პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ გაუხადა ღამის ძილი სანატრელი ხატია სიჭინავას და რას უკრძალავს ქმარი
ვინ გაუხადა ღამის ძილი სანატრელი ხატია სიჭინავას და რას უკრძალავს ქმარი

ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვამ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა და დღეს სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნის მფლო­ბე­ლია. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ქმარ­მა საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ისე­თი სფე­რო შე­ურ­ჩია, რაც მას­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლო­საა. ხა­ტია ოჯახ­ზე, შვი­ლებ­ზე, ქმარ­თან რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე თა­ვად გა­იმ­ბობთ.

დილა

- დი­ლის ძილს დიდი ხა­ნია და­ვემ­შვი­დო­ბე, არა­და იყო დრო, როცა ჩემი დილა პირ­ვე­ლი­დან ორ სა­ა­თამ­დე იწყე­ბო­და, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ბავ­შვებ­მა დი­ლის კი არა, ღა­მის ძი­ლიც სა­ნატ­რე­ლი გა­მი­ხა­დეს, ჩემი ცხოვ­რე­ბა გა­და­ე­წყო და დილა რვა სა­ათ­ზე ფა­ფე­ბით, კა­რა­ქი­ა­ნი პუ­რით და ბა­ღით იწყე­ბა, შემ­დეგ მო­დის ჩემი სამ­სა­ხუ­რი და ყავა. ორი წე­ლია ამ გან­რიგს გემო გა­ვუ­გე. დღეს­დღე­ო­ბით გა­მო­ფხიზ­ლე­ბა პრობ­ლე­მას აღარ წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა ადრე კედ­ლებს ვე­ჯა­ხე­ბო­დი, ისე მი­ჭირ­და გაღ­ვი­ძე­ბა. პა­ტა­რე­ბის დღის რე­ჟი­მით ცხოვ­რობს ჩემი ქმა­რიც, რო­მე­ლიც დი­ლა­ო­ბით ვარ­ჯი­შობს. შე­სა­ბა­მი­სად, მისი კვე­ბაც მკაც­რად და­ცუ­ლი უნდა იყოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მეც სპორ­ტულ-ბავ­შვუ­რი დღის წეს­რი­გით ვცხოვ­რობ.

თა­ვის მოვ­ლა...

... შე­ზღუ­დუ­ლი დრო­ის მი­უ­ხე­და­ვად, დი­ლით სარ­კის წინ ტრი­ალს მა­ინც ვა­ხერ­ხებ. არა მგო­ნია, არ­სე­ბობ­დეს ქალი, ვისი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რიც სარ­კე არ იქ­ნე­ბა, თუმ­ცა არ­სე­ბობს ასე­თი ლე­გენ­და, რომ ძა­ლი­ან დიდ­ხანს თუ აჩ­ვე­ნებ სარ­კეს შენს თავს, სი­ლა­მა­ზეს გარ­თმევ­სო. მქო­ნია შემ­თხვე­ვე­ბი, სარ­კის წინ იმ­დე­ნი მიტ­რი­ა­ლია, კაბა, რო­მე­ლიც თა­ვი­დან ძა­ლი­ან მომ­წონ­და, ბო­ლოს გა­მო­მიც­ვლია.

ვარ­ცხნი­ლო­ბა­სა და მა­კი­აჟს სა­ლონ­ში ვი­კე­თებ, რად­გან მაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­კუ­თარ სა­ლონ­ში მოვ­წეს­რიგ­დე. ხალ­ხუ­რი მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ მსმე­ნია, თუმ­ცა ერ­თა­დერ­თხელ გა­მო­ვი­ყე­ნე და სა­ში­ნელ დღე­ში აღ­მოვ­ჩნდი. მა­ი­ო­ნე­ზი და­ვი­დე თმა­ზე, რო­მელ­მაც სა­ღე­ბა­ვი სულ "შე­ჭა­მა" და დავ­რჩი წი­წი­ლა­სა­ვით ყვი­თე­ლი თმით. ალ­ბათ, გა­საკ­ვი­რი არაა, რომ ამის შემ­დეგ აღარ მი­მი­მარ­თავს ხალ­ხუ­რი მე­თო­დე­ბის­თვის.

შო­პინ­გი

... მე და ჩემი მე­უღ­ლე შო­პინგს ძი­რი­თა­დად ევ­რო­პა­ში ვი­წყობთ ხოლ­მე. ყიდ­ვი­სას ერ­თმა­ნე­თის აზრს ვი­ზი­ა­რებთ, ვე­კი­თხე­ბით, რა უფრო გვიხ­დე­ბა, თო­რემ მე ტან­საც­მლის ისე­თი ხამი ვარ, შე­იძ­ლე­ბა ისიც ვი­ყი­დო, რაც არ მიხ­დე­ბა. ერ­თა­დერ­თი, რის ჩაც­მა­საც ქმა­რი კა­ტე­გო­რი­უ­ლად მიკ­რძა­ლავს, გრძე­ლი კაბა და დაბ­ლე­ბია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ვინ გაუხადა ღამის ძილი სანატრელი ხატია სიჭინავას და რას უკრძალავს ქმარი

ვინ გაუხადა ღამის ძილი სანატრელი ხატია სიჭინავას და რას უკრძალავს ქმარი

ხატია სიჭინავამ ტელევიზიიდან ბიზნესის სფეროში გადაინაცვლა და დღეს სილამაზის სალონის მფლობელია. როგორც თავად ამბობს, ქმარმა საქმიანობისთვის ისეთი სფერო შეურჩია, რაც მასთან ყველაზე ახლოსაა. ხატია ოჯახზე, შვილებზე, ქმართან რომანტიკულ ურთიერთობაზე თავად გაიმბობთ.

დილა

- დილის ძილს დიდი ხანია დავემშვიდობე, არადა იყო დრო, როცა ჩემი დილა პირველიდან ორ საათამდე იწყებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბავშვებმა დილის კი არა, ღამის ძილიც სანატრელი გამიხადეს, ჩემი ცხოვრება გადაეწყო და დილა რვა საათზე ფაფებით, კარაქიანი პურით და ბაღით იწყება, შემდეგ მოდის ჩემი სამსახური და ყავა. ორი წელია ამ განრიგს გემო გავუგე. დღესდღეობით გამოფხიზლება პრობლემას აღარ წარმოადგენს, თუმცა ადრე კედლებს ვეჯახებოდი, ისე მიჭირდა გაღვიძება. პატარების დღის რეჟიმით ცხოვრობს ჩემი ქმარიც, რომელიც დილაობით ვარჯიშობს. შესაბამისად, მისი კვებაც მკაცრად დაცული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, მეც სპორტულ-ბავშვური დღის წესრიგით ვცხოვრობ.

თავის მოვლა...

... შეზღუდული დროის მიუხედავად, დილით სარკის წინ ტრიალს მაინც ვახერხებ. არა მგონია, არსებობდეს ქალი, ვისი საუკეთესო მეგობარიც სარკე არ იქნება, თუმცა არსებობს ასეთი ლეგენდა, რომ ძალიან დიდხანს თუ აჩვენებ სარკეს შენს თავს, სილამაზეს გართმევსო. მქონია შემთხვევები, სარკის წინ იმდენი მიტრიალია, კაბა, რომელიც თავიდან ძალიან მომწონდა, ბოლოს გამომიცვლია.

ვარცხნილობასა და მაკიაჟს სალონში ვიკეთებ, რადგან მაქვს იმის საშუალება, რომ საკუთარ სალონში მოვწესრიგდე. ხალხური მეთოდების შესახებ მსმენია, თუმცა ერთადერთხელ გამოვიყენე და საშინელ დღეში აღმოვჩნდი. მაიონეზი დავიდე თმაზე, რომელმაც საღებავი სულ "შეჭამა" და დავრჩი წიწილასავით ყვითელი თმით. ალბათ, გასაკვირი არაა, რომ ამის შემდეგ აღარ მიმიმართავს ხალხური მეთოდებისთვის.

შოპინგი

... მე და ჩემი მეუღლე შოპინგს ძირითადად ევროპაში ვიწყობთ ხოლმე. ყიდვისას ერთმანეთის აზრს ვიზიარებთ, ვეკითხებით, რა უფრო გვიხდება, თორემ მე ტანსაცმლის ისეთი ხამი ვარ, შეიძლება ისიც ვიყიდო, რაც არ მიხდება. ერთადერთი, რის ჩაცმასაც ქმარი კატეგორიულად მიკრძალავს, გრძელი კაბა და დაბლებია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება