მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცნობი ფაქტები ფილმზე -"ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან"
უცნობი ფაქტები ფილმზე -"ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან"

1959 წლის 15 ივ­ლისს ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და ფილ­მი "ჯაზ­ში მხო­ლოდ ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან", რო­მელ­მაც არ­ნა­ხუ­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვა და დღემ­დე მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის უსაყ­ვარ­ლე­სი ფილ­მია. თუმ­ცა ბევ­რმა არ იცის ამ უკ­ვდავ ფილმთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი.

ფილ­მი ფე­რა­დი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ჟო­ზე­ფი­ნა­სა (ტონი კერ­ტი­სი) და დაფ­ნას (ჯეკ ლე­მო­ნი) სა­ხე­ზე სქელ ფე­ნად და­დე­ბულ გრიმს მომ­წვა­ნო ფერი დაჰ­კრავ­და და ამი­ტომ ამა­ზე უარი თქვეს;

მე­რი­ლინ მონ­რო რომ შე­უ­და­რე­ბე­ლია, ამა­ზე არა­ვინ და­ობს, ოღონდ მხო­ლოდ ეკ­რან­ზე და არა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე. მის გამო კერ­ტის­სა და ლე­მონს ზე­დი­ზედ 47 დუბ­ლის გა­და­ღე­ბა მო­უხ­დათ, რად­გან მონ­რო თავს ვერ არ­თმევ­და როლს. თა­ნაც ბი­ჭე­ბი მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ქუს­ლებ­ზე იდ­გნენ და ხე­ლოვ­ნუ­რი ბი­უს­ტე­ბი­თა და აბ­რე­შუ­მის წინ­დე­ბით გა­მოწ­ვე­ულ დის­კომ­ფორ­ტს უმკლავ­დე­ბოდ­ნენ.

მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მა­მა­კა­ცი მსა­ხი­ო­ბე­ბის კონ­სულ­ტან­ტად ბერ­ლი­ნი­დან ნამ­დვი­ლი ტრან­სვეს­ტი­ტი ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. მან კერ­ტი­სი შე­ა­ქო, ლე­მონ­ზე კი თქვა, რომ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­დო­და;

მე­რი­ლინ მონ­რო გა­და­ღე­ბი­სას ფეხ­მძი­მედ იყო და შე­სამ­ჩნე­ვად მსუ­ქა­ნი ჩან­და. ამი­ტომ ფილ­მის ფო­ტო­მა­სა­ლის მომ­ზა­დე­ბი­სას დუბ­ლი­ო­რი გა­მო­ი­ყე­ნეს, რომ­ლის სხე­ულ­საც მონ­როს თავი "და­ამ­ყნეს".

ლ ერთ-ერთ წი­ნას­წარ ჩვე­ნე­ბა­ზე სცე­ნი­სას, როცა ჯეკ ლე­მო­ნი თა­ვი­სი ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დებს, დარ­ბაზ­ში ხალ­ხი იმ­დენ ხანს ხარ­ხა­რებ­და, რომ დი­ა­ლო­გის გაგ­რძე­ლე­ბის მოს­მე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ამი­ტომ ამ სცე­ნა­ში ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზე­ბი და ჩხა­რუ­ნე­ბით თა­მა­ში შე­ი­ტა­ნეს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აშშ-ის კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­ში ფილმმა შე­მო­სავ­ლით თა­ვის ბი­უ­ჯეტს - 5 მლნ დო­ლარს შვიდ­ჯერ გა­და­ა­ჭარ­ბა, ხოლო 2001 წელს ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო კო­მე­დი­ად აღი­ა­რეს, ერ­თა­დერ­თი "ოს­კა­რი" შავ-თეთრ ფილმში კოს­ტი­უ­მე­ბის­თვის აიღო.

ნატა ენუ­ქი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

უცნობი ფაქტები ფილმზე -"ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან"

უცნობი ფაქტები ფილმზე -"ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან"

1959 წლის 15 ივლისს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან", რომელმაც არნახული წარმატება მოიპოვა და დღემდე მილიონობით ადამიანის უსაყვარლესი ფილმია. თუმცა ბევრმა არ იცის ამ უკვდავ ფილმთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.

ფილმი ფერადი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჟოზეფინასა (ტონი კერტისი) და დაფნას (ჯეკ ლემონი) სახეზე სქელ ფენად დადებულ გრიმს მომწვანო ფერი დაჰკრავდა და ამიტომ ამაზე უარი თქვეს;

მერილინ მონრო რომ შეუდარებელია, ამაზე არავინ დაობს, ოღონდ მხოლოდ ეკრანზე და არა გადასაღებ მოედანზე. მის გამო კერტისსა და ლემონს ზედიზედ 47 დუბლის გადაღება მოუხდათ, რადგან მონრო თავს ვერ ართმევდა როლს. თანაც ბიჭები მთელი ამ ხნის განმავლობაში ქუსლებზე იდგნენ და ხელოვნური ბიუსტებითა და აბრეშუმის წინდებით გამოწვეულ დისკომფორტს უმკლავდებოდნენ.

მთავარი როლის შემსრულებელი მამაკაცი მსახიობების კონსულტანტად ბერლინიდან ნამდვილი ტრანსვესტიტი ჩამოიყვანეს. მან კერტისი შეაქო, ლემონზე კი თქვა, რომ არაფერი გამოუვიდოდა;

მერილინ მონრო გადაღებისას ფეხმძიმედ იყო და შესამჩნევად მსუქანი ჩანდა. ამიტომ ფილმის ფოტომასალის მომზადებისას დუბლიორი გამოიყენეს, რომლის სხეულსაც მონროს თავი "დაამყნეს".

ლ ერთ-ერთ წინასწარ ჩვენებაზე სცენისას, როცა ჯეკ ლემონი თავისი ნიშნობის შესახებ განაცხადებს, დარბაზში ხალხი იმდენ ხანს ხარხარებდა, რომ დიალოგის გაგრძელების მოსმენა შეუძლებელი იყო. ამიტომ ამ სცენაში ხანგრძლივი პაუზები და ჩხარუნებით თამაში შეიტანეს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის კინოგაქირავებაში ფილმმა შემოსავლით თავის ბიუჯეტს - 5 მლნ დოლარს შვიდჯერ გადააჭარბა, ხოლო 2001 წელს ყველა დროის საუკეთესო კომედიად აღიარეს, ერთადერთი "ოსკარი" შავ-თეთრ ფილმში კოსტიუმებისთვის აიღო.

ნატა ენუქიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება