მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შარაძის მკვლელობის საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა
შარაძის მკვლელობის საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა

ჯერ­ჯე­რო­ბით ახა­ლი მოწ­მე ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლას ერი­დე­ბა, ამი­ტომ "კვი­რის პა­ლიტ­რას" საქ­მის ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ გუ­რამ შა­რა­ძის შვი­ლი რუ­სუ­დან შა­რა­ძე ესა­უბ­რა:

- ახა­ლი მოწ­მე ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია, რო­მე­ლიც სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მე­გის ქარ­და­ვას­თან, კოხ­ტა კო­დუ­ა­სა და თენ­გიზ გუ­ნა­ვას­თან. მა­მა­ჩე­მის მკვლე­ლო­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე მე­გის ქარ­და­ვამ პო­ლი­ცი­ელს, რო­მე­ლიც დღეს მთა­ვა­რი მოწ­მეა, თბი­ლის­ში მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და­ა­ვა­ლა, სა­მეგ­რე­ლო­დან ორი სპეც­რაზ­მე­ლი უნდა ჩა­მო­ეყ­ვა­ნა. დე­და­ქა­ლაქ­ში მათ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე, იგი­ვე "მას­ტე­რა" მი­თი­თე­ბებს მის­ცემ­და. მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი მოწ­მეს პი­რა­დად სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე კოხ­ტა კო­დუ­ამ გა­დას­ცა. მოწ­მემ და­არ­წმუ­ნა დამ­კვე­თე­ბი, რომ და­ვა­ლე­ბას შე­ას­რუ­ლებ­და, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ ეს მკვლე­ლო­ბა აე­რი­დე­ბი­ნა თა­ვი­დან.

- არ იფიქ­რა იმა­ზე, რომ თუ არ შე­ას­რუ­ლებ­და, შე­იძ­ლე­ბა თავი და­ე­კარ­გა?

- მეც მიკ­ვირს, რო­გორ გა­და­ურ­ჩა ამ ჯა­ლა­თებს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ამის შემ­დეგ მას­ზე ზე­წო­ლა და­ი­წყეს და სხვა და­ვა­ლე­ბე­ბიც მის­ცეს. იმის­თვის, რომ ასე­თი და­ვა­ლე­ბე­ბიც არ შე­ას­რუ­ლა, თენ­გიზ გუ­ნა­ვამ, რო­მე­ლიც იმ დროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი იყო, სა­სიკ­ვდი­ლოდ სცე­მა. გუ­ნა­ვა მე­გის ქარ­და­ვა­სა და სხვებ­თან ერ­თად ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­და მა­მა­ჩე­მის მკვლე­ლო­ბას.

- დღეს თუ არი­ან სა­მეგ­რე­ლოს პო­ლი­ცი­ა­ში ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ?

- დღეს არა­ერ­თი მუ­შა­ობს სა­მეგ­რე­ლოს პო­ლი­ცი­ა­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე. ჯერ არ მინ­და მათი გვა­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა, იქ­ნებ თა­ვად თქვან, რაც იცი­ან. თუ არ იტყვი­ან, მე და­ვა­სა­ხე­ლებ. ვინ მო­ნა­წი­ლე­ობ­და მა­მა­ჩე­მის მკვლე­ლო­ბის და­გეგ­მვა­ში, იცის სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის ამ­ჟა­მინ­დელ­მა უფ­როს­მაც.

- რა იყო მკვლე­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი?

- მა­მა­ჩე­მი მოკ­ლეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შეკ­ვე­თით. ცი­ხე­ში ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მძღოლს გოჩა ჩიხ­ლა­ძეს დათა ახა­ლა­ია გა­მო­უ­ტყდა, მე ის კაცი ვარ, რო­მელ­მაც პი­რა­დად და­გეგ­მა და შე­ას­რუ­ლა გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბაო.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

შარაძის მკვლელობის საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა

შარაძის მკვლელობის საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა

ჯერჯერობით ახალი მოწმე ვინაობის გამხელას ერიდება, ამიტომ "კვირის პალიტრას" საქმის ახალი გარემოებების შესახებ გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე ესაუბრა:

- ახალი მოწმე ყოფილი პოლიციელია, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში მუშაობდა და სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდა მეგის ქარდავასთან, კოხტა კოდუასა და თენგიზ გუნავასთან. მამაჩემის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მეგის ქარდავამ პოლიციელს, რომელიც დღეს მთავარი მოწმეა, თბილისში მკვლელობის ორგანიზება დაავალა, სამეგრელოდან ორი სპეცრაზმელი უნდა ჩამოეყვანა. დედაქალაქში მათ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" მითითებებს მისცემდა. მკვლელობის იარაღი მოწმეს პირადად სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე კოხტა კოდუამ გადასცა. მოწმემ დაარწმუნა დამკვეთები, რომ დავალებას შეასრულებდა, თუმცა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს მკვლელობა აერიდებინა თავიდან.

- არ იფიქრა იმაზე, რომ თუ არ შეასრულებდა, შეიძლება თავი დაეკარგა?

- მეც მიკვირს, როგორ გადაურჩა ამ ჯალათებს. როგორც თავად ამბობს, ამის შემდეგ მასზე ზეწოლა დაიწყეს და სხვა დავალებებიც მისცეს. იმისთვის, რომ ასეთი დავალებებიც არ შეასრულა, თენგიზ გუნავამ, რომელიც იმ დროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი იყო, სასიკვდილოდ სცემა. გუნავა მეგის ქარდავასა და სხვებთან ერთად ორგანიზებას უწევდა მამაჩემის მკვლელობას.

- დღეს თუ არიან სამეგრელოს პოლიციაში ის პირები, რომლებიც შარაძის მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ?

- დღეს არაერთი მუშაობს სამეგრელოს პოლიციაში მაღალ თანამდებობებზე. ჯერ არ მინდა მათი გვარების დასახელება, იქნებ თავად თქვან, რაც იციან. თუ არ იტყვიან, მე დავასახელებ. ვინ მონაწილეობდა მამაჩემის მკვლელობის დაგეგმვაში, იცის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ამჟამინდელმა უფროსმაც.

- რა იყო მკვლელობის საფუძველი?

- მამაჩემი მოკლეს მიხეილ სააკაშვილის შეკვეთით. ციხეში ოქრუაშვილის მძღოლს გოჩა ჩიხლაძეს დათა ახალაია გამოუტყდა, მე ის კაცი ვარ, რომელმაც პირადად დაგეგმა და შეასრულა გურამ შარაძის მკვლელობაო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ