სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეთერ კაკულია: "დეპუტატობა მინდა, მაგრამ კოჰაბიტაცია ვერ გავიგე, რას ნიშნავს"
ეთერ კაკულია: "დეპუტატობა მინდა, მაგრამ კოჰაბიტაცია ვერ გავიგე, რას ნიშნავს"

"ჩემი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ნო­მე­რი 41-ია. აქ უკვე წლე­ბია ვცხოვ­რობ" - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი ეთერ კა­კუ­ლია და ჩვე­ულ სტილ­ში აგ­რძე­ლებს ჩვენ­თან სა­უ­ბარს.

- "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" სახ­ლის ნო­მე­რი მოგ­პა­რათ?

- კი არ მომ­პა­რა, ვა­ჩუ­ქეთ და გა­ი­მარ­ჯვა, ხე­დავ?

- "ოც­ნე­ბა­ში" გა­წევ­რი­ა­ნე­ბას ხომ არ აპი­რებთ? რო­გორც მახ­სოვს, ად­რე­ულ წლებ­ში გქონ­დათ მცდე­ლო­ბა პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­ბარ­გე­ბუ­ლი­ყა­ვით...

- კი, ერთი პე­რი­ო­დი გა­დავ­ბარ­გდი, მაგ­რამ ისევ უკან დავ­ბრუნ­დი, რად­გან პო­ლი­ტი­კას ვე­რა­ფე­რი გა­ვუ­გე. ძა­ლი­ან რთუ­ლი რა­მეა, რაა?.. მე მინ­და, რომ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გავ­ხდე.

- ისე, ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში ბევ­რმა მსა­ხი­ობ­მა მო­ი­ყა­რა თავი...

- კი, და მი­ნი­თე­ატ­რის და­არ­სე­ბაც შე­უძ­ლი­ათ... ისე, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი კი სი­ა­მოვ­ნე­ბით გავ­ხდე­ბო­დი. რა ვიცი, შე­იძ­ლე­ბა, გა­მო­მი­ვი­დეს ეგ საქ­მე... მაგ­რამ სი­ტყვა კო­ჰა­ბი­ტა­ცია ვერ გა­ვი­გე, რას ნიშ­ნავს. იმის დად­გე­ნაც მინ­დო­და, სა­და­უ­რი სი­ტყვაა.

- ფრან­გუ­ლი სი­ტყვაა.

- არ მჯე­რა. ფრან­გულ ლექ­სი­კონ­ში ვე­ძე­ბე და ვერ ვი­პო­ვე. იქ­ნებ შენ მა­ინც მი­თხრა, რას ნიშ­ნავს ქარ­თუ­ლად?

- თა­ნა­არ­სე­ბო­ბას.

- მერე ქარ­თუ­ლად რომ ვი­ლა­პა­რა­კოთ, არ ჯო­ბია? მსოფ­ლი­ო­ში ქარ­თულ­ზე უკე­თე­სი ენა და­მი­სა­ხე­ლეთ, რაა? იცი, რა მინ­და გი­თხრა? მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ კო­ლო­რი­ტი ხარო, მაგ­რამ ამას ვერ ვგრძნობ, სა­თა­ნა­დო და­ფა­სე­ბა არ მაქვს.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- იმას, რომ ბი­ძი­ნას სტი­პენ­დია არ მაქვს... ისე, გა­ვი­გე, რომ თურ­მე ჩემ­თვი­საც უნდა მო­ე­ცათ, მაგ­რამ იქ ვი­ღა­ცე­ბი ჩა­ე­რივ­ნენ, თქვეს, - ეგ მი­შის­ტი­აო. მაგ­რამ მა­ინც მგო­ნია, რომ ეგ ყვე­ლა­ფე­რი ბი­ძი­ნას გა­რე­შე მოხ­და.

- ისე, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ კონ­ცერ­ტებ­ზე ხში­რად გა­მო­დი­ო­დით...

- ე.ი. რო­გორც მი­შის­ტი ისე ვი­ყა­ვი ცნო­ბი­ლი, არა? არა­და, არ ვარ მი­შის­ტი, ნუ! ის პრე­ზი­დენ­ტი იყო...

- ჯერ­ჯე­რო­ბით ისევ პრე­ზი­დენ­ტია.

- კი" მაგ­რამ მალე ხომ აღარ იქ­ნე­ბა? მი­მაჩ­ნია, რომ სა­დაც შენი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბაა, იქ უნდა იყო შენც! ახლა "ოც­ნე­ბა" მო­ვი­და...

- და "ოც­ნე­ბის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მოხ­ვალთ?

- იცი, რას გვე­ტყვი? ცოტა ხნის წინ შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა თა­ვის გა­და­ცე­მა­ში მი­მიწ­ვია. ბევ­რი ვი­ლა­პა­რა­კეთ, ვი­ცი­ნეთ და ბო­ლოს მკი­თხა: - ახლა რო­მელ პარ­ტი­ას უმ­ღე­რი­თო?

ვუ­თხა­რი, რომ სიმ­ღე­რა მჟა­ვა­ნა­ძის ცე­კას მდივ­ნო­ბი­სას და­ვი­წყე. ვმღე­რო­დი შე­ვარ­დნა­ძის, პა­ტი­აშ­ვი­ლის, გუმ­ბა­რი­ძის, გამ­სა­ხურ­დი­ას, ისევ შე­ვარ­დნა­ძის, სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბი­სას-მეთ­ქი. მერე შალ­ვას ვკი­თხე, - ვინ არის ახლა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა-მეთ­ქი? ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიო, - მი­პა­სუ­ხა. ჰოდა, მეც მა­გის მთავ­რო­ბას ვუმ­ღე­რებ-მეთ­ქი. სწო­რედ ეგ მა­ინ­ტე­რე­სებ­დაო, - მი­თხრა შალ­ვამ...

რა მთავ­რო­ბაც იქ­ნე­ბა, იმას ვუმ­ღე­რებ, რაა? ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რო­ბა არ შე­მიძ­ლია და არც არას­დროს ვყო­ფილ­ვარ ოპო­ზი­ცი­ა­ში. მე მომ­ღე­რა­ლი ვარ. ვინც მე­ტყვის, მოდი და იმ­ღე­რეო, წა­ვალ და ვიმ­ღე­რებ! ზო­გი­ერ­თი ამ­ბობს, სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას და­ჩაგ­რუ­ლი ვი­ყა­ვიო... ახა­ლი მთავ­რო­ბაც ნე­ტავ იმა­ვეს გა­ა­კე­თებს?!

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ეთერ კაკულია: "დეპუტატობა მინდა, მაგრამ კოჰაბიტაცია ვერ გავიგე, რას ნიშნავს"

ეთერ კაკულია: "დეპუტატობა მინდა, მაგრამ კოჰაბიტაცია ვერ გავიგე, რას ნიშნავს"

"ჩემი საცხოვრებელი სახლის ნომერი 41-ია. აქ უკვე წლებია ვცხოვრობ" - ამბობს მომღერალი ეთერ კაკულია და ჩვეულ სტილში აგრძელებს ჩვენთან საუბარს.

- "ქართულმა ოცნებამ" სახლის ნომერი მოგპარათ?

- კი არ მომპარა, ვაჩუქეთ და გაიმარჯვა, ხედავ?

- "ოცნებაში" გაწევრიანებას ხომ არ აპირებთ? როგორც მახსოვს, ადრეულ წლებში გქონდათ მცდელობა პოლიტიკაში გადაბარგებულიყავით...

- კი, ერთი პერიოდი გადავბარგდი, მაგრამ ისევ უკან დავბრუნდი, რადგან პოლიტიკას ვერაფერი გავუგე. ძალიან რთული რამეა, რაა?.. მე მინდა, რომ პარლამენტის წევრი გავხდე.

- ისე, ახალი მოწვევის პარლამენტში ბევრმა მსახიობმა მოიყარა თავი...

- კი, და მინითეატრის დაარსებაც შეუძლიათ... ისე, პარლამენტის წევრი კი სიამოვნებით გავხდებოდი. რა ვიცი, შეიძლება, გამომივიდეს ეგ საქმე... მაგრამ სიტყვა კოჰაბიტაცია ვერ გავიგე, რას ნიშნავს. იმის დადგენაც მინდოდა, სადაური სიტყვაა.

- ფრანგული სიტყვაა.

- არ მჯერა. ფრანგულ ლექსიკონში ვეძებე და ვერ ვიპოვე. იქნებ შენ მაინც მითხრა, რას ნიშნავს ქართულად?

- თანაარსებობას.

- მერე ქართულად რომ ვილაპარაკოთ, არ ჯობია? მსოფლიოში ქართულზე უკეთესი ენა დამისახელეთ, რაა? იცი, რა მინდა გითხრა? მეუბნებიან, რომ კოლორიტი ხარო, მაგრამ ამას ვერ ვგრძნობ, სათანადო დაფასება არ მაქვს.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ბიძინას სტიპენდია არ მაქვს... ისე, გავიგე, რომ თურმე ჩემთვისაც უნდა მოეცათ,  მაგრამ იქ ვიღაცები ჩაერივნენ, თქვეს, - ეგ მიშისტიაო. მაგრამ მაინც მგონია, რომ ეგ ყველაფერი ბიძინას გარეშე მოხდა.

- ისე, "ნაციონალების" მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე ხშირად გამოდიოდით...

- ე.ი. როგორც მიშისტი ისე ვიყავი ცნობილი, არა? არადა, არ ვარ მიშისტი, ნუ! ის პრეზიდენტი იყო...

- ჯერჯერობით ისევ პრეზიდენტია.

- კი" მაგრამ მალე ხომ აღარ იქნება? მიმაჩნია, რომ სადაც შენი ქვეყნის მთავრობაა, იქ უნდა იყო შენც! ახლა "ოცნება" მოვიდა...

- და "ოცნების" მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე გამოხვალთ?

- იცი, რას გვეტყვი? ცოტა ხნის წინ შალვა რამიშვილმა თავის გადაცემაში მიმიწვია. ბევრი ვილაპარაკეთ, ვიცინეთ და ბოლოს მკითხა: - ახლა რომელ პარტიას უმღერითო?

ვუთხარი, რომ სიმღერა მჟავანაძის ცეკას მდივნობისას დავიწყე. ვმღეროდი შევარდნაძის, პატიაშვილის, გუმბარიძის, გამსახურდიას, ისევ შევარდნაძის, სააკაშვილის მთავრობისას-მეთქი. მერე შალვას ვკითხე, - ვინ არის ახლა საქართველოს მთავრობა-მეთქი? ბიძინა ივანიშვილიო, - მიპასუხა. ჰოდა, მეც მაგის მთავრობას ვუმღერებ-მეთქი. სწორედ ეგ მაინტერესებდაო, - მითხრა შალვამ...

რა მთავრობაც იქნება, იმას ვუმღერებ, რაა? ოპოზიციონერობა არ შემიძლია და არც არასდროს ვყოფილვარ ოპოზიციაში. მე მომღერალი ვარ. ვინც მეტყვის, მოდი და იმღერეო, წავალ და ვიმღერებ! ზოგიერთი ამბობს, სააკაშვილის პრეზიდენტობისას დაჩაგრული ვიყავიო... ახალი მთავრობაც ნეტავ იმავეს გააკეთებს?!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"