პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს მარიამ კოჩალიძის სავარაუდო მკვლელის აღწერილობას აქვეყნებს
შსს მარიამ კოჩალიძის სავარაუდო მკვლელის აღწერილობას აქვეყნებს

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო 16 წლის მა­რი­ამ კო­ჩა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-დან აც­ნო­ბეს, გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას გა­ირ­კვა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დო ჩამ­დენ­მა პირ­მა გუ­შინ, სა­ღა­მოს 19.00–დან 19.30 სა­ათ­ზე ახა­ლი ბულ­ვა­რის ბო­ლო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 100 მეტ­რის მო­შო­რე­ბით გა­ა­ჩე­რა მუქი ფე­რის ტაქ­სი და და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

"სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლის აღ­წე­რი­ლო­ბა: მა­მა­კა­ცი არის 40-45 წლის, სი­მაღ­ლე 180- 185 სმ, სა­შუ­ა­ლო­ზე ოდ­ნავ სუს­ტი, სა­შუ­ა­ლო სიგ­რძის შავი სწო­რი თმე­ბი, შავი წარ­ბე­ბი, შავი წვრი­ლი თვა­ლე­ბი, თა­ვი­სა და სა­ხის წაგ­რძე­ლე­ბუ­ლი ფორ­მა, სწო­რი და მოგ­რძო ცხვი­რი, თხე­ლი ტუ­ჩე­ბი, მომრგვა­ლე­ბუ­ლი ოდ­ნავ წინ წა­მო­წე­უ­ლი ნი­კა­პი, მუქი ხორ­ბლის­ფე­რი კანი, სა­უბ­რობს დამ­ტვრე­უ­ლი ქარ­თუ­ლით, ხში­რად მუნ­ჯის იმი­ტა­ცი­ას აკე­თებს. ტანთ ეცვა შავი ფე­რის მოკ­ლე სა­ხე­ლო­ე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რი, ზე­ვი­დან სტა­ფი­ლოს­ფე­რი უმ­კვლა­ვო საწ­ვი­მა­რი, ლურ­ჯი ან შავი ვიწ­რო ჯინ­სის შარ­ვა­ლი, ატა­რებს შავი ფე­რის სათ­ვა­ლეს, თან და­აქვს შავი ფე­რის ზურგჩან­თა და ყა­ვის­ფე­რი ხელ­ჩან­თა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აღ­ნიშ­ნუ­ლი ტაქ­სის მძღოლს მო­უ­წო­დებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­უ­წი­ოს დახ­მა­რე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას და გა­მო­ცხად­დეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში", - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

შსს მარიამ კოჩალიძის სავარაუდო მკვლელის აღწერილობას აქვეყნებს

შსს მარიამ კოჩალიძის სავარაუდო მკვლელის აღწერილობას აქვეყნებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ აღნიშნული დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა გუშინ, საღამოს 19.00–დან 19.30 საათზე ახალი ბულვარის ბოლოდან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით გააჩერა მუქი ფერის ტაქსი და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

"სავარაუდო მკვლელის აღწერილობა: მამაკაცი არის 40-45 წლის, სიმაღლე 180- 185 სმ, საშუალოზე ოდნავ სუსტი, საშუალო სიგრძის შავი სწორი თმები, შავი წარბები, შავი წვრილი თვალები, თავისა და სახის წაგრძელებული ფორმა, სწორი და მოგრძო ცხვირი, თხელი ტუჩები, მომრგვალებული ოდნავ წინ წამოწეული ნიკაპი, მუქი ხორბლისფერი კანი, საუბრობს დამტვრეული ქართულით, ხშირად მუნჯის იმიტაციას აკეთებს. ტანთ ეცვა შავი ფერის მოკლე სახელოებიანი მაისური, ზევიდან სტაფილოსფერი უმკვლავო საწვიმარი, ლურჯი ან შავი ვიწრო ჯინსის შარვალი, ატარებს შავი ფერის სათვალეს, თან დააქვს შავი ფერის ზურგჩანთა და ყავისფერი ხელჩანთა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული ტაქსის მძღოლს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაუწიოს დახმარება გამოძიებას და გამოცხადდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოში", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ