Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შალვა ნათელაშვილის მეუღლე უცნობი მამაკაცის თავდასხმას გადაურჩა
შალვა ნათელაშვილის მეუღლე უცნობი მამაკაცის თავდასხმას გადაურჩა

"ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის" ლი­დე­რის, შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, ბელა ალა­ნია სა­კუ­თარ სახ­ლში უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცის თავ­დას­ხმას გა­და­ურ­ჩა. ბელა ალა­ნია ინ­ცი­დენტს "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს.

"ბე­ქამ სახ­ლი­დან გას­ვლამ­დე, შე­მახ­სე­ნა, შე­მო­სას­ვლე­ლი კა­რე­ბი ჩა­მე­კე­ტა. მე და­მა­ვი­წყდა. ტე­ლე­ვი­ზო­რი მქონ­და ხმა­მაღ­ლა ჩარ­თუ­ლი და თან საჭ­მელს ვა­კე­თებ­დი. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ, არც კი ვიცი რო­გორ გა­ვი­გო­ნე, კა­რე­ბის ჭრი­ა­ლის ხმა (არა­და, დიდი ხა­ნია ვი­ძა­ხი, რომ და­სა­ზე­თია და არა­ვინ გა­მი­გო­ნა).

- ბექა, მოხ­ვე­დი?, - გავ­ძა­ხე, პა­სუ­ხი რომ ვერ გა­ვი­გე, შე­მო­სას­ვლე­ლი კა­რის­კენ გა­ვე­შუ­რე. დე­რე­ფან­ში იდგა ვი­ღაც კაცი, ალ­ბათ 60-65 წლის იქ­ნე­ბო­და. ჩემს და­ნახ­ვა­ზე შეც­ბა, და­იბ­ნა, კარი გა­ა­ღო და გა­ვარ­და. ასეთ ქცე­ვა­ზე და­ვეჭ­ვდი, დავ­რე­კე და­რაჯ­თან . "სტუ­მარ­მა" ვერ მო­ას­წრო გაქ­ცე­ვა და სა­დარ­ბა­ზოს გა­სას­ვლელ­თან და­ა­კა­ვა ომარ­მა.

- რა გინ­დო­დათ, რა­ტომ შე­მოხ­ვე­დით უცხო ბი­ნა­ში უნე­ბარ­თვოდ? თქვენ ალ­ბათ ცი­ხი­დან ახა­ლი გა­მო­სუ­ლი ხართ. ახ­ლა­ვე თუ არ ამო­ატ­რი­ა­ლებთ ჯი­ბე­ებს, პო­ლი­ცი­ა­ში დავ­რე­კავ , - უთხრა ომარ­მა და მეც ომა­ხი­ა­ნი ხმით მხა­რი ავუ­ბი.

- რო­გორც კი და­რე­კავ, ყელს და­ნით გა­მოგჭრი და და­გა­ნა­ხებ სა­კუ­თარ სის­ხლს, - მი­თხრა კაც­მა და სი­ძულ­ვი­ლით შე­მომ­ხე­და. თვა­ლებს იქეთ-აქეთ აცე­ცებ­და.

არ ვიცი, იმ წუ­თას რა­ტომ არ შე­მე­შინ­და, ალ­ბათ და­რა­ჯის იმე­დი მქონ­და, რო­მელ­საც გა­კა­ვე­ბუ­ლი ყავ­და სა­დარ­ბა­ზო­ში მო­სე­ირ­ნე. ჯი­ბე­ე­ბი ამო­იტ­რი­ა­ლა, არა­ფე­რი არ ჰქონ­და წა­ღე­ბუ­ლი. ვერ მო­ას­წრო, აშ­კა­რად.

- ჯან­და­ბას, წადი, მაგ­რამ იცო­დე, რომ კა­რებს ზარი იმი­ტომ აქვს, რომ დარ­ე­კო, როცა რამე გინ­და. - ვუ­თხა­რი, ახლა უკვე მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რე ხმით.

- ბო­დი­ში ქალ­ბა­ტო­ნო. მარ­თლა არას­წო­რად მო­ვი­ქე­ცი, მაგ­რამ თქვე­ნის­თა­ნა სახ­ლში რომ მყავ­დეს, ცხრა­ჯერ მივ­ბეგ­ვავ­დი დღე­ში, სულ სის­ხლს ვა­დე­ნი­ნებ­დი და ის­წავ­ლი­და ჭკუ­ას რო­გორ მე­ლა­პა­რა­კოს.

- ახლა აქე­დან წადი, სა­ნამ პო­ლი­ცი­ა­ში არ დავ­რე­კე და არ გა­გაგ­ზავ­ნეს ისევ სა­ი­და­ნაც მოხ­ვე­დი.

რომ წა­ვი­და, მერე მივ­ხვდი, რო­გორ მი­კან­კა­ლებ­და მუხ­ლე­ბი. არ და­ტო­ვოთ კარი ღია, ეს სა­ში­შია! ეს ამ­ბა­ვი გუ­შინ მოხ­და და აქ არც კი დავ­წერ­დი, უბ­რა­ლოდ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ", - წერს ბელა ალა­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

შალვა ნათელაშვილის მეუღლე უცნობი მამაკაცის თავდასხმას გადაურჩა

შალვა ნათელაშვილის მეუღლე უცნობი მამაკაცის თავდასხმას გადაურჩა

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანია საკუთარ სახლში უცნობი მამაკაცის თავდასხმას გადაურჩა. ბელა ალანია ინციდენტს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დეტალურად აღწერს.

"ბექამ სახლიდან გასვლამდე, შემახსენა, შემოსასვლელი კარები ჩამეკეტა. მე დამავიწყდა. ტელევიზორი მქონდა ხმამაღლა ჩართული და თან საჭმელს ვაკეთებდი. რამდენიმე ხნის შემდეგ, არც კი ვიცი როგორ გავიგონე, კარების ჭრიალის ხმა (არადა, დიდი ხანია ვიძახი, რომ დასაზეთია და არავინ გამიგონა).

- ბექა, მოხვედი?, - გავძახე, პასუხი რომ ვერ გავიგე, შემოსასვლელი კარისკენ გავეშურე. დერეფანში იდგა ვიღაც კაცი, ალბათ 60-65 წლის იქნებოდა. ჩემს დანახვაზე შეცბა, დაიბნა, კარი გააღო და გავარდა. ასეთ ქცევაზე დავეჭვდი, დავრეკე დარაჯთან . „სტუმარმა“ ვერ მოასწრო გაქცევა და სადარბაზოს გასასვლელთან დააკავა ომარმა.

- რა გინდოდათ, რატომ შემოხვედით უცხო ბინაში უნებართვოდ? თქვენ ალბათ ციხიდან ახალი გამოსული ხართ. ახლავე თუ არ ამოატრიალებთ ჯიბეებს, პოლიციაში დავრეკავ , - უთხრა ომარმა და მეც ომახიანი ხმით მხარი ავუბი.

- როგორც კი დარეკავ, ყელს დანით გამოგჭრი და დაგანახებ საკუთარ სისხლს, - მითხრა კაცმა და სიძულვილით შემომხედა. თვალებს იქეთ-აქეთ აცეცებდა.

არ ვიცი, იმ წუთას რატომ არ შემეშინდა, ალბათ დარაჯის იმედი მქონდა, რომელსაც გაკავებული ყავდა სადარბაზოში მოსეირნე. ჯიბეები ამოიტრიალა, არაფერი არ ჰქონდა წაღებული. ვერ მოასწრო, აშკარად.

- ჯანდაბას, წადი, მაგრამ იცოდე, რომ კარებს ზარი იმიტომ აქვს, რომ დარეკო, როცა რამე გინდა. - ვუთხარი, ახლა უკვე მშვიდობისმოყვარე ხმით.

- ბოდიში ქალბატონო. მართლა არასწორად მოვიქეცი, მაგრამ თქვენისთანა სახლში რომ მყავდეს, ცხრაჯერ მივბეგვავდი დღეში, სულ სისხლს ვადენინებდი და ისწავლიდა ჭკუას როგორ მელაპარაკოს.

- ახლა აქედან წადი, სანამ პოლიციაში არ დავრეკე და არ გაგაგზავნეს ისევ საიდანაც მოხვედი.

რომ წავიდა, მერე მივხვდი, როგორ მიკანკალებდა მუხლები. არ დატოვოთ კარი ღია, ეს საშიშია! ეს ამბავი გუშინ მოხდა და აქ არც კი დავწერდი, უბრალოდ გაითვალისწინეთ", - წერს ბელა ალანია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს