პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ყიფშიძე - "ჩემი ცხოვრების მთავარ ეტაპზე ხუთი წელი არ მახსოვს"
გიორგი ყიფშიძე -  "ჩემი ცხოვრების მთავარ ეტაპზე ხუთი წელი არ მახსოვს"

გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის ცხოვ­რე­ბა­ში უდარ­დე­ლი წლე­ბი არ ყო­ფი­ლა. ბე­ბია-ბა­ბუ­ამ გა­ზარ­და, მა­მას სამ თვე­ში ერთხელ ნა­ხუ­ლობ­და. პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვან­ში სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მის­ცეს. ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხუთი წე­ლი­წა­დი უაზ­როდ და­კარ­გა და ამის მი­ზეზ­საც ამ­ხელს. პან­კო­ბის პე­რი­ო­დიც გა­მო­ი­ა­რა, ყურ­ზე სა­ყუ­რით. პირ­ვე­ლი ცოლი, კრის­ტი ყიფ­ში­ძე, მო­ი­ტა­ცა. უკვე ათი წე­ლია ანის­თან ცხოვ­რობს. მას­თან წლი­სა და 3 თვის ალექ­სან­დრე ჰყავს. ამ­ბობს, რომ შვილ­თან დიდ დროს ატა­რებს, არ უნდა, მის პა­ტა­რას მამა ისე­ვე ენატ­რე­ბო­დეს, რო­გორც გი­ორ­გის მსა­ხი­ო­ბი მამა, ზურა ყიფ­ში­ძე.

- გი­ორ­გი, მოდი იმ გა­მოც­დი­ლე­ბით და­ვი­წყოთ, რო­მე­ლიც მი­ი­ღე მშობ­ლე­ბის­გან. ბავ­შვო­ბა­ზე, უდარ­დელ წლებ­ზე გვი­ამ­ბე...

- უდარ­დელ წლებ­ზე? ასე­თი წლე­ბი არ­სე­ბობ­და ვინ­მეს ცხოვ­რე­ბა­ში? ეტყო­ბა, შენ უდარ­დელ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­დე. მე ასე­თი ოჯა­ხი არ მქო­ნია.

- აბა, რო­გო­რი გქონ­და?

- დარ­დი­ა­ნი.

- რაზე დარ­დობ­დით?

- ჯერ ერთი, მამა სულ გა­და­ღე­ბებ­ზე იყო, სამ თვე­ში ერთხელ ვხე­დავ­დით. ბე­ბი­ას­თან გა­ვი­ზარ­დე, დე­და­ჩე­მის დე­დას­თან. უდარ­დე­ლი რო­გორ იყო, ბა­ბუ­ა­ჩე­მი, ლე­ვი­კო თურ­მა­ნი­ძე, კვი­რა­ში ორ­ჯერ ისე­თი მთვრა­ლი მო­დი­ო­და სახ­ლში, ია­რაღს ის­რო­და. ნა­ტყვი­ა­რე­ბი იყო ჭერ­ში. მეც მას­რო­ლი­ნებ­და ხოლ­მე. ბე­ბი­ა­ჩემს გული მის­დი­ო­და ამა­ზე, ასე პა­ტა­რას ია­რაღს რომ მას­რო­ლი­ნებ­და.

- რა პრო­ფე­სი­ის იყო ბა­ბუა?

- პრო­ფე­სი­ით კო­ლო­რი­ტი იყო (იღი­მე­ბა), სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის მო­ცეკ­ვა­ვე და ნა­წი­ლობ­რივ მსა­ხი­ო­ბიც, მო­ჩხუ­ბა­რიც, ხუ­ლიგ­ნო­ბა­ზე სამ­ჯერ იჯდა ცი­ხე­ში... ბა­ბუა ძა­ლით მაჭ­მევ­და, უნ­დო­და, კუნთმა­გა­რი გავმხდა­რი­ყა­ვი. ისეთ რა­მე­ებს მაჭ­მევ­და, რაც არ მიყ­ვარ­და. ვერ ვი­ტან­დი მწვა­ნილს, წვნი­ან­სა და ლო­ბი­ოს სა­წურ­ში ვა­ტა­რებ­დი. ამა­ზე გიჟ­დე­ბო­და. ცურ­ვა­ზე დავ­დი­ო­დი, მიყ­ვარ­და. თბი­ლი­სის ჩემ­პი­ო­ნიც გავ­ხდი. სწავ­ლას მა­ძა­ლებ­დნენ კი­დევ. გარ­კვე­უ­ლი საგ­ნე­ბი მიყ­ვარ­და, ის­ტო­რია, ბი­ო­ლო­გია, მაგ­რამ მორ­ცხვი ვი­ყა­ვი, და­ფას­თან ვერ გა­მოვ­დი­ო­დი და ცუდი ნიშ­ნე­ბი მყავ­და. რუ­სუ­ლის პე­და­გოგ­მა "მოწ­ვა", რაც მჭირ­და, შეს­ვე­ნე­ბა­ზე გა­მო­მი­ძა­ხებ­და ხოლ­მე და ჩუ­მად ვუყ­ვე­ბო­დი ლექსს, სხვებს რომ არ გა­ე­გოთ. კარ­გი ნიშ­ნე­ბი მყავ­და რუ­სულ­ში. 150-ე სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი და­წყე­ბით კლა­სებ­ში, მერე მე-6 სკო­ლა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს და ეს სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. ჩემი კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ ლაშა ბუ­ღა­ძე, დები ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი, რატი ამაღ­ლო­ბე­ლი.

- გი­ორ­გი, ყვე­ლა მა­მა­კა­ცის ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა მო­მენ­ტი, როცა ის ქუ­ჩა­ში გა­დის თა­ვის და­სამ­კვიდ­რებ­ლად. ეს პე­რი­ო­დიც იყო ალ­ბათ შენს ცხოვ­რე­ბა­ში...

- რა თქმა უნდა, თან ისეთ უბან­ში გა­ვი­ზარ­დე, აქ თავი თუ არ და­იმ­კვიდ­რე, სხვა­ნა­ი­რად ქუ­ჩა­ში ვერ გა­მოხ­ვალ. "კრუ­ტოი" ძმა­კა­ცე­ბი მყავ­და, ბა­ბუ­ლი­კე­ბი, ქურ­დის ძმის­შვი­ლე­ბი. 16-17 წლის ასა­კამ­დე ქუ­ჩა­ში ვმუ­შა­ობ­დით. ბირ­ჟას რიგ­რი­გო­ბით ვა­მაგ­რებ­დით, რაზ­ბორ­კე­ბი გვქონ­და, ზო­ო­პარკში ტი­პებს ქურ­თუ­კებს ვხდი­დით. ძაან სე­რი­ო­ზუ­ლად "ვმუ­შა­ობ­დით", თან ვიზ­რდე­ბო­დით. კვიპ­რო­სი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, მივ­ხვდი, სი­სუ­ლე­ლე იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, "და დაბ­რა ნი და­ვი­დი­ოტ" და ჰი­პე­ბი­სა და პან­კე­ბის­კენ ავი­ღე გეზი. დის­ლო­კა­ცი­ის ად­გი­ლი შე­იც­ვა­ლა. ვა­კის პარკში გა­და­ვი­ნაც­ვლე. დიმა და­დი­ან­თან და ეგეთ ტი­პებ­თან და­ვი­წყე "დვი­ჟე­ნია". ვა­კის პარკში ვიღ­ვი­ძებ­დი სკამ­ზე, სე­რი­ო­ზუ­ლად ვლო­თობ­დი. პა­რა­ლე­ლუ­რად თე­ატ­რა­ლურ­ში ვსწავ­ლობ­დი. თა­ვი­დან სა­რე­ჟი­სო­რო­ზე ვსწავ­ლობ­დი, მერე სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე რომ გა­და­ვე­დი, გოგა მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან, მო­მინ­და პრო­ფე­სი­ის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლად შე­მე­ხე­და. ქა­თი­ნა­უ­რე­ბი მი­თხრა გო­გამ და ეტყო­ბა ამან იმოქ­მე­და.

- საკ­მა­ოდ რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, ნარ­კო­ტი­კი, წა­მა­ლი, ყა­ჩა­ღო­ბა, ცდუ­ნე­ბის წი­ნა­შე არ მდგარ­ხარ?

- დიდი ხანი ვი­ყა­ვი ნარ­კო­ტიკ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ხუთი წელი. ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ ეტაპ­ზე ხუთი წელი არ მახ­სოვს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გიორგი ყიფშიძე - "ჩემი ცხოვრების მთავარ ეტაპზე ხუთი წელი არ მახსოვს"

გიორგი ყიფშიძე -  "ჩემი ცხოვრების მთავარ ეტაპზე ხუთი წელი არ მახსოვს"

გიორგი ყიფშიძის ცხოვრებაში უდარდელი წლები არ ყოფილა. ბებია-ბაბუამ გაზარდა, მამას სამ თვეში ერთხელ ნახულობდა. პროფესიის არჩევანში სრული თავისუფლება მისცეს. ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ხუთი წელიწადი უაზროდ დაკარგა და ამის მიზეზსაც ამხელს. პანკობის პერიოდიც გამოიარა, ყურზე საყურით. პირველი ცოლი, კრისტი ყიფშიძე, მოიტაცა. უკვე ათი წელია ანისთან ცხოვრობს. მასთან წლისა და 3 თვის ალექსანდრე ჰყავს. ამბობს, რომ შვილთან დიდ დროს ატარებს, არ უნდა, მის პატარას მამა ისევე ენატრებოდეს, როგორც გიორგის მსახიობი მამა, ზურა ყიფშიძე.

- გიორგი, მოდი იმ გამოცდილებით დავიწყოთ, რომელიც მიიღე მშობლებისგან. ბავშვობაზე, უდარდელ წლებზე გვიამბე...

- უდარდელ წლებზე? ასეთი წლები არსებობდა ვინმეს ცხოვრებაში? ეტყობა, შენ უდარდელ ოჯახში გაიზარდე. მე ასეთი ოჯახი არ მქონია.

- აბა, როგორი გქონდა?

- დარდიანი.

- რაზე დარდობდით?

- ჯერ ერთი, მამა სულ გადაღებებზე იყო, სამ თვეში ერთხელ ვხედავდით. ბებიასთან გავიზარდე, დედაჩემის დედასთან. უდარდელი როგორ იყო, ბაბუაჩემი, ლევიკო თურმანიძე, კვირაში ორჯერ ისეთი მთვრალი მოდიოდა სახლში, იარაღს ისროდა. ნატყვიარები იყო ჭერში. მეც მასროლინებდა ხოლმე. ბებიაჩემს გული მისდიოდა ამაზე, ასე პატარას იარაღს რომ მასროლინებდა.

- რა პროფესიის იყო ბაბუა?

- პროფესიით კოლორიტი იყო (იღიმება), სუხიშვილების მოცეკვავე და ნაწილობრივ მსახიობიც, მოჩხუბარიც, ხულიგნობაზე სამჯერ იჯდა ციხეში... ბაბუა ძალით მაჭმევდა, უნდოდა, კუნთმაგარი გავმხდარიყავი. ისეთ რამეებს მაჭმევდა, რაც არ მიყვარდა. ვერ ვიტანდი მწვანილს, წვნიანსა და ლობიოს საწურში ვატარებდი. ამაზე გიჟდებოდა. ცურვაზე დავდიოდი, მიყვარდა. თბილისის ჩემპიონიც გავხდი. სწავლას მაძალებდნენ კიდევ. გარკვეული საგნები მიყვარდა, ისტორია, ბიოლოგია, მაგრამ მორცხვი ვიყავი, დაფასთან ვერ გამოვდიოდი და ცუდი ნიშნები მყავდა. რუსულის პედაგოგმა "მოწვა", რაც მჭირდა, შესვენებაზე გამომიძახებდა ხოლმე და ჩუმად ვუყვებოდი ლექსს, სხვებს რომ არ გაეგოთ. კარგი ნიშნები მყავდა რუსულში. 150-ე სკოლაში ვსწავლობდი დაწყებით კლასებში, მერე მე-6 სკოლაში გადამიყვანეს და ეს სკოლა დავამთავრე. ჩემი კლასელები იყვნენ ლაშა ბუღაძე, დები ბაგრატიონები, რატი ამაღლობელი.

- გიორგი, ყველა მამაკაცის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ის ქუჩაში გადის თავის დასამკვიდრებლად. ეს პერიოდიც იყო ალბათ შენს ცხოვრებაში...

- რა თქმა უნდა, თან ისეთ უბანში გავიზარდე, აქ თავი თუ არ დაიმკვიდრე, სხვანაირად ქუჩაში ვერ გამოხვალ. "კრუტოი" ძმაკაცები მყავდა, ბაბულიკები, ქურდის ძმისშვილები. 16-17 წლის ასაკამდე ქუჩაში ვმუშაობდით. ბირჟას რიგრიგობით ვამაგრებდით, რაზბორკები გვქონდა, ზოოპარკში ტიპებს ქურთუკებს ვხდიდით. ძაან სერიოზულად "ვმუშაობდით", თან ვიზრდებოდით. კვიპროსიდან რომ ჩამოვედი, მივხვდი, სისულელე იყო ეს ყველაფერი, "და დაბრა ნი დავიდიოტ" და ჰიპებისა და პანკებისკენ ავიღე გეზი. დისლოკაციის ადგილი შეიცვალა. ვაკის პარკში გადავინაცვლე. დიმა დადიანთან და ეგეთ ტიპებთან დავიწყე "დვიჟენია". ვაკის პარკში ვიღვიძებდი სკამზე, სერიოზულად ვლოთობდი. პარალელურად თეატრალურში ვსწავლობდი. თავიდან სარეჟისოროზე ვსწავლობდი, მერე სამსახიობოზე რომ გადავედი, გოგა მარგველაშვილთან, მომინდა პროფესიისთვის სერიოზულად შემეხედა. ქათინაურები მითხრა გოგამ და ეტყობა ამან იმოქმედა.

- საკმაოდ რთული პერიოდი იყო, ნარკოტიკი, წამალი, ყაჩაღობა, ცდუნების წინაშე არ მდგარხარ?

- დიდი ხანი ვიყავი ნარკოტიკზე დამოკიდებული, ხუთი წელი. ჩემი ცხოვრების მთავარ ეტაპზე ხუთი წელი არ მახსოვს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება