სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კულტურის სამინისტრო პოპშემსრულებლებს აღარ დააფინანსებს
კულტურის სამინისტრო პოპშემსრულებლებს აღარ დააფინანსებს

გა­სულ კვი­რას ქარ­თულ­მა პრე­სამ კი­დევ ერთხელ მი­ა­პყრო ყუ­რა­დღე­ბა სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის მიერ თე­ბერ­ვალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დას­კვნას კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ 2011 წლის 1-ლი იან­ვრი­დან 2011 წლის 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით. შე­გახ­სე­ნებთ რამ­დე­ნი­მე საკ­ვან­ძო მო­მენტს სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი დას­კვნი­დან. სა­უ­ბა­რია 2011 წლის ბა­თუ­მის ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან გა­ნი­სა­ზღვრა 1 104 000 ლა­რით, თუმ­ცა, რო­გორც ამ სა­კი­თხის კვლე­ვი­სას სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ცხად­ყოფს, ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლის სპონსო­რად გა­მო­ცხად­და "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი", რო­მელ­მაც რე­ა­ლუ­რად ფეს­ტი­ვა­ლი მხო­ლოდ მთლი­ა­ნი თან­ხის 2,7%-ით და­ა­ფი­ნან­სა, ხოლო კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო, რო­მელ­მაც თან­ხის გვა­რი­ა­ნი ნა­წი­ლი გა­ი­ღო, სა­რეკ­ლა­მო კლი­პებ­ში მხო­ლოდ მხარ­დამ­ჭე­რად იყო მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.

დას­კვნა­ში წე­რია, რომ ბა­თუ­მის ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სა­მი­ნის­ტროს და­უ­სა­ბუ­თებ­ლად მოს­თხო­ვეს, მან კი გა­და­ი­ხა­და ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი თან­ხა. გაჩ­ნდა შე­კი­თხვა, როცა ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალს ისე­დაც ჰყავ­და სპონ­სო­რე­ბი და გარ­და ამი­სა, ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვით 400 000 ლარ­ზე მეტი მი­ი­ღო, რაში სჭირ­დე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან ამ­ხე­ლა და­ფი­ნან­სე­ბა? გარ­და ამი­სა, სა­უ­ბა­რია კი­დევ რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­ზე, კერ­ძოდ, სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლის ან­გა­რიშ­ზე ჩა­რი­ცხულ 25 000 დო­ლარ­ზე, ასე­ვე "ელდრა­ი­ნის­თვის", იმა­ვე "ემ­თი­ვის" კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის 12 500 დო­ლა­რი გა­მო­ი­ყო. ლელა წურ­წუ­მი­ას კონ­ცერ­ტის ტექ­ნი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის სა­მი­ნის­ტრომ 25 000 ლარი გა­ი­ღო. ან­დრეა ბო­ჩე­ლის კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხე­ბია და­ხარ­ჯუ­ლი, თა­ვად ცნო­ბი­ლი სა­ო­პე­რო შემ­სრუ­ლებ­ლის ან­გა­რიშ­ზე გა­და­ი­რი­ცხა 1 600 000 ლარი. სტინ­გი­სა და კრის ბო­ტის ცნო­ბი­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი ბა­თუმ­ში ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­ი­მარ­თა, სტინ­გის ჰო­ნო­რა­რი გახ­ლდათ 300 000 დო­ლა­რი 4 სიმ­ღე­რის­თვის, ხოლო კრის ბო­ტის - 90 000 დო­ლა­რი. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და­პი­რე­ბუ­ლი 1500 და­საჯ­დო­მი ბი­ლე­თის ნაც­ვლად გა­დას­ცა 858 და­საჯ­დო­მი და 200 ფეხ­ზე და­სად­გო­მი ბი­ლე­თი. და­ნარ­ჩე­ნი კი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ შე­ი­ძი­ნა, რის­თვი­საც ბი­უ­ჯე­ტი­დან და­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყო 227 900 ლარი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სტინ­გი­სა და კრის ბო­ტის კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თი 400 ლარი ღირ­და.

ამ დას­კვნის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რის­თვის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს და­ვუ­კავ­შირ­დით, სა­დაც მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს­თან, ალექ­სან­დრე მარ­გიშ­ვილ­თან გა­დაგ­ვა­მი­სა­მარ­თეს. მან არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი გაგ­ვიმ­ხი­ლა ამ დას­კვნის მიღ­მაც.

ალექ­სან­დრე მარ­გიშ­ვი­ლი:

- ამ დას­კვნა­ზე მუ­შა­ო­ბა საკ­მა­ოდ დიდ­ხანს გაგ­რძელ­და, ჩვენ­თა­ნაც მუ­შა­ობ­დნენ სა­მი­ნის­ტრო­ში და სა­კუ­თარ ოფის­შიც, სა­დაც ჩვენ­ვე ვაწ­ვდი­დით ინ­ფორ­მა­ცი­ას. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხზე ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მომ­ძი­ებ­ლო სამ­სა­ხურ­ში მოკ­ვლე­ვა ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. საკ­მა­ოდ მძი­მე სუ­რა­თია, თუმ­ცა აუ­დი­ტის დას­კვნა ჩვენ­თვის სი­ურპრი­ზი არ ყო­ფი­ლა. ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ-იან­ვარ­ში თა­ვა­დაც შე­ვის­წავ­ლეთ ტაშ­ფან­დუ­რო­ბებ­სა და მა­ი­მუ­ნო­ბებ­ში და­ხარ­ჯუ­ლი ფუ­ლის ამ­ბა­ვი.

- ტაშ­ფან­დურ­ში რას გუ­ლის­ხმობთ?

- კონ­კრე­ტუ­ლად ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ ფი­ნანსდე­ბო­და უცხო­ე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის კონ­ცერ­ტე­ბი, თუმ­ცა არა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, ვი­საც ბი­ლე­თე­ბის ყიდ­ვა და კონ­ცერ­ტებ­ზე დას­წრე­ბა სურ­და, არა­მედ სა­ა­კაშ­ვილს რომ ეთ­ქვა, აი, სტინ­გი, კრის ბოტი და ბო­ჩე­ლი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეო. პუ­რი­სა და სა­ნა­ხა­ო­ბის პრინ­ცი­პი იყო. გარ­და იმი­სა, რომ პრინ­ცი­პუ­ლად არ ვე­თან­ხმე­ბით, რაც კეთ­დე­ბო­და, ვერც იმას ვე­თან­ხმე­ბით, რო­გორ კეთ­დე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. მა­გა­ლი­თად, სტინ­გი­სა და კრის ბო­ტის კონ­ცერ­ტზე უნდა გა­ყი­დუ­ლი­ყო ბი­ლე­თე­ბი და ხარ­ჯის ნა­წი­ლი უნდა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი­ყო ბი­ლე­თე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხით. რე­ა­ლუ­რად რაც მოხ­და, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, რისი ნიშ­ნე­ბიც იკ­ვე­თე­ბა, გახ­ლავთ შემ­დე­გი - სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნანსდა ის ნა­წი­ლიც, რაც ბი­ლე­თე­ბის შე­მო­სავ­ლი­დან უნდა გა­დახ­დი­ლი­ყო. სა­ხელ­მწი­ფო თან­ხე­ბი გა­და­ი­რი­ცხა ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან სრუ­ლი­ად და­უ­კავ­ში­რე­ბელ ქალ­თა მკერ­დის კი­ბოს კვლე­ვის პრო­ექ­ტში. ეს თა­ვის­თა­ვად კარ­გი აზ­რია, მაგ­რამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ეს პი­რო­ბა არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და სა­ხელ­მწი­ფო ფული წა­ვი­და იქ, სა­დაც ამას არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. პრობ­ლე­მა არა კონ­ტრაქ­ტო­რებ­სა და შემ­სრუ­ლებ­ლებ­შია, მომ­ღე­რა­ლი იქ­ნე­ბა ეს თუ მო­ცეკ­ვა­ვე, არა­მედ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­სა და ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში, რომ­ლე­ბიც ამ სფე­როს, სხვა სფე­რო­ებ­თან ერ­თად, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­სა­ვით ექ­ცე­ოდ­ნენ.

- დას­კვნა­ში სა­უ­ბა­რია ლელა წურ­წუ­მი­ას კონ­ცერ­ტის­თვის, სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლის­თვის, ასე­ვე "ელ­­დრა­ი­ნის­თვის" გა­მო­ყო­ფილ თან­ხებ­ზე...

- დიახ, სხვა სა­ხელ-გვა­რებს ვერ გე­ტყვით, რად­გან ეს გა­მო­ძი­ე­ბის სა­გა­ნია, მაგ­რამ თქვენ მიერ ჩა­მოთ­ვლილ შემ­თხვე­ვებს თუ გან­ვი­ხი­ლავთ, სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლის­თვის გა­და­რი­ცხუ­ლი 25 000 დო­ლა­რი არ იყო გან­კუთ­ნი­ლი მხო­ლოდ ამ ერთი შემ­სრუ­ლებ­ლის­თვის, არა­მედ რამ­დე­ნი­მე მუ­სი­კო­სის­თვის. იმა­ზე, რომ სტე­ფა­ნეს ან­გა­რიშ­ზე გა­და­ი­რი­ცხა 25 000 დო­ლა­რი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა არა სტე­ფა­ნეს, არა­მედ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას.

- ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამ კო­­ნ­ცერ­ტე­ბით რე­ა­ლუ­რად იგებ­და ს­ახელ­მწი­ფო, ვი­ნა­ი­დან ბა­თუმ­ში ივ­ლი­სის შუა რი­ცხვებ­ში სას­ტუმ­რო­ე­ბი კარ­გად მუ­შა­ობ­და და ეს თვე მომ­გე­ბი­ა­ნი ტუ­რის­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით სწო­რედ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ­მა ფეს­ტი­ვალ­მა გა­ხ­ადა. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თქვენ წლე­ვან­დე­ლი ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლი აღარ და­ა­ფი­ნან­სეთ.

- ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ პე­რი­ოდ­ში ტუ­რის­ტთა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა მოხ­და, მათ შო­რის, სა­ვა­რა­უ­დოდ უცხო­ე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნის ხარ­ჯზეც. თუმ­ცა მე­ო­რე სა­კი­თხია, რა როლი აქვს სა­ხელ­მწი­ფოს კონ­ცერ­ტე­ბის მო­წყო­ბით ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვა­ში. გა­მო­დის, რომ ტუ­რის­ტი ჩა­მო­დის კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბად და არა იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო აინ­ტე­რე­სებს. ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვას მი­ვე­სალ­მე­ბით, მაგ­რამ მგო­ნია, რომ არ­სე­ბობს სხვა ხერ­ხე­ბიც, რომ ტუ­რის­ტე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ ბა­თუმ­ში და არა მხო­ლოდ იქ და არა მხო­ლოდ ივ­ლის­ში.

წელს ბა­თუ­მის ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე უარი ვთქვით. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ­სე­ბობს ხე­ლოვ­ნე­ბა­ში და მათ შო­რის სა­შემ­სრუ­ლებ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში მდგრა­დი, თვითმყო­ფა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და რაც ცალ­კე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­მარ­თვას სჭირ­დე­ბა, შე­მო­სა­ვალს შე­უძ­ლია ამ ხარ­ჯე­ბის გას­ტუმ­რე­ბა. ჩავ­თვა­ლეთ, რომ ჯაზი, პო­პუ­ლა­რუ­ლი მუ­სი­კაც ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია, რო­მელ­თაც სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­ნახ­ვა შე­უძ­ლი­ათ და სა­ხელ­მწი­ფოს შე­უძ­ლია ჩა­რე­ვა მხო­ლოდ გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვებ­ში, მა­შინ, რო­დე­საც ეს სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის­თვი­საც იქ­ნე­ბა კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი. ამი­ტო­მაც ვთქვით უარი ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე და ასე­ვე უარს ვამ­ბობთ პო­პუ­ლა­რუ­ლი მუ­სი­კის კონ­ცერ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე. თა­ვის­თა­ვად, ამ­გვარ ღო­ნის­ძი­ე­ბებს მი­ვე­სალ­მე­ბით, რაც კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის გა­მო­ცო­ცხლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო ფული ამა­ში არ უნდა იხარ­ჯე­ბო­დეს. გა­და­წყვე­ტი­ლი გვაქვს, რომ აღარ და­ი­ხარ­ჯე­ბა გარ­და იმ გა­მო­ნაკ­ლი­სი­სა, რა­ზეც ზე­ვით ვი­სა­უბ­რეთ. ასე­თი შე­იძ­ლე­ბა იყოს წე­ლი­წად­ში ერთი-ორი.

- ბა­ტო­ნო ალექ­სან­დრე, გახ­სოვთ, ალ­ბათ მუ­სი­კა­ლუ­რი ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ხელ­მწი­ფო იღებ­და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხის და­სა­პი­ა­რებ­ლად. თუ და­ინ­ტე­რეს­დით, რა უჯ­დე­ბო­და მსგავ­სი კლი­პე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს და თუ აპი­რებთ თქვენც ამ­გვა­რი ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის გა­და­ღე­ბას...

- ეს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს პრე­რო­გა­ტი­ვა უფრო არის. კლიპ­ში რომ ვი­ღაც მღე­რის და ცეკ­ვავს, იმას არ ნიშ­ნავს, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ეკუთ­ვნის. დღეს შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო მსგავს ვი­დე­ორ­გო­ლებს ნამ­დვი­ლად აღარ და­ა­ფი­ნან­სებს. შე­მიძ­ლია მა­გა­ლი­თი მო­გიყ­ვა­ნოთ - მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში არ­ჩევ­ნე­ბი იყო, 2 ოქ­ტომ­ბერს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უკვე იცო­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა. ოქ­ტომ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, სა­ნამ ახა­ლი მთავ­რო­ბა შე­ვი­დო­და ძა­ლა­ში, პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან გა­ფორ­მე­ბუ­ლი იყო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 400 000 ლა­რის გა­ცე­მა­ზე, რათა მსგავ­სი კლი­პი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი­ყო. სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი ისაა, რომ ეს კლი­პი რამ­დე­ნი­მე თვით ადრე გა­და­ღე­ბუ­ლიც იყო, ტრი­ა­ლებ­და კი­დეც და ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ეძ­ლო მისი "იუ­თუ­ბი­დან" გად­მო­წე­რა. რაც თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, იმგვა­რი კლი­პია, ოღონდ მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ. არ მინ­და, მე­ტად და­ვა­კონ­კრე­ტო, რად­გან ესეც გა­მო­ძი­ე­ბის სა­გა­ნია. ეს გახ­ლდათ მუ­სი­კა­ლუ­რი პერ­ფორ­მან­სი, ცეკ­ვაც იყო და სიმ­ღე­რაც. მოკ­ლედ, დას­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის­თვის პოს­ფაქ­ტუმ იყო გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა. ჩვენ ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ვა­უქ­მეთ. სა­უ­ბა­რი იყო 400 000 ლარ­ზე, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს უნდა გა­და­ე­ხა­და ერთ დის­კში, რო­მე­ლიც ბაზ­რო­ბა­ზე ლარი ღირს, და ამ დის­კზე იქ­ნე­ბო­და ჩა­წე­რი­ლი ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კლი­პი, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს ინ­ტერ­ნე­ტი­დან შე­ეძ­ლო გად­მო­ე­წე­რა. ამ დის­კის ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი 400 000 ლარი გახ­დე­ბო­და.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

კულტურის სამინისტრო პოპშემსრულებლებს აღარ დააფინანსებს

კულტურის სამინისტრო პოპშემსრულებლებს აღარ დააფინანსებს

გასულ კვირას ქართულმა პრესამ კიდევ ერთხელ მიაპყრო ყურადღება სახელმწიფო აუდიტის მიერ თებერვალში გამოქვეყნებულ დასკვნას კულტურის სამინისტროს მუშაობის შესახებ 2011 წლის 1-ლი იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შეგახსენებთ რამდენიმე საკვანძო მომენტს სახელმწიფო აუდიტის მიერ ჩატარებული დასკვნიდან. საუბარია 2011 წლის ბათუმის ჯაზფესტივალის დაფინანსებაზე, რომელიც კულტურის სამინისტროს მხრიდან განისაზღვრა 1 104 000 ლარით, თუმცა, როგორც ამ საკითხის კვლევისას სახელმწიფო აუდიტის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ცხადყოფს, ჯაზფესტივალის სპონსორად გამოცხადდა "საქართველოს ბანკი", რომელმაც რეალურად ფესტივალი მხოლოდ მთლიანი თანხის 2,7%-ით დააფინანსა, ხოლო კულტურის სამინისტრო, რომელმაც თანხის გვარიანი ნაწილი გაიღო, სარეკლამო კლიპებში მხოლოდ მხარდამჭერად იყო მოხსენიებული.

დასკვნაში წერია, რომ ბათუმის ჯაზფესტივალის ჩასატარებლად სამინისტროს დაუსაბუთებლად მოსთხოვეს, მან კი გადაიხადა ზემოთ ნახსენები თანხა. გაჩნდა შეკითხვა, როცა ჯაზფესტივალს ისედაც ჰყავდა სპონსორები და გარდა ამისა, ბილეთების გაყიდვით 400 000 ლარზე მეტი მიიღო, რაში სჭირდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამხელა დაფინანსება? გარდა ამისა, საუბარია კიდევ რამდენიმე ეპიზოდზე, კერძოდ, სტეფანე მღებრიშვილის ანგარიშზე ჩარიცხულ 25 000 დოლარზე, ასევე "ელდრაინისთვის", იმავე "ემთივის" კონცერტში მონაწილეობისთვის 12 500 დოლარი გამოიყო. ლელა წურწუმიას კონცერტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის სამინისტრომ 25 000 ლარი გაიღო. ანდრეა ბოჩელის კონცერტის ორგანიზებისთვის კოლოსალური თანხებია დახარჯული, თავად ცნობილი საოპერო შემსრულებლის ანგარიშზე გადაირიცხა 1 600 000 ლარი. სტინგისა და კრის ბოტის ცნობილი საქველმოქმედო კონცერტი ბათუმში ასევე საქართველოს მთავრობის ინიციატივით გაიმართა, სტინგის ჰონორარი გახლდათ 300 000 დოლარი 4 სიმღერისთვის, ხოლო კრის ბოტის - 90 000 დოლარი. კულტურის სამინისტრომ კონცერტის ორგანიზატორებს დაპირებული 1500 დასაჯდომი ბილეთის ნაცვლად გადასცა 858 დასაჯდომი და 200 ფეხზე დასადგომი ბილეთი. დანარჩენი კი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეიძინა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყო 227 900 ლარი. შეგახსენებთ, რომ სტინგისა და კრის ბოტის კონცერტზე დასასწრები ბილეთი 400 ლარი ღირდა.

ამ დასკვნის შესახებ კომენტარისთვის კულტურის სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე მარგიშვილთან გადაგვამისამართეს. მან არაერთი საინტერესო დეტალი გაგვიმხილა ამ დასკვნის მიღმაც.

ალექსანდრე მარგიშვილი:

- ამ დასკვნაზე მუშაობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ჩვენთანაც მუშაობდნენ სამინისტროში და საკუთარ ოფისშიც, სადაც ჩვენვე ვაწვდიდით ინფორმაციას. რამდენადაც ვიცი, რამდენიმე საკითხზე ფინანსთა სამინისტროს საგამომძიებლო სამსახურში მოკვლევა ახლაც მიმდინარეობს. საკმაოდ მძიმე სურათია, თუმცა აუდიტის დასკვნა ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა. ნოემბერ-დეკემბერ-იანვარში თავადაც შევისწავლეთ ტაშფანდურობებსა და მაიმუნობებში დახარჯული ფულის ამბავი.

- ტაშფანდურში რას გულისხმობთ?

- კონკრეტულად ვგულისხმობ იმას, რომ ფინანსდებოდა უცხოელი შემსრულებლების კონცერტები, თუმცა არა საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, ვისაც ბილეთების ყიდვა და კონცერტებზე დასწრება სურდა, არამედ სააკაშვილს რომ ეთქვა, აი, სტინგი, კრის ბოტი და ბოჩელი ჩამოვიყვანეო. პურისა და სანახაობის პრინციპი იყო. გარდა იმისა, რომ პრინციპულად არ ვეთანხმებით, რაც კეთდებოდა, ვერც იმას ვეთანხმებით, როგორ კეთდებოდა ეს ყველაფერი. მაგალითად, სტინგისა და კრის ბოტის კონცერტზე უნდა გაყიდულიყო ბილეთები და ხარჯის ნაწილი უნდა დაფინანსებულიყო ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხით. რეალურად რაც მოხდა, ყოველ შემთხვევაში, რისი ნიშნებიც იკვეთება, გახლავთ შემდეგი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა ის ნაწილიც, რაც ბილეთების შემოსავლიდან უნდა გადახდილიყო. სახელმწიფო თანხები გადაირიცხა ამ ღონისძიებასთან სრულიად დაუკავშირებელ ქალთა მკერდის კიბოს კვლევის პროექტში. ეს თავისთავად კარგი აზრია, მაგრამ ხელშეკრულებით ეს პირობა არ იყო გათვალისწინებული და სახელმწიფო ფული წავიდა იქ, სადაც ამას არ ითვალისწინებდა ხელშეკრულება. პრობლემა არა კონტრაქტორებსა და შემსრულებლებშია, მომღერალი იქნება ეს თუ მოცეკვავე, არამედ კულტურის სამინისტროსა და ქვეყნის ხელმძღვანელობაში, რომლებიც ამ სფეროს, სხვა სფეროებთან ერთად, კერძო საკუთრებასავით ექცეოდნენ.

- დასკვნაში საუბარია ლელა წურწუმიას კონცერტისთვის, სტეფანე მღებრიშვილისთვის, ასევე "ელ­­დრაინისთვის" გამოყოფილ თან­ხებზე...

- დიახ, სხვა სახელ-გვარებს ვერ გეტყვით, რადგან ეს გამოძიების საგანია, მაგრამ თქვენ მიერ ჩამოთვლილ შემთხვევებს თუ განვიხილავთ, სტეფანე მღებრიშვილისთვის გადარიცხული 25 000 დოლარი არ იყო განკუთნილი მხოლოდ ამ ერთი შემსრულებლისთვის, არამედ რამდენიმე მუსიკოსისთვის. იმაზე, რომ სტეფანეს ანგარიშზე გადაირიცხა 25 000 დოლარი, პასუხისმგებლობა ეკისრება არა სტეფანეს, არამედ კულტურის სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელობას.

- ჯაზფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამ კო­­ნ­ცერტებით რეალურად იგებდა ს­ახელმწიფო, ვინაიდან ბათუმში ივლისის შუა რიცხვებში სასტუმროები კარგად მუშაობდა და ეს თვე მომგებიანი ტურისტული თვალსაზრისით სწორედ ზემოხსენებულმა ფესტივალმა გა­ხ­ადა. ცნობილი გახდა, რომ თქვენ წლევანდელი ჯაზფესტივალი აღარ დააფინანსეთ.

- ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იმ პერიოდში ტურისტთა რაოდენობის ზრდა მოხდა, მათ შორის, სავარაუდოდ უცხოელი შემსრულებლების ჩამოყვანის ხარჯზეც. თუმცა მეორე საკითხია, რა როლი აქვს სახელმწიფოს კონცერტების მოწყობით ტურისტების მოზიდვაში. გამოდის, რომ ტურისტი ჩამოდის კონცერტზე დასასწრებად და არა იმისთვის, რომ საქართველო აინტერესებს. ტურისტების მოზიდვას მივესალმებით, მაგრამ მგონია, რომ არსებობს სხვა ხერხებიც, რომ ტურისტები ჩამოვიდნენ ბათუმში და არა მხოლოდ იქ და არა მხოლოდ ივლისში.

წელს ბათუმის ჯაზფესტივალის დაფინანსებაზე უარი ვთქვით. საბედნიეროდ, არსებობს ხელოვნებაში და მათ შორის საშემსრულებლო ხელოვნებაში მდგრადი, თვითმყოფადი მიმართულებები და რაც ცალკეული ღონისძიებების გამართვას სჭირდება, შემოსავალს შეუძლია ამ ხარჯების გასტუმრება. ჩავთვალეთ, რომ ჯაზი, პოპულარული მუსიკაც ის მიმართულებებია, რომელთაც საკუთარი თავის შენახვა შეუძლიათ და სახელმწიფოს შეუძლია ჩარევა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მაშინ, როდესაც ეს სხვა მიმართულებებისთვისაც იქნება კატალიზატორი. ამიტომაც ვთქვით უარი ჯაზფესტივალის დაფინანსებაზე და ასევე უარს ვამბობთ პოპულარული მუსიკის კონცერტების დაფინანსებაზე. თავისთავად, ამგვარ ღონისძიებებს მივესალმებით, რაც კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას უკავშირდება, მაგრამ სახელმწიფო ფული ამაში არ უნდა იხარჯებოდეს. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ აღარ დაიხარჯება გარდა იმ გამონაკლისისა, რაზეც ზევით ვისაუბრეთ. ასეთი შეიძლება იყოს წელიწადში ერთი-ორი.

- ბატონო ალექსანდრე, გახსოვთ, ალბათ მუსიკალური ვიდეორგოლები, რომლებსაც სახელმწიფო იღებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის დასაპიარებლად. თუ დაინტერესდით, რა უჯდებოდა მსგავსი კლიპები სახელმწიფოს და თუ აპირებთ თქვენც ამგვარი ვიდეორგოლების გადაღებას...

- ეს ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა უფრო არის. კლიპში რომ ვიღაც მღერის და ცეკვავს, იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც კულტურის სამინისტროს ეკუთვნის. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ კულტურის სამინისტრო მსგავს ვიდეორგოლებს ნამდვილად აღარ დააფინანსებს. შემიძლია მაგალითი მოგიყვანოთ - მოგეხსენებათ, გასული წლის ოქტომბერში არჩევნები იყო, 2 ოქტომბერს საზოგადოებამ უკვე იცოდა, რომ ხელისუფლება შეიცვალა. ოქტომბრის მეორე ნახევარში, სანამ ახალი მთავრობა შევიდოდა ძალაში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გაფორმებული იყო ხელშეკრულება დაახლოებით 400 000 ლარის გაცემაზე, რათა მსგავსი კლიპი დაფინანსებულიყო. საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ეს კლიპი რამდენიმე თვით ადრე გადაღებულიც იყო, ტრიალებდა კიდეც და ნებისმიერ მსურველს შეეძლო მისი "იუთუბიდან" გადმოწერა. რაც თქვენ აღნიშნეთ, იმგვარი კლიპია, ოღონდ მთლიანად საქართველოს შესახებ. არ მინდა, მეტად დავაკონკრეტო, რადგან ესეც გამოძიების საგანია. ეს გახლდათ მუსიკალური პერფორმანსი, ცეკვაც იყო და სიმღერაც. მოკლედ, დასრულებული პროექტისთვის პოსფაქტუმ იყო გამოყოფილი თანხა. ჩვენ ეს ხელშეკრულება გავაუქმეთ. საუბარი იყო 400 000 ლარზე, რომელიც სახელმწიფოს უნდა გადაეხადა ერთ დისკში, რომელიც ბაზრობაზე ლარი ღირს, და ამ დისკზე იქნებოდა ჩაწერილი ზემოხსენებული კლიპი, რომელიც მანამდე ნებისმიერ მსურველს ინტერნეტიდან შეეძლო გადმოეწერა. ამ დისკის ღირებულება კი 400 000 ლარი გახდებოდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება