კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის საგანგებო განცხადება მინერალურ წყალზე გადასახადის ზრდასთან დაკავშირებით
არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის საგანგებო განცხადება მინერალურ წყალზე გადასახადის ზრდასთან დაკავშირებით

არა­ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის სა­ხე­ლით, გვსურს გა­მოვ­ხა­ტოთ ჩვე­ნი პო­ზი­ცია მი­ნე­რა­ლურ წყალ­ზე გა­და­სა­ხა­დის გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც შე­ე­ხო მხო­ლოდ "ნა­ბეღ­ლავ­სა" და "ბორ­ჯომს". სამ­წუ­ხა­როა, რომ გა­და­სა­ხა­დის შე­მო­ღე­ბამ­დე კომ­პა­ნი­ებ­სა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დე­ფი­ცი­ტი იყო და ჩვე­ნი ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბის მხრი­დან ვერ მოხ­და სრუ­ლად არ­გუ­მენ­ტე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის­თვის, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მხრი­დან სა­კი­თხი­სად­მი არა­საკ­მა­რი­სი და­ინ­ტე­რე­სე­ბით. ამი­ტომ გვინ­და გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ა­ე­ბა­საც გა­ვა­გე­ბი­ნოთ რამ­დე­ნი­მე არ­სე­ბი­თი პრობ­ლე­მის თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც წარ­მო­იშ­ვე­ბა ამ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დგომ:

• აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­სა­ხა­დის გაზ­რდით ძლი­ე­რი დარ­ტყმა მი­ად­გე­ბა კომ­პა­ნი­ე­ბის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს. მო­საკ­რებ­ლის ზრდით ხდე­ბა წყლის მო­პო­ვე­ბის 25 წლი­ა­ნი ლი­ცენ­ზი­ის გა­და­ხედ­ვა, რაც ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა რო­გორც "ნა­ბეღ­ლავ­სა" და "ბორ­ჯომ­ზე", ასე­ვე ზო­გა­დად ბიზ­ნეს გა­რე­მო­ზე, რად­გან გრძელ­ვა­დი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბე­ბის გა­და­ხედ­ვი­სა და მი­თუ­მე­ტეს შეც­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც კი შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხოს კომ­პა­ნი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე და უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზეც (და არა­მარ­ტო ამ სექ­ტორ­ში), რაც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი მი­ზე­ზი და ზო­გა­დად ცუ­დად იმოქ­მე­დოს ქვეყ­ნის ბიზ­ნეს გა­რე­მო­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო იმიჯ­ზე.

• აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ გა­და­სა­ხა­დის შე­მო­ღე­ბით ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ევ­რო­პა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძვირ გა­და­სა­ხადს გა­და­იხ­დი­ან. შე­და­რე­ბის­თვის იტა­ლი­უ­რი მსოფ­ლიო ბრენ­დის, მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი "სან-პე­ლეგ­რი­ნოს" გა­და­სა­ხა­დი პე­ტის პრო­დუქ­ცი­ის­თვის შე­ად­გენს 1,2 ევრო/მ3, ხოლო შუ­შის ბოთ­ლი­სათ­ვის 0,9 ევრო/მ3, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 10-12ჯერ ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მო­საკ­რე­ბელ­ზე, მისი გაზ­რდის შემ­დგომ.

• უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კი­თხი არის ჭა­ბურ­ღი­ლე­ბი­სა და სა­ბა­დო­ე­ბის სის­ტე­მა­ტი­უ­რი კვლე­ვი­სა და წარ­მო­ე­ბა­ში ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი წყლის და­ნა­კარ­გე­ბის სა­კი­თხიც. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კვლე­ვა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი წყა­ლი "გა­დაღ­ვრი­ლად" შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, რად­გან ის ინ­დუსტრი­ა­ში აღარ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და არ ხდე­ბა მისი ჩა­მოს­ხმა. ხოლო იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ კვლე­ვე­ბი მუდ­მი­ვად უნდა კეთ­დე­ბო­დეს, რომ ამ ტი­პის სა­ბა­დო­ებ­ში დად­გინ­დეს მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის ზრდის პო­ტენ­ცი­ა­ლი, ისე რომ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყოს მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის ხა­რის­ხობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, კომ­პა­ნი­ე­ბის ზა­რა­ლი დიდი იქ­ნე­ბა, რად­გა­ნაც მათ უწევთ ე.წ. გა­დაღ­ვრილ წყალ­შიც იგი­ვე გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­და, რაც წარ­მო­ე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ წყალ­ში უწევთ. გა­და­სა­ხა­დის გაძ­ვი­რე­ბით, ფი­ნან­სუ­რად, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სა­ბა­დო­ებ­ში და თა­ვად წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან გარ­თულ­დე­ბა.

• არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია კომ­პა­ნი­ე­ბის დის­კრი­მი­ნა­ცია. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ერთი და იმა­ვე ტი­პის პრო­დუქ­ტი და მათი მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად არ უნდა იბეგ­რე­ბოდ­ნენ, რად­გან ეს არა­ჯან­საღ კონ­კუ­რენ­ცი­ას უწყობს ხელს. სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზა­რი საკ­მა­ოდ გა­ჯე­რე­ბუ­ლია და კონ­კუ­რენ­ცი­ის დო­ნეც შე­სა­ბა­მი­სად მა­ღა­ლია. ამ გა­და­სა­ხა­დის და­წე­სე­ბით მხო­ლოდ ორი კომ­პა­ნი­ის­თვის, ხდე­ბა მათი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­სა და სა­ექ­სპორ­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლის შემ­ცი­რე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს რომ კომ­პა­ნი­ებს პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბათ არა­მარ­ტო შიდა, არა­მედ სა­ექ­სპორ­ტო ბა­ზარ­ზეც.

• აღ­სა­ნიშ­ნა­ვია კა­ნო­ნის დამ­ტკი­ცე­ბი­დან, მის ამოქ­მე­დე­ბამ­დე არ­სე­ბუ­ლი დრო­ის სიმ­ცი­რის სა­კი­თხიც. ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გვიჩ­ვე­ნებს, რომ ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში კომ­პა­ნი­ე­ბი­სათ­ვის გო­ნივ­რუ­ლი დრო­ით ადრე უნდა იყოს ცნო­ბი­ლი. და­სავ­ლეთ­ში ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­სა­ხა­დის გაზ­რდის შემ­თხვე­ვა­ში, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ხდე­ბა რამ­დე­ნი­მე წლით და არა სამი თვით ადრე, რო­გორც ეს ჩვენს შემ­თხვე­ვა­შია. კომ­პა­ნი­ებს უნდა ჰქონ­დეთ საკ­მა­რი­სი დრო იმი­სათ­ვის, რომ ახალ პი­რო­ბებს მო­არ­გონ თა­ვი­სი გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მე­ბი, მო­ახ­დი­ნონ ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ბა­მის რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია და სხვ. მი­თუ­მე­ტეს ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სის სარ­გებ­ლო­ბის გა­და­სა­ხა­დის 200%-ით გაზ­რდა დრო­ში ემ­თხვე­ვა არა­აქ­ცი­ზუ­რი სა­ქონ­ლის ელექტრო­ნუ­ლი მარ­კი­რე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის შე­საძ­ლო ამოქ­მე­დე­ბას, რაც თა­ვის ძლი­ერ ფი­ნან­სურ დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს ჩვე­ნი ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რებ­სა და ზო­გა­დად ქარ­თველ მწარ­მო­ებ­ლებს.

ეს არის ის ძი­რი­თა­დი სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი აზ­რით შე­ა­ფერ­ხებს კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მა­ტე­ბულ არ­სე­ბო­ბას ქარ­თულ და სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რებ­ზე. მივ­მარ­თავთ მთავ­რო­ბას, და­ი­წყონ აქ­ტი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი კომ­პა­ნი­ებ­თან, რომ სწრა­ფად გა­და­იჭ­რას ის პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლის წი­ნა­შეც ვდგა­ვართ. იმედს გა­მოვ­თქვამთ, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დის წევ­რე­ბი გა­ი­ზი­ა­რე­ბენ ჩვენს პო­ზი­ცი­ას და შეძ­ლე­ბენ კომ­პრო­მი­სუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მო­ძებ­ნას პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად.

არა­ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია შე­იქ­მნა 2013 წლის თე­ბერ­ვალ­ში და მას­ში ამ ეტაპ­ზე შემ­დე­გი კომ­პა­ნი­ე­ბი არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­ნი:

• შპს "აი­დი­ეს ბორ­ჯო­მი სა­ქარ­თე­ლო"

• სს "წყა­ლი მარ­გე­ბე­ლი"

• შპს "კოკა-კოლა ბოთ­ლერს ჯორ­ჯია"

• სს "იბე­რია რეფ­რეშ­მენტსი"

• შპს "აქვა გეო"

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის საგანგებო განცხადება მინერალურ წყალზე გადასახადის ზრდასთან დაკავშირებით

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის საგანგებო განცხადება მინერალურ წყალზე გადასახადის ზრდასთან დაკავშირებით

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის სახელით, გვსურს გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია მინერალურ წყალზე გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხო მხოლოდ "ნაბეღლავსა" და "ბორჯომს". სამწუხაროა, რომ გადასახადის შემოღებამდე კომპანიებსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის კომუნიკაციის დეფიციტი იყო და ჩვენი ასოციაციის წევრების მხრიდან ვერ მოხდა სრულად არგუმენტების გაზიარება პარლამენტის წევრებისთვის, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო საქართველოს პარლამენტის მხრიდან საკითხისადმი არასაკმარისი დაინტერესებით. ამიტომ გვინდა გავამახვილოთ ყურადღება და ფართო საზოგადოაებასაც გავაგებინოთ რამდენიმე არსებითი პრობლემის თაობაზე, რომელიც წარმოიშვება ამ კანონის ამოქმედების შემდგომ:

• აღნიშნული გადასახადის გაზრდით ძლიერი დარტყმა მიადგება კომპანიების სამომავლო გეგმებს. მოსაკრებლის ზრდით ხდება წყლის მოპოვების 25 წლიანი ლიცენზიის გადახედვა, რაც ნეგატიურად აისახება როგორც "ნაბეღლავსა" და "ბორჯომზე", ასევე ზოგადად ბიზნეს გარემოზე, რადგან გრძელვადიანი კონტრაქტის პირობების გადახედვისა და მითუმეტეს შეცვლის შესაძლებლობაც კი შეიძლება უარყოფითად აისახოს კომპანიების განვითარების პერსპექტივებზე და უცხოელი ინვესტორების ინიციატივაზეც (და არამარტო ამ სექტორში), რაც შეიძლება გახდეს ინვესტიციების შემაფერხებელი მიზეზი და ზოგადად ცუდად იმოქმედოს ქვეყნის ბიზნეს გარემოსა და საერთაშორისო იმიჯზე.

• აღსანიშნავია, რომ ამ გადასახადის შემოღებით ქართული კომპანიები ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირ გადასახადს გადაიხდიან. შედარებისთვის იტალიური მსოფლიო ბრენდის, მინერალური წყალი "სან-პელეგრინოს" გადასახადი პეტის პროდუქციისთვის შეადგენს 1,2 ევრო/მ3, ხოლო შუშის ბოთლისათვის 0,9 ევრო/მ3, რაც დაახლოებით 10-12ჯერ ნაკლები იქნება ქართული კომპანიების მოსაკრებელზე, მისი გაზრდის შემდგომ.

• უმნიშვნელოვანესი საკითხი არის ჭაბურღილებისა და საბადოების სისტემატიური კვლევისა და წარმოებაში ტექნოლოგიური პროცესებით გამოწვეული წყლის დანაკარგების საკითხიც. მოგეხსენებათ, კვლევაში გამოყენებული წყალი "გადაღვრილად" შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ის ინდუსტრიაში აღარ გამოიყენება და არ ხდება მისი ჩამოსხმა. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ კვლევები მუდმივად უნდა კეთდებოდეს, რომ ამ ტიპის საბადოებში დადგინდეს მინერალური წყლის ზრდის პოტენციალი, ისე რომ შენარჩუნებული იყოს მინერალური წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლები, კომპანიების ზარალი დიდი იქნება, რადგანაც მათ უწევთ ე.წ. გადაღვრილ წყალშიც იგივე გადასახადის გადახდა, რაც წარმოებისთვის განკუთვნილ წყალში უწევთ. გადასახადის გაძვირებით, ფინანსურად, ექსპერიმენტების ჩატარება საბადოებში და თავად წარმოების პროცესი ძალიან გართულდება.

• არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია კომპანიების დისკრიმინაცია. მიგვაჩნია, რომ ერთი და იმავე ტიპის პროდუქტი და მათი მწარმოებელი კომპანიები სხვადასხვანაირად არ უნდა იბეგრებოდნენ, რადგან ეს არაჯანსაღ კონკურენციას უწყობს ხელს. საქართველოს ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია და კონკურენციის დონეც შესაბამისად მაღალია. ამ გადასახადის დაწესებით მხოლოდ ორი კომპანიისთვის, ხდება მათი კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის შემცირება, რაც იმას ნიშნავს რომ კომპანიებს პრობლემები შეექმნებათ არამარტო შიდა, არამედ საექსპორტო ბაზარზეც.

• აღსანიშნავია კანონის დამტკიცებიდან, მის ამოქმედებამდე არსებული დროის სიმცირის საკითხიც. ევროპული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში კომპანიებისათვის გონივრული დროით ადრე უნდა იყოს ცნობილი. დასავლეთში ნებისმიერი გადასახადის გაზრდის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება ხდება რამდენიმე წლით და არა სამი თვით ადრე, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაშია. კომპანიებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი დრო იმისათვის, რომ ახალ პირობებს მოარგონ თავისი გრძელვადიანი გეგმები, მოახდინონ ფინანსების შესაბამის რესტრუქტურიზაცია და სხვ. მითუმეტეს ბუნებრივი რესურსის სარგებლობის გადასახადის 200%-ით გაზრდა დროში ემთხვევა არააქციზური საქონლის ელექტრონული მარკირების შესახებ კანონის შესაძლო ამოქმედებას, რაც თავის ძლიერ ფინანსურ დარტყმას მიაყენებს ჩვენი ასოციაციის წევრებსა და ზოგადად ქართველ მწარმოებლებს.

ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელიც ჩვენი აზრით შეაფერხებს კომპანიების წარმატებულ არსებობას ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე. მივმართავთ მთავრობას, დაიწყონ აქტიური კონსულტაციები კომპანიებთან, რომ სწრაფად გადაიჭრას ის პრობლემები, რომლის წინაშეც ვდგავართ. იმედს გამოვთქვამთ, რომ გადაწყვეტილების მიმღები ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის წევრები გაიზიარებენ ჩვენს პოზიციას და შეძლებენ კომპრომისული გადაწყვეტილების მოძებნას პრობლემების გადასაჭრელად.

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია შეიქმნა 2013 წლის თებერვალში და მასში ამ ეტაპზე შემდეგი კომპანიები არიან გაერთიანებულნი:

• შპს "აიდიეს ბორჯომი საქართელო"

• სს "წყალი მარგებელი"

• შპს "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია"

• სს "იბერია რეფრეშმენტსი"

• შპს "აქვა გეო"

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი