მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთში გარდაცვლილი პირის იდენტიფიკაცია მიმდინარეობს
თურქეთში გარდაცვლილი პირის იდენტიფიკაცია მიმდინარეობს

თურ­ქეთ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თურ­ქე­თის ქა­ლაქ ტრა­პი­ზონ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი სა­კონ­სუ­ლოს კონ­სულ­ტან­ტმა, გი­ორ­გი ყუ­ში­ტაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და , 20 ივ­ლისს, დაბა ფა­ზარ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­თან და­ახ­ლო­ე­ბით 10 კი­ლო­მეტრში, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ქალ­ბა­ტო­ნი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. 22 ივ­ლისს კი ამის შე­სა­ხებ თურ­ქე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რამ ტრა­პი­ზონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ სა­კონ­სუ­ლოს აც­ნო­ბა.

გი­ორ­გი ყუ­ში­ტაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რას სა­კონ­სუ­ლოს­თვის ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბი და სრუ­ლი მა­სა­ლა არ გა­და­უგ­ზავ­ნია. მი­სი­ვე ცნო­ბით, ამ­ჟა­მად პი­რის იდენ­ტი­ფი­კა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან შე­სუ­ლი პირ­ვე­ლა­დი დო­კუ­მენ­ტე­ბით კი ჯერ­ჯე­რო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის იდენ­ტუ­რო­ბა ვერ დგინ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვერ­სი­ას, თით­ქოს ქალ­ბა­ტო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მა­მა­კაც­მა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოკ­ლა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გი­ორ­გი ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის ვერ­სი­ებ­ზე და მო­ტივ­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია და სა­კონ­სუ­ლო პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ებს ელო­დე­ბა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, გარ­დაც­ვლი­ლი ქალ­ბა­ტო­ნის გვა­მი ამ­ჟა­მად პრო­ზექ­ტუ­რა­შია დას­ვე­ნე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

თურქეთში გარდაცვლილი პირის იდენტიფიკაცია მიმდინარეობს

თურქეთში გარდაცვლილი პირის იდენტიფიკაცია მიმდინარეობს

თურქეთში, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში, საქართველოს გენერალური საკონსულოს კონსულტანტმა, გიორგი ყუშიტაშვილმა განუცხადა , 20 ივლისს, დაბა ფაზარში, საქართველოს საზღვართან დაახლოებით 10 კილომეტრში, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე, ქალბატონი გარდაცვლილი იპოვეს. 22 ივლისს კი ამის შესახებ თურქეთის პროკურატურამ ტრაპიზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოს აცნობა.

გიორგი ყუშიტაშვილის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, პროკურატურას საკონსულოსთვის ზუსტი მონაცემები და სრული მასალა არ გადაუგზავნია. მისივე ცნობით, ამჟამად პირის იდენტიფიკაცია მიმდინარეობს. პროკურატურიდან შესული პირველადი დოკუმენტებით კი ჯერჯერობით, საქართველოს მოქალაქის იდენტურობა ვერ დგინდება.

რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ვერსიას, თითქოს ქალბატონი საქართველოს მოქალაქე მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, ამასთან დაკავშირებით, გიორგი ყუშიტაშვილი აცხადებს, რომ გარდაცვალების ვერსიებზე და მოტივზე საუბარი ნაადრევია და საკონსულო პროკურატურისგან დამატებით ინფორმაციებს ელოდება.

მისივე ცნობით, გარდაცვლილი ქალბატონის გვამი ამჟამად პროზექტურაშია დასვენებული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ