მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აიძულებდა ნიკო ბერიძე "მაგთიფანში" გამარჯვებულ ძმას
რას აიძულებდა ნიკო ბერიძე "მაგთიფანში" გამარჯვებულ ძმას

"მა­ესტროს" მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "მაგ­თი­ფა­ნი" დას­რულ­და. გა­მარ­ჯვე­ბა გი­ორ­გი ბე­რი­ძემ მო­ი­პო­ვა. ბენ­დის­თვის, რო­მე­ლიც გა­მარ­ჯვე­ბულს უნდა შე­ექ­მნა, გი­ორ­გიმ შემ­დე­გი კონ­კურ­სან­ტე­ბი აირ­ჩია: აკე პა­ტა­რა­ია, ანრი ღუ­დუ­შა­უ­რი და თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი. რო­კჯ­გუ­ფი მალე ტურ­ნეს და­ი­წყებს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ამ­ბო­ბენ, მათი გა­მო­ჩე­ნა შო­უ­ბიზ­ნესს "აა­ფეთ­ქებს".

კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გი­ორ­გი ბე­რი­ძე, ძმას­თან - "ჯე­ოს­ტა­რელ" ნიკო ბე­რი­ძეს­თან ერ­თად ჩავ­წე­რეთ.

- ნიკო, რამ­დე­ნა­დაც ვი­ცით, ძმა შენ და­ი­ყო­ლიე ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. ეს რო­გორ მო­ა­ხერ­ხე?

- ალ­ბათ თვი­თო­ნაც მოჰ­ბეზ­რდა ასე­თი ცხოვ­რე­ბა. თა­ვის საქ­მეს ბა­თუმ­ში მა­ნამ­დეც აკე­თებ­და, მაგ­რამ არ ჩან­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ იც­ნობ­და. ერთ ჯგუფ­ში ვმღე­რო­დით ორი­ვე, "ჯე­ოპ­ლა­ნე­ტი" ერ­ქვა. კონ­ცერ­ტე­ბი გვქონ­და. ვი­ყა­ვით ახალ­გაზ­რდუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი თე­ატ­რის წამ­ყვა­ნი სო­ლის­ტე­ბიც. სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი ჯერ კი­დევ "ჯე­ოს­ტა­რის" დროს, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო რო­მე­ლი­მე მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში, მაგ­რამ უარ­ზე იყო. ერი­დე­ბო­და, კომ­პლექ­სი ჰქონ­და. ყვე­ლა­ზე მე­ტად კას­ტინგზე უმუ­სი­კოდ სიმ­ღე­რის ერი­დე­ბო­და. ისე, ცუდი მო­მენ­ტია მარ­თლა, როცა გა­დი­ხარ კას­ტინგზე, გი­ყუ­რებს ვი­ღაც სამი ტიპი და უმუ­სი­კოდ უნდა იმ­ღე­რო, მიკრო­ფო­ნის გა­რე­შე.

- ამ­ჯე­რად რო­გორ და­ი­ყო­ლიე?

- მკაც­რად ვუ­თხა­რი, უნდა წახ­ვი­დე, თუ არა­და, შენს თავს და­აბ­რა­ლე-მეთ­ქი. ერთხელ ვუ­თხა­რი, მეტი არ დამ­ჭირ­და.

გი­ორ­გი:

- "ჯე­ოს­ტარ­ზე" გას­ვლა­საც მა­ი­ძუ­ლებ­და.

ნიკო:

- იმ წელს მინ­დო­და გა­სუ­ლი­ყო, როცა მე ვი­ყა­ვი.

გი­ორ­გი:

- ორი­ვე ვი­მა­ლე­ბო­დით და ბო­ლოს მა­ინც ნიკო გა­ვი­და.

- ნიკო, შენც არ გინ­დო­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- მე უბ­რა­ლოდ არ მე­ცა­ლა. იმ პე­რი­ოდ­ში სპექ­ტაკ­ლე­ბი მქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხში­რად მი­წევს ბევ­რი საქ­მის ერ­თად კე­თე­ბა და კარ­გა­დაც გა­მომ­დის, ამ მო­მენ­ტში მა­ინც დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ­დი.

- რო­გორ გან­ვლო ამ სამ­მა თვემ ორი­ვეს­თვის, რაც გი­ორ­გი "მაგ­თი­ფან­ში" იყო?

გი­ორ­გი:

- ნა­ზა­ვი იყო და ვერ მივ­ხვდი რისი. ვიღ­ლე­ბო­დი, თან არ ვიღ­ლე­ბო­დი. ნევ­რო­ზიც ავი­კი­დე. ჩა­კე­ტილ­მა სივ­რცემ და დას­ჯამ გა­მო­იწ­ვია. ძა­ლი­ან ცუდი კონ­კურ­სან­ტი ვი­ყა­ვი, არ ვე­მორ­ჩი­ლე­ბო­დი წე­სებს. სულ დას­ჯი­ლი ვი­ყა­ვი ამის გამო. არა­ეს­თე­ტი­კუ­რი ვი­ზუ­ა­ლი­სა და ბილ­წსი­ტყვა­ო­ბის გამო ბევ­რჯერ და­ვი­სა­ჯე.

- არა­ეს­თე­ტი­კუ­რი ვი­ზუ­ა­ლის გამო?!..

- ტრუ­სით დავ­ტან­ტა­ლებ­დი, ვი­გი­ნე­ბო­დი... სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლო იყო ის, რომ ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე, ყვე­ლა­ზე მა­გა­რი პე­და­გო­გე­ბი გვყავ­და, ჩაჩი და მა­ნა­ნა მორ­ჩი­ლა­ძე.

ნიკო:

- ისეთ აზარ­ტში ვი­ყა­ვი, ერთი სე­რია არ გა­მო­მი­ტო­ვე­ბია. თუ ღა­მით ვერ ვნა­ხავ­დი, დი­ლით ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად ვუ­ყუ­რებ­დი გა­მე­ო­რე­ბას.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რას აიძულებდა ნიკო ბერიძე "მაგთიფანში" გამარჯვებულ ძმას

რას აიძულებდა ნიკო ბერიძე "მაგთიფანში" გამარჯვებულ ძმას

"მაესტროს" მუსიკალური პროექტი "მაგთიფანი" დასრულდა. გამარჯვება გიორგი ბერიძემ მოიპოვა. ბენდისთვის, რომელიც გამარჯვებულს უნდა შეექმნა, გიორგიმ შემდეგი კონკურსანტები აირჩია: აკე პატარაია, ანრი ღუდუშაური და თორნიკე ყიფიანი. როკჯგუფი მალე ტურნეს დაიწყებს საქართველოს მასშტაბით, ამბობენ, მათი გამოჩენა შოუბიზნესს "ააფეთქებს".

კონკურსის გამარჯვებული გიორგი ბერიძე, ძმასთან - "ჯეოსტარელ" ნიკო ბერიძესთან ერთად ჩავწერეთ.

- ნიკო, რამდენადაც ვიცით, ძმა შენ დაიყოლიე ამ კონკურსში მონაწილეობაზე. ეს როგორ მოახერხე?

- ალბათ თვითონაც მოჰბეზრდა ასეთი ცხოვრება. თავის საქმეს ბათუმში მანამდეც აკეთებდა, მაგრამ არ ჩანდა, საზოგადოება არ იცნობდა. ერთ ჯგუფში ვმღეროდით ორივე, "ჯეოპლანეტი" ერქვა. კონცერტები გვქონდა. ვიყავით ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის წამყვანი სოლისტებიც. სულ ვეუბნებოდი ჯერ კიდევ "ჯეოსტარის" დროს, რომ მონაწილეობა მიეღო რომელიმე მუსიკალურ პროექტში, მაგრამ უარზე იყო. ერიდებოდა, კომპლექსი ჰქონდა. ყველაზე მეტად კასტინგზე უმუსიკოდ სიმღერის ერიდებოდა. ისე, ცუდი მომენტია მართლა, როცა გადიხარ კასტინგზე, გიყურებს ვიღაც სამი ტიპი და უმუსიკოდ უნდა იმღერო, მიკროფონის გარეშე.

- ამჯერად როგორ დაიყოლიე?

- მკაცრად ვუთხარი, უნდა წახვიდე, თუ არადა, შენს თავს დააბრალე-მეთქი. ერთხელ ვუთხარი, მეტი არ დამჭირდა.

გიორგი:

- "ჯეოსტარზე" გასვლასაც მაიძულებდა.

ნიკო:

- იმ წელს მინდოდა გასულიყო, როცა მე ვიყავი.

გიორგი:

- ორივე ვიმალებოდით და ბოლოს მაინც ნიკო გავიდა.

- ნიკო, შენც არ გინდოდა მონაწილეობა?

- მე უბრალოდ არ მეცალა. იმ პერიოდში სპექტაკლები მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მიწევს ბევრი საქმის ერთად კეთება და კარგადაც გამომდის, ამ მომენტში მაინც დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.

- როგორ განვლო ამ სამმა თვემ ორივესთვის, რაც გიორგი "მაგთიფანში" იყო?

გიორგი:

- ნაზავი იყო და ვერ მივხვდი რისი. ვიღლებოდი, თან არ ვიღლებოდი. ნევროზიც ავიკიდე. ჩაკეტილმა სივრცემ და დასჯამ გამოიწვია. ძალიან ცუდი კონკურსანტი ვიყავი, არ ვემორჩილებოდი წესებს. სულ დასჯილი ვიყავი ამის გამო. არაესთეტიკური ვიზუალისა და ბილწსიტყვაობის გამო ბევრჯერ დავისაჯე.

- არაესთეტიკური ვიზუალის გამო?!..

- ტრუსით დავტანტალებდი, ვიგინებოდი... საინტერესო და სასარგებლო იყო ის, რომ ბევრი რამ ვისწავლე, ყველაზე მაგარი პედაგოგები გვყავდა, ჩაჩი და მანანა მორჩილაძე.

ნიკო:

- ისეთ აზარტში ვიყავი, ერთი სერია არ გამომიტოვებია. თუ ღამით ვერ ვნახავდი, დილით ტელევიზიაში თანამშრომლებთან ერთად ვუყურებდი გამეორებას.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება