პოლიტიკა
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ზურაბიშვილს, მოქმედი კანონმდებლობით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლია
სალომე ზურაბიშვილს, მოქმედი კანონმდებლობით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლია

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფილ მი­ნისტრს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ შე­უძ­ლია. კონ­სტი­ტუ­ცი­ის 29-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა პუნ­ქტის მი­ხედ­ვით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა ეკა­ვოს სა­ქარ­თვე­ლოს იმ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც იმავდრო­უ­ლად უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა.

"ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ნა­ცხა­დი, რო­მელ­შიც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ჯერ არ შე­მო­სუ­ლა, თუმ­ცა ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ცეს­კოს მხრი­დან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სი", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის სპი­კერ­მა ეკა აზა­რაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ქო­ნის გამო პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე ორ პირს უარი უკვე ეთ­ქვა.

"ორ სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფს რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე უარი უკვე ვუ­თხა­რით. მი­ზე­ზი იყო სწო­რედ ის, რომ მათ მიერ წარ­მოდ­გე­ნილ კან­დი­და­ტებს ჰქონ­დათ ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. ერთი იყო ტა­რი­ელ ხვე­დე­ლი­ძე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად ნი­დერ­ლან­დე­ბის მო­ქა­ლა­ქეა და მე­ო­რე - გი­ორ­გი გა­ხო­კი­ძე, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს", - აღ­ნიშ­ნა აზა­რაშ­ვილ­მა.

ამას­თან, ცეს­კოს სპი­კე­რის თქმით, თუკი კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ეს შე­ზღუდ­ვა მო­იხ­სნე­ბა, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია ახალ ჩა­ნა­წერს აღას­რუ­ლებს.

"რო­გორც იცით, კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ცვი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­აა შექ­მნი­ლი. თუ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში შევა ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამ შე­ზღუდ­ვას მოხ­სნის და ახა­ლი ჩა­ნა­წე­რი გაჩ­ნდე­ბა, ჩვენ აღ­ვას­რუ­ლებთ იმას, რაც ეწე­რე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში", - აღ­ნიშ­ნა ცეს­კოს სპი­კერ­მა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად რე­გის­ტრა­ცი­ის სურ­ვი­ლი ამ დრო­ის­თვის 23-მა პირ­მა გა­მოთ­ქვა, სა­ი­და­ნაც ორს უარი ეთ­ქვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 3 პირი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის, და­ნარ­ჩე­ნი კი სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის მიერ წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტია.

რო­გორც ცეს­კო­ში გან­მარ­ტა­ვენ, ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ­ჯე­რო­ბით არც ერთი კან­დი­და­ტის რე­გის­ტრა­ცია არ მომ­ხდა­რა.

"მათ ჯერ გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი უნდა გა­ი­ა­რონ. კერ­ძოდ, 17 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით ცეს­კო­ში მი­ნი­მუმ 26 530 მხარ­დამ­ჭერ­თა ხელ­მო­წე­რა უნდა წარ­მო­ად­გი­ნონ. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­და­წყდე­ბა მათი რე­გის­ტრა­ცი­ის სა­კი­თხი. ესაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­თხოვ­ნა ყვე­ლა – რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის, ისე სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის მიერ წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტის­თვის. კან­დი­და­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­სი სა­ბო­ლო­ოდ 27 სექ­ტემ­ბერს დას­რულ­დე­ბა. სწო­რედ ამ დრო­ის­თვის გვე­ცო­დი­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვინ იყ­რის კენ­ჭს არ­ჩევ­ნებ­ში", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ეკა აზა­რაშ­ვილ­მა.

სა­ყო­ველ­თაო-სა­ხალ­ხო გან­ხილ­ვის კო­მი­სია ამ­ჟა­მად სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექტს გა­ნი­ხი­ლავს, რო­მე­ლიც, სა­ქარ­თვე­ლოს იმ მო­ქა­ლა­ქის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ან პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის სა­კითხს ეხე­ბა, რო­მე­ლიც იმავდრო­უ­ლად უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

სალომე ზურაბიშვილს, მოქმედი კანონმდებლობით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლია

სალომე ზურაბიშვილს, მოქმედი კანონმდებლობით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლია

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს სალომე ზურაბიშვილს, მოქმედი კანონმდებლობით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლია. კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის მიხედვით  საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

"ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოფიციალური განაცხადი, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად იქნება წარმოდგენილი, ჯერ არ შემოსულა, თუმცა ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში, ცესკოს მხრიდან გადაწყვეტილება იქნება კანონის შესაბამისი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ეკა აზარაშვილმა.

მისივე განმარტებით, ორმაგი მოქალაქეობის ქონის გამო პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე ორ პირს უარი უკვე ეთქვა.

"ორ საინიციატივო ჯგუფს რეგისტრაციაზე უარი უკვე ვუთხარით. მიზეზი იყო სწორედ ის, რომ მათ მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს ჰქონდათ ორმაგი მოქალაქეობა. ერთი იყო ტარიელ ხვედელიძე, რომელიც საქართველოსთან ერთად ნიდერლანდების მოქალაქეა და მეორე - გიორგი გახოკიძე, რომელსაც საქართველოს და რუსეთის მოქალაქეობა აქვს", - აღნიშნა აზარაშვილმა.

ამასთან, ცესკოს სპიკერის თქმით, თუკი კონსტიტუციაში არსებული ეს შეზღუდვა მოიხსნება, ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალ ჩანაწერს აღასრულებს.

"როგორც იცით, კონსტიტუციურ ცვილებებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიაა შექმნილი. თუ კონსტიტუციაში შევა ცვლილება, რომელიც ამ შეზღუდვას მოხსნის და ახალი ჩანაწერი გაჩნდება, ჩვენ აღვასრულებთ იმას, რაც ეწერება კანონმდებლობაში", - აღნიშნა ცესკოს სპიკერმა.

ოფიციალური ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციის სურვილი ამ დროისთვის 23-მა პირმა გამოთქვა, საიდანაც ორს უარი ეთქვა. აღსანიშნავია, რომ 3 პირი პოლიტიკური პარტიის, დანარჩენი კი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია.

როგორც ცესკოში განმარტავენ, ოფიციალურად ჯერჯერობით არც ერთი კანდიდატის რეგისტრაცია არ მომხდარა.

"მათ ჯერ გარკვეული პროცედურები უნდა გაიარონ. კერძოდ, 17 სექტემბრის ჩათვლით ცესკოში მინიმუმ 26 530 მხარდამჭერთა ხელმოწერა უნდა წარმოადგინონ. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება მათი რეგისტრაციის საკითხი. ესაა აუცილებელი მოთხოვნა ყველა – როგორც პოლიტიკური პარტიის, ისე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატისთვის. კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი საბოლოოდ 27 სექტემბერს დასრულდება. სწორედ ამ დროისთვის გვეცოდინება ოფიციალურად ვინ იყრის კენჭს არჩევნებში", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ეკა აზარაშვილმა.

საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია ამჟამად საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავს, რომელიც, საქართველოს იმ მოქალაქის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების საკითხს ეხება, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა