მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება გაიმართა
რუსეთში ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება გაიმართა

წელს რუ­სეთ­მა მსხვი­ლი სამ­ხედ­რო წვრთნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას მო­უხ­ში­რა. პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის ბრძა­ნე­ბით, უე­ცა­რი სამ­ხედ­რო შე­მოწ­მე­ბე­ბი და­სავ­ლე­თის, სამ­ხრე­თის და ცენ­ტრა­ლურ სამ­ხედ­რო ოლ­ქებ­ში ჩა­ტარ­და. ამ­ჯე­რად მას­შტა­ბუ­რი შე­მოწ­მე­ბა აღ­მო­სავ­ლე­თის სამ­ხედ­რო ოლ­ქში მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა პუ­ტინ­მა თავ­დაც­ვის მი­ნისტრს უშუ­ა­ლოდ შე­მოწ­მე­ბის და­წყე­ბამ­დე 12 ივ­ლისს გა­აც­ნო. მომ­დევ­ნო დღეს, 13 ივ­ლისს გამ­თე­ნი­ი­სას, საბ­რძო­ლო გან­გა­ში აღ­მო­სავ­ლე­თის სამ­ხედ­რო ოლ­ქში დის­ლო­ცი­რე­ბულ ყვე­ლა სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში გა­მო­ცხად­და.

სსრკ-ს დაშ­ლის შემ­დეგ, ეს რუ­სეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი და მსხვი­ლი სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბაა. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას 160,000-მდე ჯა­რის­კა­ცი, 5000-მდე ტან­კი, ქვე­ით­თა საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა და სხვა სა­ხის ჯავ­შან­ტექ­ნი­კა, 130 სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის თვითმფრი­ნა­ვი და შვე­ულმფრე­ნი და 70-მდე სამ­ხედ­რო და დამ­ხმა­რე ხო­მალ­დი ღე­ბუ­ლობს. ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლი მსგავს მა­ნევ­რებს ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბით ხსნის. თა­ვად რუ­სე­თის სამ­ხედ­რო და პო­ლი­ტი­კურ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი აქვს.

ია­პო­ნი­ას, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ თა­ნა­მედ­რო­ვე არ­მი­ას ფლობს, რუ­სეთ­თან გარ­კვე­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი უთან­ხმო­ე­ბა აქვს. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ სა­დაო კუ­რი­ლი­ის კუნ­ძუ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. აშ­კა­რა პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა კი ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია არ­სე­ბობს. გარ­და ამი­სა, ცალ­კე­ულ სირ­თუ­ლე­ებს შო­რე­ულ აღ­მო­სავ­ლეთ­ში რუ­სეთ­სა და მის ინეტ­რე­სებს ჩი­ნე­თიც უქ­მნის. მზარ­დი ეკო­ნო­მი­კი­სა და ძლი­ე­რი არ­მი­ის წყა­ლო­ბით, ჩი­ნე­თი ამ რე­გი­ონ­ში თა­ვის გავ­ლე­ნას ყო­ველ­წლი­უ­რად აფარ­თო­ებს.

სწავ­ლე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას, საბ­რძო­ლო სრო­ლე­ბის (ისი­ნი ერ­თდრო­უ­ლად 5 პო­ლი­გონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბენ) და სა­ჰა­ე­რო იე­რი­შე­ბის გარ­და, აქ­ტი­უ­რად მუ­შავ­დე­ბა შე­თან­ხმე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო სტრუქ­ტუ­რებ­თან, სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­ჯა­რი­სო ნა­წი­ლებს შო­რის, ჯა­რე­ბის დრო­უ­ლი და ეფექ­ტუ­რი გა­დას­რო­ლა, ფარ­თო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თავ­დაც­ვი­სა და შე­ტე­ვის ეფექ­ტუ­რი მა­ნევ­რე­ბი.

2025 წლამ­დე გა­წე­რილ რუ­სე­თის არ­მი­ის რე­ფორ­მი­რე­ბი­სა და გა­და­ი­ა­რა­ღე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, მსგავ­სი შე­მოწ­მე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სავ­სე­ბით გა­მარ­თლე­ბუ­ლია. ასეთ სწავ­ლე­ბებს რე­ფორ­მის სუს­ტი წერ­ტი­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა შე­უძ­ლია. და ამავდრო­უ­ლად რუ­სე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბის გა­ნახ­ლე­ბულ შე­მად­გენ­ლო­ბას არ­მი­ის სუსტ და ძლი­ერ მხა­რე­ებ­ზე მი­უ­თი­თებს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ dokwar.ru-ს მი­ხედ­ვით

ამრიგად
0

რა ფულს ხარჯავს ტყუილუბრალოდ რა ენაღვლება ხალხის ფული იხარჯება, მოვა დრო ყველა კაპიკს დაუთვლინ ასე უპრაგუნოდ გადაყრილს. იმასაც დაუთვლიან სხვის ტერიტორიები რომ მიიტაცა და ვერ გადაიფორმა. მსოფლიომ რომ არ აღიარა და მის შენახვაში უბრალო ხალხის ფულს რომ ხარჯავს. ეს ესე იქნება სხვანაირად არ გამოვა და რუსეთი სხვანაირად პროგრეს ვერ ნახავს, ეს დრო აუცილებლად დადგება მიტაცებულს დააბრუნებს და ვოვას ციხეში გაუშვებენ,.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რუსეთში ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება გაიმართა

რუსეთში ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება გაიმართა

წელს რუსეთმა მსხვილი სამხედრო წვრთნების ჩატარებას მოუხშირა. პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, უეცარი სამხედრო შემოწმებები დასავლეთის, სამხრეთის და ცენტრალურ სამხედრო ოლქებში ჩატარდა. ამჯერად მასშტაბური შემოწმება აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში მიმდინარეობს. შესაბამისი განკარგულება პუტინმა თავდაცვის მინისტრს უშუალოდ შემოწმების დაწყებამდე 12 ივლისს გააცნო. მომდევნო დღეს, 13 ივლისს გამთენიისას, საბრძოლო განგაში აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში დისლოცირებულ ყველა სამხედრო ნაწილში გამოცხადდა.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ეს რუსეთში ჩატარებული ყველაზე ფართომასშტაბიანი და მსხვილი სამხედრო სწავლებაა. მასში მონაწილეობას 160,000-მდე ჯარისკაცი, 5000-მდე ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა და სხვა სახის ჯავშანტექნიკა, 130 სხვადასხვა დანიშნულების თვითმფრინავი და შვეულმფრენი და 70-მდე სამხედრო და დამხმარე ხომალდი ღებულობს. ექსპერტების ნაწილი მსგავს მანევრებს ძალის დემონსტრირებით ხსნის. თავად რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვს.

იაპონიას, რომელიც საკმაოდ თანამედროვე არმიას ფლობს, რუსეთთან გარკვეული ტერიტორიული უთანხმოება აქვს. გასათვალისწინებელია, რომ სადაო კურილიის კუნძულებთან დაკავშირებით მშვიდობიანი ხელშეკრულება არ არსებობს. აშკარა პოლიტიკური დაძაბულობა კი ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე წელიწადია არსებობს. გარდა ამისა, ცალკეულ სირთულეებს შორეულ აღმოსავლეთში რუსეთსა და მის ინეტრესებს ჩინეთიც უქმნის. მზარდი ეკონომიკისა და ძლიერი არმიის წყალობით, ჩინეთი ამ რეგიონში თავის გავლენას ყოველწლიურად აფართოებს.

სწავლების მსვლელობისას, საბრძოლო სროლების (ისინი ერთდროულად 5 პოლიგონზე მიმდინარეობენ) და საჰაერო იერიშების გარდა, აქტიურად მუშავდება შეთანხმებული მუშაობა სამოქალაქო სტრუქტურებთან, სხვადასხვა სახის საჯარისო ნაწილებს შორის, ჯარების დროული და ეფექტური გადასროლა, ფართო ტერიტორიაზე თავდაცვისა და შეტევის ეფექტური მანევრები.

2025 წლამდე გაწერილ რუსეთის არმიის რეფორმირებისა და გადაიარაღების პროგრამის ფარგლებში, მსგავსი შემოწმებების ჩატარება სავსებით გამართლებულია. ასეთ სწავლებებს რეფორმის სუსტი წერტილების გამოვლენა შეუძლია. და ამავდროულად რუსეთის თავდაცვის უწყების განახლებულ შემადგენლობას არმიის სუსტ და ძლიერ მხარეებზე მიუთითებს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ dokwar.ru-ს მიხედვით