რამდენიმე წუთის წინ, თელავში ალაზნის გამზირზე, მცირე ზომის ვერტმფრენი ჩამოვარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ვერტმფრენი დაბლა მიფრინავდა და ის, სავარაუდოდ, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავს გამოედო.
შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაზარალებულა. როგორც ეკიპაჟის წევრები აცხადებენ, ავარიული დაშვება ქარმა გამოიწვია და იმისათვის, რომ დაშვება საცხოვრებელ კორპუსებთან არ მომხდარიყო, გეზის აღება სხვა მიმართულებით მოხდა. შვეულმფრენში მყოფმა ორივე მგზავრმა მცირე დაზიანებები მიიღეს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული შვეულმფრენი ილიას უნივერსისტეტს ეკუთვნოდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სასწრაფო და პოლიცია.