საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინაში NATO-ს ჯარისკაცები საავადმყოფოში მოათავსეს
უკრაინაში NATO-ს ჯარისკაცები საავადმყოფოში მოათავსეს

და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში NATO-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბა Rapid Trident 2013-ში მო­ნა­წი­ლე ჯა­რის­კა­ცე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს. ეს ინ­ფორ­მა­ცია ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­მაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა. უწყე­ბის თქმით, ჯა­რის­კა­ცე­ბის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­თავ­სე­ბა აკ­ლი­მა­ტი­ზა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა.

და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20 ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მი­ზე­ზი საკ­ვე­ბით მო­წამ­ვლა გახ­და. უფრო ადრე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბის თა­ნახ­მად, საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტით მო­წამ­ვლის დი­აგ­ნო­ზით უკ­რა­ი­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში 15 რუ­მი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი მო­ა­თავ­სეს. მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი თავ­დაც­ვის უწყე­ბა მო­წამ­ვლას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს. მისი თქმით, უცხო­ე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის შე­უძ­ლოდ გახ­დო­მის მი­ზე­ზი ად­გი­ლობ­რი­ვი კლი­მა­ტის შე­უჩ­ვევ­ლო­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სწავ­ლე­ბა Rapid Trident 2013 8 ივ­ლისს და­ი­წყო და მას­ში 19 ქვეყ­ნის და­ახ­ლო­ე­ბით 1300 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. სწავ­ლე­ბა ლვო­ვის ოლ­ქში "ია­ვო­რო­ვის" სამ­ხედ­რო პო­ლი­გონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. მისი მი­ზა­ნი ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლა­ში ჯგუ­ფუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და შე­თან­ხმე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ lenta.ru-ის მი­ხედ­ვით.

უკრაინაში NATO-ს ჯარისკაცები საავადმყოფოში მოათავსეს

უკრაინაში NATO-ს ჯარისკაცები საავადმყოფოში მოათავსეს

დასავლეთ უკრაინაში NATO-ს საერთაშორისო სამხედრო სწავლება Rapid Trident 2013-ში მონაწილე ჯარისკაცები საავადმყოფოში მოათავსეს. ეს ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომაც ოფიციალურად დაადასტურა. უწყების თქმით, ჯარისკაცების საავადმყოფოში მოთავსება აკლიმატიზაციას უკავშირდება.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, 20 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის ჰოსპიტალიზაციის მიზეზი საკვებით მოწამვლა გახდა. უფრო ადრე გავრცელებული ცნობების თანახმად, საკვები პროდუქტით მოწამვლის დიაგნოზით უკრაინის საავადმყოფოებში 15 რუმინელი ჯარისკაცი მოათავსეს. მაგრამ ოფიციალური თავდაცვის უწყება მოწამვლას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების შეუძლოდ გახდომის მიზეზი ადგილობრივი კლიმატის შეუჩვევლობითაა განპირობებული.

საერთაშორისო სწავლება Rapid Trident 2013 8 ივლისს დაიწყო და მასში 19 ქვეყნის დაახლოებით 1300 სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. სწავლება ლვოვის ოლქში "იავოროვის" სამხედრო პოლიგონზე მიმდინარეობს. მისი მიზანი ტერორიზმთან ბრძოლაში ჯგუფური ოპერაციების ჩატარება და შეთანხმებული მუშაობის უზრუნველყოფაა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე