სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული მაფიის "ბელა ჩაო" იტალიაში (ექსკლუზიური ვერსია)
ქართული მაფიის "ბელა ჩაო" იტალიაში (ექსკლუზიური ვერსია)

"ქარ­თულ­მა ორ­გა­ნი­ზე­ბულ­მა და­ნა­შა­ულ­მა სარ­ფი­ან საქ­მი­ა­ნო­ბად აქ­ცია პო­ლი­ტი­კუ­რი კო­რუფ­ცია, გა­მო­ძალ­ვა, ნარ­კოტ­რა­ფი­კი და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბა. იტა­ლია გემ­რი­ე­ლი ლუკ­მაა ქარ­თვე­ლი ბო­სე­ბის­თვის, სა­დაც ისი­ნი ფულს ათეთ­რე­ბენ - დე­ბენ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ად­რი­ა­ტი­კის სა­ნა­პი­რო­ზე რი­მი­ნი­დან რი­ჩი­ნე­სამ­დე... ყი­დუ­ლო­ბენ ყვე­ლა­ფერს, რაც ხელთ მოხ­ვდე­ბათ - სას­ტუმ­რო­ებს, ბა­რებს, რეს­ტორ­ნებს, ფე­შე­ნე­ბე­ლურ ვი­ლებს... ახლა მა­ფი­ას ჩვენ­ში ქარ­თუ­ლი სახე აქვს".

გა­ზე­თი "ილ ფატ­ლო ქუ­ო­თი­ი­დი­ო­ნო"

"რუ­სეთ­ში მშვი­დად ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლე­ვენ, აქ, იტა­ლი­ა­ში, ბევ­რად კარ­გად ვგრძნობთ თავს... აბა, სხვა­გან სად შეხ­ვდე­ბით ქუ­ჩა­ში ერ­თად მო­სე­ირ­ნე ამ­დენ კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს?"

მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძე-"სო­ხუმსკი"

19 ივ­ლისს იტა­ლი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში მას­შტა­ბუ­რი ან­ტიკ­რი­მი­ნა­ლუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს კა­რა­ბი­ნე­რებ­მა და­ა­კა­ვეს მსხვი­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მე­ლიც რომ­ში ბი­ნებს ძარ­ცვავ­და და შემ­დეგ ნა­ქურ­დალ ნივ­თებს ყიდ­და. რო­გორც იტა­ლი­ე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, საქ­მე აქვთ ფი­ლიგ­რა­ნუ­ლად მო­მუ­შა­ვე დამ­ნა­შა­ვე­ებ­თან. მძარ­ცვე­ლე­ბი ისე­თი ხელ­სა­წყო­თი აღებ­დნენ კარს, რო­მე­ლიც სა­კეტს არ აზი­ა­ნებ­და და ამი­ტო­მაც ერთი შე­ხედ­ვით ბი­ნებს ძარ­ცვის კვა­ლი არ ეტყო­ბო­და...

და­კა­ვე­ბუ­ლი 37 პი­რი­დან ყვე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე აღ­მოჩ­ნდა. რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, "დო­მუნ­ში­კე­ბის­თვის" (ასე ეძა­ხი­ან ბი­ნის მძარ­ცვე­ლებს) სა­ჭი­რო ხელ­სა­წყო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში კუს­ტა­რუ­ლად მზად­დე­ბო­და და იტა­ლი­ა­ში იგ­ზავ­ნე­ბო­და. იტა­ლი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას და­კა­ვე­ბულ­თა რი­ცხვი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს კი­დეც...

და­კა­ვე­ბუ­ლებს 2 მლნ ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნა­ძარ­ცვი სა­ქო­ნე­ლი აღ­მო­აჩ­ნდათ, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ დაჯ­გუ­ფე­ბას, ბი­ნე­ბის ძარ­ცვის გარ­და, ბრა­ლი ედე­ბა ყალ­ბი სა­ბუ­თე­ბის დამ­ზა­დე­ბა­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბა­ში.

იტა­ლია ქარ­თველ კრი­მი­ნალ­თა თავ­შე­საფ­რად იქცა რამ­დე­ნი­მე წლის წინ, როცა ეს­პა­ნეთ­ში ად­გი­ლობ­რივ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ხმა­უ­რი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბი ჩა­ა­ტა­რეს, კრი­მი­ნა­ლუ­რი ბო­სე­ბი და­ა­კა­ვეს და, რო­გორც თა­ვად აცხა­დებ­დნენ, რუ­სულ (ქარ­თულ) მა­ფი­ას საყ­რდე­ნი გა­მო­ა­ცა­ლეს. გარ­და ამი­სა, თურ­ქე­თი­სა და სა­ბერ­ძნე­თის შემ­დეგ სწო­რედ იტა­ლი­ას ირ­ჩე­ვენ ხოლ­მე სა­ზღვარ­გა­რეთ სა­მუ­შა­ოს მსურ­ვე­ლე­ბი, ამი­ტომ დღეს­დღე­ო­ბით იტა­ლი­ა­ში ათა­სო­ბით ქარ­თველს შეხ­ვდე­ბით. ქვე­ყა­ნა­ში (არა მარ­ტო იტა­ლი­ა­ში) სა­მუ­შა­ოს ძი­რი­თა­დად ქა­ლე­ბი შო­უ­ლო­ბენ, ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის უმე­ტე­სო­ბა კი ქურ­დობს ან სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­შია ჩარ­თუ­ლი...

ჯერ კი­დევ ორი­ო­დე წლის წინ ქარ­თვე­ლე­ბის მიერ ბი­ნე­ბის და მა­ღა­ზი­ე­ბის ძარ­ცვა, მან­ქა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა ქა­ო­სუ­რი ხა­სი­ა­თი­სა იყო. "ბიზ­ნე­სის" სწო­რად წარ­სა­მარ­თა­ვად იტა­ლი­ას კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტე­ტებ­მაც მი­ა­შუ­რეს და ცოტა ხან­ში "თა­ვი­ან­მა" ქარ­თვე­ლებ­მა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის შექ­მნა და­ი­წყეს...

2010 წლის 10 ნო­ემ­ბერს იტა­ლი­ის სა­პორ­ტო ქა­ლაქ პეს­კა­რა­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა, რომ­ლე­ბიც გეგ­მურ რე­იდს ატა­რებ­დნენ, შე­სა­მოწ­მებ­ლად ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი "მერ­სე­დე­სი" გა­ა­ჩე­რეს, რო­მელ­შიც სამი მგზავ­რი იჯდა... რო­დე­საც კა­რა­ბი­ნე­რებ­მა მათ სა­ბუ­თე­ბი მოს­თხო­ვეს, მძღოლ­მა მან­ქა­ნა დაძ­რა, დიდი სიჩ­ქა­რით ტრა­სის მე­ო­რე მხა­რეს გა­და­ვი­და და მოძ­რა­ო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და. დევ­ნა ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში ერთ სა­ათს გაგ­რძელ­და. გაქ­ცე­უ­ლებ­მა და­ა­ზი­ა­ნეს რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა და ბო­ლოს მა­ღა­ზი­ა­ში შეც­ვივ­დნენ.

დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­ა­კა­ვეს და რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მან­ქა­ნა­ში ბი­ნე­ბის მძარ­ცველ­თა ცნო­ბი­ლი ჯგუ­ფი იჯდა: კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ბე­სიკ კუპ­რაშ­ვი­ლი," მისი მარ­ჯვე­ნა ხელი ბე­სიკ ლი­ქო­კე­ლი და ერ­თიც ბულ­გა­რე­თის მო­ქა­ლა­ქე.

ამ ჯგუ­ფის ხელ­ში ჩაგ­დე­ბას იტა­ლი­ე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი 11 თვე ამა­ოდ ცდი­ლობ­დნენ.

სწო­რედ ამ ფაქ­ტის შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­დნენ ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი ქარ­თუ­ლი კრი­მი­ნა­ლით, თუმ­ცა მა­შინ ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცია ჯერ კი­დევ არ ფიქ­რობ­და, რომ საქ­მე ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქსელ­თან ჰქონ­და.

2011 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში პო­ლი­ცი­ამ რო­მის გა­რე­უ­ბან ჩენ­ტო ჩე­ლე­ში და­ა­კა­ვა ბი­ნე­ბის ძარ­ცვა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 6 ქარ­თვე­ლი.

2012 წლის 4 მა­ისს კა­რა­ბი­ნე­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს 33 მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს. ბი­ნის მძარ­ცველ­თა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის ასაყ­ვა­ნად სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი 4 თვე ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ. ამო­ღე­ბუ­ლი იყო 5 კგ ოქ­როს ნა­კე­თო­ბა­ნი (მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის), აგ­რეთ­ვე 150.000 ევრო.

გა­მო­ძი­ე­ბი­სას გა­ირ­კვა, რომ ნა­ქურ­და­ლი ნივ­თე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას ეწე­ო­და სა­გან­გე­ბოდ შექ­მნი­ლი ქარ­თულ-იტა­ლი­უ­რი ჯგუ­ფი, რო­მელ­თა­ნაც ნა­ქურ­და­ლი ნივ­თე­ბი მთე­ლი იტა­ლი­ი­დან იყ­რი­და თავს.

ცოტა ხან­ში პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა ამ დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რი 5 იტა­ლი­ე­ლი, რომ­ლე­ბიც ნივ­თებს სარ­ფი­ა­ნად ყიდ­დნენ ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში. ქარ­თუ­ლი მხრი­დან კი ნა­ქურდლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ძი­რი­თა­დად ქა­ლე­ბი ეწე­ოდ­ნენ.

რო­გორც იტა­ლი­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი აცხა­დებ­დნენ, - ქვე­ყა­ნა­ში გა­მოჩ­ნდა"ახა­ლი - ქარ­თუ­ლი მა­ფია, რო­მელ­თა­ნაც ჩვე­ნი, იტა­ლი­უ­რი, ერ­თობ უსუ­სუ­რა­დაც შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდე­სო.

2012 წლი­დან იტა­ლი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ გამ­გზავ­რე­ბის მსურ­ველ­თა რი­ცხვი გა­ორ­მაგ­და... სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა იქ არა­ლე­გა­ლუ­რად ჩა­დის, ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნი იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან, უკა­ნას­კნე­ლი გრო­შე­ბი გა­ი­ღონ სა­ბუ­თე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად, რომ­ლე­ბიც, რო­გორც წესი, ყალ­ბია...

ქარ­თუ­ლი მა­ფი­ის შე­მო­სავ­ლის მო­რიგ წყა­როს სწო­რედ ყალ­ბი სა­ბუ­თე­ბის დამ­ზა­დე­ბა წარ­მო­ად­გენს, რომ­ლი­თაც კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­რო წე­ლი­წად­ში რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონს შო­უ­ლობს...

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ქართული მაფიის "ბელა ჩაო" იტალიაში (ექსკლუზიური ვერსია)

ქართული მაფიის "ბელა ჩაო" იტალიაში (ექსკლუზიური ვერსია)

"ქართულმა ორგანიზებულმა დანაშაულმა სარფიან საქმიანობად აქცია პოლიტიკური კორუფცია, გამოძალვა, ნარკოტრაფიკი და იარაღის უკანონო ვაჭრობა. იტალია გემრიელი ლუკმაა ქართველი ბოსებისთვის, სადაც ისინი ფულს ათეთრებენ - დებენ ინვესტიციებს ადრიატიკის სანაპიროზე რიმინიდან რიჩინესამდე... ყიდულობენ ყველაფერს, რაც ხელთ მოხვდებათ - სასტუმროებს, ბარებს, რესტორნებს, ფეშენებელურ ვილებს... ახლა მაფიას ჩვენში ქართული სახე აქვს".

გაზეთი "ილ ფატლო ქუოთიიდიონო"

"რუსეთში მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევენ, აქ, იტალიაში, ბევრად კარგად ვგრძნობთ თავს... აბა, სხვაგან სად შეხვდებით ქუჩაში ერთად მოსეირნე ამდენ კანონიერ ქურდს?"

მერაბ ჯანგველაძე-"სოხუმსკი"

19 ივლისს იტალიის დედაქალაქში მასშტაბური ანტიკრიმინალური სპეცოპერაციის დროს კარაბინერებმა დააკავეს მსხვილი დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც რომში ბინებს ძარცვავდა და შემდეგ ნაქურდალ ნივთებს ყიდდა. როგორც იტალიელი სამართალდამცავები ამბობენ, საქმე აქვთ ფილიგრანულად მომუშავე დამნაშავეებთან. მძარცველები ისეთი ხელსაწყოთი აღებდნენ კარს, რომელიც საკეტს არ აზიანებდა და ამიტომაც ერთი შეხედვით ბინებს ძარცვის კვალი არ ეტყობოდა...

დაკავებული 37 პირიდან ყველა საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, "დომუნშიკებისთვის" (ასე ეძახიან ბინის მძარცველებს) საჭირო ხელსაწყოები საქართველოში კუსტარულად მზადდებოდა და იტალიაში იგზავნებოდა. იტალიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ გამოძიების მიმდინარეობისას დაკავებულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს კიდეც...

დაკავებულებს 2 მლნ ევროს ღირებულების ნაძარცვი საქონელი აღმოაჩნდათ, დანაშაულებრივ დაჯგუფებას, ბინების ძარცვის გარდა, ბრალი ედება ყალბი საბუთების დამზადებასა და იარაღის უკანონო ტარებაში.

იტალია ქართველ კრიმინალთა თავშესაფრად იქცა რამდენიმე წლის წინ, როცა ესპანეთში ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ქვეყნის მასშტაბით ხმაურიანი სპეცოპერაციები ჩაატარეს, კრიმინალური ბოსები დააკავეს და, როგორც თავად აცხადებდნენ, რუსულ (ქართულ) მაფიას საყრდენი გამოაცალეს. გარდა ამისა, თურქეთისა და საბერძნეთის შემდეგ სწორედ იტალიას ირჩევენ ხოლმე საზღვარგარეთ სამუშაოს მსურველები, ამიტომ დღესდღეობით იტალიაში ათასობით ქართველს შეხვდებით. ქვეყანაში (არა მარტო იტალიაში) სამუშაოს ძირითადად ქალები შოულობენ, ქართველი მამაკაცების უმეტესობა კი ქურდობს ან სხვა დანაშაულებრივ საქმიანობაშია ჩართული...

ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინ ქართველების მიერ ბინების და მაღაზიების ძარცვა, მანქანების გატაცება ქაოსური ხასიათისა იყო. "ბიზნესის" სწორად წარსამართავად იტალიას კრიმინალურმა ავტორიტეტებმაც მიაშურეს და ცოტა ხანში "თავიანმა" ქართველებმა ორგანიზებული დაჯგუფებების შექმნა დაიწყეს...

2010 წლის 10 ნოემბერს იტალიის საპორტო ქალაქ პესკარაში, სამართალდამცავებმა, რომლებიც გეგმურ რეიდს ატარებდნენ, შესამოწმებლად ძვირად ღირებული "მერსედესი" გააჩერეს, რომელშიც სამი მგზავრი იჯდა... როდესაც კარაბინერებმა მათ საბუთები მოსთხოვეს, მძღოლმა მანქანა დაძრა, დიდი სიჩქარით ტრასის მეორე მხარეს გადავიდა და მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა. დევნა ქალაქის ქუჩებში ერთ საათს გაგრძელდა. გაქცეულებმა დააზიანეს რამდენიმე მანქანა და ბოლოს მაღაზიაში შეცვივდნენ.

დამნაშავეები დააკავეს და როგორც აღმოჩნდა, მანქანაში ბინების მძარცველთა ცნობილი ჯგუფი იჯდა: კანონიერი ქურდი ბესიკ კუპრაშვილი,” მისი მარჯვენა ხელი ბესიკ ლიქოკელი და ერთიც ბულგარეთის მოქალაქე.

ამ ჯგუფის ხელში ჩაგდებას იტალიელი სამართალდამცავები 11 თვე ამაოდ ცდილობდნენ.

სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაინტერესდნენ ძალოვანი სტრუქტურები ქართული კრიმინალით, თუმცა მაშინ ადგილობრივი პოლიცია ჯერ კიდევ არ ფიქრობდა, რომ საქმე ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქსელთან ჰქონდა.

2011 წლის ოქტომბერში პოლიციამ რომის გარეუბან ჩენტო ჩელეში დააკავა ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი 6 ქართველი.

2012 წლის 4 მაისს კარაბინერებმა საქართველოს 33 მოქალაქე დააკავეს. ბინის მძარცველთა დანაშაულებრივი ჯგუფის ასაყვანად სამართალდამცავები 4 თვე ემზადებოდნენ. ამოღებული იყო 5 კგ ოქროს ნაკეთობანი (მილიონ ევროზე მეტი ღირებულების), აგრეთვე 150.000 ევრო.

გამოძიებისას გაირკვა, რომ ნაქურდალი ნივთების რეალიზებას ეწეოდა საგანგებოდ შექმნილი ქართულ-იტალიური ჯგუფი, რომელთანაც ნაქურდალი ნივთები მთელი იტალიიდან იყრიდა თავს.

ცოტა ხანში პოლიციამ დააკავა ამ დაჯგუფების წევრი 5 იტალიელი, რომლებიც ნივთებს სარფიანად ყიდდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ქართული მხრიდან კი ნაქურდლის რეალიზაციას ძირითადად ქალები ეწეოდნენ.

როგორც იტალიელი ექსპერტები აცხადებდნენ, - ქვეყანაში გამოჩნდა“ახალი - ქართული მაფია, რომელთანაც ჩვენი, იტალიური, ერთობ უსუსურადაც შეიძლება გამოჩნდესო.

2012 წლიდან იტალიაში სამუშაოდ გამგზავრების მსურველთა რიცხვი გაორმაგდა... საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა იქ არალეგალურად ჩადის, ჩვენი თანამემამულენი იძულებულნი არიან, უკანასკნელი გროშები გაიღონ საბუთების გასაკეთებლად, რომლებიც, როგორც წესი, ყალბია...

ქართული მაფიის შემოსავლის მორიგ წყაროს სწორედ ყალბი საბუთების დამზადება წარმოადგენს, რომლითაც კრიმინალური სამყარო წელიწადში რამდენიმე მილიონს შოულობს...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ