პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცეკვავენ ვარსკვლავების" უკრაინელმა ქორეოგრაფებმა ჯვარი გერგეტის სამებაში დაიწერეს
"ცეკვავენ ვარსკვლავების" უკრაინელმა ქორეოგრაფებმა ჯვარი გერგეტის სამებაში დაიწერეს

შე­მოდ­გო­მა­ზე ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ზე" პო­პუ­ლა­რუ­ლი შოუ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" და­ი­წყე­ბა. მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­თან კვლა­ვაც უკ­რა­ი­ნე­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი - დი­მიტ­რი დი­კუ­სა­რი და ალი­ო­ნა შოპ­ტენ­კო იმუ­შა­ვე­ბენ, რომ­ლე­ბიც წინა ორი სე­ზო­ნის მან­ძილ­ზე ქარ­თველ ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად, დიდი მონ­დო­მე­ბით მუ­შა­ობ­დნენ. ცოტა ხნის წინ კი, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დი­მიტ­რიმ და ალი­ო­ნამ ჯვა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წე­რეს. რო­გორც ალი­ო­ნა ამ­ბობს, სა­ქარ­თვე­ლო სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა­სა­ვით უყ­ვარს, აქ თავი სახ­ლში ჰგო­ნია.

წყვილ­მა გა­და­წყვი­ტა, ჯვრის­წე­რის ცე­რე­მო­ნია ყაზ­ბეგ­ში, გერ­გე­ტის სა­მე­ბის ტა­ძარ­ში გა­მარ­თუ­ლი­ყო (ზღვის დო­ნი­დან 2200 მეტრზე). სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ჯვრის­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ამ ქარ­თულ ენა­ზე ჩა­ი­ა­რა. მოკ­ლედ, უკ­რა­ი­ნელ­მა ქო­რე­ოგ­რა­ფებ­მა ქორ­წი­ნე­ბით გა­ამ­ყა­რეს სა­კუ­თა­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ და­ი­წყო. თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს მა­ნამ­დე არა­სე­რი­ო­ზუ­ლად უყუ­რებ­დნენ და თან არც ასა­ჯა­რო­ებ­დნენ. რად­გა­ნაც რო­გორც ალი­ო­ნა ამ­ბობს, - "პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არის პი­რა­დი და არა სა­ზო­გა­დო. ჩვენ არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბით იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვს, ვინც პი­რად ცხოვ­რე­ბას ამ­ზე­უ­რებს. თან, არ გვინ­დო­და, ვინ­მეს თვა­ლი გვცე­მო­და... ".

ჯვრის­წე­რის ად­გილ­ზე დიდ­ხანს არ უფიქ­რი­ათ, თუმ­ცა უჩ­ვე­უ­ლო და ორი­გი­ნა­ლუ­რი რომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ცე­რე­მო­ნი­ა­ლი, ეს ნამ­დვი­ლად უნ­დო­დათ. იმის გამო, რომ საკ­მა­ოდ მძი­მე სა­მუ­შაო გრა­ფი­კი აქვს, ალი­ო­ნამ სა­პა­ტარ­ძლო კაბა, პრაქ­ტი­კუ­ლად, ქორ­წი­ლის დღეს ნახა და მო­ზომ­ვის გა­რე­შე ჩა­იც­ვა.

ჯვრის­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ის შემ­დეგ დი­მიტ­რიმ და ალი­ო­ნამ სტუმ­რე­ბი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბით და­ხუნძლულ სუფ­რას­თან მი­იწ­ვი­ეს და მათი ოჯა­ხის სა­დღეგ­რძე­ლოც ქარ­თუ­ლი ღვი­ნით შე­ის­ვა. მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის ქორ­წილ­ში, რა თქმა უნდა, იყო ცეკ­ვაც. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი წყვი­ლის გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ­მა ნო­მერ­მა სტუმ­რე­ბი ცრემ­ლე­ბამ­დე აღაფრ­თო­ვა­ნა. ალი­ო­ნას და დი­მიტ­რის მშობ­ლე­ბი ამ ქორ­წი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ­ნი არ ყო­ფი­ლან, ის კი არა, ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს ბი­ნაც კი აჩუ­ქეს.

ალი­ო­ნა და დიმა სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში გე­მით სა­ბერ­ძნეთ­ში გა­ემ­გზავრნენ, შემ­დეგ კი შრი-ლან­კა­ში მი­დი­ან, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეგ­ზო­ტი­კა უყ­ვართ.

ლალი ფა­ცია

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ცეკვავენ ვარსკვლავების" უკრაინელმა ქორეოგრაფებმა ჯვარი გერგეტის სამებაში დაიწერეს

"ცეკვავენ ვარსკვლავების" უკრაინელმა ქორეოგრაფებმა ჯვარი გერგეტის სამებაში დაიწერეს

შემოდგომაზე ტელეკომპანია "იმედზე" პოპულარული შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავები" დაიწყება. მოცეკვავეებთან კვლავაც უკრაინელი ქორეოგრაფები - დიმიტრი დიკუსარი და ალიონა შოპტენკო იმუშავებენ, რომლებიც წინა ორი სეზონის მანძილზე ქართველ ვარსკვლავებთან ერთად, დიდი მონდომებით მუშაობდნენ. ცოტა ხნის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ დიმიტრიმ და ალიონამ ჯვარი საქართველოში დაიწერეს. როგორც ალიონა ამბობს, საქართველო საკუთარი ქვეყანასავით უყვარს, აქ თავი სახლში ჰგონია.

წყვილმა გადაწყვიტა, ჯვრისწერის ცერემონია ყაზბეგში, გერგეტის სამების ტაძარში გამართულიყო (ზღვის დონიდან 2200 მეტრზე). საგულისხმოა, რომ ჯვრისწერის ცერემონიამ ქართულ ენაზე ჩაიარა. მოკლედ, უკრაინელმა ქორეოგრაფებმა ქორწინებით გაამყარეს საკუთარი სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც წლების წინ დაიწყო. თუმცა ამ ყველაფერს მანამდე არასერიოზულად უყურებდნენ და თან არც ასაჯაროებდნენ. რადგანაც როგორც ალიონა ამბობს, - "პირადი ცხოვრება არის პირადი და არა საზოგადო. ჩვენ არ მივეკუთვნებით იმ ადამიანების რიცხვს, ვინც პირად ცხოვრებას ამზეურებს. თან, არ გვინდოდა, ვინმეს თვალი გვცემოდა... ".

ჯვრისწერის ადგილზე დიდხანს არ უფიქრიათ, თუმცა უჩვეულო და ორიგინალური რომ უნდა ყოფილიყო ცერემონიალი, ეს ნამდვილად უნდოდათ. იმის გამო, რომ საკმაოდ მძიმე სამუშაო გრაფიკი აქვს, ალიონამ საპატარძლო კაბა, პრაქტიკულად, ქორწილის დღეს ნახა და მოზომვის გარეშე ჩაიცვა.

ჯვრისწერის ცერემონიის შემდეგ დიმიტრიმ და ალიონამ სტუმრები ქართული კერძებით დახუნძლულ სუფრასთან მიიწვიეს და მათი ოჯახის სადღეგრძელოც ქართული ღვინით შეისვა. მოცეკვავეების ქორწილში, რა თქმა უნდა, იყო ცეკვაც. პროფესიონალი წყვილის განუმეორებელმა ნომერმა სტუმრები ცრემლებამდე აღაფრთოვანა. ალიონას და დიმიტრის მშობლები ამ ქორწინების წინააღმდეგნი არ ყოფილან, ის კი არა, ახალდაქორწინებულებს ბინაც კი აჩუქეს.

ალიონა და დიმა საქორწინო მოგზაურობაში გემით საბერძნეთში გაემგზავრნენ, შემდეგ კი შრი-ლანკაში მიდიან, როგორც ამბობენ, ეგზოტიკა უყვართ.

ლალი ფაცია

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია