კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რევაზ კარალიძესა და ავთანდილ ცეცხლაძეს 15-15 ათასლარიანი გირაო შეეფარდათ
რევაზ კარალიძესა და ავთანდილ ცეცხლაძეს 15-15 ათასლარიანი გირაო შეეფარდათ

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ად­ვო­კა­ტე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და ქო­ბუ­ლე­თის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე რე­ვაზ კა­რა­ლი­ძე და ავ­თან­დილ ცე­ცხლა­ძე 15-15 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­დახ­დის შემ­დეგ პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან.

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტებ­მა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეს. რო­გორც რე­ვაზ კა­რა­ლი­ძის ად­ვო­კატ­მა, გო­გი­ტა გა­ბა­ი­ძემ პრო­ცე­სის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, გი­რა­ოს გა­დახ­დის ვა­დად სა­სა­მარ­თლომ 10 დღე გან­სა­ზღვრა და მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი, ისე­ვე, რო­გორც მე­ო­რე ბრალ­დე­ბუ­ლი, პა­ტიმ­რო­ბი­დან გი­რა­ოს გა­დახ­დის­თა­ნა­ვე გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან. მა­ნამ­დე კი ბრალ­დე­ბუ­ლებს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნენ.

ავ­თან­დილ ცე­ცხლა­ძის ად­ვო­კა­ტის, ვლა­დი­მერ ტა­ბა­ღუ­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი იყო, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რემ ვერ წარ­მო­ად­გი­ნა საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გუ­შინ და­კა­ვე­ბუ­ლი რე­ვაზ კა­რა­ლი­ძი­სა და ავ­თან­დილ ცე­ცხლა­ძის მი­მართ პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და, ად­ვო­კა­ტე­ბი კი მო­ი­თხოვ­დნენ, რომ მათი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბი აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ. ორი­ვე ბრალ­დე­ბულს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 338-ე მუხ­ლის მე­ო­რე და მე­სა­მე ნა­წი­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ და­ნა­შა­ულს ედა­ვე­ბი­ან, რაც ქრთა­მის აღე­ბას გუ­ლის­ხმობს და 11-დან 15-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე რე­ვაზ კა­რა­ლი­ძე და ავ­თან­დილ ცე­ცხლა­ძე გუ­შინ და­ა­კა­ვეს. შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე ამ­ხი­ლეს ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე და ქრთა­მის აღე­ბა­ში დამ­ხმა­რე პირი. მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ რე­ვაზ კა­რა­ლი­ძემ, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად იყო მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის გან­კარ­გვის აუქ­ცი­ო­ნის მუდ­მივ­მომ­ქმე­დი სა­ა­უქ­ცი­ო­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, მის თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ე.წ. ეკოპ­ლა­ჟის ფიჭვნა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე 6 000 კვად­რა­ტუ­ლი ფარ­თო­ბის მა­სი­ვის გას­ხვი­სე­ბი­სა და შე­ღა­ვა­თი­ა­ნი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პი­რო­ბე­ბის და­წე­სე­ბა­ში თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი ავ­ტო­რი­ტე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის დახ­მა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ქრთა­მის სა­ხით მო­ი­თხო­ვა 120 000 ლარი.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში კა­რა­ლი­ძემ და მის­მა თა­ნამ­ზრახ­ველ­მა შეს­ყიდ­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს ავან­სის სა­ხით წი­ნას­წარ გა­მო­არ­თვეს 30 000 ლარი, რა დრო­საც ორი­ვე მათ­გა­ნი ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რევაზ კარალიძესა და ავთანდილ ცეცხლაძეს 15-15 ათასლარიანი გირაო შეეფარდათ

რევაზ კარალიძესა და ავთანდილ ცეცხლაძეს 15-15 ათასლარიანი გირაო შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რევაზ კარალიძე და ავთანდილ ცეცხლაძე 15-15 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ პატიმრობიდან გათავისუფლდებიან.

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ბრალდებულების ადვოკატებმა დადებითად შეაფასეს. როგორც რევაზ კარალიძის ადვოკატმა, გოგიტა გაბაიძემ პროცესის შემდეგ განაცხადა, გირაოს გადახდის ვადად სასამართლომ 10 დღე განსაზღვრა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ისევე, როგორც მეორე ბრალდებული, პატიმრობიდან გირაოს გადახდისთანავე გათავისუფლდებიან. მანამდე კი ბრალდებულებს სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ავთანდილ ცეცხლაძის ადვოკატის, ვლადიმერ ტაბაღუას განცხადებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სამართლიანი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდებულების აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე გუშინ დაკავებული რევაზ კარალიძისა და ავთანდილ ცეცხლაძის მიმართ პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ადვოკატები კი მოითხოვდნენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები აღმკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლებულიყვნენ. ორივე ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს და 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რევაზ კარალიძე და ავთანდილ ცეცხლაძე გუშინ დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ქრთამის აღებაში დამხმარე პირი. მათივე ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ კარალიძემ, რომელიც ამავდროულად იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის მუდმივმომქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მის თანამზრახველთან ერთად, წინასწარი შეთანხმების მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ე.წ. ეკოპლაჟის ფიჭვნარის ტერიტორიაზე მდებარე 6 000 კვადრატული ფართობის მასივის გასხვისებისა და შეღავათიანი საინვესტიციო პირობების დაწესებაში თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენების დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა 120 000 ლარი.

გამოძიების ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესში კარალიძემ და მისმა თანამზრახველმა შესყიდვით დაინტერესებულ პირს ავანსის სახით წინასწარ გამოართვეს 30 000 ლარი, რა დროსაც ორივე მათგანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ