სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­იქ­ცა"
"გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­იქ­ცა"

ყო­ფი­ლ პო­ლიტ­პა­ტი­მარ მე­ლორ ვაჩ­ნა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბორ­ჯო­მის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი მა­მუ­კა ხვე­დე­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბა­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში იყო ბრალ­დე­ბუ­ლი და რო­მე­ლიც ახალ­ცი­ხის სა­სა­მარ­თლომ გა­ა­მარ­თლა, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­ვე აღარ იმ­ყო­ფე­ბა: "ა­ხალ­ცი­ხის სა­სა­მარ­თლოს, კერ­ძოდ, მო­სა­მარ­თლე ჯე­ი­რა­ნაშ­ვი­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ ყვე­ლა აღაშ­ფო­თა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში ედე­ბო­დათ ბრა­ლი - ადა­მი­ა­ნე­ბის ცე­მა-­წა­მე­ბა­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში, მკვლე­ლო­ბა­სა თუ აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბე­ბის ძალ­და­ტა­ნე­ბით მო­პო­ვე­ბა­ში. ვფიქ­რობ, ეს უკა­ნო­ნო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ზე­მო­დან, კო­ტე კუბ­ლაშ­ვი­ლის მი­ერ იყო ნა­კარ­ნა­ხე­ვი. ეს საკ­მა­რი­სი მი­ზე­ზია იმის­თვის, რომ ბა­ტო­ნი კუბ­ლაშ­ვი­ლის იმ­პიჩ­მენ­ტი და­იწყ­ოს. ამ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის აღ­ვი­რახ­სნი­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბო­და. მო­სა­მარ­თლე ჯე­ი­რა­ნაშ­ვილ­მა მშვე­ნივ­რად იცო­და, რომ ისი­ნი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ გა­მო­ი­ტა­ნა უკა­ნო­ნო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. რო­დე­საც გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ასა­ვალ­-და­სა­ვა­ლი მო­ვი­კითხ­ეთ, გვითხ­რეს, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ მა­მუ­კა ხვე­დე­ლი­ა­ნი და ალექ­სან­დრე ბლი­ა­ძე და­დი­ოდ­ნენ რა­ი­ონ­ში და ხალ­ხს აჩ­ვე­ნებ­დნენ, რომ მათ ჯერ კი­დევ ჰქონ­დათ ძა­ლა, რომ ნა­ცე­ბი­სა და ჯა­ლა­თე­ბის­თვის ჯერ ყვე­ლა­ფე­რი არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა. ისი­ნი ისე გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლად იქ­ცე­ოდ­ნენ, რომ ხალ­ხი ლინ­ჩის წე­სით გა­სა­მარ­თლე­ბა­ზეც კი ფიქ­რობ­და. თუმ­ცა საღ­მა აზ­რმა გა­ი­მარ­ჯვა და მა­თაც ისე­ვე არ გა­უს­წორ­დნენ, რა­საც იმ­სა­ხუ­რებ­დნენ. ბორ­ჯო­მი­სა და ახალ­ცი­ხის მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა, რო­გორც კი გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს, თავს უშ­ვე­ლეს, სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლე­ბი და­ტო­ვეს და 10 ივ­ლისს შვე­ი­ცა­რი­ას შე­ა­ფა­რეს თა­ვი. ვი­ნა­ი­დან მო­სახ­ლე­ო­ბა მათ მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლად არის გან­წყო­ბი­ლი, ხვე­დე­ლი­ან­მა, ბლი­ა­ძემ და სხვებ­მა ხალ­ხის რის­ხვას გა­ა­რი­დეს თა­ვი. ახალ­ცი­ხე­ში აქ­ცი­ებს მარ­თა­ვენ გარ­დაც­ვლილ­თა თუ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მსხვერ­პლთა ახ­ლობ­ლე­ბი, ბევ­რი სხვაც, ვინც მა­თი წყა­ლო­ბით და­ზა­რალ­და და ვის­ზეც ძა­ლა­დობ­დნენ. მათ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბა­ში აქვთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. იმის­თვის, რომ სხვა მო­სა­მარ­თლე­ებ­მაც არ გა­ბე­დონ მსგავ­სი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნა, თუნ­დაც ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას და ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის საქ­მე­ებ­ზე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ ფაქ­ტის კვლავ გაპ­რო­ტეს­ტე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა. ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა თუ ჩა­ტარ­და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა დღის წეს­რიგ­ში კო­ტე კუბ­ლაშ­ვი­ლის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კითხ­ი, რის შემ­დე­გაც ის გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბა."

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­იქ­ცა"

"გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­იქ­ცა"

ყო­ფი­ლ პო­ლიტ­პა­ტი­მარ მე­ლორ ვაჩ­ნა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბორ­ჯო­მის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი მა­მუ­კა ხვე­დე­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბა­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში იყო ბრალ­დე­ბუ­ლი და რო­მე­ლიც ახალ­ცი­ხის სა­სა­მარ­თლომ გა­ა­მარ­თლა, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­ვე აღარ იმ­ყო­ფე­ბა: "ა­ხალ­ცი­ხის სა­სა­მარ­თლოს, კერ­ძოდ, მო­სა­მარ­თლე ჯე­ი­რა­ნაშ­ვი­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ ყვე­ლა აღაშ­ფო­თა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში ედე­ბო­დათ ბრა­ლი - ადა­მი­ა­ნე­ბის ცე­მა-­წა­მე­ბა­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში, მკვლე­ლო­ბა­სა თუ აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბე­ბის ძალ­და­ტა­ნე­ბით მო­პო­ვე­ბა­ში. ვფიქ­რობ, ეს უკა­ნო­ნო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ზე­მო­დან, კო­ტე კუბ­ლაშ­ვი­ლის მი­ერ იყო ნა­კარ­ნა­ხე­ვი. ეს საკ­მა­რი­სი მი­ზე­ზია იმის­თვის, რომ ბა­ტო­ნი კუბ­ლაშ­ვი­ლის იმ­პიჩ­მენ­ტი და­იწყ­ოს. ამ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის აღ­ვი­რახ­სნი­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბო­და. მო­სა­მარ­თლე ჯე­ი­რა­ნაშ­ვილ­მა მშვე­ნივ­რად იცო­და, რომ ისი­ნი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ გა­მო­ი­ტა­ნა უკა­ნო­ნო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. რო­დე­საც გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ასა­ვალ­-და­სა­ვა­ლი მო­ვი­კითხ­ეთ, გვითხ­რეს, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ მა­მუ­კა ხვე­დე­ლი­ა­ნი და ალექ­სან­დრე ბლი­ა­ძე და­დი­ოდ­ნენ რა­ი­ონ­ში და ხალხს აჩ­ვე­ნებ­დნენ, რომ მათ ჯერ კი­დევ ჰქონ­დათ ძა­ლა, რომ ნა­ცე­ბი­სა და ჯა­ლა­თე­ბის­თვის ჯერ ყვე­ლა­ფე­რი არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა. ისი­ნი ისე გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლად იქ­ცე­ოდ­ნენ, რომ ხალ­ხი ლინ­ჩის წე­სით გა­სა­მარ­თლე­ბა­ზეც კი ფიქ­რობ­და. თუმ­ცა საღ­მა აზ­რმა გა­ი­მარ­ჯვა და მა­თაც ისე­ვე არ გა­უს­წორ­დნენ, რა­საც იმ­სა­ხუ­რებ­დნენ. ბორ­ჯო­მი­სა და ახალ­ცი­ხის მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა, რო­გორც კი გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს, თავს უშ­ვე­ლეს, სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლე­ბი და­ტო­ვეს და 10 ივ­ლისს შვე­ი­ცა­რი­ას შე­ა­ფა­რეს თა­ვი. ვი­ნა­ი­დან მო­სახ­ლე­ო­ბა მათ მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლად არის გან­წყო­ბი­ლი, ხვე­დე­ლი­ან­მა, ბლი­ა­ძემ და სხვებ­მა ხალ­ხის რის­ხვას გა­ა­რი­დეს თა­ვი. ახალ­ცი­ხე­ში აქ­ცი­ებს მარ­თა­ვენ გარ­დაც­ვლილ­თა თუ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მსხვერ­პლთა ახ­ლობ­ლე­ბი, ბევ­რი სხვაც, ვინც მა­თი წყა­ლო­ბით და­ზა­რალ­და და ვის­ზეც ძა­ლა­დობ­დნენ. მათ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბა­ში აქვთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. იმის­თვის, რომ სხვა მო­სა­მარ­თლე­ებ­მაც არ გა­ბე­დონ მსგავ­სი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნა, თუნ­დაც ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას და ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის საქ­მე­ებ­ზე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ ფაქ­ტის კვლავ გაპ­რო­ტეს­ტე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა. ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა თუ ჩა­ტარ­და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა დღის წეს­რიგ­ში კო­ტე კუბ­ლაშ­ვი­ლის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კითხ­ი, რის შემ­დე­გაც ის გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბა."

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ