მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

შვი­დი სპეც­რაზ­მე­ლის წა­მე­ბის საქ­მე­ზე ბაჩო ახა­ლა­ი­ას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლი, პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ვით ჩუ­ბი­ნი­ძე გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ბაჩო ახა­ლა­ი­ას და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პრო­ცეს­ზე ჩუ­ბი­ნი­ძის ად­ვო­კატ­მა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის­თვის პა­ტიმ­რო­ბის გი­რა­ო­თი შეც­ვლის შე­სა­ხებ. ად­ვო­კა­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, და­ვით ჩუ­ბი­ნი­ძე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ითა­ნამ­შრომ­ლებს სა­სა­მარ­თლოს­თან და საფრ­თხეს არ შე­უქ­მნის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წარ­მო­ე­ბას.

ად­ვო­კატ­მა 15 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა, რაც მო­სა­მარ­თლემ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო ბრალ­დე­ბის მხა­რე. პრო­კუ­რორ­მა შაქ­რო ზა­ა­ლიშ­ვილ­მა პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ და­ვით ჩუ­ბი­ნი­ძე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე მოწ­მე­ე­ბის მი­მართ აგ­რე­სი­ით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, იგი ნა­სა­მარ­თლე­ვია, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­შია გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი და შე­საძ­ლოა, გა­მო­ძი­ე­ბას მი­ე­მა­ლოს.

პრო­ცეს­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ პრო­კუ­რორ­მა შაქ­რო ზა­ა­ლიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ მას ჰქონ­და სა­ფუძ­ვლი­ა­ნი არ­გუ­მენ­ტე­ბი იმი­სათ­ვის, რომ ჩუ­ბი­ნი­ძე არ გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ პა­ტიმ­რო­ბი­დან, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლემ მისი არ­გუ­მენ­ტე­ბი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

"და­ვით ჩუ­ბი­ნი­ძე სა­სა­მარ­თლო­ზე აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ო­და მოწ­მე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ჩუ­ბი­ნი­ძე ფლობს კომ­პი­უ­ტე­რულ პროგ­რა­მებს, იგი გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და იცის რო­გორ და­ტო­ვოს ქვე­ყა­ნა. მო­სა­მარ­თლემ აღ­ნიშ­ნუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და შეც­ვა­ლა აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სახე. ბრალ­დე­ბის მხა­რეს კი გა­სა­ჩივ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გა­ნა­ჩე­ნამ­დე არ გა­აჩ­ნია", - გა­ნა­ცხა­და შაქ­რო ზა­ა­ლიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით ჩუ­ბი­ნი­ძე, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბუ­ლია სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო შვი­დი სპეც­რაზ­მე­ლის წა­მე­ბა­ში, ნა­სა­მარ­თლე­ვია მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით.

"და­ვით ჩუ­ბი­ნი­ძე 1998 წელს გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლია მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით. იგი პრე­ზი­დენ­ტმა 2008 წელს შე­ი­წყა­ლა. იგი მუ­შა­ობ­და უშიშ­რო­ე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და შაქ­რო ზა­ა­ლიშ­ვილ­მა.

ბაჩო ახა­ლა­ი­ას შს მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ბრალ­დე­ბა­ზე სულ 8 პი­რია ბრალ­დე­ბუ­ლი, აქე­დან 7 გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ არის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი, მერ­ვე კი ბაჩო ახა­ლა­ი­აა, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

ბაჩო ახა­ლა­ი­ას ბრა­ლად იაღ­ლუ­ჯას სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე 7 სპეც­რაზ­მე­ლის წა­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა ედე­ბა, ხოლო და­ნარ­ჩენ 7 პირს წა­მე­ბა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­ლი მო­პყრო­ბა.

დარ­ბა­ზის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მე­ნატ­რი და­ვით ჩუ­ბი­ნი­ძე­მაც გა­ა­კე­თა. მან გა­ნა­ცხა­და, რომ უდა­ნა­შა­უ­ლოა და გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებული, პოლიციის ყოფილი თანამშრომელი დავით ჩუბინიძე გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების პროცესზე ჩუბინიძის ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ. ადვოკატის შუამდგომლობით, დავით ჩუბინიძე გათავისუფლების შემთხვევაში ითანამშრომლებს სასამართლოსთან და საფრთხეს არ შეუქმნის მართლმსაჯულების წარმოებას.

ადვოკატმა 15 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

აღნიშნული შუამდგომლობის წინააღმდეგი იყო ბრალდების მხარე. პროკურორმა შაქრო ზაალიშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ დავით ჩუბინიძე სასამართლო პროცესებზე მოწმეების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა, იგი ნასამართლევია, ამერიკის შეერთებულ შტატებშია გადამზადებული და შესაძლოა, გამოძიებას მიემალოს.

პროცესზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ პროკურორმა შაქრო ზაალიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას ჰქონდა საფუძვლიანი არგუმენტები იმისათვის, რომ ჩუბინიძე არ გაეთავისუფლებინათ პატიმრობიდან, თუმცა მოსამართლემ მისი არგუმენტები არ გაითვალისწინა.

"დავით ჩუბინიძე სასამართლოზე აგრესიულად იქცეოდა მოწმეებთან მიმართებაში. ჩუბინიძე ფლობს კომპიუტერულ პროგრამებს, იგი გადამზადებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და იცის როგორ დატოვოს ქვეყანა. მოსამართლემ აღნიშნული არგუმენტები არ გაითვალისწინა და შეცვალა აღმკვეთი ღონისძიების სახე. ბრალდების მხარეს კი გასაჩივრების საშუალება განაჩენამდე არ გააჩნია", - განაცხადა შაქრო ზაალიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დავით ჩუბინიძე, რომელიც ბრალდებულია სამხედრო ბაზაზე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო შვიდი სპეცრაზმელის წამებაში, ნასამართლევია მკვლელობის მუხლით.

"დავით ჩუბინიძე 1998 წელს გასამართლებულია მკვლელობის მუხლით. იგი პრეზიდენტმა 2008 წელს შეიწყალა. იგი მუშაობდა უშიშროებაში", - განაცხადა შაქრო ზაალიშვილმა.

ბაჩო ახალაიას შს მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებულ ბრალდებაზე სულ 8 პირია ბრალდებული, აქედან 7 გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული, მერვე კი ბაჩო ახალაიაა, რომელსაც აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ბაჩო ახალაიას ბრალად იაღლუჯას სამხედრო ბაზაზე 7 სპეცრაზმელის წამების ორგანიზება ედება, ხოლო დანარჩენ 7 პირს წამება და არაადამიანული მოპყრობა.

დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენატრი დავით ჩუბინიძემაც გააკეთა. მან განაცხადა, რომ უდანაშაულოა და გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ