პარტნიორები:

    სელენა გომესმა აღიარა, რომ ჯასტინ ბიბერთან რომანი დასრულდა

    სელენა გომესმა აღიარა, რომ ჯასტინ ბიბერთან რომანი დასრულდა

    მომღერალმა სელენა გომესმა, რომელიც 22 ივლისს 21 წლის გახდა, ტელეარხ Е!-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჯასტინ ბიბერთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

    "18 წლის ვიყავი, როდესაც ჯასტინთან ურთიერთობა დავიწყე. ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ეს უნდა გამოსცადო: შენ 18-ის ხარ, შეყვარებული, შემდეგ კი სიყვარული გადის...ჯასტინთან რომანის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემს მომავალ ურთიერთობას პრესას და ცნობისმოყვარე თვალს მოვარიდებ", - აღნიშნა მომღერალმა.

    გომესმა ასევე უარყო ხმები იმის შესახებ, რომ ის და ჯასტინ ბიბერი კვლავ ერთად არიან.

    "ახლა მარტო ვარ. თავს კარგად ვგრძნობ და კმაყოფილი ვარ ცხოვრებით", - განაცხადა სელენამ.

    მომზადებულია Е!-ს მიხედვით.

    სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

    "სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

    „თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება