პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰამარბერგის დასკვნამ შეიძლება უკანონო ჩანაწერების ბედი გადაწყვიტოს
ჰამარბერგის დასკვნამ შეიძლება უკანონო ჩანაწერების ბედი გადაწყვიტოს

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი უკა­ნო­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილ­თან ერ­თად, უკვე ევ­რო­კავ­ში­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში, თო­მას ჰა­მარ­ბერ­გიც ითხოვს.

"რე­ზო­ნან­სის" რე­დაქ­ტორს, ლაშა ტუ­ღუშს იმე­დი აქვს, რომ შსს ფა­ი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას უახ­ლო­ეს ხან­ში სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვეტს: "ჰა­მარმ­ბერ­გის დას­კვნის მი­ხედ­ვით, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი უნდა გა­ნად­გურ­დეს, თუმ­ცა დას­კვნა­ში სხვა სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტო­რებ­ზე­ცაა სა­უ­ბა­რი. ეს დას­კვნა ძა­ლი­ან მალე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. ვი­ცით, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მო­ბი­ლურ ოპე­რა­ტო­რებს ჰქონ­დათ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ყუ­თე­ბი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც სა­მი­ნის­ტრო­ში ინ­ფორ­მა­ცია გა­და­ი­ქა­ჩე­ბო­და. სის­ტე­მის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა იყო, რო­დე­საც ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა უკონ­ტრო­ლოდ ხდე­ბო­და, ისე, რომ არა­ვის არა­ფერს ეკი­თხე­ბოდ­ნენ. ეს სის­ტე­მა ჯერ­ჯე­რო­ბით ისევ არ­სე­ბობს და ამის შე­სა­ხე­ბაც წე­რია ჰა­მარ­ბერ­გის დას­კვნა­ში."

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ შსს-მ გა­ნა­ცხა­და, რომ უწყე­ბის არ­ქი­ვებ­ში ნა­პოვ­ნია უკა­ნო­ნო ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა პი­რე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო-აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 17 ათა­სი­დან 24 ათა­სამ­დე გა­ი­ზარ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი ადას­ტუ­რებს. მისი თქმით, ეს მო­ი­ცავს ფა­რუ­ლი ვი­დეო და აუ­დიო, ასე­ვე ფოტო და დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლას. ამას­თან, გი­ორ­გო­ბი­ან­მა არ გა­მო­რი­ცხა, რომ ეს რი­ცხვი კი­დევ გა­ი­ზარ­დოს.

"4 აღ­მო­ჩე­ნილ კას­რში 403 დის­კია და გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩვენ არ ვი­ცით, იქ კი­დევ რამ­დე­ნი მა­სა­ლა აღ­მოჩ­ნდე­ბა," - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

მა­ნამ­დე შს მი­ნის­ტრმა თქვა, რომ 17,5 ათა­სი აუ­დიო-ვი­დეო ფა­ი­ლი იყო აღ­მო­ჩე­ნი­ლი, სა­დაც პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა თუ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა იყო ასა­ხუ­ლი.

ამ ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის მიზ­ნით სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი შე­იქ­მნა, რომ­ლის წევ­რე­ბიც არი­ან შს მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი, "რე­ზო­ნან­სის" რე­დაქ­ტო­რი ლაშა ტუ­ღუ­ში, "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს" ხელ­მძღვა­ნე­ლი ეკა გი­გა­უ­რი და "სა­არ­ჩევ­ნო და პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლი კახი კა­ხიშ­ვი­ლი. ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის გა­და­დე­ბის მი­ზე­ზად შს მი­ნის­ტრი ჰა­მარ­ბერ­გის რე­კო­მენ­და­ცი­ას ასა­ხე­ლებ­და. გუ­შინ ლაშა ტუ­ღუშ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამ დას­კვნის მერე კო­მი­სია კი­დევ ერთხელ შე­იკ­რი­ბე­ბა და იმ­სჯე­ლებს ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე.

პა­რა­ლე­ლუ­რად, გუ­შინ პარ­ლა­მენ­ტში ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ამ­ნის­ტი­ის კა­ნონპ­რო­ექტს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სს დევ­ნი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და, რომ­ლე­ბიც ამ ჩა­ნა­წე­რე­ბის შს სა­მი­ნის­ტროს ახა­ლი კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბი­დან ერთი თვის ვა­და­ში ჩა­ა­ბა­რებ­და. თუმ­ცა ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას ყვე­ლა­ზე მე­ტად იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, რო­მელ­თა დრო­საც ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­კეთ­და.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აცხა­დებს, რომ ამ­ნის­ტი­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას ხმას არ მის­ცემს, რად­გან ყვე­ლა, ვინც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ასე­თი საქ­მე­ე­ბის ჩა­დე­ნას­თან, შე­სა­ბა­მი­სი და­ვა­ლე­ბე­ბის მი­ცე­მა­ში, მა­სა­ლე­ბის შე­ნახ­ვა­ში, უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯონ.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რის, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის გან­ცხა­დე­ბით, "ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­რი­გე­ბა სურს იმ ნა­ძირ­ლე­ბის ჯგუფ­თან, რო­მე­ლიც ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

"ვართ შერ­ცხვე­ნი­ლე­ბი იმ ფაქ­ტე­ბით, რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ხდე­ბო­და. არ ვა­რი­დებთ თავს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ვი­თხოვთ, რომ ყვე­ლა, ვინც იყო ამ უმ­სგავ­სო­ბა­ში გა­რე­უ­ლი, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, და­ბა­ლი თუ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რია ეს, უნდა იქ­ნეს გა­მოვ­ლე­ნი­ლი და უმ­კაც­რე­სად დას­ჯი­ლი და დას­ჯი­ლი მა­შინ, როცა ეს გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ჩვენ გვაქვს სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭვი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სურს იმ ნა­ძირ­ლე­ბის ჯგუფ­თან, რო­მე­ლიც ამით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, რა­ღაც გა­რი­გე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. ამავდრო­უ­ლად, თა­ვის პო­ლი­ტი­კურ მი­ზანს მი­აღ­წი­ოს, რომ ამით ჩირ­ქი მოს­ცხოს მთელ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნის­თვის გა­მო­ყე­ნოს," - გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

ლაშა ტუ­ღუ­ში ამ­ბობს, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მა­სა­ლებს აგ­რო­ვებ­დნენ, რა თქმა უნდა, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან, მაგ­რამ "ამ­ნის­ტია პა­ტი­ე­ბას ნიშ­ნავს და ის, რა თქმა უნდა, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის­თვის არ­სე­ბობს, წე­სი­ერ ხალ­ხს ეს არ სჭირ­დე­ბა. ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი რა არის?! ერ­თია, რომ დამ­ნა­შა­ვე უნდა და­ი­სა­ჯოს, მაგ­რამ მე­ო­რეა, რომ ამ ჩა­ნა­წე­რე­ბით უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი და­ირ­ღვა და რა­მე­ნა­ი­რად ეს პრობ­ლე­მა არ უნდა გაღ­რმავ­დეს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან მე­ში­ნია, ეს პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის უბინ­ძუ­რე­სი მე­თო­დე­ბით გარ­კვე­ვის ას­პა­რე­ზად არ გა­და­იქ­ცეს. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ სი­ბინ­ძუ­რე­ე­ბით ომის პო­ლი­გო­ნი არ გახ­დეს. არა­ვის აქვს ამის უფ­ლე­ბა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი უნდა გა­ნად­გურ­დეს, მე­ო­რე - აუ­ცი­ლე­ბე­ლია სის­ტე­მუ­რი გა­რან­ტი­ე­ბი შე­იქ­მნას. ჯერ­ჯე­რო­ბით, სის­ტე­მა არ­სე­ბობს, მისი დე­მონ­ტა­ჟი არ მომ­ხდა­რა. სა­მარ­თლებ­რი­ვად პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს. ვი­ტყო­დი, რომ ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი დრა­კო­ნუ­ლია. აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკონ­ტრო­ლო სის­ტე­მაა. არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი, არც სა­პარ­ლა­მენ­ტო, არც სა­სა­მარ­თლო და არც სა­მო­ქა­ლა­ქო კონ­ტრო­ლის ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რაც სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს ქმნის. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა მი­ვი­ღოთ და ახა­ლი პრაქ­ტი­კა და­ვამ­კვიდ­როთ."

ტუ­ღუ­შის თქმით, ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას იმ დუბ­ლი­კა­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, რო­მე­ლიც დიდი ვა­რა­უ­დით არ­სე­ბობს. სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ყო­ფი­ლი ხე­ი­სუფ­ლე­ბის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­იქ­ცა და დიდი ალ­ბა­თო­ბით მათ ამ უკა­ნო­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბის დუბ­ლი­კა­ტე­ბი ქვეყ­ნის გა­რეთ აქვთ გა­ტა­ნი­ლი და მათი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მოხ­ვედ­რის პრობ­ლე­მა მა­ინც რჩე­ბა.

რო­გორც ტუ­ღუ­ში აღ­ნიშ­ნავს, მარ­თა­ლია, ეს პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს, მაგ­რამ მთა­ვა­რია სა­ხელ­მწი­ფომ თქვას უარი ასეთ მა­სა­ლებ­ზე: "ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მი უნდა შე­იქ­მნას, რომ მო­მა­ვალ­ში მსგავ­სი რამ არ გა­კეთ­დეს და მე­ო­რე - სა­ხელ­მწი­ფომ უნდა გა­დად­გას ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი, ფა­ი­ლე­ბი გა­ნად­გურ­დეს და მათი გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი და­ი­სა­ჯონ. ამას ამ­ნის­ტია ხელს არ შე­უშ­ლის, პი­რი­ქით შანსს მის­ცემს, რომ სი­ტუ­ა­ცია გა­მოს­წორ­დეს. მო­მა­ვალ­ში ვინ გა­მო­ი­ყე­ნებს და ვინ არა, ეს სხვა საქ­მეა. კი­დევ ერთი, რო­დე­საც რა­ღაც სა­ი­ტებ­ზე, გა­უ­გე­ბარ ად­გი­ლებ­ში და­ი­დე­ბა ეს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, მისი ნამ­დვი­ლო­ბა ყო­ფელ­თვის ეჭ­ვის ქვეშ დად­გე­ბა. ასე ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­ზე შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც და­ა­მონ­ტა­ჟო. გა­ყალ­ბე­ბით ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვის ათა­სი მე­თო­დი არ­სე­ბობს. ამი­ტომ პრო­ცე­სი უნდა იყოს ჯან­სა­ღი, რო­მე­ლიც ამას ხელს შე­უშ­ლის, აქ დიდი როლი მე­დი­ას აქვს, ადა­მი­ა­ნის მა­კომ­პრო­მი­ტი­რე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბი არ უნდა ბეჭ­დოს და მსგავს ან­კე­სებს არ უნდა წა­მო­ე­გოს. არა­ვის არ უნდა მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ამ ბინ­ძურ თა­მა­შებ­ში ჩაგ­ვით­რი­ოს."

რო­გორც ტუ­ღუ­ში მი­იჩ­ნევს, ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ აქამ­დე ამ უკა­ნო­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა არ მოხ­და და იმე­დი აქვს, რომ ჰა­მარ­ბერ­გის დას­კვნის შემ­დეგ ფა­ი­ლებს მალე გა­ა­ნად­გუ­რე­ბენ.

"ჰა­მარ­ბერ­გი იგი­ვეს ამ­ბობს რა­საც ჩვენ, მაგ­რამ ეტყო­ბა ჰა­მარ­ბერ­გის დას­კვანს მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა აქვს."

შსს-ს პრეს-სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ჰა­მარ­ბერ­გის დას­კვნა მის­თვის ცნო­ბი­ლი არ არის და შს მი­ნის­ტრი რო­დის გა­და­წყვეტს კო­მი­სი­ის ხე­ლახ­ლა შეკ­რე­ბას და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­ი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ო­ლე­ბის მი­ღე­ბას, ამას გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­მის­თა­ნა­ვე გა­ა­სა­ჯა­რო­ვე­ბენ.

ეკა ბა­სი­ლა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ჰამარბერგის დასკვნამ შეიძლება უკანონო ჩანაწერების ბედი გადაწყვიტოს

ჰამარბერგის დასკვნამ შეიძლება უკანონო ჩანაწერების ბედი გადაწყვიტოს

პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერების განადგურებას, საზოგადოების დიდ ნაწილთან ერთად, უკვე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებების სფეროში, თომას ჰამარბერგიც ითხოვს.

"რეზონანსის" რედაქტორს, ლაშა ტუღუშს იმედი აქვს, რომ შსს ფაილების განადგურებას უახლოეს ხანში საბოლოოდ გადაწყვეტს: "ჰამარმბერგის დასკვნის მიხედვით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები უნდა განადგურდეს, თუმცა დასკვნაში სხვა საინტერესო ფაქტორებზეცაა საუბარი. ეს დასკვნა ძალიან მალე გამოქვეყნდება. ვიცით, რომ წინა ხელისუფლების დროს მობილურ ოპერატორებს ჰქონდათ დამონტაჟებული ყუთები, რომლის მეშვეობითაც სამინისტროში ინფორმაცია გადაიქაჩებოდა. სისტემის სერიოზული პრობლემა იყო, როდესაც ინფორმაციის მიღება უკონტროლოდ ხდებოდა, ისე, რომ არავის არაფერს ეკითხებოდნენ. ეს სისტემა ჯერჯერობით ისევ არსებობს და ამის შესახებაც წერია ჰამარბერგის დასკვნაში."

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ უწყების არქივებში ნაპოვნია უკანონო ფარული მიყურადებით მოპოვებული სხვადასხვა პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-აუდიოჩანაწერები, რომელთა რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 17 ათასიდან 24 ათასამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ადასტურებს. მისი თქმით, ეს მოიცავს ფარული ვიდეო და აუდიო, ასევე ფოტო და დოკუმენტურ მასალას. ამასთან, გიორგობიანმა არ გამორიცხა, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

"4 აღმოჩენილ კასრში 403 დისკია და გამოძიების პროცესში ჩვენ არ ვიცით, იქ კიდევ რამდენი მასალა აღმოჩნდება," - აღნიშნა გიორგობიანმა.

მანამდე შს მინისტრმა თქვა, რომ 17,5 ათასი აუდიო-ვიდეო ფაილი იყო აღმოჩენილი, სადაც პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სასულიერო პირების საქმიანობა თუ პირადი ცხოვრება იყო ასახული.

ამ ჩანაწერების განადგურების მიზნით სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომლის წევრებიც არიან შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, "რეზონანსის" რედაქტორი ლაშა ტუღუში, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური და "საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტის" ხელმძღვანელი კახი კახიშვილი. ჩანაწერების განადგურების გადადების მიზეზად შს მინისტრი ჰამარბერგის რეკომენდაციას ასახელებდა. გუშინ ლაშა ტუღუშმა განაცხადა, რომ ამ დასკვნის მერე კომისია კიდევ ერთხელ შეიკრიბება და იმსჯელებს ჩანაწერების განადგურებაზე.

პარალელურად, გუშინ პარლამენტში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ ამნისტიის კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავდნენ, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო სექტორი იმ ადამიანების სს დევნისაგან გათავისუფლებას ითხოვდა, რომლებიც ამ ჩანაწერების შს სამინისტროს ახალი კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ჩააბარებდა. თუმცა ამ ინიციატივას ყველაზე მეტად იმ ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ, რომელთა დროსაც ეს ჩანაწერები გაკეთდა.

"ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ ამნისტირების ინიციატივას ხმას არ მისცემს, რადგან ყველა, ვინც დაკავშირებული იყო ასეთი საქმეების ჩადენასთან, შესაბამისი დავალებების მიცემაში, მასალების შენახვაში, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, "ხელისუფლებას გარიგება სურს იმ ნაძირლების ჯგუფთან, რომელიც ფარული ვიდეოგადაღებით იყო დაკავებული.

"ვართ შერცხვენილები იმ ფაქტებით, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. არ ვარიდებთ თავს პასუხისმგებლობას და ვითხოვთ, რომ ყველა, ვინც იყო ამ უმსგავსობაში გარეული, მნიშვნელობა არ აქვს, დაბალი თუ მაღალი თანამდებობის პირია ეს, უნდა იქნეს გამოვლენილი და უმკაცრესად დასჯილი და დასჯილი მაშინ, როცა ეს გამოვლინდება. ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ხელისუფლებას სურს იმ ნაძირლების ჯგუფთან, რომელიც ამით იყო დაკავებული, რაღაც გარიგება განახორციელოს. ამავდროულად, თავის პოლიტიკურ მიზანს მიაღწიოს, რომ ამით ჩირქი მოსცხოს მთელ "ნაციონალურ მოძრაობას" და ეს ადამიანები თავისი პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენოს," - განაცხადა ბარამიძემ.

ლაშა ტუღუში ამბობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ მასალებს აგროვებდნენ, რა თქმა უნდა, დამნაშავეები არიან, მაგრამ "ამნისტია პატიებას ნიშნავს და ის, რა თქმა უნდა, დამნაშავეებისთვის არსებობს, წესიერ ხალხს ეს არ სჭირდება. ჩვენი ინტერესი რა არის?! ერთია, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ მეორეა, რომ ამ ჩანაწერებით უამრავი ადამიანის უფლებები დაირღვა და რამენაირად ეს პრობლემა არ უნდა გაღრმავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მეშინია, ეს პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობების უბინძურესი მეთოდებით გარკვევის ასპარეზად არ გადაიქცეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო ამ სიბინძურეებით ომის პოლიგონი არ გახდეს. არავის აქვს ამის უფლება და პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები უნდა განადგურდეს, მეორე - აუცილებელია სისტემური გარანტიები შეიქმნას. ჯერჯერობით, სისტემა არსებობს, მისი დემონტაჟი არ მომხდარა. სამართლებრივად პრობლემები გვაქვს. ვიტყოდი, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონი დრაკონულია. აბსოლუტურად უკონტროლო სისტემაა. არ არსებობს არანაირი, არც საპარლამენტო, არც სასამართლო და არც სამოქალაქო კონტროლის ეფექტური მექანიზმები, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამიტომ ცვლილებები უნდა მივიღოთ და ახალი პრაქტიკა დავამკვიდროთ."

ტუღუშის თქმით, ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება შეიქმნას იმ დუბლიკატებთან დაკავშირებითაც, რომელიც დიდი ვარაუდით არსებობს. საუბარია იმაზე, რომ ყოფილი ხეისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი საქართველოდან გაიქცა და დიდი ალბათობით მათ ამ უკანონო ჩანაწერების დუბლიკატები ქვეყნის გარეთ აქვთ გატანილი და მათი ინტერნეტსივრცეში მოხვედრის პრობლემა მაინც რჩება.

როგორც ტუღუში აღნიშნავს, მართალია, ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ მთავარია სახელმწიფომ თქვას უარი ასეთ მასალებზე: "ეფექტური მექანიზმი უნდა შეიქმნას, რომ მომავალში მსგავსი რამ არ გაკეთდეს და მეორე - სახელმწიფომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, ფაილები განადგურდეს და მათი გამავრცელებლები დაისაჯონ. ამას ამნისტია ხელს არ შეუშლის, პირიქით შანსს მისცემს, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. მომავალში ვინ გამოიყენებს და ვინ არა, ეს სხვა საქმეა. კიდევ ერთი, როდესაც რაღაც საიტებზე, გაუგებარ ადგილებში დაიდება ეს ინფორმაციები, მისი ნამდვილობა ყოფელთვის ეჭვის ქვეშ დადგება. ასე ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება რაღაც დაამონტაჟო. გაყალბებით ადამიანის ღირსების შელახვის ათასი მეთოდი არსებობს. ამიტომ პროცესი უნდა იყოს ჯანსაღი, რომელიც ამას ხელს შეუშლის, აქ დიდი როლი მედიას აქვს, ადამიანის მაკომპრომიტირებელი მასალები არ უნდა ბეჭდოს და მსგავს ანკესებს არ უნდა წამოეგოს. არავის არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ამ ბინძურ თამაშებში ჩაგვითრიოს."

როგორც ტუღუში მიიჩნევს, ძალიან ცუდია, რომ აქამდე ამ უკანონო ჩანაწერების განადგურება არ მოხდა და იმედი აქვს, რომ ჰამარბერგის დასკვნის შემდეგ ფაილებს მალე გაანადგურებენ.

"ჰამარბერგი იგივეს ამბობს რასაც ჩვენ, მაგრამ ეტყობა ჰამარბერგის დასკვანს მეტი დამაჯერებლობა აქვს."

შსს-ს პრეს-სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, ჰამარბერგის დასკვნა მისთვის ცნობილი არ არის და შს მინისტრი როდის გადაწყვეტს კომისიის ხელახლა შეკრებას და პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების განადგურებაზე საბოლოო გადაწყვეტიოლების მიღებას, ამას გადაწვეტილების მიღემისთანავე გაასაჯაროვებენ.

ეკა ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა