­ხი მი­ტინ­გის დაშ­ლა­ზე.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"არსებობს ფირი, თუ როგორ გამოგლიჯეს მიკროფონი ილია II-ს, რომ 9 აპრილს მას არ დაეყოლიებინა ხალხი მიტინგის დაშლაზე"

"არსებობს ფირი, თუ როგორ გამოგლიჯეს მიკროფონი ილია II-ს, რომ 9 აპრილს მას არ დაეყოლიებინა ხალხი მიტინგის დაშლაზე"

23 ივლისის "ბიბლუსში" ჯუმბერ პატიაშვილის წიგნის, "23 წლის შემდეგ", პრეზენტაცია გაიმართა. სწორედ წიგნის შესახებ საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ბატონ ჯუმბერთან:

- წიგნში შესულია ჩემი ცხოვრების ძირითადი მომენტები. განსაკუთრებით ვრცლად, 80-იანი წლებიდან დღემდე აღწერილია ის მოვლენები, რომლებიც განვითარდა საქართველოში. იმ პერიოდში ყველა კერპთაყვანისმცემლობით იყო აღტყინებული, ეს ჩვევა ქართველ ხალხს არ ჰქონია, მაგრამ ნელ-ნელა დამკვიდრდა და დღესაც განვიცდით ამ სენის მოძალებას. ქართველ ხალხს ჰგონია, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის იქით სხვა გზა აღარ არსებობს და მხოლოდ იმ ადამიანში ხედავენ მესიას. ახლაც ასეთი სიტუაციაა, ეს კი დამღუპველია. ასეთს მიდგომას სიკეთე არ მოუტანია არც ერთ ქვეყნისთვის და მათ შორის - არც ჩვენთვის. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სხვების გაქილიკება დავიწყო, არც მე არ ვარ ანგელოზი, თუმცა ყოველთვის ვცდილობდი, არ გავქცეოდი პასუხისმგებლობას და თუკი შეცდომას დავუშვებდი, მეღიარებინა კიდეც. ამის უნარი საბოლოოდ ბევრს არ აღმოაჩნდა...

- 9 აპრილს თქვენ უარი განაცხადეთ შევარდნაძისა და რაზუმოვსკის ჩამოსვლაზე საქართველოში, თუმცა წიგნში წერთ, რომ ჩამოსულიყვნენ, შესაძლოა, მომიტინგენი აღარ დაერბიათო...

- ის, რაც 9 აპრილს საქართველოში მოხდა, ჩემს ზემოთ გადაწყდა. ჩემზე არ იყო დამოკიდებული აქ ვინმეს ჩამოსვლა ან არჩამოსვლა. მე არ მქონდა საშუალება, მათთვის დამეძალებინა აქ ჩამოსვლა, მით უმეტეს, რომ მათთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა. ამ პრობლემის ერთბაშად მოგვარება ძალიან რთული იყო. საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა მიტინგზე რომ არ გადაწყდებოდა, ეს მაშინაც ცხადი იყო და ახლაც ყველა კარგად ხვდება. ეს იყო მიზანმიმართული დესტაბილიზაციის მცდელობა, რომლის წინააღმდეგიც მე გახლდით.

- ეროვნული მოძრაობის ლიდერებს თუ შეეძლოთ ამ ყველაფრის თავიდან აცილება?

- რა თქმა უნდა, შეეძლოთ. მე არასოდეს არავის მონა-მორჩილი არ ვყოფილვარ და არც ვიქნები. ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შეეძლოთ და უნდა გაეკეთებინათ. არსებობს ფირი, თუ როგორ გამოგლიჯეს მიკროფონი ილია II-ს, რომ მას რაიმე საშუალებით არ დაეყოლიებინა ხალხი მიტინგის დაშლაზე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს