გურჯაანში ქვეწარმავლების ლიკვიდაციაზე პასუხისმგებელი სამსახური არ არსებობს

გურჯაანში ქვეწარმავლების ლიკვიდაციაზე პასუხისმგებელი სამსახური არ არსებობს

გასულ წლებთან შედარებით, კახეთის რეგიონში ქვეწარმავლები მნიშვნელოვნად მომრავლდნენ. თითქმის ყველა სოფელში საუბრობენ, რომ წელს გველებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდებიან: ეზოში, ქუჩაში, გზაზე, აივნებსა და სახლებში. შეშინებული კახელები პრობლემასთან გამკლავებას ხალხური მეთოდებით ცდილობენ, რადგან არ იციან დახმარებისთვის რომელ სამსახურს მიმართონ.

გურჯაანის გამგეობაში განმარტავენ, რომ ქვეწარმავლების ლიკვიდაციაზე პასუხისმგებელი სამსახური მათთან არ არის და არც არასოდეს ყოფილა. აღმოჩნდა, რომ ქვეწარმავლებთან ბრძოლა არა თუ გამგეობას არ ეკისრება, არამედ ზოგადად კახეთში არ არსებობს მსგავსი სამსახური.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა