როგორ გულშემატკივრობდნენ კახელები "მის თელავი 2013"-ის კონკურსანტებს

როგორ გულშემატკივრობდნენ კახელები "მის თელავი 2013"-ის კონკურსანტებს

"მის თელავი 2013" 30 ივნისს გამოვლინდა. მაია ზაალიშვილის სააგენტო "ფავორიტი" წლებია, სილამაზის სხვადასხვა კონკურსს ატარებს, "მის თელავი" წელს მეორედ გაიმართა. პირველ ჯერზე გამარჯვებული ლიკა მეტრეველი გახდა, წელს კი ეს ტიტული 16 წლის მეგი პაპაშვილმა დაიმსახურა. სააგენტოს ხელმძღვანელი და "მის თელავი" რედაქციაში გვესტუმრნენ შთაბეჭდილებების გასაზიარებლად და ფოტოებიც მოგვიტანეს, რომლებიც სპეციალურად ჟურნალისთვის ფოტოგრაფმა ნუკრი ჯიოშვილმა გადაიღო.

მაია ზაალიშვილი, კონკურსის ორგანიზატორი:

- "მის თელავი" ჩატარდა თელავის გამგეობასთან ერთად, მაქსიმალურად იყვნენ ჩართული და მოინდომეს, დიდი ღონისძიება გამოვიდა, გვქონდა საქორწინო კაბებით გამოსვლა, რამდენიმე კომპანიამ გოგონებს სასიამოვნო საჩუქრები გაუკეთა. სულ 24 გოგონა მონაწილეობდა. "მის თელავი" მეორედ გამოვლინდა, ადრე 2009 წელს იყო და წელსაც გადავწყვიტეთ ამ კონკურსის ჩატარება, ვინაიდან ბევრი მსურველი იყო. თავიდან 80 გოგონა მოვიდა, ხელმეორე კასტინგის შედეგად 24 გოგონა ამოვარჩიეთ საფინალო გამოსვლისთვის. სხვათა შორის, ბევრი ძალიან ლამაზი გოგონა იყო. წელს პირველად თავადაც გახლდით ჟიურიში, კიდევ ფოტოგრაფი, დიზაინერი და ა.შ. გამოვლინდა პირველი ვიცე-მისი გვანცა გლურჯიძე, მეორე - ანა დალაქიშვილი. დღეს გესტუმრეთ გამარჯვებულთან, 16 წლის მეგი პაპაშვილთან ერთად (იღიმის).

- სად გაიმართა ღონისძიება?

- თელავის თეატრში. დარბაზი იყო მჩქეფარე, გაიძახოდნენ გოგონების სახელებს, აქტიურად გულშემატკივრობდნენ.

- სადმე უშვებთ გამარჯვებულს?

- არ გვქონია შეთანხმება, რომ ამ კონკურსის გამარჯვებული საზღვარგარეთ რომელიმე კონკურსზე გაემგზავრებოდა. ძალიან მალე ჩავატარებ "მის ტურიზმს" და "მის იუნიორს". რამდენიმე კონკურსი უკვე ჩავატარეთ, სხვადასხვა ქალაქში და ისე გამოვიდა, რომ გარკვეული მოსამზადებელი სამუშაო გვქონდა ამ ორი ძირითადი კონკურსის წინ. მინდა, ეს გოგონები კვლავ მივიწვიო "მის ტურიზმსა" და "მის იუნიორზე". როცა ამ ტიტულების მფლობელებს გამოვავლენთ, ვიზრუნებთ მათ გამგზავრებაზე საზღვარგარეთ. წელს ცოტა დამიგვიანდა, "მის იუნიორი" სექტემბერში უკვე პრაღაში უნდა გავუშვა, ამიტომ ალბათ ამ ორ კონკურსს ერთად ჩავატარებ, დაახლოებით ივლისის ბოლოსთვის. სავარაუდოდ, მწვანე კონცხზე გაიმართება ერთ-ერთ სასტუმროში.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება