მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ რევაზ კარალიძის დაკავებაზე პირველი კომენტარი გააკეთა
შსს-მ რევაზ კარალიძის დაკავებაზე პირველი კომენტარი გააკეთა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ქო­ბუ­ლე­თის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, რე­ვაზ კა­რა­ლი­ძის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­კეთ­და.

რო­გორც უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, კა­რა­ლი­ძის აყ­ვა­ნა დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე მოხ­და.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად გა­მო­ავ­ლი­ნეს და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე ამ­ხი­ლეს ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, რე­ვაზ კა­რა­ლი­ძე და ქრთა­მის აღე­ბა­ში დამ­ხმა­რე პირი. ამ­ჟა­მად ორი­ვე მათ­გა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლია. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ რე­ვაზ კა­რა­ლი­ძემ, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად იყო მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის გან­კარ­გვის აუქ­ცი­ო­ნის მუდ­მივ­მოქ­მე­დი სა­ა­უქ­ცი­ო­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, მის თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით, ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ე.წ. ეკოპ­ლა­ჟის ფიჭვნა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე 6 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის მა­სი­ვის გას­ხვი­სე­ბი­სა და შე­ღა­ვა­თი­ა­ნი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პი­რო­ბის და­წე­სე­ბა­ში თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი ავ­ტო­რი­ტე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით დახ­მა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ქრთა­მის სა­ხით მო­ი­თხო­ვა 120 ათა­სი ლარი. მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში კა­რა­ლი­ძემ და მის­მა თა­ნამ­ზრახ­ველ­მა მი­წის შეს­ყიდ­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს ავან­სის სა­ხით წი­ნას­წარ გა­მო­არ­თვეს 30 ათა­სი ლარი, რა დრო­საც ორი­ვე მათ­გა­ნი ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

შსს-ის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბას უწყე­ბის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 338-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით აწარ­მო­ებს.

რე­ვაზ კა­რა­ლი­ძე 20 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

შსს-მ რევაზ კარალიძის დაკავებაზე პირველი კომენტარი გააკეთა

შსს-მ რევაზ კარალიძის დაკავებაზე პირველი კომენტარი გააკეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რევაზ კარალიძის დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გაკეთდა.

როგორც უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე, შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა, კარალიძის აყვანა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მოხდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გამოავლინეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რევაზ კარალიძე და ქრთამის აღებაში დამხმარე პირი. ამჟამად ორივე მათგანი დაკავებულია. გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ კარალიძემ, რომელიც ამავდროულად იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მის თანამზრახველთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ე.წ. ეკოპლაჟის ფიჭვნარის ტერიტორიაზე მდებარე 6 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მასივის გასხვისებისა და შეღავათიანი საინვესტიციო პირობის დაწესებაში თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა 120 ათასი ლარი. მოლაპარაკების პროცესში კარალიძემ და მისმა თანამზრახველმა მიწის შესყიდვით დაინტერესებულ პირს ავანსის სახით წინასწარ გამოართვეს 30 ათასი ლარი, რა დროსაც ორივე მათგანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს", - განაცხადა გიორგობიანმა.

შსს-ის ცნობით, გამოძიებას უწყების ანტიკორუფციული სააგენტო, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით აწარმოებს.

რევაზ კარალიძე 20 ივლისს დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"