ქართველი მოდელი, რომელმაც წონაში 25 კილო მოიმატა

ქართველი მოდელი, რომელმაც წონაში 25 კილო მოიმატა

სამოდელო სააგენტო "ნატალის" მოდელი თიკო ნატროშვილი, სანამ გათხოვდებოდა, მოდელობის პარალელურად, მანამდეც ახერხებდა ჟურნალისტობას და ახლაც ახერხებს, როცა უკვე ორი შვილის დედაა. მოკლედ, არც მოდელობაზე უთქვამს უარი და არც - ჟურნალისტობაზე. სპორტის სამინისტროსთან არსებულ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის გაზეთის აღმასრულებელი რედაქტორია და ამბობს, რომ სექტემბრიდან სამუშაოდ აღნიშნული ცენტრის პიარსამსახურში გადადის...

თიკო ნატროშვილი:

- ჩემი უფროსი შვილი უკვე სამი წლის ხდება. უმცროსი, პატარა წერტილი კი, ჯერ მხოლოდ 2 თვის არის..

- ვიცი, რომ მოდელობისთვის თავი არ დაგინებებია. ჩვენებებში აქტიურად მონაწილეობ?

- ორსულობის პერიოდში ვპასიურობდი. ახლა მაქვს რაღაც შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ ჯერჯერობით ფორმაში ვდგები, რადგანაც წონაში საკმაოდ მოვიმატე. პირველი შვილი რომ გავაჩინე, ჩემს ჩვეულ წონას მალე დავუბრუნდი და ალბათ ახლაც ასე იქნება.

- რამდენი გაქვს მომატებული?

- 25 კილოგრამი მოვიმატე. უხერხულია, მაგრამ რეალობა ასეთია. ამ წონის დიდი ნაწილი უკვე დაკლებული მაქვს.. ბუნებრივადაც ვიკლებ და მეც ვეხმარები.

- რამდენი კილოგრამს იწონიდი, სანამ გათხოვდებოდი?

- 55 კილოგრამს.

- ბავშვების აღზრდაში ვინ გეხმარება?

- ორი ბიჭის დედობა რთულია, მაგრამ საინტერესო და საამაყო. ბავშვების გაზრდაში ბებიები მეხმარებიან. მათე ახლა ჩემს დედამთილთან ერთად სვანეთშია. წელს პირველად წავიდა იქ და აღფთოვანებულია. პატარა კი, ბუნებრივ კვებაზე მყავს და ამიტომ მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. მშვიდი ბავშვია: კარგად ჭამს და სძინავს და არ მაწვალებს.

- დასვენებას, ქალაქიდან გასვლას არ აპირებ?

- ძიძა არ მყავს, რადგანაც ჯერ დეკრეტში ვარ და სანამ სამსახურში გავალ, ამის საჭიროება არ მაქვს. როცა ორივესთან ერთად მიწევს ყოფნა, ცოტა კი მიჭირს ხოლმე. ცალ ხელში პატარა მიჭირავს და უფროს ბიჭს ისე დავდევ. ძალიან ცელქია. თან, ძმაზე ცოტას ეჭვიანობს... კი ვწვალობ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი მოვალეობა ეს არის და ვუმკლავდები. მაგრამ ვაღიარებ, რომ არა "დამხმარე ძალა" (ბებიების სახით) შეუძლებელი იქნებოდა 2 მცირეწლოვანი ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გაზრდა.

რაც შეეხება ზაფხულში დასვენებას, გითხარით, რომ უფროსი უკვე ბებიამ სვანეთში წაიყვანა და მალე ჩვენც წავალთ. მეუღლე წარმოშობით სვანია, გვარად ხაბულიანი და იქ სახლი აქვთ.

- შვილების გამო მართალია სამსახურებისთვის თავი არ დაგინებებია, მაგრამ როგორც გატყობ, გართობაზე უარის თქმა გიწევს, არა?

- თუკი გათხოვებამდე სამსახურის შემდეგ დრო ჩემ განკარგულებაში იყო, ახლა დროს მხოლოდ შვილებს ვუთმობ. ისე მოხდა, რომ 2 შვილი მცირე ინტერვალით გავაჩინე. ამოსუნთქვის საშუალება არ მომეცა. ამიტომ, უარის თქმა მიწევს გართობა-განტვირთვაზე, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში მცირე დოზით მაინც საჭირო და მნიშვნელოვანია. მაგალითად, მე და ჩემს მეუღლეს ოცნებად გადაგვექცა ერთად კლუბში წასვლა...…

ამასთან, სწავლის გაგრძელება მინდა და უკვე მეორე სექტემბერია, ვერ ვახერხებ, სამომავლოდ გადავდე, რადგანაც ვხვდები, რომ ამ რეჟიმში ჯერ ვერც შევძლებ.

გაცნობიერებული მაქვს, რომ დედა ვარ და ამ ეტაპზე ასეა საჭირო. თან, შვილები ისეთი მოვლენაა ქალის ცხოვრებაში, რომ ხვდები სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავი გვერდზე გადავდე...

იხილეთ ფოტოგალერეა

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება