პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ჯიღაური - აფხაზეთში ტერიტორიის შეღობვა მიწათხრილებით მიმდინარეობს
გიორგი ჯიღაური - აფხაზეთში ტერიტორიის შეღობვა მიწათხრილებით მიმდინარეობს

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში მავ­თულხლარ­თე­ბის ნაც­ვლად ტე­რი­ტო­რი­ის შე­ღობ­ვა მი­წა­თხრი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, გი­ორ­გი ჯი­ღა­ურ­მა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის დრო­ე­ბი­თი სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც ოკუ­პა­ცი­ის ხა­ზის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მი­წა­თხრი­ლე­ბის სიღ­რმე 170 - 180 სმ, სი­გა­ნე კი 3-5 მეტ­რია.

"ოკუ­პა­ცი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი მი­წა­თხრი­ლე­ბი შემ­დეგ სოფ­ლებს შო­რის ფიქ­სირ­დე­ბა: ოტო­ბა­ია-გან­მუ­ხუ­რი-ორ­სან­ტი­ას მო­ნაკ­ვე­თი, ნა­ბა­კე­ვი-ხურ­ჩას მო­ნაკ­ვე­თი, თა­გი­ლო­ნი-შამ­გო­ნას მო­ნაკ­ვე­თი და თა­გი­ლო­ნი-ჭუ­ბურ­ხინ­ჯის მო­ნაკ­ვე­თი. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მი­წა­თხრი­ლე­ბის სა­ერ­თო სიგ­რძე 3 კი­ლო­მეტ­რია, ოკო­პა­ცი­ის სა­ერ­თო სიგ­რძე კი 85 კი­ლო­მეტ­რამ­დე", - გა­ნა­ცხა­და შსს-ს ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, რო­მელ­მაც კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე ფო­ტო­მა­სა­ლაც წარ­მო­ად­გი­ნა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა ტექ­ნი­კით მუ­შა­ო­ბენ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი.

ამას­თან, გი­ორ­გი ჯი­ღა­უ­რის თქმით, მავ­თულხლარ­თე­ბის გაბ­მის პრო­ცე­სის და­წყე­ბის დღი­დან ეს სა­კი­თხი ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რის ფორ­მატ­ში მუდ­მი­ვად დგას.

"რა თქმა უნდა, ჩვენ­მა მხა­რემ მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი და მო­ი­თხო­ვა მისი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ჩე­რე­ბა. ასე­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი გან­ხი­ლუ­ლია ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ე­ბის 23-24 რა­უნ­დებ­ზე. გარ­და ამი­სა, ივ­ნის­ში ჩვენ მო­ვიწ­ვი­ეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ვა­ცა­ნით", - აღ­ნიშ­ნა მან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გიორგი ჯიღაური - აფხაზეთში ტერიტორიის შეღობვა მიწათხრილებით მიმდინარეობს

გიორგი ჯიღაური - აფხაზეთში ტერიტორიის შეღობვა მიწათხრილებით მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში მავთულხლართების ნაცვლად ტერიტორიის შეღობვა მიწათხრილებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა, გიორგი ჯიღაურმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომელმაც ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა.

მისივე განმარტებით, მიწათხრილების სიღრმე 170 - 180 სმ, სიგანე კი 3-5 მეტრია.

"ოკუპაციის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწათხრილები შემდეგ სოფლებს შორის ფიქსირდება: ოტობაია-განმუხური-ორსანტიას მონაკვეთი, ნაბაკევი-ხურჩას მონაკვეთი, თაგილონი-შამგონას მონაკვეთი და თაგილონი-ჭუბურხინჯის მონაკვეთი. დღევანდელი მონაცემებით, მიწათხრილების საერთო სიგრძე 3 კილომეტრია, ოკოპაციის საერთო სიგრძე კი 85 კილომეტრამდე", - განაცხადა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რომელმაც კომისიის სხდომაზე ფოტომასალაც წარმოადგინა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტექნიკით მუშაობენ რუსი სამხედროები.

ამასთან, გიორგი ჯიღაურის თქმით, მავთულხლართების გაბმის პროცესის დაწყების დღიდან ეს საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრის ფორმატში მუდმივად დგას.

"რა თქმა უნდა, ჩვენმა მხარემ მკაცრად გააკრიტიკა აღნიშნული პროცესი და მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ შეჩერება. ასევე, აღნიშნული საკითხი განხილულია ჟენევის დისკუსიების 23-24 რაუნდებზე. გარდა ამისა, ივნისში ჩვენ მოვიწვიეთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებსაც არსებული მდგომარეობა გავაცანით", - აღნიშნა მან.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?