პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - ვერავითარი მტრის ძალა საქართველოს ვერაფერს დააკლებს
ილია მეორე - ვერავითარი მტრის ძალა საქართველოს ვერაფერს დააკლებს

ვე­რა­ვი­თა­რი მტრის ძალა ვე­რა­ფერს და­აკ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს, - ამის შე­სა­ხებ უწ­მინ­დეს­მა სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა. რო­გორც პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და სა­ქარ­თვე­ლო ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რია და მას ვე­რა­ნა­ი­რი ძალა ვერ და­ჩაგ­რავს.

"ვე­რა­ვი­თა­რი მტრის ძალა ვერ და­აკ­ლებს მათ ვე­რა­ფერს, იმი­ტომ, რომ ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის დედა დგას სა­ქარ­თვე­ლოს სა­და­რა­ჯო­ზე და ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ რწმე­ნა ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წმუ­ნო­ე­ბის, სიყ­ვა­რუ­ლი და სი­ხა­რუ­ლი სუ­ფევ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­სა და მთელ მსოფ­ლი­ო­ში", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა. მისი თქმით, მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი "ჩვე­ნი ერი, ჩვე­ნი სამ­შობ­ლო და სა­ქარ­თვე­ლოა".

"როცა ჩვენ ვამ­ბობთ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, ჩვენ ვამ­ბობთ წარ­სულ­ში, აწ­მყო­სა და მო­მა­ვალ­ში. წარ­სულ­ში ჩვენ­მა ერმა, ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ დიდი საგ­მი­რო საქ­მე­ე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა. სულ ბრძო­ლა­ში იყო სა­ქარ­თვე­ლო. ხში­რი შემ­თხვე­ვა იყო, როცა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­დი­ო­და, ასე­ვე იყო მრა­ვა­ლი შემ­თხვე­ვა, როცა და­მარ­ცხე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი ერი მა­ინც დიდ პა­ტივს მი­ვა­გებთ ჩვენს წი­ნაპ­რებს, ჩვენს წარ­სულს. თუნ­დაც დიდ­გო­რის ომი ავი­ღოთ. დიდ­გო­რის ომი სა­ო­ცა­რი მა­გა­ლი­თია ქარ­თვე­ლე­ბის­თვის, ის ჩა­ხერ­გი­ლი გზა, რომ­ლის გამო უკან არ შე­იძ­ლე­ბო­და და­ხე­ვა, ეს იყო დიდი მა­გა­ლი­თი თვი­თონ პი­როვ­ნე­ბის, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლი­სა. ჯარი თუ და­ი­ღუ­პე­ბო­და, თვი­თო­ნაც უნდა და­ღუ­პუ­ლი­ყო, ამი­ტომ ჩვენ დიდ პა­ტივს მი­ვა­გებთ ჩვენს წარ­სულს, ჩვენს მე­ფე­ებს, ჩვენს პატ­რი­არ­ქებს", - აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქმა.

მი­სი­ვე თქმით, დედა როცა თა­ვის შვილს ლო­ცავ­და და ომში ის­ტუმ­რებ­და, ლო­ცავ­და მას, რომ თუ და­ე­ცე­მო­და, გმი­რუ­ლად და­ცე­მუ­ლი­ყო და ომი­დან არ უნდა გა­მოქ­ცე­უ­ლი­ყო.

რო­გორც უწ­მინ­დეს­მა ბრძა­ნა, აწ­მყო ძა­ლი­ან მოკ­ლეა, ყო­ვე­ლი წუთი აწ­მყო­სი გა­და­დის წარ­სულ­ში, ამი­ტომ ადა­მი­ან­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოს წარ­სულს.

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ჩვენ არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბა­ნი, ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, ღმერ­თი, რწმე­ნა, ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ღვთის ხელ­შია. აქ დღეს დგა­ნან ჯა­რის­კა­ცე­ბი და მინ­და დავ­ლო­ცო. ერთი ნა­წი­ლი შე­იძ­ლე­ბა წა­ვი­დეს უცხო­ეთ­ში ავ­ღა­ნეთ­ში და რო­გორც ადრე, ისე მშვი­დო­ბით დაბ­რუნ­დნენ ჩვენს სამ­შობ­ლო­ში, - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

მან დღეს ტრა­დი­ცი­უ­ლად რამ­დე­ნი­მე გვა­რი და ჯა­რის­კა­ცე­ბი და­ლო­ცა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ილია მეორე - ვერავითარი მტრის ძალა საქართველოს ვერაფერს დააკლებს

ილია მეორე - ვერავითარი მტრის ძალა საქართველოს ვერაფერს დააკლებს

ვერავითარი მტრის ძალა ვერაფერს დააკლებს საქართველოს, - ამის შესახებ უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ქართველი ხალხი და საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია და მას ვერანაირი ძალა ვერ დაჩაგრავს.

"ვერავითარი მტრის ძალა ვერ დააკლებს მათ ვერაფერს, იმიტომ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედა დგას საქართველოს სადარაჯოზე და ღმერთმა ინებოს, რომ რწმენა ჭეშმარიტი სარწმუნოების, სიყვარული და სიხარული სუფევდეს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში", - ბრძანა უწმინდესმა. მისი თქმით, მთავარი საზრუნავი "ჩვენი ერი, ჩვენი სამშობლო და საქართველოა".

"როცა ჩვენ ვამბობთ საქართველოს შესახებ, ჩვენ ვამბობთ წარსულში, აწმყოსა და მომავალში. წარსულში ჩვენმა ერმა, ჩვენმა ქვეყანამ დიდი საგმირო საქმეები გამოავლინა. სულ ბრძოლაში იყო საქართველო. ხშირი შემთხვევა იყო, როცა გამარჯვებული გამოდიოდა, ასევე იყო მრავალი შემთხვევა, როცა დამარცხებული ვიყავით, მაგრამ ქართველი ერი მაინც დიდ პატივს მივაგებთ ჩვენს წინაპრებს, ჩვენს წარსულს. თუნდაც დიდგორის ომი ავიღოთ. დიდგორის ომი საოცარი მაგალითია ქართველებისთვის, ის ჩახერგილი გზა, რომლის გამო უკან არ შეიძლებოდა დახევა, ეს იყო დიდი მაგალითი თვითონ პიროვნების, დავით აღმაშენებლისა. ჯარი თუ დაიღუპებოდა, თვითონაც უნდა დაღუპულიყო, ამიტომ ჩვენ დიდ პატივს მივაგებთ ჩვენს წარსულს, ჩვენს მეფეებს, ჩვენს პატრიარქებს", - აღნიშნა პატრიარქმა.

მისივე თქმით, დედა როცა თავის შვილს ლოცავდა და ომში ისტუმრებდა, ლოცავდა მას, რომ თუ დაეცემოდა, გმირულად დაცემულიყო და ომიდან არ უნდა გამოქცეულიყო.

როგორც უწმინდესმა ბრძანა, აწმყო ძალიან მოკლეა, ყოველი წუთი აწმყოსი გადადის წარსულში, ამიტომ ადამიანმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს წარსულს.

"უპირველეს ყოვლისა ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი სულიერი, მატერიალური და კულტურული ფასეულობანი, ჩვენი წინაპრები, ღმერთი, რწმენა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია. აქ დღეს დგანან ჯარისკაცები და მინდა დავლოცო. ერთი ნაწილი შეიძლება წავიდეს უცხოეთში ავღანეთში და როგორც ადრე, ისე მშვიდობით დაბრუნდნენ ჩვენს სამშობლოში, - ბრძანა პატრიარქმა.

მან დღეს ტრადიციულად რამდენიმე გვარი და ჯარისკაცები დალოცა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია