მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიჭებმა იფიქრეს, პავლიაშვილს "გავწეწავთ" და ავშენდებითო"
"ბიჭებმა იფიქრეს, პავლიაშვილს "გავწეწავთ" და ავშენდებითო"

რამ­დე­ნი­მე დღე­ში თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის საქ­მის არ­სე­ბით გან­ხილ­ვას და­ი­წყე­ბენ და 5 ბრალ­დე­ბულს გა­ნა­ჩენს გა­მო­უ­ტა­ნენ. მათ ბიზ­ნეს­მენ ან­ტონ (ავთო) ადუ­აშ­ვი­ლის შეკ­ვე­თილ მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბათ ბრა­ლი.

მკვლე­ლო­ბა თბი­ლის­ში 2012 წლის 23 ნო­ემ­ბერს, გი­ორ­გო­ბას მოხ­და. იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს ახალ­გაზ­რდა კაცი თა­ვის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლეს. ადუ­აშ­ვილს სამი ტყვია ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი, იყო სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლაც. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ძა­ლო­ვა­ნებს საქ­მის გახ­სნა გა­უ­ად­ვი­ლა, ცხელ კვალ­ზე მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ერთ-ერთი პირი და­ა­კა­ვეს. კი­დევ რამ­დე­ნი­მე პი­რიც მი­ე­ცა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, მათ შო­რის სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის დის ქმა­რი, ვახ­ტანგ ჩხა­პე­ლია. მისი და­კა­ვე­ბა შო­კის მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის­თვის, რად­გან ახ­ლობ­ლად მი­იჩ­ნევ­დნენ. მე­ტიც, დაკ­რძალ­ვის დღე­ებ­ში ის ადუ­აშ­ვი­ლე­ბის სახ­ლში ტრი­ა­ლებ­და. ჩხა­პე­ლი­ას დღეს შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი. ყვე­ლა­ზე გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი კი მისი ჩვე­ნე­ბა გახ­და, სა­დაც მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თად მოკ­ლუ­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, თა­ვი­სი ცო­ლისძმა, სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი და­ა­სა­ხე­ლა.

პავ­ლი­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე აღ­ძრუ­ლი არ არის. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ამ­ბო­ბენ, რომ ერთი მოწ­მის ჩვე­ნე­ბა არ არის საკ­მა­რი­სი პი­რის­თვის ბრა­ლის წა­სა­ყე­ნებ­ლად. ჩხა­პე­ლია ჩვე­ნე­ბა­ში დე­ტა­ლუ­რად აღ­წერ­და, რო­გორ მო­აკ­ვლე­ვი­ნა 50.000 დო­ლა­რად ადუ­აშ­ვი­ლი.

ეს ჩვე­ნე­ბა მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის­თვის მე­ხის გა­ვარ­დნას ჰგავ­და. თუმ­ცა შემ­დეგ ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. ჩხა­პე­ლი­ას ად­ვო­კა­ტი ლე­ვან ჯა­ვა­ხა­ძე ამ­ბობს, რომ მისი და­სა­ცა­ვი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს და სულ სხვა ჩვე­ნე­ბას მის­ცემს სა­სა­მარ­თლოს.

ად­ვო­კა­ტი ლე­ვან ჯა­ვა­ხა­ძე: - ჩხა­პე­ლი­ას ჩვე­ნე­ბა­ში არ­სად წე­რია, რომ პავ­ლი­აშ­ვილ­მა შე­უკ­ვე­თა მკვლე­ლო­ბა. ის ამ­ბობს, სოსო საქ­მის კურ­სში იყოო. თუმ­ცა ესეც უარ­ყო ჩხა­პე­ლი­ამ და გან­მარ­ტა, რომ ზე­წო­ლით მი­ა­ცე­მი­ნეს ჩვე­ნე­ბა და სი­მარ­თლეს სა­სა­მარ­თლო­ზე და­ამ­ტკი­ცებს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სუ­რა­თი და­ი­ხა­ტე­ბა...

- თუ უდა­ნა­შა­უ­ლოა, რა­ტომ და­ა­კა­ვეს?

- მოვ­ლე­ნებს არ გა­ვუს­წრებ, თო­რემ რამ­დე­ნი­მე ვერ­სია გვაქვს... ყვე­ლა­ზე ლო­გი­კუ­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა იყოს, გა­და­მოწ­მდა ბოლო დროს ადუ­აშ­ვილ­თან კონ­ფლიქ­ტში მყო­ფი პი­რე­ბის სია. ჩხა­პე­ლი­ა­საც ჰქონ­და მას­თან მცი­რე, პი­რა­დი პრობ­ლე­მა, თუმ­ცა ეს არ იყო იმ ხა­რის­ხის, რომ შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე ეფიქ­რა. მაგ­რამ ეს სო­სოს არა­ნა­ი­რად არ ეხე­ბა.

- მაშ, რა­ტომ გა­კეთ­და აქ­ცენ­ტი ადუ­აშ­ვი­ლის უახ­ლო­ეს მე­გო­ბარ­ზე, სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­ზე?

- შე­იძ­ლე­ბა ამ საქ­მე­ში პავ­ლი­აშ­ვი­ლის მტრის ხელი ურე­ვია. ფაქ­ტია, ჩხა­პე­ლია ამ­ბობს, ჯო­ჯო­ხე­თი გა­მო­ვი­ა­რეო და ამის შემ­დეგ და­ა­წე­რი­ნეს ჩვე­ნე­ბა. სი­მარ­თლე პრო­ცეს­ზე გა­ირ­კვე­ვა.

თა­ვად სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბას­თან კავ­შირს აბ­სურ­დულს უწო­დებს. "კვი­რის პა­ლიტ­რის" N27-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა მისი სა­გა­ზე­თო პუბ­ლი­კა­ცია, რა­საც ადუ­აშ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბის მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. ისი­ნი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არი­ან, ჩხა­პე­ლი­ას ჩვე­ნე­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში და ბევ­რი კი­თხვა აქვთ სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან.

ზურა გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და ზურა ჯა­ლა­ლიშ­ვი­ლი ავ­თოს დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი არი­ან. ისი­ნი პავ­ლი­აშ­ვილ­თა­ნაც მე­გობ­რობ­დნენ.

"ჩხა­პე­ლი­ას ჩვე­ნე­ბა­საც რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, სო­სოს საქ­ცი­ე­ლი ბევრ შე­კი­თხვას ბა­დებს. მისი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, სა­დაც ის თა­ვის და ავ­თოს მე­გობ­რო­ბა­ზე სა­უბ­რობს, ძა­ლი­ან გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია. ავ­თოს და­საფ­ლა­ვე­ბა­ზე გერ­მა­ნი­ი­დან, საფ­რან­გე­თი­დან, ბალ­ტი­ის­პი­რე­თი­დან და ერა­ყი­და­ნაც კი ჩა­მო­ვიდ­ნენ მისი მე­გობ­რე­ბი. სოსო ამ დროს დის­კის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე სომ­ხეთ­ში 400 კი­ლო­მეტრში იმ­ყო­ფე­ბო­და და უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის სამ­ძი­მარ­ზე არ ჩა­მო­ვი­და. მის­მა სი­ძემ (ჯერ კი­დევ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე მყოფ­მა ჩხა­პე­ლი­ამ) მი­ზე­ზად მომ­ღერ­ლის მკაც­რი კონ­ტრაქ­ტი და­ა­სა­ხე­ლა. მაკა პავ­ლი­აშ­ვილ­მა, სო­სოს დამ, სულ სხვა ვერ­სია შე­მოგ­ვთა­ვა­ზა: სა­ნამ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" იქ­ნე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, სოსო აქ ჩა­მომ­სვლე­ლი არ არი­სო.

გვა­ინ­ტე­რე­სებს, რო­მელ­მა "ნაც­მა" შე­გა­ში­ნა ასე, სოსო, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დე­გაც ვერ გა­ბე­დე შენს ქა­ლაქ­ში ჩა­მოს­ვლა?

არა­და, სო­სოს სა­ხე­ლი ისეთ ბინ­ძურ კონ­ტექ­სტში გაჟ­ღერ­და, შვი­ლის ნათ­ლი­ი­სა და უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის მკვლე­ლო­ბის შეკ­ვე­თა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს, რომ მის ინ­ტე­რეს­ში შე­დი­ო­და აქ ჩა­მოს­ვლა და ყვე­ლაფ­რის გარ­კვე­ვა. ამა­ზე უა­რე­სი რაღა უნდა და­გაბ­რა­ლონ კაცს? ვერც მო­ი­ცა­ლა პავ­ლი­აშ­ვილ­მა, ერთხელ მა­ინც და­ე­რე­კა ავ­თოს მშობ­ლებ­თან, რო­მელ­თა კალ­თა­შიც გა­ი­ზარ­და. სა­მა­გი­ე­როდ, ძვირ­ფას დროს ხარ­ჯავს ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში, სა­დაც თუ­თი­ყუ­ში­ვით იმე­ო­რებს, რომ ეს არის ჭორი და აბ­სურ­დი, რომ მას მო­უკ­ლეს ბავ­შვო­ბა, რომ ეს არის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის პი­არ­ფან­ტა­ზია, რომ ამ ბინ­ძურ ჭორს უვრცე­ლებს ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით. ყვე­ლა­ზე ამაზ­რზე­ნი "კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­დას­თვის" მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვიუ იყო, სა­დაც ავ­თო­სად­მი ფი­ნან­სურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ლა­მის ქველ­მოქ­მე­დე­ბად აფა­სებს და ამ­ბობს, ავ­თოს უამ­რა­ვი მტე­რი ჰყავ­და და მო­საკ­ლა­ვად დას­დევ­დნენ, ბოლო ერთი წელი სახ­ლში ია­რაღ­შე­მარ­თუ­ლი შე­დი­ო­და და ბა­ლი­შის ქვეშ ია­რა­ღით ეძი­ნაო. პავ­ლი­აშ­ვი­ლი ამ სა­კენკს ვე­რა­ვის და­უყ­რის, მას ამ სიც­რუ­ის­თვის მო­ე­თხო­ვე­ბა პა­სუ­ხი. ავ­თოს ხელ­ში ია­რა­ღი არ გვი­ნა­ხავს, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო წლებ­ში. მხი­ა­რუ­ლი და უდარ­დე­ლი იყო, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმ კა­ცის­გან, რო­გორ­საც ეს ვი­გინ­და­რა ხა­ტავს.

ჩხა­პე­ლი­ას და­კა­ვე­ბის­თა­ნა­ვე სო­სომ თბი­ლი­სი­დან გა­ხიზ­ნა მშობ­ლე­ბი და დღემ­დე მოს­კოვ­ში ჰყავს. ასე­ვე სას­წრა­ფო ევა­კუ­ა­ცია გა­უ­კე­თა დას. ისე, არც მის მშობ­ლებს შე­უ­წუ­ხე­ბი­ათ თავი ადუ­აშ­ვი­ლე­ბის მო­კი­თხვით, ეტყო­ბა, მა­თაც არ სცა­ლი­ათ.

ვფიქ­რობთ, იმი­ტომ არ ჩა­მო­ვი­და დაკ­რძალ­ვა­ზე, შე­ე­შინ­და მისი აქ ყოფ­ნის დროს არ გახ­სნი­ლი­ყო საქ­მე და არ და­ე­კა­ვე­ბი­ნათ.

ახლა ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ ამ საქ­მეს. იმე­დია, პავ­ლი­აშ­ვი­ლი ჩა­მო­ვა და ჩვენ­თან ერ­თად და­ეს­წრე­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს, სა­დაც მისი სი­მარ­თლე უნდა გა­მოჩ­ნდეს, თუ იმის შიში არა აქვს, რომ მი­უჯ­დე­ბა თა­ვის სი­ძეს გვერ­დით. ჩა­მო­ვა და თვა­ლებ­ში ჩა­ხე­დავს ავ­თოს მშობ­ლებს და ეტყვის თა­ვის სათ­ქმელს, თუ სათ­ქმე­ლი აქვს და ბო­ლოს პი­რა­დად გა­და­უხ­დის მად­ლო­ბას მთა­ვარ პრო­კუ­რორს, რომ­ლის ობი­ექ­ტუ­რო­ბა­ში ასეა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი. "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია თა­ვი­სი სი­ძის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში და იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ სი­მარ­თლე არ და­ი­კარ­გე­ბა. იო­სიფ! დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ბრძან­დე­ბო­დე, ჩხა­პე­ლია აუ­ცი­ლებ­ლად და სრუ­ლად მი­ი­ღებს თა­ვის სას­ჯელს, შენ სხვა იდარ­დე. "მა­ფი­ო­ზო­ბა­ნა" სა­ში­ში თა­მა­შია და ხში­რად გრან­დი­ო­ზუ­ლი პრო­ცე­სე­ბი­თა და პრო­ცე­სი­ე­ბით მთავ­რდე­ბა!

ამა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში პავ­ლი­აშ­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვილს თა­ვის მოკ­ვლას ან ბე­რად აღ­კვე­ცას სთა­ვა­ზობს. სა­ინ­ტე­რე­სო რე­ცეპ­ტე­ბი აქვს, ეტყო­ბა, ბევ­რს ფიქ­რობს ამა­ზე. თავი მას აქვს მო­საკ­ლა­ვი. ამ­ბობს, ეკ­ლე­სი­ის აშე­ნე­ბას ვა­პი­რებ ავ­თოს სა­ხელ­ზეო. ჯერ მის მშობ­ლებს ჰკი­თხოს, რო­გორ ესი­ა­მოვ­ნე­ბათ, პავ­ლი­აშ­ვილ­მა ავ­თოს სა­ხელ­ზე ეკ­ლე­სია რომ აა­შე­ნოს. ადრე ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში სო­სოს ჰკი­თხეს, თუ შენ­ზე ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი შეგ­ხვდა, რო­გორ მო­ე­რე­ვიო. უპა­სუ­ხა, თუ დღეს ჩემ­ზე ძლი­ე­რი ხარ, ხვალ მე შენ­ზე ძლი­ერს ვნა­ხავ, 200 დო­ლარს გა­და­ვუხ­დი და ჩემს მა­გივ­რად ცხვირ-პირს ის და­გინ­გრევ­სო. აი, აქ ჩანს მისი ნამ­დვი­ლი სახე. ავთო მა­გა­რი ვაჟ­კა­ცი იყო, სულ გვერ­დით ედგა, ყვე­ლა პრობ­ლე­მას უგ­ვა­რებ­და. მოს­კოვ­ში "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს", მი­რონ მა­მე­დოვს, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან იყო, იმ­დენ­ჯერ სთხო­ვა, რომ მან სო­სოს სა­უ­კე­თე­სო სტუ­დია აჩუ­ქა. ავ­თომ სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სიც და­ი­წყო, სო­სოს­გან ფულს ელო­და. ვი­ცით, რომ ერ­თად ბიზ­ნე­სე­ბი ჰქონ­დათ".

ჩვენ ადუ­აშ­ვი­ლის დე­დას, ქალ­ბა­ტონ ნანა ადუ­აშ­ვილს ვეს­ტუმ­რეთ:

- სოსო და ავთო ერ­თად გა­ი­ზარ­დნენ. არ მინ­და და­ვი­ჯე­რო, რომ სოსო ურე­ვია ჩემი შვი­ლის სიკ­ვდილ­ში, ეს ჩემ­თვის მე­ო­რე სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სია. ჩხა­პე­ლი­ამ რომ აღი­ა­რა, ვკი­ო­დი, იმ­დე­ნად არ მინ­დო­და ამის და­ჯე­რე­ბა. ჩვენ­მა ოჯა­ხებ­მა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თად გა­ა­ტა­რეს. ხუ­და­დოვ­ზე, იტა­ლი­ურ ეზო­ში ერ­თად ვცხოვ­რობ­დით. სო­სოს მამა, რა­მი­ნი, არ­ქი­ტექ­ტო­რი იყო, დედა, აზა, ფაბ­რი­კა­ში მუ­შა­ობ­და. ჩემს ორ ბიჭს შო­რის ვსვამ­დი სო­სოს და ისე ვა­სა­დი­ლებ­დი, ერ­თად გა­ი­ზარ­დნენ... სოსო მუ­სი­კა­ლურ­ში რომ სწავ­ლობ­და, ფული არ ჰქონ­დათ და გვერ­დით ვე­დე­ქით. იურ­მა­ლა­ში რომ წა­ვი­და, ჩემი შვი­ლე­ბის და მათი მე­გობ­რე­ბის იქ ჩას­ვლა ჩემ­მა მე­უღ­ლემ და­ა­ფი­ნან­სა. სო­სო­ზე ახლო მე­გო­ბა­რი ჩემს შვილს არ ჰყო­ლია, რამ აფიქ­რე­ბი­ნა ეს, არ ვიცი... არ მინ­და და­ვი­ჯე­რო, მაგ­რამ იმ­დე­ნი კი­თხვა არ­სე­ბობს, რომ უკვე 100%-ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩხა­პე­ლი­აა დამ­ნა­შა­ვე. მან აღი­ა­რა ყვე­ლა­ფე­რი. არა­და, ბევ­რი სი­კე­თე აქვს მათ­თვის ჩემს შვილს გა­კე­თე­ბუ­ლი. ავთო თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით არ ცხოვ­რობ­და, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სხვი­სი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში იყო. ბევ­რი ფული არა­სო­დეს გვქო­ნია. ბიზ­ნე­სე­ბი ჰქონ­და, ცხოვ­რე­ბა აი­წყო, სახ­ლი აი­შე­ნა, მაგ­რამ მხო­ლოდ ორი თვე იცხოვ­რა ამ სახ­ლში, არ და­ა­ცა­დეს ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა.

- სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან რა­ი­მე უთან­ხმო­ე­ბა ჰქონ­და?

- არ ვიცი და ეს მა­ინ­ტე­რე­სებს სწო­რედ. მი­თხრას, რა­ტომ მო­მიკ­ლეს. ორ­წლი­ნა­ხევ­რით უფ­რო­სია სოსო ავ­თო­ზე, მაგ­რამ ჩემი შვი­ლი პატ­რო­ნობ­და. სოსო რი­გა­ში ჯარ­ში რომ წა­იყ­ვა­ნეს, ავ­თომ, 17 წლის ბიჭ­მა, იქ ჩა­ა­კი­თხა. პირ­და­პირ ნა­წი­ლის უფ­როს­თან მი­სუ­ლა, ეს ბიჭი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი მე­ვი­ო­ლი­ნეა, ან­სამ­ბლს ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს და აქ კონ­ცერ­ტებს გა­მარ­თავს. ნი­ჩაბს ხელ­ში ნუ და­ა­ჭე­რი­ნებთ, ხე­ლე­ბი არ გა­უ­ფუჭ­დე­სო. მარ­თლაც მის­ცეს ამის უფ­ლე­ბა. მე­ო­რე­დაც წა­ვი­და ჩემი შვი­ლი დატ­ვირ­თუ­ლი, ვი­ო­ლი­ნოც წა­უ­ღო... მერე მოს­კოვ­ში რომ წა­ვი­და სოსო, იქაც პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა ვი­ღა­ცებ­თან. ჩემი შვი­ლი 5 წელი გვერ­დი­დან არ მო­შო­რე­ბია. ყვე­ლა პრობ­ლე­მა მო­უგ­ვა­რა. ბი­ნაც სა­ერ­თო ჰქონ­დათ, მერე ის ბინა სო­სომ გა­ყი­და, მაგ­რამ ავ­თოს­თვის თა­ვი­სი წილი არ მი­უ­ცია... ნანა დე­ი­და, შენ გე­ნაც­ვა­ლოს შენი შვი­ლი სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლიო, ასე მე­სალ­მე­ბო­და, ჩემი დედა ხარო. რო­მე­ლი ერთი გა­ვიხ­სე­ნო. ავთო სო­სოს მეჯ­ვა­რე და ბავ­შვის, ლე­ვა­ნის ნათ­ლია იყო. ხში­რად ელა­პა­რა­კე­ბო­და სო­სოს, მაგ­რამ აღელ­ვე­ბა არ შე­მი­ნიშ­ნავს.

- ამ­ბო­ბენ, რომ თქვენს შვილს მტრე­ბი ჰყავ­და.

- ტყუ­ი­ლია. ბოლო სამი წელი გან­სა­კუთ­რე­ბით დამ­შვი­დე­ბუ­ლი იყო. პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია.

გი­ორ­გო­ბას მო­მიკ­ლეს. 3 სა­ა­თი იყო, რომ ისა­დი­ლა. ძა­ლი­ან კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო. ახ­ლობ­ლებს და­უ­რე­კა, სა­ღა­მოს გი­ორ­გო­ბა ჩვენს რეს­ტო­რან­ში აღ­ვნიშ­ნო­თო. მის ბიჭს გი­ორ­გი ჰქვია და უნდა აღე­ნიშ­ნა. მერე ისევ თა­ვის ოთახ­ში შე­ვი­და. ში­ნი­დან რო­გორ გა­ვი­და, არ მი­ნა­ხავს. ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარ­ში სან­თე­ლი და­უნ­თია. მა­მა­მი­სიც უნა­ხავს, ამ­ბობს, სა­ოც­რად კარგ ხა­სი­ათ­ზე იყოო. ზუს­ტად იმ დღეს მო­მიკ­ლეს სა­დის­ტუ­რად...

- ჩხა­პე­ლი­ა­სა და ავ­თოს ერ­თმა­ნეთ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ?

- სულ ჩვენ­თან იყო ჩხა­პე­ლია. ლტოლ­ვი­ლია, ეცო­დე­ბო­და და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის ხა­ზე­ბი გა­უ­კე­თა. მის ოჯახ­თა­ნაც ვმე­გობ­რობ­დით. მა­მა­მი­სი ცო­ცხა­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, შე­იძ­ლე­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე შუბ­ლში ტყვია და­ე­ხა­ლა ვა­ხოს­თვის, იმ­დე­ნად უყ­ვარ­და ჩემი შვი­ლი. ვახ­ტან­გი მკვლე­ლო­ბამ­დე სამი დღით ადრე ავ­თოს ჩვენს რეს­ტო­რან­ში მო­უყ­ვა­ნია, ქა­ბა­ბი უჭა­მი­ათ ერ­თად. რას წარ­მო­იდ­გენ­და, ამას თუ გეგ­მავ­და. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო ჩემი შვი­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე. ჩემი ძმის­შვი­ლი ამ­ბობ­და, მთე­ლი თბი­ლი­სი აქ არის და ავ­თოს მკვლე­ლი ვინ უნდა იყო­სო. თურ­მე მკვლე­ლიც იქ იყო. ჩხა­პე­ლია ყვე­ლა­ზე მეტს აქ­ტი­უ­რობ­და. თა­ვი­დან, როცა ავ­თოს მკვლე­ლო­ბის ამ­ბა­ვი გავ­რცელ­და, მთე­ლი ხუ­და­დო­ვი შეკ­რე­ბი­ლა. ჩხა­პე­ლია თურ­მე თავს ურტყამ­და კე­დელ­ზე, სხვე­ბის და­სა­ნა­ხა­ვად. დაკ­რძალ­ვამ­დე სულ მო­დი­ო­და, მაგ­რამ სულ მთვრა­ლი იყო.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩემი შვი­ლის ქელე­ხის სუფ­რა­ზე ხუ­და­დო­ვი­დან გამ­ზა­დე­ბუ­ლი კო­ლიო მან ჩა­მო­ი­ტა­ნა. რას ვი­ფიქ­რებ­დი, ჩემი ავთო მისი ხე­ლით რომ იყო მკვდა­რი.

ერთი დღე და­ი­კარ­გა, ჩემს მე­უღ­ლეს და­უ­რე­კა, კი­ევ­ში ვარო, თურ­მე გალ­ში წა­სუ­ლა და მკვლე­ლებს შეხ­ვედ­რია... თქვეს, სოსო უნდა ჩა­მო­ვი­დეს დაკ­რძალ­ვა­ზეო, მაგ­რამ არ ჩა­მო­ვი­და. მკვლე­ლო­ბის მე­ო­რე დღეს ავთო ჩემს ძმის­შვილ­თან ერ­თად ერე­ვან­ში, სო­სოს­თან შე­სახ­ვედ­რად მი­დი­ო­და.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ბიჭებმა იფიქრეს, პავლიაშვილს "გავწეწავთ" და ავშენდებითო"

"ბიჭებმა იფიქრეს, პავლიაშვილს "გავწეწავთ" და ავშენდებითო"

რამდენიმე დღეში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები შემზარავი მკვლელობის საქმის არსებით განხილვას დაიწყებენ და 5 ბრალდებულს განაჩენს გამოუტანენ. მათ ბიზნესმენ ანტონ (ავთო) ადუაშვილის შეკვეთილ მკვლელობაში ედებათ ბრალი.

მკვლელობა თბილისში 2012 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას მოხდა. იმ საბედისწერო დღეს ახალგაზრდა კაცი თავის ავტომანქანაში ჩაცხრილეს. ადუაშვილს სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, იყო საკონტროლო გასროლაც. შემთხვევის ადგილას სათვალთვალო კამერებმა ძალოვანებს საქმის გახსნა გაუადვილა, ცხელ კვალზე მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი დააკავეს. კიდევ რამდენიმე პირიც მიეცა პასუხისგებაში, მათ შორის სოსო პავლიაშვილის დის ქმარი, ვახტანგ ჩხაპელია. მისი დაკავება შოკის მომგვრელი აღმოჩნდა მოკლულის ოჯახისთვის, რადგან ახლობლად მიიჩნევდნენ. მეტიც, დაკრძალვის დღეებში ის ადუაშვილების სახლში ტრიალებდა. ჩხაპელიას დღეს შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში ედება ბრალი. ყველაზე გამაოგნებელი კი მისი ჩვენება გახდა, სადაც მკვლელობის შემკვეთად მოკლულის უახლოესი მეგობარი, თავისი ცოლისძმა, სოსო პავლიაშვილი დაასახელა.

პავლიაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არის. პროკურატურაში ამბობენ, რომ ერთი მოწმის ჩვენება არ არის საკმარისი პირისთვის ბრალის წასაყენებლად. ჩხაპელია ჩვენებაში დეტალურად აღწერდა, როგორ მოაკვლევინა 50.000 დოლარად ადუაშვილი.

ეს ჩვენება მოკლულის ოჯახისთვის მეხის გავარდნას ჰგავდა. თუმცა შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ჩხაპელიას ადვოკატი ლევან ჯავახაძე ამბობს, რომ მისი დასაცავი თავს დამნაშავედ არ ცნობს და სულ სხვა ჩვენებას მისცემს სასამართლოს.

ადვოკატი ლევან ჯავახაძე: - ჩხაპელიას ჩვენებაში არსად წერია, რომ პავლიაშვილმა შეუკვეთა მკვლელობა. ის ამბობს, სოსო საქმის კურსში იყოო. თუმცა ესეც უარყო ჩხაპელიამ და განმარტა, რომ ზეწოლით მიაცემინეს ჩვენება და სიმართლეს სასამართლოზე დაამტკიცებს. დარწმუნებული ვარ, რადიკალურად განსხვავებული სურათი დაიხატება...

- თუ უდანაშაულოა, რატომ დააკავეს?

- მოვლენებს არ გავუსწრებ, თორემ რამდენიმე ვერსია გვაქვს... ყველაზე ლოგიკური, რაც შეიძლება იყოს, გადამოწმდა ბოლო დროს ადუაშვილთან კონფლიქტში მყოფი პირების სია. ჩხაპელიასაც ჰქონდა მასთან მცირე, პირადი პრობლემა, თუმცა ეს არ იყო იმ ხარისხის, რომ შურისძიებაზე ეფიქრა. მაგრამ ეს სოსოს არანაირად არ ეხება.

- მაშ, რატომ გაკეთდა აქცენტი ადუაშვილის უახლოეს მეგობარზე, სოსო პავლიაშვილზე?

- შეიძლება ამ საქმეში პავლიაშვილის მტრის ხელი ურევია. ფაქტია, ჩხაპელია ამბობს, ჯოჯოხეთი გამოვიარეო და ამის შემდეგ დააწერინეს ჩვენება. სიმართლე პროცესზე გაირკვევა.

თავად სოსო პავლიაშვილი მკვლელობასთან კავშირს აბსურდულს უწოდებს. "კვირის პალიტრის" N27-ში გამოქვეყნდა მისი საგაზეთო პუბლიკაცია, რასაც ადუაშვილის მეგობრების მწვავე რეაქცია მოჰყვა. ისინი დარწმუნებული არიან, ჩხაპელიას ჩვენების ჭეშმარიტებაში და ბევრი კითხვა აქვთ სოსო პავლიაშვილთან.

ზურა გაჩეჩილაძე და ზურა ჯალალიშვილი ავთოს დიდი ხნის მეგობრები არიან. ისინი პავლიაშვილთანაც მეგობრობდნენ.

"ჩხაპელიას ჩვენებასაც რომ თავი დავანებოთ, სოსოს საქციელი ბევრ შეკითხვას ბადებს. მისი ინტერვიუები, სადაც ის თავის და ავთოს მეგობრობაზე საუბრობს, ძალიან გამაღიზიანებელია. ავთოს დასაფლავებაზე გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ბალტიისპირეთიდან და ერაყიდანაც კი ჩამოვიდნენ მისი მეგობრები. სოსო ამ დროს დისკის პრეზენტაციაზე სომხეთში 400 კილომეტრში იმყოფებოდა და უახლოესი მეგობრის სამძიმარზე არ ჩამოვიდა. მისმა სიძემ (ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფმა ჩხაპელიამ) მიზეზად მომღერლის მკაცრი კონტრაქტი დაასახელა. მაკა პავლიაშვილმა, სოსოს დამ, სულ სხვა ვერსია შემოგვთავაზა: სანამ "ნაციონალები" იქნებიან ხელისუფლებაში, სოსო აქ ჩამომსვლელი არ არისო.

გვაინტერესებს, რომელმა "ნაცმა" შეგაშინა ასე, სოსო, რომ არჩევნების შემდეგაც ვერ გაბედე შენს ქალაქში ჩამოსვლა?

არადა, სოსოს სახელი ისეთ ბინძურ კონტექსტში გაჟღერდა, შვილის ნათლიისა და უახლოესი მეგობრის მკვლელობის შეკვეთაში დაადანაშაულეს, რომ მის ინტერესში შედიოდა აქ ჩამოსვლა და ყველაფრის გარკვევა. ამაზე უარესი რაღა უნდა დაგაბრალონ კაცს? ვერც მოიცალა პავლიაშვილმა, ერთხელ მაინც დაერეკა ავთოს მშობლებთან, რომელთა კალთაშიც გაიზარდა. სამაგიეროდ, ძვირფას დროს ხარჯავს ინტერვიუებში, სადაც თუთიყუშივით იმეორებს, რომ ეს არის ჭორი და აბსურდი, რომ მას მოუკლეს ბავშვობა, რომ ეს არის ჟურნალისტების პიარფანტაზია, რომ ამ ბინძურ ჭორს უვრცელებს ძველი ხელისუფლება შურისძიების მიზნით. ყველაზე ამაზრზენი "კომსომოლსკაია პრავდასთვის" მიცემული ინტერვიუ იყო, სადაც ავთოსადმი ფინანსურ ვალდებულებებს ლამის ქველმოქმედებად აფასებს და ამბობს, ავთოს უამრავი მტერი ჰყავდა და მოსაკლავად დასდევდნენ, ბოლო ერთი წელი სახლში იარაღშემართული შედიოდა და ბალიშის ქვეშ იარაღით ეძინაო. პავლიაშვილი ამ საკენკს ვერავის დაუყრის, მას ამ სიცრუისთვის მოეთხოვება პასუხი. ავთოს ხელში იარაღი არ გვინახავს, განსაკუთრებით ბოლო წლებში. მხიარული და უდარდელი იყო, სრულიად განსხვავებული იმ კაცისგან, როგორსაც ეს ვიგინდარა ხატავს.

ჩხაპელიას დაკავებისთანავე სოსომ თბილისიდან გახიზნა მშობლები და დღემდე მოსკოვში ჰყავს. ასევე სასწრაფო ევაკუაცია გაუკეთა დას. ისე, არც მის მშობლებს შეუწუხებიათ თავი ადუაშვილების მოკითხვით, ეტყობა, მათაც არ სცალიათ.

ვფიქრობთ, იმიტომ არ ჩამოვიდა დაკრძალვაზე, შეეშინდა მისი აქ ყოფნის დროს არ გახსნილიყო საქმე და არ დაეკავებინათ.

ახლა ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ ამ საქმეს. იმედია, პავლიაშვილი ჩამოვა და ჩვენთან ერთად დაესწრება სასამართლო პროცესებს, სადაც მისი სიმართლე უნდა გამოჩნდეს, თუ იმის შიში არა აქვს, რომ მიუჯდება თავის სიძეს გვერდით. ჩამოვა და თვალებში ჩახედავს ავთოს მშობლებს და ეტყვის თავის სათქმელს, თუ სათქმელი აქვს და ბოლოს პირადად გადაუხდის მადლობას მთავარ პროკურორს, რომლის ობიექტურობაში ასეა დარწმუნებული. "კვირის პალიტრასთან" ბოლო ინტერვიუში ამბობს, რომ დარწმუნებულია თავისი სიძის უდანაშაულობაში და იმედს გამოთქვამს, რომ სიმართლე არ დაიკარგება. იოსიფ! დარწმუნებული ბრძანდებოდე, ჩხაპელია აუცილებლად და სრულად მიიღებს თავის სასჯელს, შენ სხვა იდარდე. "მაფიოზობანა" საშიში თამაშია და ხშირად გრანდიოზული პროცესებითა და პროცესიებით მთავრდება!

ამავე ინტერვიუში პავლიაშვილი სააკაშვილს თავის მოკვლას ან ბერად აღკვეცას სთავაზობს. საინტერესო რეცეპტები აქვს, ეტყობა, ბევრს ფიქრობს ამაზე. თავი მას აქვს მოსაკლავი. ამბობს, ეკლესიის აშენებას ვაპირებ ავთოს სახელზეო. ჯერ მის მშობლებს ჰკითხოს, როგორ ესიამოვნებათ, პავლიაშვილმა ავთოს სახელზე ეკლესია რომ ააშენოს. ადრე ერთ-ერთ გადაცემაში სოსოს ჰკითხეს, თუ შენზე ძლიერი ადამიანი შეგხვდა, როგორ მოერევიო. უპასუხა, თუ დღეს ჩემზე ძლიერი ხარ, ხვალ მე შენზე ძლიერს ვნახავ, 200 დოლარს გადავუხდი და ჩემს მაგივრად ცხვირ-პირს ის დაგინგრევსო. აი, აქ ჩანს მისი ნამდვილი სახე. ავთო მაგარი ვაჟკაცი იყო, სულ გვერდით ედგა, ყველა პრობლემას უგვარებდა. მოსკოვში "კანონიერ ქურდს", მირონ მამედოვს, რომელიც წარმოშობით საქართველოდან იყო, იმდენჯერ სთხოვა, რომ მან სოსოს საუკეთესო სტუდია აჩუქა. ავთომ სამშენებლო ბიზნესიც დაიწყო, სოსოსგან ფულს ელოდა. ვიცით, რომ ერთად ბიზნესები ჰქონდათ".

ჩვენ ადუაშვილის დედას, ქალბატონ ნანა ადუაშვილს ვესტუმრეთ:

- სოსო და ავთო ერთად გაიზარდნენ. არ მინდა დავიჯერო, რომ სოსო ურევია ჩემი შვილის სიკვდილში, ეს ჩემთვის მეორე სიკვდილის ტოლფასია. ჩხაპელიამ რომ აღიარა, ვკიოდი, იმდენად არ მინდოდა ამის დაჯერება. ჩვენმა ოჯახებმა მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს. ხუდადოვზე, იტალიურ ეზოში ერთად ვცხოვრობდით. სოსოს მამა, რამინი, არქიტექტორი იყო, დედა, აზა, ფაბრიკაში მუშაობდა. ჩემს ორ ბიჭს შორის ვსვამდი სოსოს და ისე ვასადილებდი, ერთად გაიზარდნენ... სოსო მუსიკალურში რომ სწავლობდა, ფული არ ჰქონდათ და გვერდით ვედექით. იურმალაში რომ წავიდა, ჩემი შვილების და მათი მეგობრების იქ ჩასვლა ჩემმა მეუღლემ დააფინანსა. სოსოზე ახლო მეგობარი ჩემს შვილს არ ჰყოლია, რამ აფიქრებინა ეს, არ ვიცი... არ მინდა დავიჯერო, მაგრამ იმდენი კითხვა არსებობს, რომ უკვე 100%-ით დარწმუნებული ვარ, ჩხაპელიაა დამნაშავე. მან აღიარა ყველაფერი. არადა, ბევრი სიკეთე აქვს მათთვის ჩემს შვილს გაკეთებული. ავთო თავისი ცხოვრებით არ ცხოვრობდა, მთელი ცხოვრება სხვისი პრობლემების მოგვარებაში იყო. ბევრი ფული არასოდეს გვქონია. ბიზნესები ჰქონდა, ცხოვრება აიწყო, სახლი აიშენა, მაგრამ მხოლოდ ორი თვე იცხოვრა ამ სახლში, არ დააცადეს ბედნიერი ცხოვრება.

- სოსო პავლიაშვილთან რაიმე უთანხმოება ჰქონდა?

- არ ვიცი და ეს მაინტერესებს სწორედ. მითხრას, რატომ მომიკლეს. ორწლინახევრით უფროსია სოსო ავთოზე, მაგრამ ჩემი შვილი პატრონობდა. სოსო რიგაში ჯარში რომ წაიყვანეს, ავთომ, 17 წლის ბიჭმა, იქ ჩააკითხა. პირდაპირ ნაწილის უფროსთან მისულა, ეს ბიჭი ძალიან ნიჭიერი მევიოლინეა, ანსამბლს ჩამოაყალიბებს და აქ კონცერტებს გამართავს. ნიჩაბს ხელში ნუ დააჭერინებთ, ხელები არ გაუფუჭდესო. მართლაც მისცეს ამის უფლება. მეორედაც წავიდა ჩემი შვილი დატვირთული, ვიოლინოც წაუღო... მერე მოსკოვში რომ წავიდა სოსო, იქაც პრობლემები შეექმნა ვიღაცებთან. ჩემი შვილი 5 წელი გვერდიდან არ მოშორებია. ყველა პრობლემა მოუგვარა. ბინაც საერთო ჰქონდათ, მერე ის ბინა სოსომ გაყიდა, მაგრამ ავთოსთვის თავისი წილი არ მიუცია... ნანა დეიდა, შენ გენაცვალოს შენი შვილი სოსო პავლიაშვილიო, ასე მესალმებოდა, ჩემი დედა ხარო. რომელი ერთი გავიხსენო. ავთო სოსოს მეჯვარე და ბავშვის, ლევანის ნათლია იყო. ხშირად ელაპარაკებოდა სოსოს, მაგრამ აღელვება არ შემინიშნავს.

- ამბობენ, რომ თქვენს შვილს მტრები ჰყავდა.

- ტყუილია. ბოლო სამი წელი განსაკუთრებით დამშვიდებული იყო. პრობლემა არ ჰქონია.

გიორგობას მომიკლეს. 3 საათი იყო, რომ ისადილა. ძალიან კარგ ხასიათზე იყო. ახლობლებს დაურეკა, საღამოს გიორგობა ჩვენს რესტორანში აღვნიშნოთო. მის ბიჭს გიორგი ჰქვია და უნდა აღენიშნა. მერე ისევ თავის ოთახში შევიდა. შინიდან როგორ გავიდა, არ მინახავს. ღვთისმშობლის ტაძარში სანთელი დაუნთია. მამამისიც უნახავს, ამბობს, საოცრად კარგ ხასიათზე იყოო. ზუსტად იმ დღეს მომიკლეს სადისტურად...

- ჩხაპელიასა და ავთოს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა ჰქონდათ?

- სულ ჩვენთან იყო ჩხაპელია. ლტოლვილია, ეცოდებოდა და სამარშრუტო ტაქსის ხაზები გაუკეთა. მის ოჯახთანაც ვმეგობრობდით. მამამისი ცოცხალი რომ ყოფილიყო, შეიძლება სასამართლო პროცესზე შუბლში ტყვია დაეხალა ვახოსთვის, იმდენად უყვარდა ჩემი შვილი. ვახტანგი მკვლელობამდე სამი დღით ადრე ავთოს ჩვენს რესტორანში მოუყვანია, ქაბაბი უჭამიათ ერთად. რას წარმოიდგენდა, ამას თუ გეგმავდა. უამრავი ადამიანი იყო ჩემი შვილის დაკრძალვაზე. ჩემი ძმისშვილი ამბობდა, მთელი თბილისი აქ არის და ავთოს მკვლელი ვინ უნდა იყოსო. თურმე მკვლელიც იქ იყო. ჩხაპელია ყველაზე მეტს აქტიურობდა. თავიდან, როცა ავთოს მკვლელობის ამბავი გავრცელდა, მთელი ხუდადოვი შეკრებილა. ჩხაპელია თურმე თავს ურტყამდა კედელზე, სხვების დასანახავად. დაკრძალვამდე სულ მოდიოდა, მაგრამ სულ მთვრალი იყო.

წარმოიდგინეთ, ჩემი შვილის ქელეხის სუფრაზე ხუდადოვიდან გამზადებული კოლიო მან ჩამოიტანა. რას ვიფიქრებდი, ჩემი ავთო მისი ხელით რომ იყო მკვდარი.

ერთი დღე დაიკარგა, ჩემს მეუღლეს დაურეკა, კიევში ვარო, თურმე გალში წასულა და მკვლელებს შეხვედრია... თქვეს, სოსო უნდა ჩამოვიდეს დაკრძალვაზეო, მაგრამ არ ჩამოვიდა. მკვლელობის მეორე დღეს ავთო ჩემს ძმისშვილთან ერთად ერევანში, სოსოსთან შესახვედრად მიდიოდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ