მომღერალი ნინი ბადურაშვილი, რომელსაც გუშინ ქალიშვილი შეეძინა, მეგობრებს მილოცვისთვის "ფეისბუქით" მადლობას უხდის.
"დიდი მადლობა ყველას", - წერს მომღერალი.
გუშინ, გვიან საღამოს, ნინი დედა გახდა. შეეძინა ულამაზესი პატარა ელენე, - მითხრა ნინის მეგობარმა, მომღერალმა ქრისტინე იმედაძემ, რომელიც ნინის მეგობრებიდან ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ეს ინფორმაცია "ფეისბუქის" საშუალებით გაავრცელა. ამის შემდეგ თავად ქრისტინე იღებდა მშობიარე მეგობრისთვის გადასაცემ მილოცვებს. ნინისა და დედამისს (ეკა კახანი) უამრავი ადამიანი (მათ შორის ცნობილები) ულოცავდა. როგორც ქრისტინემ მითხრა, - ყველაფერი კარგად არის, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
"ამბები.გე" უერთდება უამრავი ადამიანის მილოცვასა თუ კეთილ სურვილს.