პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვისოლ ჯგუფმა" აჭარაში "სმარტის" ორ სუპერმარკეტი, "ვისოლის" სერვის-ცენტრისა და "ვიანორის" ავტო-ტექმომსახურების ცენტრი გახსნა
"ვისოლ ჯგუფმა" აჭარაში "სმარტის" ორ სუპერმარკეტი, "ვისოლის" სერვის-ცენტრისა და "ვიანორის" ავტო-ტექმომსახურების ცენტრი გახსნა

"ვი­სოლ ჯგუფ­მა" აჭა­რა­ში "სმარ­ტის" ორ სუ­პერ­მარ­კე­ტი, "ვი­სო­ლის" სერ­ვის-ცენ­ტრი­სა და "ვი­ა­ნო­რის" ავტო-ტექ­მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრი გახ­სნა.

რო­გორც ვი­სოლ ჯგუფ­ში გა­ნა­ცხა­დეს, ბა­თუმ­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის ქუ­ჩა­სა და ახალ­სო­ფელ­ში მდე­ბა­რე სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის გახ­სნით "ვი­სოლ ჯგუფ­მა" "სმარ­ტის" ქსე­ლის შექ­მნა უკვე აჭა­რა­შიც და­ი­წყო და უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში კი­დევ და­მა­ტე­ბით რამ­დე­ნი­მე, რო­გორც პა­ტა­რა ფორ­მა­ტის, ასე­ვე დიდი ფორ­მა­ტის სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი გა­იხ­სნე­ბა. დიდი ფორ­მა­ტის სუ­პერ­მარ­კე­ტი 7 000 კვ.მ მქო­ნე სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში გან­თავ­სდე­ბა, რო­მელ­საც "ვი­სოლ ჯგუ­ფი" ბა­თუ­მის ცენ­ტრში აშე­ნებს.

"ვი­სოლ ჯგუ­ფის" შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბა აჭა­რის რე­გი­ონ­ში აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­დის. მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ დღე­ი­დან ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და დამ­სვე­ნებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ "სმარ­ტში" უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნით, ექ­სკლუ­ზი­უ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი­თა და ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბით ისარ­გებ­ლონ. "ვი­სოლ პეტ­რო­ლი­უმ ჯორ­ჯი­ას" მომ­სა­ხუ­რე­ბის ახა­ლი ცენ­ტრი ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე მოძ­რავ სატ­ვირ­თო თუ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მძღო­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს სრულ­ყო­ფი­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა მათ­თვის მო­სა­ხერ­ხე­ბელ ად­გი­ლას მი­ი­ღონ. ავტო-ტექ­მომ­სა­ხუ­რე­ბის ქსე­ლის "ვი­ა­ნო­რის" კი­დევ ერთი ცენ­ტრი კი მომ­ხმა­რებ­ლებს უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბი­თა და "ტო­ტა­ლის", "ფი­ნა­სა" და "შევ­რო­ნის" სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ზე­თე­ბი­თა თუ სხვა ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ექ­სკლუ­ზი­უ­რი პრო­დუქ­ტე­ბით გა­ა­ნე­ბივ­რებს. "ვი­ა­ნო­რი" უმ­სხვი­ლე­სი, მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნი­აა და ჩვენ მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ბრენ­დის გან­ვი­თა­რე­ბა ექ­სკლუ­ზი­უ­რად "ვი­სოლ ჯგუფს" ერგო წი­ლად.

ახ­ლად­გახ­სნილ ობი­ექ­ტებ­ზე "ვი­სოლ ჯგუფ­მა" დღეს და­მა­ტე­ბით 110 ადა­მი­ა­ნი და­ა­საქ­მა და ეს ჩვე­ნი ბიზ­ნეს-ჯგუ­ფის ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვაა. ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი უფა­სო კვე­ბი­თა და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვით ისარ­გებ­ლებს", - აცხა­დებს "ვი­სოლ ჯგუ­ფის" პრე­ზი­დენ­ტი სოსო ფხა­კა­ძე.

"სმარ­ტის" ახა­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი მომ­ხმა­რებ­ლებს ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის ევ­რო­პუ­ლი თუ ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვანს შეს­თა­ვა­ზე­ბენ. ორი­ვე სუ­პერ­მარ­კეტ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია "სმარტ კაფე" უგემ­რი­ე­ლე­სი სა­კონ­დიტ­რო პრო­დუქ­ტე­ბით, მზა კერ­ძე­ბით, სას­მე­ლე­ბი­თა და უფა­სო ინ­ტერ­ნეტ (WIFI) ზო­ნით. აქვე მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა ისარ­გებ­ლოს ბან­კო­მა­ტით და სწრა­ფი გა­დახ­დის ტერ­მი­ნა­ლე­ბით. "სმარ­ტის" სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი ხა­რის­ხით მომ­ხმა­რებ­ლებს სრულ კომ­ფორ­ტს უქ­მნი­ან.

"ვი­სოლ ჯგუფ­მა" "სმარ­ტის" ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბა 2010 წელს და­ი­წყო. ახალ­გახ­სნი­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის გარ­და, "სმარ­ტი" ამ­ჟა­მად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს თბი­ლის­ში აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ივ­ნის მე-13 კი­ლო­მეტრზე, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, ვა­ზი­სუბ­ნის მე­ო­რე მკ.რ-ში, კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე, გუ­და­ურ­ში, ზუგ­დიდ­ში, მარ­ნე­ულ­ში, ახალ­ცი­ხე­ში, ყვა­რელ­სა და ჩქა­როს­ნუ­ლი ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის გო­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე.

რა? სად? რა ფა­სად?

გა­ი­გეთ "რა­დიო მარ­კეტ­ში"

ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:50 და 11:50 სა­ათ­ზე

რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში - FM 103.9

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ვისოლ ჯგუფმა" აჭარაში "სმარტის" ორ სუპერმარკეტი, "ვისოლის" სერვის-ცენტრისა და "ვიანორის" ავტო-ტექმომსახურების ცენტრი გახსნა

"ვისოლ ჯგუფმა" აჭარაში "სმარტის" ორ სუპერმარკეტი, "ვისოლის" სერვის-ცენტრისა და "ვიანორის" ავტო-ტექმომსახურების ცენტრი გახსნა

"ვისოლ ჯგუფმა" აჭარაში "სმარტის" ორ სუპერმარკეტი, "ვისოლის" სერვის-ცენტრისა და "ვიანორის" ავტო-ტექმომსახურების ცენტრი გახსნა.

როგორც ვისოლ ჯგუფში განაცხადეს, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩასა და ახალსოფელში მდებარე სუპერმარკეტების გახსნით "ვისოლ ჯგუფმა" "სმარტის" ქსელის შექმნა უკვე აჭარაშიც დაიწყო და უახლოეს პერიოდში კიდევ დამატებით რამდენიმე, როგორც პატარა ფორმატის, ასევე დიდი ფორმატის სუპერმარკეტები გაიხსნება. დიდი ფორმატის სუპერმარკეტი 7 000 კვ.მ მქონე სავაჭრო ცენტრში განთავსდება, რომელსაც "ვისოლ ჯგუფი" ბათუმის ცენტრში აშენებს.

"ვისოლ ჯგუფის" შვილობილი კომპანიების ქსელის განვითარება აჭარის რეგიონში აქტიურ ფაზაში შედის. მოხარული ვართ, რომ დღეიდან ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს საშუალება ექნებათ "სმარტში" უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანით, ექსკლუზიური შეთავაზებებითა და ევროპული სტანდარტის მომსახურებით ისარგებლონ. "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" მომსახურების ახალი ცენტრი ავტომაგისტრალზე მოძრავ სატვირთო თუ მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს საშუალებას მისცემს სრულყოფილი მომსახურება მათთვის მოსახერხებელ ადგილას მიიღონ. ავტო-ტექმომსახურების ქსელის "ვიანორის" კიდევ ერთი ცენტრი კი მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და "ტოტალის", "ფინასა" და "შევრონის" საავტომობილო ზეთებითა თუ სხვა ავტომანქანებისათვის აუცილებელი ექსკლუზიური პროდუქტებით გაანებივრებს. "ვიანორი" უმსხვილესი, მულტინაციონალური კომპანიაა და ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველოში ამ ბრენდის განვითარება ექსკლუზიურად "ვისოლ ჯგუფს" ერგო წილად.

ახლადგახსნილ ობიექტებზე "ვისოლ ჯგუფმა" დღეს დამატებით 110 ადამიანი დაასაქმა და ეს ჩვენი ბიზნეს-ჯგუფის ყველაზე დიდი მიღწევაა. ყველა თანამშრომელი უფასო კვებითა და ჯანმრთელობის დაზღვევით ისარგებლებს", - აცხადებს "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

"სმარტის" ახალი სუპერმარკეტები მომხმარებლებს ყოველდღიური მოხმარების ევროპული თუ ადგილობრივი წარმოების უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფართო არჩევანს შესთავაზებენ. ორივე სუპერმარკეტში განთავსებულია "სმარტ კაფე" უგემრიელესი საკონდიტრო პროდუქტებით, მზა კერძებით, სასმელებითა და უფასო ინტერნეტ (WIFI) ზონით. აქვე მომხმარებელს საშუალება ექნება ისარგებლოს ბანკომატით და სწრაფი გადახდის ტერმინალებით. "სმარტის" სუპერმარკეტები მომსახურების გამორჩეული ხარისხით მომხმარებლებს სრულ კომფორტს უქმნიან.

"ვისოლ ჯგუფმა" "სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. ახალგახსნილი სუპერმარკეტების გარდა, "სმარტი" ამჟამად ფუნქციონირებს თბილისში აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მკ.რ-ში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა