გუშინ ქვეყანას ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე, ქეით მილდტონისა და პრინცი უილიამის ვაჟიშვილი მოევლინა. ახალი ამბავი ლონდონის ქუჩების გარდა, სოციალურ ქსელებშიც აღნიშნეს. "ტვიტერის" მომხმარებლებმა სამეფო ოჯახის წევრები და მათ შორის, ახალშობილიც გააშარჟეს. მათი სახეები ინტერნეტ მემეების გასაკეთებლად გამოიყენეს.
ყველაზე პოპულარული ჯოშ კლეინის მიერ Disney-ს მულტფილმის, "მეფე ლომის" თემაზე შექმნილი შარჟი გახდა.
მომზადებულია metro.co.uk-ის მიხედვით.