პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე მდიდარია"
"სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე მდიდარია"

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" პრა­ი­მე­რი იმ არ­ჩევ­ნებს ჰგავს, ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლი გუნ­დი ამ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რომ ატა­რებ­და ხოლ­მე - შე­დე­გე­ბი წი­ნას­წარ არის და­წე­რილ-გა­წე­რი­ლი, მაგ­რამ ხე­ლოვ­ნუ­რი აჟი­ო­ტა­ჟის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის იმი­ტა­ცია ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" პრა­ი­მერ­ზე, ალ­ბათ, "კვი­რის თე­მა­ში" არც ვიმ­სჯე­ლებ­დით, რომ არა ზუგ­დი­დის ინ­ცი­დენ­ტი (რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში რო­ლანდ ახა­ლა­ი­ა­თი არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი). ამ ქა­ლაქ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ლი­დე­რებს ბოთ­ლე­ბი და ქვე­ბი და­უ­ში­ნეს, პო­ლი­ცი­ამ კი და­ვით ბაქ­რა­ძე და კომ­პა­ნია პრა­ი­მე­რის ჩა­სა­ტა­რებ­ლად თე­ატ­რის შე­ნო­ბა­ში კორ­დო­ნის გავ­ლით შე­იყ­ვა­ნა. არა­და, ზო­გი­ერთ ექ­სპერტს ეგო­ნა, მო­სახ­ლე­ო­ბას სიბ­რა­ზის პირ­ველ­მა ტალ­ღამ გა­და­უ­ა­რა და წარ­სულს ჩაჰ­ბარ­და ის დრო, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ლი­დე­რე­ბის ქუ­ჩა­ში გა­მო­ჩე­ნა გი­ნე­ბი­თა და გა­წევ-გა­მო­წე­ვით რომ მთავ­რდე­ბო­და ხოლ­მე. თუმ­ცა ექ­სპერ­ტი კახი კა­ხიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ჯერ შორ­საა იმ დრომ­დე, რო­დე­საც დრო ყვე­ლა ია­რას მო­ა­შუ­შებს".

- გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ზუგ­დიდ­ზე ით­ქმის. ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს სა­მეგ­რე­ლო­ზე კონ­ტრო­ლი ერთ კონ­კრე­ტულ ოჯახს - ახა­ლა­ი­ებს ჩა­ა­ბა­რეს. რა მე­ქა­ნიზ­მე­ბით ხდე­ბო­და ეს კონ­ტრო­ლი და ადა­მი­ა­ნე­ბის და­მორ­ჩი­ლე­ბა, ყვე­ლა­ნი კარ­გად ვხე­დავთ, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო დროს აღ­მო­ჩე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბის წყა­ლო­ბით. ამი­ტომ ზუგ­დი­დე­ლე­ბის აგ­რე­სია სუ­ლაც არ მიკ­ვირს. მაგ­რამ მინ­და გა­ვაფრ­თხი­ლო ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი - ასეთ ინ­ცი­დენ­ტებს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" სა­თა­ვი­სოდ იყე­ნე­ბენ: ახ­დე­ნენ მის ტი­რა­ჟი­რე­ბას და­სავ­ლეთ­ში, რათა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლად წარ­მოჩ­ნდნენ. ამი­ტო­მაც პო­ლი­ცი­ამ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს, რომ ძა­ლა­დო­ბა აღარ გან­მე­ორ­დეს, რათა "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" სა­გა­რეო არე­ნა­ზე ჩვენს ქვე­ყა­ნას პრობ­ლე­მე­ბი არ შე­უქ­მნან.

- სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ფა­რულ ვი­დე­ო­მა­სა­ლებს შო­რის მისი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი­ცაა. მისი თქმით, ეს ვი­დე­ო­მა­სა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოქ­მე­დი კო­მი­სი­ის ერთ-ერ­თმა წევ­რმა უთხრა. ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ბაქ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბა უარ­ყო. ამ კო­მი­სი­ის წევ­რი ხომ თქვენც ხართ და, ბო­ლოს და ბო­ლოს, რო­მე­ლი ცრუ­ობს - ბაქ­რა­ძე თუ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი?

- და­ვით ბაქ­რა­ძე აბ­სურ­დულ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს. ჩვენ, კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა არ ვი­ცით, ვის­ზე რა მა­სა­ლე­ბია. ჩვენ უბ­რა­ლოდ ვნა­ხეთ დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც, მა­გა­ლი­თად, წე­რია "სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა". 94 ფა­ი­ლი." ვინ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ამ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში - პო­ლი­ტი­კო­სი, ინ­ჟი­ნე­რი, ბაქ­რა­ძე, პეტ­რე თუ პავ­ლე, წარ­მოდ­გე­ნა არა გვაქვს.

ვი­მე­ო­რებ, ვი­დე­ო­მა­სა­ლა კო­მი­სი­ის არც ერთ წევ­რს არ გვაქვს ნა­ნა­ხი. ბაქ­რა­ძე ცრუ­ობს, რად­გან მისი მი­ზა­ნია ისე წარ­მოჩ­ნდეს, თით­ქოს ისიც სის­ტე­მის მსხვერ­პლი იყო და არა ნა­წი­ლი.

- იმ მი­ნი­რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზეც მინ­და გკი­თხოთ, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში რომ მოხ­და. ალ­ბათ, დიდი შერ­ლოკ­ჰოლმსო­ბა არ სჭირ­დე­ბა იმის პროგ­ნო­ზი­რე­ბას, რომ უგუ­ლა­ვას პრობ­ლე­მე­ბი მო­ე­მა­ტე­ბა. კერ­ძოდ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ახა­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა უპირ­ვე­ლე­სად სწო­რედ თბი­ლი­სის მე­რი­ის ხარ­ჯებ­ში ჩა­ი­ხე­დავს და შე­ეც­დე­ბა, გა­არ­კვი­ოს, რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნად ტარ­დე­ბო­და ტენ­დერე­ბი.

- საკ­რე­ბუ­ლოს კო­მი­სი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ჰყავთ, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­წყე­ბენ მე­რი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლას. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­რე­ვი­ზიო კო­მი­სია - მას ძა­ლი­ან ბევრ დო­კუ­მენტზე მი­უწ­ვდე­ბა ხელი. შე­სა­ბა­მი­სად, გა­სუ­ლი 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­რი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ბევ­რი მა­სა­ლა გა­მომ­ზე­ურ­დე­ბა, საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლი კი პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­და­ე­ცე­მა.

უპირ­ვე­ლე­სად, ალ­ბათ, მე­რი­ის მიერ გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი უნდა შე­ის­წავ­ლონ. გარ­და ამი­სა, კო­მი­სი­ებ­მა უნდა იმუ­შა­ონ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც - 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის წინ მე­რი­ამ თა­ვი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბი გა­ამ­სხვი­ლა, გა­ზარ­და შტა­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და იქ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პო­ლი­ტი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და­ნიშ­ნა, ანუ სა­ბი­უ­ჯე­ტო ხელ­ფა­სე­ბი გიგი უგუ­ლა­ვას პარ­ტი­ულ მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. და­ვუბ­რუნ­დე­ბი მიზ­ნობ­რი­ვი ხარ­ჯე­ბის თე­მას, რო­მე­ლიც საკ­რე­ბუ­ლოს ახა­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბის სა­კი­თხი იქ­ნე­ბა. თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი ზო­გი­ერ­თის­თვის ჯი­ბის ფუ­ლად იყო ქცე­უ­ლი და სტრიპ­ტიზ­ბა­რებ­შიც კი სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბით და­დი­ოდ­ნენ. ამ კუ­თხი­თაც ალ­ბათ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს გა­ვი­გებთ.

- ბოლო 3-4 თვე­ში იმის პროგ­ნო­ზი­რე­ბა, რომ საკ­რე­ბუ­ლო­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" უმ­რავ­ლე­სო­ბას და­კარ­გავ­დნენ, ძნე­ლი არ იყო. არც იმის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბას სჭირ­დე­ბა ნა­თელ­მხილ­ვე­ლო­ბის ნიჭი, რომ ყო­ფი­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი კო­მი­სი­ე­ბი პირ­ვე­ლად მე­რი­ის ხარ­ჯებს თუ სა­ეჭ­ვო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს შე­ის­წავ­ლი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, ხომ არ არის იმის საფრ­თხე, რომ მე­რი­ა­ში ზო­გი­ერ­თი დო­კუ­მენ­ტი გა­ა­ნად­გუ­რონ (თუ უკვე არ გა­ა­ნად­გუ­რეს)?

- არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ მე­რი­ა­ში ბევ­რი დო­კუ­მენ­ტი უკვე გა­ა­ნად­გუ­რეს ან გა­ა­ნად­გუ­რე­ბენ. თუმ­ცა ყვე­ლას ვერ მოს­პო­ბენ. მე­რი­ის იმ სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, რო­მელ­თაც შე­საძ­ლოა, დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა უბ­რძა­ნონ, უკვე იგ­რძნეს, რომ "ნაც­მოძ­რა­ო­ბამ" ძალა და­კარ­გა. შე­სა­ბა­მი­სად, საკ­რე­ბუ­ლოს ახა­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა მა­შინ­ვე შე­ი­ტყობს, თუ მე­რი­ა­ში დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა და­ი­წყეს. გარ­და ამი­სა, დო­კუ­მენ­ტე­ბის ას­ლე­ბი სხვა­დას­ხვა უწყე­ბა­შიც იქ­ნე­ბა გა­დაგ­ზავ­ნი­ლი. სხვა­თა შო­რის, ისე იყ­ვნენ მიშ­ვე­ბუ­ლი მე­რი­ა­სა და საკ­რე­ბუ­ლო­ში, ისე იყ­ვნენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ სულ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" იქ­ნე­ბოდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, რომ ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში იკ­ვე­თე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი. და­კონ­კრე­ტე­ბას ნუ მომ­თხოვთ, მაგ­რამ გარ­წმუ­ნებთ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებს შე­ვი­ტყობთ. თუმ­ცა ჯერ ეს მა­სა­ლე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის­თვის იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო.

- ხარ­ჯებ­სა და სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­თან ერ­თად, ალ­ბათ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­რი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტენ­დერე­ბის სა­კი­თხი აინ­ტე­რე­სებს.

- ტენ­დერე­ბი კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მე­ბის ნა­წი­ლია. თბი­ლის­ში ვე­რა­ვინ მო­ი­გებ­და ტენ­დერს, თუ იმ­დრო­ინ­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის რო­მე­ლი­მე წარ­მო­მად­გე­ნელს ან "ატ­კატს" არ მის­ცემ­და, ან შავ ფულს. ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­შე­ნებ­ლო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, დღეს უკვე და­უ­ფა­რა­ვად ამ­ბო­ბენ, რომ შავ ფულს ხელ­ზე აძ­ლევ­დნენ ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის ან თბი­ლი­სის მე­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს.

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა ტენ­დერე­ბი და მე­რი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­სა და "სითი პარკთან". მა­გა­ლი­თად, "სითი პარკში" გა­ა­ფორ­მეს პირი, რო­მელ­საც თვე­ში 80 ათა­სი ლარი(?!) და­უ­ნიშ­ნეს ხელ­ფა­სად და ის სამ­სა­ხურ­ში ერთხე­ლაც კი არ მი­სუ­ლა.

- და ვინ იყო ის?

- არ ვიცი. არც "სითი პარ­კის" თა­ნამ­შრომ­ლებ­მა იცი­ან, რად­გან არა­სო­დეს უნა­ხავთ. ესეც კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მის ერთ-ერთი ნა­წი­ლია, ისე­ვე რო­გორც დე­ნის გა­და­სა­ხა­დის ნა­გავ­ზე მიბ­მა, მი­წე­ბის გა­ფორ­მე­ბა თუ თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან მო­ბი­ნად­რე­ე­ბის გა­მოყ­რა. ამ კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მის სა­თა­ვე­ში კი გიგი უგუ­ლა­ვა იდგა. თუმ­ცა "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ისე­თი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა შექ­მნეს, რომ ვერც თბი­ლი­სის მერს გა­და­ა­ყე­ნებ და ვერც რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს და­ნიშ­ნავ. უგუ­ლა­ვა ხვალ­ვე რომ გა­დად­გეს, 2014 წლის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მე­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს მისი მო­ად­გი­ლე შე­ას­რუ­ლებს. პარ­ლა­მენტს მო­უ­წევს და­ფიქ­რე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­საც­ვლე­ლად.

- გა­სულ კვი­რას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "ნა­ნუ­კას შო­უ­ში" სა­ინ­ტე­რე­სო გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა. ერთ-ერთი მათ­გა­ნი მინ­და შე­მოგ­თა­ვა­ზოთ სტი­ლის დაც­ვით: "და­ვი­ნა­ხეთ ჩვე­ნი შეც­დო­მე­ბიც, რად­გან როცა ურე­მი გა­დაბ­რუნ­დე­ბა, გზა გა­და­სა­რე­ვად ჩანს ხოლ­მე. უნდა ვთქვა, რომ მათ შო­რის ისე­თი შეც­დო­მე­ბიც და­ვი­ნა­ხეთ, თქვენ რომ არც ხართ მიხ­ვედ­რი­ლი. ჩვენ მიხ­ვედ­რი­ლი ვართ და თმა ყალ­ყზე დაგ­ვიდ­გა". რო­მელ შეც­დო­მას გუ­ლის­ხმობ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი?

- გა­სა­გე­ბია, რომ სა­ა­კაშ­ვილს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა არა აქვს. მაგ­რამ თუ ახლა ნერ­ვი­უ­ლობს და თმა ყალ­ყზე უდ­გე­ბა, ნუ გვამ­კი­თხა­ვებს და თა­ვად თქვას, რას გუ­ლის­ხმობ­და ზე­მოხ­სე­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში. ამ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვიმ­ტკი­ცებ­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის და ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა უნდა იყოს ის შეც­დო­მა თუ და­ნა­შა­უ­ლი, რაც მა­საც კი თმას ყალ­ყზე და­უ­ყე­ნებს? გარ­და ამი­სა, სხვა სა­ყუ­რა­დღე­ბო გან­ცხა­დე­ბაც გა­ა­კე­თა. კერ­ძოდ, თქვა, რომ აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლას არ აპი­რებს და მი­ა­ნიშ­ნა კი­დეც, რომ არ გა­მო­რი­ცხავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას. სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტად დაბ­რუ­ნე­ბა ფან­ტას­ტი­კის სფე­როდ მეჩ­ვე­ნე­ბა. თუმ­ცა ის ყო­ველ­ნა­ი­რად შე­ეც­დე­ბა, მთავ­რო­ბა და­ა­სუს­ტოს და თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის ხე­ლით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პა­ცია მო­ახ­დი­ნოს. ამა­ში უკა­ნას­კნელ როლს არ შე­ას­რუ­ლებს დიდი ფული, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვილს აქვს. პრე­ზი­დენ­ტი ხში­რად იმე­ო­რებს, რა ვქნა, არა მაქვს 6 მი­ლი­არ­დიო. არა­და, მან 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 6 მი­ლი­არ­დიც იშო­ვა და მე­ტიც, რო­მე­ლიც არა­ვინ იცის, რო­მელ სა­ზღვარ­გა­რე­თულ ან­გა­რი­შებ­ზე აქვს. დიახ, სა­ა­კაშ­ვი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე მდი­და­რია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

"სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე მდიდარია"

"სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე მდიდარია"

"ნაციონალების" პრაიმერი იმ არჩევნებს ჰგავს, ყოფილი მმართველი გუნდი ამ 9 წლის განმავლობაში რომ ატარებდა ხოლმე - შედეგები წინასწარ არის დაწერილ-გაწერილი, მაგრამ ხელოვნური აჟიოტაჟის უზრუნველსაყოფად საარჩევნო პროცესის იმიტაცია ხდება. შესაბამისად, "ნაციონალების" პრაიმერზე, ალბათ, "კვირის თემაში" არც ვიმსჯელებდით, რომ არა ზუგდიდის ინციდენტი (რომელიც პარლამენტში როლანდ ახალაიათი არის წარმოდგენილი). ამ ქალაქში "ნაციონალების" ლიდერებს ბოთლები და ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი დავით ბაქრაძე და კომპანია პრაიმერის ჩასატარებლად თეატრის შენობაში კორდონის გავლით შეიყვანა. არადა, ზოგიერთ ექსპერტს ეგონა, მოსახლეობას სიბრაზის პირველმა ტალღამ გადაუარა და წარსულს ჩაჰბარდა ის დრო, "ნაციონალების" ლიდერების ქუჩაში გამოჩენა გინებითა და გაწევ-გამოწევით რომ მთავრდებოდა ხოლმე. თუმცა ექსპერტი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ ჯერ შორსაა იმ დრომდე, როდესაც დრო ყველა იარას მოაშუშებს".

- განსაკუთრებით ეს ზუგდიდზე ითქმის. ყოფილი ხელისუფლების დროს სამეგრელოზე კონტროლი ერთ კონკრეტულ ოჯახს - ახალაიებს ჩააბარეს. რა მექანიზმებით ხდებოდა ეს კონტროლი და ადამიანების დამორჩილება, ყველანი კარგად ვხედავთ, განსაკუთრებით ბოლო დროს აღმოჩენილი მასალების წყალობით. ამიტომ ზუგდიდელების აგრესია სულაც არ მიკვირს. მაგრამ მინდა გავაფრთხილო ჩვენი თანამოქალაქეები - ასეთ ინციდენტებს "ნაციონალები" სათავისოდ იყენებენ: ახდენენ მის ტირაჟირებას დასავლეთში, რათა ძალადობის მსხვერპლად წარმოჩნდნენ. ამიტომაც პოლიციამ უნდა უზრუნველყოს, რომ ძალადობა აღარ განმეორდეს, რათა "ნაციონალებმა" საგარეო არენაზე ჩვენს ქვეყანას პრობლემები არ შეუქმნან.

- საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა განაცხადა, რომ ფარულ ვიდეომასალებს შორის მისი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებიცაა. მისი თქმით, ეს ვიდეომასალებთან დაკავშირებით მოქმედი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა უთხრა. ღარიბაშვილმა ბაქრაძის განცხადება უარყო. ამ კომისიის წევრი ხომ თქვენც ხართ და, ბოლოს და ბოლოს, რომელი ცრუობს - ბაქრაძე თუ ღარიბაშვილი?

- დავით ბაქრაძე აბსურდულ განცხადებებს აკეთებს. ჩვენ, კომისიის წევრებმა არ ვიცით, ვისზე რა მასალებია. ჩვენ უბრალოდ ვნახეთ დოკუმენტი, სადაც, მაგალითად, წერია "სექსუალური ცხოვრების ამსახველი მასალა". 94 ფაილი.” ვინ არის დაფიქსირებული ამ ვიდეოჩანაწერში - პოლიტიკოსი, ინჟინერი, ბაქრაძე, პეტრე თუ პავლე, წარმოდგენა არა გვაქვს.

ვიმეორებ, ვიდეომასალა კომისიის არც ერთ წევრს არ გვაქვს ნანახი. ბაქრაძე ცრუობს, რადგან მისი მიზანია ისე წარმოჩნდეს, თითქოს ისიც სისტემის მსხვერპლი იყო და არა ნაწილი.

- იმ მინირევოლუციაზეც მინდა გკითხოთ, თბილისის საკრებულოში რომ მოხდა. ალბათ, დიდი შერლოკჰოლმსობა არ სჭირდება იმის პროგნოზირებას, რომ უგულავას პრობლემები მოემატება. კერძოდ, სავარაუდოდ, ახალი უმრავლესობა უპირველესად სწორედ თბილისის მერიის ხარჯებში ჩაიხედავს და შეეცდება, გაარკვიოს, რამდენად სამართლიანად ტარდებოდა ტენდერები.

- საკრებულოს კომისიები, რომლებსაც ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ, ყველა მიმართულებით დაიწყებენ მერიის საქმიანობის შესწავლას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარევიზიო კომისია - მას ძალიან ბევრ დოკუმენტზე მიუწვდება ხელი. შესაბამისად, გასული 9 წლის განმავლობაში მერიის საქმიანობის შესახებ ძალიან ბევრი მასალა გამომზეურდება, საკმაოდ დიდი ნაწილი კი პროკურატურას გადაეცემა.

უპირველესად, ალბათ, მერიის მიერ გაწეული ხარჯები უნდა შეისწავლონ. გარდა ამისა, კომისიებმა უნდა იმუშაონ სხვა მიმართულებითაც - 2012 წლის არჩევნების წინ მერიამ თავისი სტრუქტურები გაამსხვილა, გაზარდა შტატების რაოდენობა და იქ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურად აქტიური მხარდამჭერები დანიშნა, ანუ საბიუჯეტო ხელფასები გიგი უგულავას პარტიულ მიზნებს ემსახურებოდა. დავუბრუნდები მიზნობრივი ხარჯების თემას, რომელიც საკრებულოს ახალი უმრავლესობის განსაკუთრებული დაინტერესების საკითხი იქნება. თბილისის ბიუჯეტი ზოგიერთისთვის ჯიბის ფულად იყო ქცეული და სტრიპტიზბარებშიც კი საბიუჯეტო თანხებით დადიოდნენ. ამ კუთხითაც ალბათ, ძალიან საინტერესო ამბებს გავიგებთ.

- ბოლო 3-4 თვეში იმის პროგნოზირება, რომ საკრებულოში "ნაციონალები" უმრავლესობას დაკარგავდნენ, ძნელი არ იყო. არც იმის წინასწარმეტყველებას სჭირდება ნათელმხილველობის ნიჭი, რომ ყოფილი ოპოზიციონერებით დაკომპლექტებული კომისიები პირველად მერიის ხარჯებს თუ საეჭვო გადაწყვეტილებებს შეისწავლიან. შესაბამისად, ხომ არ არის იმის საფრთხე, რომ მერიაში ზოგიერთი დოკუმენტი გაანადგურონ (თუ უკვე არ გაანადგურეს)?

- არ გამოვრიცხავ, რომ მერიაში ბევრი დოკუმენტი უკვე გაანადგურეს ან გაანადგურებენ. თუმცა ყველას ვერ მოსპობენ. მერიის იმ სამსახურების თანამშრომლებმა, რომელთაც შესაძლოა, დოკუმენტების განადგურება უბრძანონ, უკვე იგრძნეს, რომ "ნაცმოძრაობამ" ძალა დაკარგა. შესაბამისად, საკრებულოს ახალი უმრავლესობა მაშინვე შეიტყობს, თუ მერიაში დოკუმენტების განადგურება დაიწყეს. გარდა ამისა, დოკუმენტების ასლები სხვადასხვა უწყებაშიც იქნება გადაგზავნილი. სხვათა შორის, ისე იყვნენ მიშვებული მერიასა და საკრებულოში, ისე იყვნენ დარწმუნებული, რომ სულ "ნაციონალები" იქნებოდნენ ხელისუფლებაში, რომ ოფიციალურ დოკუმენტებსა და გადაწყვეტილებებში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ, მაგრამ გარწმუნებთ, ძალიან საინტერესო ფაქტებს შევიტყობთ. თუმცა ჯერ ეს მასალები გამოძიებისთვის იქნება საინტერესო.

- ხარჯებსა და საკადრო გადაწყვეტილებებთან ერთად, ალბათ, საზოგადოებას ყველაზე მეტად მერიის მიერ ჩატარებული ტენდერების საკითხი აინტერესებს.

- ტენდერები კორუფციული სქემების ნაწილია. თბილისში ვერავინ მოიგებდა ტენდერს, თუ იმდროინდელი პოლიტიკური ელიტის რომელიმე წარმომადგენელს ან "ატკატს" არ მისცემდა, ან შავ ფულს. ბიზნესმენები, განსაკუთრებით სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები, დღეს უკვე დაუფარავად ამბობენ, რომ შავ ფულს ხელზე აძლევდნენ ფინანსური პოლიციის ან თბილისის მერიის თანამშრომლებს.

განსაკუთრებით საინტერესოა ტენდერები და მერიის გადაწყვეტილებები დაკავშირებული თბილისის მიკროავტობუსებსა და "სითი პარკთან". მაგალითად, "სითი პარკში" გააფორმეს პირი, რომელსაც თვეში 80 ათასი ლარი(?!) დაუნიშნეს ხელფასად და ის სამსახურში ერთხელაც კი არ მისულა.

- და ვინ იყო ის?

- არ ვიცი. არც "სითი პარკის" თანამშრომლებმა იციან, რადგან არასოდეს უნახავთ. ესეც კორუფციული სქემის ერთ-ერთი ნაწილია, ისევე როგორც დენის გადასახადის ნაგავზე მიბმა, მიწების გაფორმება თუ თაბუკაშვილის ქუჩიდან მობინადრეების გამოყრა. ამ კორუფციული სქემის სათავეში კი გიგი უგულავა იდგა. თუმცა "ნაციონალებმა" ისეთი კანონმდებლობა შექმნეს, რომ ვერც თბილისის მერს გადააყენებ და ვერც რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავ. უგულავა ხვალვე რომ გადადგეს, 2014 წლის არჩევნებამდე მერის უფლებამოსილებებს მისი მოადგილე შეასრულებს. პარლამენტს მოუწევს დაფიქრება კანონმდებლობის შესაცვლელად.

- გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილმა "ნანუკას შოუში" საინტერესო განცხადებები გააკეთა. ერთ-ერთი მათგანი მინდა შემოგთავაზოთ სტილის დაცვით: "დავინახეთ ჩვენი შეცდომებიც, რადგან როცა ურემი გადაბრუნდება, გზა გადასარევად ჩანს ხოლმე. უნდა ვთქვა, რომ მათ შორის ისეთი შეცდომებიც დავინახეთ, თქვენ რომ არც ხართ მიხვედრილი. ჩვენ მიხვედრილი ვართ და თმა ყალყზე დაგვიდგა". რომელ შეცდომას გულისხმობდა სააკაშვილი?

- გასაგებია, რომ სააკაშვილს პასუხისმგებლობის გრძნობა არა აქვს. მაგრამ თუ ახლა ნერვიულობს და თმა ყალყზე უდგება, ნუ გვამკითხავებს და თავად თქვას, რას გულისხმობდა ზემოხსენებულ განცხადებაში. ამ 9 წლის განმავლობაში გვიმტკიცებდა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და ხომ წარმოგიდგენიათ, რა უნდა იყოს ის შეცდომა თუ დანაშაული, რაც მასაც კი თმას ყალყზე დაუყენებს? გარდა ამისა, სხვა საყურადღებო განცხადებაც გააკეთა. კერძოდ, თქვა, რომ აქტიური პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და მიანიშნა კიდეც, რომ არ გამორიცხავს ხელისუფლებაში დაბრუნებას. სააკაშვილის პრეზიდენტად დაბრუნება ფანტასტიკის სფეროდ მეჩვენება. თუმცა ის ყოველნაირად შეეცდება, მთავრობა დაასუსტოს და თანაგუნდელების ხელით ხელისუფლების უზურპაცია მოახდინოს. ამაში უკანასკნელ როლს არ შეასრულებს დიდი ფული, რომელიც სააკაშვილს აქვს. პრეზიდენტი ხშირად იმეორებს, რა ვქნა, არა მაქვს 6 მილიარდიო. არადა, მან 9 წლის განმავლობაში 6 მილიარდიც იშოვა და მეტიც, რომელიც არავინ იცის, რომელ საზღვარგარეთულ ანგარიშებზე აქვს. დიახ, სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე მდიდარია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა