პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი: "დი კაპ­რი­ომ მითხ­რა, რომ აგ­ვის­ტოს ომის დროს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს უჭერ­და"
ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი: "დი კაპ­რი­ომ მითხ­რა, რომ აგ­ვის­ტოს ომის დროს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს უჭერ­და"

ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი საფ­რან­გე­თი­დან სა­ზაფ­ხუ­ლოდ, ორი თვით არის ჩა­მო­სუ­ლი.­ ის თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, ფრან­გუ­ლი ელი­ტის გლა­მუ­რულ ცხოვ­რე­ბა­სა და ამ ცხოვ­რე­ბის თან­ამ­დევ სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- წლე­ვან­დე­ლი წე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, რად­გან ჩემ­თვის სა­ოც­ნე­ბო ბრენ­დებ­თან ვი­მუ­შა­ვე. აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობ "კრის­ტი­ან დი­ო­რის პარ­ფი­უ­მის" სახ­ლთან, მი­სი ბო­ლო კო­ლექ­ცია წარ­ვად­გი­ნე, თავ­და­პირ­ვე­ლად 20 მო­დე­ლი ვი­ყა­ვით, შემ­დეგ ეტაპ­ზე კი ორ­ნი შეგ­ვარ­ჩი­ეს, მე და ჩე­ხი გო­გო­ნა, რაც ნიშ­ნავს, რომ ამ ბრენ­დის მო­დე­ლე­ბი გავ­ხდით, "კრის­ტი­ან დი­ო­რი" მსოფ­ლიო მა­ღა­ლი მო­დის ნა­წი­ლია და ამა­ზე, ვფიქ­რობ, ყვე­ლა მო­დე­ლი ოც­ნე­ბობს. წა­მოს­ვლამ­დე გა­და­ღე­ბე­ბი მქონ­და ცნო­ბი­ლი ფრან­გუ­ლი მო­დის ჟურ­ნალ "ლა მო­დის­თვის". მო­დის ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე ჯერ არ ვყო­ფილ­ვარ, თვი­თონ ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ცი­ამ და "ვერ­სა­ჩეს" სახ­ლმა ამარ­ჩი­ეს, რად­გან პო­ზი­რე­ბი­სას "ვერ­სა­ჩეს" კო­ლექ­ცი­ის სა­მო­სი მაც­ვი­ა.

- ამ­ბო­ბენ, რომ ფრან­გუ­ლი ელი­ტა, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩა­კე­ტი­ლი­ა. უცხ­ო­ელს, მით უმე­ტეს პოს­ტსაბ­ჭო­თა სივ­რცი­დან, ზე­მო­დან უყუ­რე­ბენ. თქვენ თუ გიგ­რძნი­ათ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

- გარ­კვე­ულ­წი­ლად, ეს მარ­თა­ლი­ა. ფრან­გე­ბი უფ­რო კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი არი­ან, თუმ­ცა, ისი­ნი, ვი­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტე­ბი, მოგ­ზა­უ­რო­ბა უწევთ, გან­სხვავ­დე­ბი­ან, ინ­გლი­სუ­რა­დაც სა­უბ­რო­ბენ, ტრა­დი­ცი­უ­ლი ფრან­გუ­ლი "თვი­სე­ბე­ბი" შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად აქვთ, თუმ­ცა ფრან­გე­ბი მა­ინც ფრან­გე­ბად რჩე­ბი­ან და უყ­ვართ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის, კულ­ტუ­რის გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კი. ვიდ­რე ფრან­გუ­ლი არ ვის­წავ­ლე, იქა­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კონ­ტაქ­ტი მი­ჭირ­და, ახ­ლა კი ბევ­რი ფრან­გი მე­გო­ბა­რი მყავს, პა­რი­ზულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში უკეთ ვერ­კვე­ვი და მა­თი სა­ღა­მო-­წვე­უ­ლე­ბე­ბის ხში­რი სტუ­მა­რი ვარ.

- თა­ვის დრო­ზე დი­დი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია მსოფ­ლიო კი­ნოს ვარ­სკვლავ­თან, ალენ დე­ლონ­თან გა­და­ღე­ბულ­მა თქვენ­მა ფო­ტომ. კი­დევ რო­მელ ცნო­ბილ ადა­მი­ანს შეხ­ვდით?

- მა­დო­ნას, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­შიც ისე­თი­ვე ლა­მა­ზი ქა­ლი­ა, რო­გორც სცე­ნა­სა და ეკ­რან­ზე. ახ­ლა­ხან, კა­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ვი­ცა­ნი ოს­კა­რო­სა­ნი მსა­ხი­ო­ბი­ ად­რი­ან ბრო­უ­დი, რო­მე­ლიც გახ­მა­უ­რე­ბულ ფილმ "პი­ა­ნის­ტში" თა­მა­შობს, და, რაც მთა­ვა­რი­ა, კან­ში შევ­ხვდი ­ლე­ო­ნარ­დო დი კაპ­რი­ოს, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან ჩე­მი უსაყ­ვარ­ლე­სი მსა­ხი­ო­ბია და მის გაც­ნო­ბა­ზე ვერც ვი­ოც­ნე­ბებ­დი. კა­ნის შემ­დეგ პა­რიზ­შიც ვნა­ხე, რამ­დე­ნი­მე წვე­უ­ლე­ბა­ზე მოგ­ვი­წია ერ­თად ყოფ­ნამ, ვი­სა­უბ­რეთ კი­დეც, მე­რე ვი­ცეკ­ვეთ­. ლე­ო­ნარ­დო ძალ­ზე უშუ­ა­ლო­ა, ად­ვი­ლად შე­მო­დის კონ­ტაქ­ტში. ჯერ რა­ტომ­ღაც იტა­ლი­უ­რად გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა, მკითხ­ა: იტა­ლი­ე­ლი ხა­რო? ვუთხ­ა­რი, რომ ქარ­თვე­ლი ვარ და იქ­ვე და­ვუ­წყე ახ­სნა, რომ ამე­რი­კის ჯორ­ჯი­ი­დან კი არა, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­დან, კავ­კა­სი­ი­დან ვარ. მითხ­რა, რომ იცის სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, ისიც თქვა, რომ ახ­სოვს რუ­სეთ-­სა­ქარ­თვე­ლოს ომი და რომ ჩვენს ქვე­ყა­ნას მხარს უჭერ­და და უჭერს. ეს ჩემ­თვის სა­ოც­რე­ბა იყო, გა­დავ­კოც­ნეთ ერ­თმა­ნე­თი და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე, სა­ქარ­თვე­ლო­შიც დავ­პა­ტი­ჟე და ვუთხ­ა­რი, რომ ის აქ ძა­ლი­ან უყ­ვართ.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი: "დი კაპ­რი­ომ მითხ­რა, რომ აგ­ვის­ტოს ომის დროს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს უჭერ­და"

ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი: "დი კაპ­რი­ომ მითხ­რა, რომ აგ­ვის­ტოს ომის დროს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს უჭერ­და"

ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი საფ­რან­გე­თი­დან სა­ზაფ­ხუ­ლოდ, ორი თვით არის ჩა­მო­სუ­ლი.­ ის თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, ფრან­გუ­ლი ელი­ტის გლა­მუ­რულ ცხოვ­რე­ბა­სა და ამ ცხოვ­რე­ბის თან­ამდევ სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- წლე­ვან­დე­ლი წე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, რად­გან ჩემ­თვის სა­ოც­ნე­ბო ბრენ­დებ­თან ვი­მუ­შა­ვე. აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობ "კრის­ტი­ან დი­ო­რის პარ­ფი­უ­მის" სახ­ლთან, მი­სი ბო­ლო კო­ლექ­ცია წარ­ვად­გი­ნე, თავ­და­პირ­ვე­ლად 20 მო­დე­ლი ვი­ყა­ვით, შემ­დეგ ეტაპ­ზე კი ორ­ნი შეგ­ვარ­ჩი­ეს, მე და ჩე­ხი გო­გო­ნა, რაც ნიშ­ნავს, რომ ამ ბრენ­დის მო­დე­ლე­ბი გავ­ხდით, "კრის­ტი­ან დი­ო­რი" მსოფ­ლიო მა­ღა­ლი მო­დის ნა­წი­ლია და ამა­ზე, ვფიქ­რობ, ყვე­ლა მო­დე­ლი ოც­ნე­ბობს. წა­მოს­ვლამ­დე გა­და­ღე­ბე­ბი მქონ­და ცნო­ბი­ლი ფრან­გუ­ლი მო­დის ჟურ­ნალ "ლა მო­დის­თვის". მო­დის ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე ჯერ არ ვყო­ფილ­ვარ, თვი­თონ ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ცი­ამ და "ვერ­სა­ჩეს" სახ­ლმა ამარ­ჩი­ეს, რად­გან პო­ზი­რე­ბი­სას "ვერ­სა­ჩეს" კო­ლექ­ცი­ის სა­მო­სი მაც­ვი­ა.

- ამ­ბო­ბენ, რომ ფრან­გუ­ლი ელი­ტა, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩა­კე­ტი­ლი­ა. უცხ­ო­ელს, მით უმე­ტეს პოს­ტსაბ­ჭო­თა სივ­რცი­დან, ზე­მო­დან უყუ­რე­ბენ. თქვენ თუ გიგ­რძნი­ათ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

- გარ­კვე­ულ­წი­ლად, ეს მარ­თა­ლი­ა. ფრან­გე­ბი უფ­რო კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი არი­ან, თუმ­ცა, ისი­ნი, ვი­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტე­ბი, მოგ­ზა­უ­რო­ბა უწევთ, გან­სხვავ­დე­ბი­ან, ინ­გლი­სუ­რა­დაც სა­უბ­რო­ბენ, ტრა­დი­ცი­უ­ლი ფრან­გუ­ლი "თვი­სე­ბე­ბი" შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად აქვთ, თუმ­ცა ფრან­გე­ბი მა­ინც ფრან­გე­ბად რჩე­ბი­ან და უყ­ვართ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის, კულ­ტუ­რის გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კი. ვიდ­რე ფრან­გუ­ლი არ ვის­წავ­ლე, იქა­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კონ­ტაქ­ტი მი­ჭირ­და, ახ­ლა კი ბევ­რი ფრან­გი მე­გო­ბა­რი მყავს, პა­რი­ზულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში უკეთ ვერ­კვე­ვი და მა­თი სა­ღა­მო-­წვე­უ­ლე­ბე­ბის ხში­რი სტუ­მა­რი ვარ.

- თა­ვის დრო­ზე დი­დი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია მსოფ­ლიო კი­ნოს ვარ­სკვლავ­თან, ალენ დე­ლონ­თან გა­და­ღე­ბულ­მა თქვენ­მა ფო­ტომ. კი­დევ რო­მელ ცნო­ბილ ადა­მი­ანს შეხ­ვდით?

- მა­დო­ნას, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­შიც ისე­თი­ვე ლა­მა­ზი ქა­ლი­ა, რო­გორც სცე­ნა­სა და ეკ­რან­ზე. ახ­ლა­ხან, კა­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ვი­ცა­ნი ოს­კა­რო­სა­ნი მსა­ხი­ო­ბი­ ად­რი­ან ბრო­უ­დი, რო­მე­ლიც გახ­მა­უ­რე­ბულ ფილმ "პი­ა­ნის­ტში" თა­მა­შობს, და, რაც მთა­ვა­რი­ა, კან­ში შევ­ხვდი ­ლე­ო­ნარ­დო დი კაპ­რი­ოს, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან ჩე­მი უსაყ­ვარ­ლე­სი მსა­ხი­ო­ბია და მის გაც­ნო­ბა­ზე ვერც ვი­ოც­ნე­ბებ­დი. კა­ნის შემ­დეგ პა­რიზ­შიც ვნა­ხე, რამ­დე­ნი­მე წვე­უ­ლე­ბა­ზე მოგ­ვი­წია ერ­თად ყოფ­ნამ, ვი­სა­უბ­რეთ კი­დეც, მე­რე ვი­ცეკ­ვეთ­. ლე­ო­ნარ­დო ძალ­ზე უშუ­ა­ლო­ა, ად­ვი­ლად შე­მო­დის კონ­ტაქ­ტში. ჯერ რა­ტომ­ღაც იტა­ლი­უ­რად გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა, მკითხ­ა: იტა­ლი­ე­ლი ხა­რო? ვუთხ­ა­რი, რომ ქარ­თვე­ლი ვარ და იქ­ვე და­ვუწყე ახ­სნა, რომ ამე­რი­კის ჯორ­ჯი­ი­დან კი არა, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­დან, კავ­კა­სი­ი­დან ვარ. მითხ­რა, რომ იცის სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, ისიც თქვა, რომ ახ­სოვს რუ­სეთ-­სა­ქარ­თვე­ლოს ომი და რომ ჩვენს ქვე­ყა­ნას მხარს უჭერ­და და უჭერს. ეს ჩემ­თვის სა­ოც­რე­ბა იყო, გა­დავ­კოც­ნეთ ერ­თმა­ნე­თი და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე, სა­ქარ­თვე­ლო­შიც დავ­პა­ტი­ჟე და ვუთხ­ა­რი, რომ ის აქ ძა­ლი­ან უყ­ვართ.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება