პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბი­ლი­სის ათი ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბა
თბი­ლი­სის ათი ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბა

ამ­ჯე­რად თბი­ლი­სის ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის შე­სა­ხებ მო­გითხ­რობთ. სა­არ­ქივო მა­სა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ათე­უ­ლის შედ­გე­ნა არ გაგ­ვჭირ­ვე­ბი­ა, რად­გან დე­და­ქა­ლაქ­ში მრავ­ლა­დაა უძ­ვე­ლე­სი შე­ნო­ბა, რომ­ლებ­საც სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვთ.

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი. თე­ატ­რი კორ­ნე­ლი ტა­ტიშ­ჩე­ვი­სა და ალექ­სან­დრე შიმ­კე­ვი­ჩის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით ეკ­ლექ­ტი­ზე­ბულ ბა­რო­კოს სტილ­ში 1899-1901 წლებ­ში "არ­ტის­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის" აშენ­და. 1949 წლის 9 ივ­ნისს თე­ატ­რი და­იწ­ვა, გა­დარ­ჩა მხო­ლოდ პროს­პექ­ტზე გა­მო­მა­ვა­ლი მთა­ვა­რი ფა­სა­დი. ფო­ტო­ე­ბის მი­ხედ­ვით, შე­ნო­ბა მა­ლე­ვე აღად­გი­ნეს. მი­სი კომ­პლექ­სუ­რი რე­კონ­სტრუქ­ცია 1982-87 წლე­ბი ჩა­ტარ­და. სა­რეს­ტავ­რა­ციო საქ­მეს სა­თა­ვე­ში არ­ქი­ტექ­ტო­რი ოთარ ნა­ხუც­რიშ­ვი­ლი ჩა­უდ­გა. თე­ატ­რის ფა­სად­მა ­პირ­ვან­დე­ლი სა­ხე და­იბ­რუ­ნა. ამ­ჟა­მად თე­ატრს სა­მი უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რით აღ­ჭურ­ვი­ლი დარ­ბა­ზი აქვს: დი­დი (786 ად­გი­ლი), მცი­რე (300 ად­გი­ლი) და ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი (182 ად­გი­ლი), ასე­ვე სა­კონ­ფე­რენ­ციო და სხვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი დი­დი "სა­მეჯ­ლი­სო დარ­ბა­ზი", "მცი­რე ფო­ი­ე" და "პა­ტა­რა სას­ტუმ­რო ოთა­ხი".

თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რი. თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის მშე­ნებ­ლო­ბა 1847 წელს და­იწყო და ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შენ­დე­ბო­და. 1851 წელს ოპე­რის თე­ატ­რი სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნა. თბი­ლი­სის არის­ტოკ­რა­ტე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ზე­ი­მობ­დნენ ოპე­რის გახ­სნას. შე­ნო­ბა 800 მა­ყუ­რე­ბელს იტევ­და და თა­ვი­სი არ­ქი­ტექ­ტუ­რით ევ­რო­პის თე­ატ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის ძვე­ლი შე­ნო­ბა ხან­ძარ­მა გა­ა­ნად­გუ­რა. ახა­ლი ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა 16 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და და 1896 წელს დას­რულ­და. ღია კონ­კურ­სზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ოთხი პრო­ექ­ტი­დან, პე­ტერ­ბურ­გე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რის, ვა­ლენ­ტინ შრე­ტე­რის პრო­ექ­ტმა გა­ი­მარ­ჯვა.

კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა. არ­ქი­ტექ­ტორ ალექ­სან­დრე შიმ­კე­ვი­ჩის მი­ერ მო­დერ­ნის სტილ­ში დაპ­რო­ექ­ტე­ბულ ულა­მა­ზეს შე­ნო­ბა­ში 1904 წლი­დან ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე უძ­ვე­ლე­სი მუ­სი­კა­ლუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. 1917 წელს შე­ნო­ბა ახ­ლად და­არ­სე­ბულ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ას გა­და­ე­ცა.

მწე­რალ­თა სახ­ლი. ერ­თ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი შე­ნო­ბა, არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ღირს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბად მიჩ­ნე­უ­ლი, სო­ლო­ლაკ­ში მდე­ბა­რე მწე­რალ­თა კავ­ში­რის სახ­ლი­ა. შე­ნო­ბა 1928 წლამ­დე ღვი­ნის ქარ­ხნის მფლო­ბე­ლი­სა და მე­ცე­ნა­ტის, და­ვით სა­რა­ჯიშ­ვი­ლის საცხ­ოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი იყო. შე­ნო­ბა 1905 წელს არ­ქი­ტექ­ტორ­მა კორ­ნე­ლი ტა­ტიშ­ჩევ­მა აა­შე­ნა. მავ­რი­ტა­ნუ­ლი დარ­ბა­ზი, სპარ­სუ­ლი ოთა­ხი ბუხ­რი­თა და ჭრე­ლი ჭე­რით, ფან­ჯრე­ბი­სა და კა­რე­ბის ფე­რა­დი მი­ნე­ბი, ლა­მა­ზი ხის კი­ბე სა­ო­ცარ ჰარ­მო­ნი­ას ქმნის.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის მთა­ვა­რი, პირ­ვე­ლი კორ­პუ­სი ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბით შენ­დე­ბო­და. მშე­ნებ­ლო­ბა 1900 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­იწყ­ეს და 1906 წელს და­ას­რუ­ლეს. შე­ნო­ბის დაპ­რო­ექ­ტე­ბა ახალ­გაზ­რდა არ­ქი­ტექ­ტორ სი­მონ კლდი­აშ­ვილს და­ა­ვა­ლეს. კავ­კა­სი­ა­ში, პირ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი 1918 წლის 26 იან­ვარს და­არ­სდა".

საკ­რე­ბუ­ლო. თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს შე­ნო­ბა XIX სა­უ­კუ­ნის და­საწყ­ის­შია აგე­ბუ­ლი. შე­ნო­ბამ მას შემ­დეგ მრა­ვალ­ჯერ გა­ნი­ცა­და რე­კონ­სტრუქ­ცი­ა. ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ნა­გე­ბო­ბის პირ­ველ სარ­თულ­ზე, 1879 წლამ­დე ქა­ლა­ქის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, მე­ო­რე სარ­თუ­ლი ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი პო­ლი­ცი­ის კან­ცე­ლა­რი­ას ეკა­ვა. 1882-1884 წლებ­ში შე­ნო­ბას რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­უ­ტარ­და. არ­ქი­ტექ­ტორ­მა პავ­ლე შტერ­ნმა შე­ნო­ბა ერ­თი სარ­თუ­ლით აა­მაღ­ლა. 1886 წელს აშენ­და სხდო­მის დარ­ბა­ზი, რო­მელ­საც "წი­თელ დარ­ბაზს" უწო­დე­ბენ".

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო. სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო კლა­სი­კუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში­ა, რო­მე­ლიც 1894 წელს არ­ქი­ტექ­ტორ ალექ­სან­დრე შიმ­კე­ვი­ჩის პრო­ექ­ტით აშენ­და და მი­სი ფუნ­ქცი­ა თა­ვი­დან­ვე გან­საზღ­ვრუ­ლი იყო. ორი ურ­თი­ერ­თპა­რა­ლე­ლუ­რი კორ­პუ­სი ერ­თმა­ნეთ­თან ისეა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რომ შე­ნო­ბას მთლი­ა­ნო­ბა­ში ჯვრის ფორ­მა აქვს.

მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი. 1901 წელს ძმებ­მა ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლებ­მა, მა­მის ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად მი­ი­ღეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით აე­შე­ნე­ბი­ნათ სა­ხალ­ხო სახ­ლი. თე­ატ­რის მშე­ნებ­ლო­ბა 1902 წლის 7 ნო­ემ­ბერს და­იწყ­ო, არ­ქი­ტექ­ტორ კრი­ჩინ­სკის პრო­ექ­ტით და 1907 წელს დას­რულ­და, თუმ­ცა ის 1909 წელს გახ­სნეს. შე­ნო­ბის სა­ძირ­კველ­ში ჩა­ტა­ნე­ბუ­ლია ლი­თო­ნის ფირ­ფი­ტა, რუ­სუ­ლი წარ­წე­რით: "კ.ი".. 1930 წელს სა­ხალ­ხო სახ­ლში, ბი­ნა და­ი­დო კო­ტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მიერ ქუ­თა­ის­ში და­არ­სე­ბულ­მა მე­ო­რე სა­ხელ­მწი­ფო ქარ­თულ­მა თე­ატ­რმა. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ 1933 წელს, სა­ხალ­ხო სახ­ლს კო­ტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი ეწო­და.

ცირ­კი. ცირ­კი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის ნი­კო­ლოზ ნეპ­რინ­ცე­ვის, ვლა­დი­მერ ურუ­შა­ძი­სა და სტე­ფა­ნე სა­ტუნ­ცის პრო­ექ­ტით 1940 წელს აშენ­და. 2000-ად­გი­ლი­ა­ნი მა­ყუ­რე­ბელ­თა დარ­ბა­ზი საყ­რდე­ნი სვე­ტე­ბის გა­რე­შე­ა. ეს ქმნის სივ­რცი­სა და კომ­პაქ­ტუ­რო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას. შე­ნო­ბა წრი­უ­ლი ფორ­მი­საა და ჰო­რი­ზონ­ტა­ლის მი­ხედ­ვით, სამ ნა­წი­ლად იყო­ფა.

დი­ნა­მო­-ა­რე­ნა. სტა­დი­ო­ნის პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი 1932-1935 წლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და არ­ჩილ ქურ­დი­ა­ნი­სა და ჰენ­რიხ გრი­ნევ­სკის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. იმ პე­რი­ო­დის თბი­ლი­სის­თვის ეს იყო სრუ­ლი­ად ახა­ლი ტი­პის ნა­გე­ბო­ბა. 35.000 გულ­შე­მატ­კივ­რის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სტა­დი­ო­ნი მა­ყუ­რე­ბელს ვერ იტევ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სტა­დი­ონ­მა პირ­ვე­ლა­დი სა­ხით თით­ქმის 40 წე­ლი იარ­სე­ბა. ახა­ლი სტა­დი­ო­ნი 80 000 მა­ყუ­რე­ბელ­ზეა გათ­ვლი­ლი. 59 კი­ბე-­გა­სას­ვლე­ლი სტა­დი­ო­ნის 10-15 წუთ­ში დაც­ლას უზ­რუნ­ველ­ყოფს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სტა­დი­ო­ნის ყვე­ლა სკამს ერთ მწკრი­ვად გან­ვა­ლა­გებთ, ის და­ახ­ლო­ე­ბით 25 კი­ლო­მეტ­რზე გა­ი­ჭი­მე­ბა. ოდ­ნავ ოვა­ლუ­რი, თა­სი­სე­ბუ­რი სტა­დი­ო­ნის ტრი­ბუ­ნე­ბი 40 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე ადის.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ILIA
0

საინტერესოა. გმადლობთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

თბი­ლი­სის ათი ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბა

თბი­ლი­სის ათი ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბა

ამჯერად თბილისის ისტორიული შენობების შესახებ მოგითხრობთ. საარქივო მასალებზე დაყრდნობით, ათეულის შედგენა არ გაგვჭირვებია, რადგან დედაქალაქში მრავლადაა უძველესი შენობა, რომლებსაც საინტერესო ისტორია აქვთ.

რუსთაველის თეატრი. თეატრი კორნელი ტატიშჩევისა და ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტის მიხედვით ეკლექტიზებულ ბაროკოს სტილში 1899-1901 წლებში "არტისტული საზოგადოებისათვის" აშენდა. 1949 წლის 9 ივნისს თეატრი დაიწვა, გადარჩა მხოლოდ პროსპექტზე გამომავალი მთავარი ფასადი. ფოტოების მიხედვით, შენობა მალევე აღადგინეს. მისი კომპლექსური რეკონსტრუქცია 1982-87 წლები ჩატარდა. სარესტავრაციო საქმეს სათავეში არქიტექტორი ოთარ ნახუცრიშვილი ჩაუდგა. თეატრის ფასადმა პირვანდელი სახე დაიბრუნა. ამჟამად თეატრს სამი უახლესი აპარატურით აღჭურვილი დარბაზი აქვს: დიდი (786 ადგილი), მცირე (300 ადგილი) და ექსპერიმენტული (182 ადგილი), ასევე საკონფერენციო და სხვა სახის ღონისძიებებისათვის განკუთვნილი დიდი "სამეჯლისო დარბაზი", "მცირე ფოიე" და "პატარა სასტუმრო ოთახი".

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მშენებლობა 1847 წელს დაიწყო და ოთხი წლის განმავლობაში შენდებოდა. 1851 წელს ოპერის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა. თბილისის არისტოკრატები მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ ოპერის გახსნას. შენობა 800 მაყურებელს იტევდა და თავისი არქიტექტურით ევროპის თეატრებისგან განსხვავებული და გამორჩეული იყო. სამწუხაროდ, ოპერისა და ბალეტის ძველი შენობა ხანძარმა გაანადგურა. ახალი ოპერისა და ბალეტის შენობის მშენებლობა 16 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და 1896 წელს დასრულდა. ღია კონკურსზე წარმოდგენილი ოთხი პროექტიდან, პეტერბურგელი არქიტექტორის, ვალენტინ შრეტერის პროექტმა გაიმარჯვა.

კონსერვატორია. არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის მიერ მოდერნის სტილში დაპროექტებულ ულამაზეს შენობაში 1904 წლიდან ქალაქის ყველაზე უძველესი მუსიკალური სასწავლებელი იყო განთავსებული. 1917 წელს შენობა ახლად დაარსებულ კონსერვატორიას გადაეცა.

მწერალთა სახლი. ერთ-ერთი უძველესი შენობა, არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობად მიჩნეული, სოლოლაკში მდებარე მწერალთა კავშირის სახლია. შენობა 1928 წლამდე ღვინის ქარხნის მფლობელისა და მეცენატის, დავით სარაჯიშვილის საცხოვრებელი სახლი იყო. შენობა 1905 წელს არქიტექტორმა კორნელი ტატიშჩევმა ააშენა. მავრიტანული დარბაზი, სპარსული ოთახი ბუხრითა და ჭრელი ჭერით, ფანჯრებისა და კარების ფერადი მინები, ლამაზი ხის კიბე საოცარ ჰარმონიას ქმნის.

უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის მთავარი, პირველი კორპუსი ექვსი წლის განმავლობაში შემოწირულობებით შენდებოდა. მშენებლობა 1900 წლის ოქტომბერში დაიწყეს და 1906 წელს დაასრულეს. შენობის დაპროექტება ახალგაზრდა არქიტექტორ სიმონ კლდიაშვილს დაავალეს. კავკასიაში, პირველი უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს დაარსდა".

საკრებულო. თბილისის საკრებულოს შენობა XIX საუკუნის დასაწყისშია აგებული. შენობამ მას შემდეგ მრავალჯერ განიცადა რეკონსტრუქცია. ორსართულიანი ნაგებობის პირველ სართულზე, 1879 წლამდე ქალაქის პოლიციის განყოფილება იყო განთავსებული, მეორე სართული ქალაქის მთავარი პოლიციის კანცელარიას ეკავა. 1882-1884 წლებში შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. არქიტექტორმა პავლე შტერნმა შენობა ერთი სართულით აამაღლა. 1886 წელს აშენდა სხდომის დარბაზი, რომელსაც "წითელ დარბაზს" უწოდებენ".

უზენაესი სასამართლო. საქართველოს უზენაესი სასამართლო კლასიკური არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშია, რომელიც 1894 წელს არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტით აშენდა და მისი ფუნქცია თავიდანვე განსაზღვრული იყო. ორი ურთიერთპარალელური კორპუსი ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, რომ შენობას მთლიანობაში ჯვრის ფორმა აქვს.

მარჯანიშვილის თეატრი. 1901 წელს ძმებმა ზუბალაშვილებმა, მამის ხსოვნის პატივსაცემად მიიღეს გადაწყვეტილება, საკუთარი სახსრებით აეშენებინათ სახალხო სახლი. თეატრის მშენებლობა 1902 წლის 7 ნოემბერს დაიწყო, არქიტექტორ კრიჩინსკის პროექტით და 1907 წელს დასრულდა, თუმცა ის 1909 წელს გახსნეს. შენობის საძირკველში ჩატანებულია ლითონის ფირფიტა, რუსული წარწერით: "კ.ი".. 1930 წელს სახალხო სახლში, ბინა დაიდო კოტე მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებულმა მეორე სახელმწიფო ქართულმა თეატრმა. მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ 1933 წელს, სახალხო სახლს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ეწოდა.

ცირკი. ცირკი არქიტექტორების ნიკოლოზ ნეპრინცევის, ვლადიმერ ურუშაძისა და სტეფანე სატუნცის პროექტით 1940 წელს აშენდა. 2000-ადგილიანი მაყურებელთა დარბაზი საყრდენი სვეტების გარეშეა. ეს ქმნის სივრცისა და კომპაქტურობის შთაბეჭდილებას. შენობა წრიული ფორმისაა და ჰორიზონტალის მიხედვით, სამ ნაწილად იყოფა.

დინამო-არენა. სტადიონის პირველი პროექტი 1932-1935 წლებში განხორციელდა არჩილ ქურდიანისა და ჰენრიხ გრინევსკის თანამონაწილეობით. იმ პერიოდის თბილისისთვის ეს იყო სრულიად ახალი ტიპის ნაგებობა. 35.000 გულშემატკივრისთვის გათვალისწინებული სტადიონი მაყურებელს ვერ იტევდა. მიუხედავად ამისა, სტადიონმა პირველადი სახით თითქმის 40 წელი იარსება. ახალი სტადიონი 80 000 მაყურებელზეა გათვლილი. 59 კიბე-გასასვლელი სტადიონის 10-15 წუთში დაცლას უზრუნველყოფს. იმ შემთხვევაში, თუ სტადიონის ყველა სკამს ერთ მწკრივად განვალაგებთ, ის დაახლოებით 25 კილომეტრზე გაიჭიმება. ოდნავ ოვალური, თასისებური სტადიონის ტრიბუნები 40 მეტრ სიმაღლეზე ადის.

იხილეთ ფოტოგალერეა

რას უნდა ერიდონ ციტრუსებზე ალერგიული ადამიანები და რით უნდა ჩაანაცვლონ C ვიტამინი - ალერგოლოგ-იმუნოლოგის რჩევები

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 პაციენტი გარდაიცვალა - ვირუსის რამდენი ახალი შემთხვევა გამოვლინდა 24 საათში

"ჩვეულებრივი ადამიანია ჩემი ერთი შვილი, მეორე – არა, იმიტომ რომ ლაბორატორიაში მუშაობს კოვიდზე" - პაატა იმნაძე საკუთარ განცხადებას განმარტავს