მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფიქ­რია ჩიხ­რა­ძე - "არც ქა­ლის იდე­ა­ლი მყო­ლია და არც მა­მა­კა­ცის"
ფიქ­რია ჩიხ­რა­ძე - "არც ქა­ლის იდე­ა­ლი მყო­ლია და არც მა­მა­კა­ცის"

პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ა­ხა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის" ლი­დე­რი­ ფიქ­რია ჩიხ­რა­ძე, ერ­თი შე­ხედ­ვით, პრაგ­მა­ტუ­ლი და საქ­მი­ა­ნი ქა­ლი­ა, თუმ­ცა ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი დღემ­დე მოჰ­ყვე­ბა და ახ­ლაც დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით კითხ­უ­ლობს წიგ­ნებს, რომ­ლებ­მაც მის სუ­ლი­ერ სამ­ყა­რო­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეს. და­ნარ­ჩენს ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­იტყ­ობთ:

- ქალ­ბა­ტო­ნო ფიქ­რი­ა, თუ გახ­სოვთ პირ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც წა­ი­კითხ­ეთ და არას­დროს გა­ვიწყ­დე­ბათ?

- პირ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც დღემ­დე მიყ­ვარს და მახ­სოვს, იყო ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გა­მო­ცე­მა "ყა­ყა­ჩო­სა სი­წით­ლი­თა", მხატ­ვარ თენ­გიზ მირ­ზაშ­ვი­ლის ნა­ხა­ტე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ად­რე­ულ ასაკ­ში წა­ვი­კი­თხე და ჩემს ცნო­ბი­ე­რე­ბას ცხოვ­ლად და­აჩ­ნდა. სწო­რედ მა­შინ, ოთხ­ი-­ხუ­თი წლის ასაკ­ში ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი იმ გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ გრძნო­ბას, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ე­ზი­ის მი­მართ გა­მიჩ­ნდა. არა­ნაკ­ლებ მიყ­ვარ­და ზღაპ­რე­ბი, მაგ­რამ ჩე­მი პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან სწო­რედ ამ წიგ­ნით და­იწყ­ო. სხვა­თა შო­რის, სე­რი­ო­ზულ წიგ­ნებ­ზე ად­რე­ულ ასაკ­ში გა­და­ვე­დი, მაგ­რამ ზღაპ­რებს ძა­ლი­ან დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვკითხ­უ­ლობ­დი - სკო­ლა­შიც და სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­შიც. ჩემს ბავ­შვო­ბა­ში მსოფ­ლი­ოს ხალ­ხთა ზღაპ­რე­ბის მთე­ლი სე­რია გა­მო­დი­ო­და და ყვე­ლა მათ­გა­ნი წა­კითხ­უ­ლი მქონ­და. გა­მო­გიტყ­დე­ბით, რომ ახ­ლაც, ჩე­მი დისშ­ვი­ლი­სათ­ვის ნა­ყიდ ზღაპ­რე­ბის წიგ­ნებს მეც არა­ნაკ­ლე­ბი ინ­ტე­რე­სით ვკითხ­უ­ლობ. ამ ცო­ტა ხნის წინ დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­კი­თხე სპარ­სუ­ლი ზღაპ­რე­ბი.

- "წიგ­ნის ჭი­ა" თუ იყა­ვით?

- წიგ­ნე­ბი ბავ­შვო­ბი­დან­ვე მიყ­ვარ­და, დე­და­ჩე­მი ბიბ­ლი­ო­თე­კათ­მცოდ­ნე იყო, მას­თან სამ­სა­ხურ­ში ხში­რად მივ­დი­ო­დი და ში­ნაც კარ­გი ბიბ­ლი­ო­თე­კა გვქონ­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ წიგ­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ვიზ­რდე­ბო­დი. ჩემ­ში ახ­ლაც სა­ო­ცარ ემო­ცი­ას იწ­ვევს წიგ­ნის სურ­ნე­ლი, მი­სი გა­და­ფურ­ცვლით გა­მოწ­ვე­ულ გან­ცდა­საც ვე­რა­ფე­რი შე­მიც­ვლის. რო­ცა ჩე­მი წიგ­ნე­ბის თა­როს და­ლა­გე­ბას შე­ვუდ­გე­ბი, ვი­ცი, რომ სულ ცო­ტა, ერ­თი კვი­რა მა­ინც დამ­ჭირ­დე­ბა. ეს არ არის მხო­ლოდ მტვრის გა­დაწ­მენ­და, ეს არის ჩემ­თვის ნაც­ნობ და საყ­ვა­რელ წიგ­ნებ­თან ათას­ჯერ მიბ­რუ­ნე­ბის პრო­ცე­სი. ამი­ტომ ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რებს ძა­ლი­ან არ უყ­ვართ, რო­დე­საც მე ამ საქ­მი­ა­ნო­ბას შე­ვუდ­გე­ბი ხოლ­მე.

- ქალ­ბა­ტო­ნო ფიქ­რი­ა, რო­მე­ლი უფ­რო გიყ­ვართ - პრო­ზა თუ პო­ე­ზი­ა?

- ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა ამის თქმა. ამ ეტაპ­ზე უკ­ვე არა ვარ იმ გან­ცდებ­ში, რომ ლექ­სე­ბი ვი­კითხ­ო, მაგ­რამ პო­ე­ზი­ის კითხ­ვის სურ­ვი­ლი მა­ინც არ მტო­ვებს. ხში­რად ვუბ­რუნ­დე­ბი ოთარ ჭი­ლა­ძის ლექ­სებს. მი­სი პრო­ზა შე­უ­და­რე­ბე­ლი­ა, მაგ­რამ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ისე­თი გან­ცდა მაქვს, რომ ჭი­ლა­ძის პო­ე­ზია არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა მის პრო­ზას. გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლია ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლა, რო­მე­ლიც ჩემ­თვის არის ძა­ლი­ან დი­დი მო­აზ­როვ­ნე, პო­ე­ტი და სა­ერ­თოდ, გა­უ­ხუ­ნა­რი მოვ­ლე­ნა, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად უნ­და და­ვუბ­რუნ­დე. ასე­ვე მუდ­მი­ვად ვუბ­რუნ­დე­ბი "ვეფ­ხის­ტყა­ო­სან­საც", რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ მე­ნატ­რე­ბა ხოლ­მე. პო­ე­ზია ძა­ლი­ან მიყ­ვარს, თუმ­ცა ცხა­დი­ა, რომ ჩემს ასაკ­ში პრო­ზი­სად­მი ინ­ტე­რე­სი გა­ცი­ლე­ბით დი­დი­ა. რო­გორც წე­სი, თუ წიგ­ნი მო­მე­წო­ნე­ბა, სულ­მო­უთ­ქმე­ლად ვკითხ­უ­ლობ, მაგ­რამ თუ ვატყ­ობ, რომ თავს ძა­ლას ვა­ტან, ასე­თი წიგ­ნი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ნიშ­ნუ­ლი დამ­რჩეს მა­გი­და­ზე და დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ წა­ვი­კითხ­ო.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა პო­ე­ზი­ას უფ­რო ჰგავს თუ პრო­ზას?

- ბა­ნა­ლუ­რად თუ ვიტყ­ვით, რა თქმა უნ­და, პრო­ზას, რო­მე­ლიც პო­ე­ზი­ის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ა. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის თავ­გა­და­სა­ვა­ლი, მი­სი გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა სწო­რედ იმი­ტომ, რომ მას­ში პო­ე­ტუ­რი გა­მო­ნა­თე­ბე­ბი ყო­ველ­თვის არის. ამის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და. ასე­თი წა­მე­ბი რომ არ იყოს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ალ­ბათ, ყვე­ლას ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და.

- შე­გიძ­ლი­ათ და­ა­სა­ხე­ლოთ მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ზუს­ტად ასა­ხავს ქარ­თულ ხა­სი­ათს, ჩვე­ნი ხალ­ხის ღირ­სე­ბებ­საც და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­საც?

- ალ­ბათ, ერ­თი მათ­გა­ნის გა­მო­ყო­ფა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა, რად­გან გა­ნათ­ლე­ბით ფი­ლო­ლო­გი ვარ და შე­სა­ბა­მი­სად, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სად­მი სულ სხვაგ­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს. წე­ღან ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლა ვახ­სე­ნე, მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი პრობ­ლე­მა­ტი­კა დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­შიც აქ­ტუ­ა­ლუ­რი­ა, თით­ქოს დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ზეა და­წე­რი­ლი. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ზეც, რომ­ლის "ჯა­ყოს ხიზ­ნებ­შიც" მკა­ფი­ოდ არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ბე­დუ­კუღ­მარ­თო­ბა. ბავ­შვო­ბა­ში ცო­ტა არ იყოს ზე­რე­ლედ გა­და­ვი­კი­თხე "არ­სე­ნა მა­რაბ­დე­ლი", მაგ­რამ სულ მახ­სოვ­და, რომ იქ ბევ­რი რამ იყო ნათ­ქვა­მი რუ­სულ­-ქარ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. ახ­ლა­ხან წა­ვი­კი­თხე და დავ­რწმუნ­დი, რომ მას­ში უამ­რა­ვი კარ­გი მიგ­ნე­ბაა და ძა­ლი­ან სა­ყუ­რადღ­ე­ბო თხზუ­ლე­ბა­ა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს არ არის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, იქ წა­აწყ­დე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო პა­სა­ჟებს, რომ­ლე­ბიც ბევრ რა­მე­ზე და­ფიქ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

- უცხ­ო­ელ მწერ­ლებს შო­რის თუ გყავთ ფა­ვო­რი­ტე­ბი?

- ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან მიყ­ვარ­და თო­მას მა­ნი და ჩე­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ მწერ­ლი­სად­მი დღემ­დე არ შეც­ვლი­ლა. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ერ­ნესტ ჰე­მინ­გუეი და გაბ­რი­ელ გარ­სია მარ­კე­სი, გან­სა­კუთ­რე­ბით მი­სი "მარ­ტო­ო­ბის ასი წე­ლი­წა­დი", რო­მელ­საც პე­რი­ო­დუ­ლად ალ­ბათ ყვე­ლა უბ­რუნ­დე­ბა. ერიხ მა­რია რე­მარ­კის "ტრი­უმ­ფა­ლუ­რი თა­ღი" საკ­მა­ოდ გვი­ან წა­ვი­კითხ­ე, მაგ­რამ რო­ცა წა­ვი­კითხ­ე, მივ­ხვდი, რომ ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წარ­მო­ე­ბი იყო. ახ­ლა­ხან წა­ვი­კი­თხე ორ­ჰან ფა­მუ­ქის "მე წი­თე­ლი მქვი­ა", რო­მე­ლიც ჩემ­თვის სრუ­ლი­ად ახა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მოვ­ლე­ნა­ა. დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს, ამ მწერ­ლის ყვე­ლა ნა­წარ­მო­ე­ბი წა­ვი­კი­თხო და იმე­დი­ა, ამას სულ მა­ლე, აგ­ვის­ტო­ში შევ­ძლებ. თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სულ ლი­ტე­რა­ტუ­რას კარ­გად არ ვიც­ნობ, თუმ­ცა ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცნო­ბი­ლი რუ­სი მწერ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბო­რის აკუ­ნი­ნი, შე­უ­და­რე­ბე­ლი მწე­რა­ლი, რომ­ლის მი­მარ­თაც კრი­ტი­კო­სებს არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ. ის სა­ოც­რად ღრმად სწვდე­ბა რუ­სეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს და რუ­სუ­ლი სუ­ლის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს. სულ ახ­ლა­ხან წა­ვი­კი­თხე მი­სი "ა­რის­ტო­ნო­მი­ა", რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა.

- მო­ზარ­დებს, გან­სა­კუთ­რე­ბით გო­გო­ნებს, ლი­ტე­რა­ტუ­რულ პერ­სო­ნა­ჟებს შო­რის ხში­რად ჰყავთ თა­ვი­ან­თი იდე­ა­ლი. თქვენ თუ გყო­ლი­ათ მათ შო­რის მა­მა­კა­ცის ან ქა­ლის იდე­ა­ლი?

- ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მართ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა­სო­დეს მქო­ნი­ა. მა­გა­ლი­თად, ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი რომ მომ­წონს, მომ­წონს რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რი. ამის გა­მო პერ­სო­ნა­ჟებს შო­რის არც ქა­ლის იდე­ა­ლი მყო­ლია და არც მა­მა­კა­ცი­სა.

- და­სას­რულ, თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს თუ ადევ­ნებთ თვალს?

- გუ­ლი მწყდე­ბა, რომ ად­რე უფ­რო ვა­ხერ­ხებ­დი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბი­სათ­ვის თვა­ლის დევ­ნე­ბას. სწო­რედ ამი­ტომ, მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი აგ­ვის­ტოს, რო­ცა უფ­რო მე­ტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მექ­ნე­ბა და ამ და­ნაკ­ლი­სის ანა­ზღ­ა­უ­რე­ბას შევ­ძლებ.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ფიქ­რია ჩიხ­რა­ძე - "არც ქა­ლის იდე­ა­ლი მყო­ლია და არც მა­მა­კა­ცის"

ფიქ­რია ჩიხ­რა­ძე - "არც ქა­ლის იდე­ა­ლი მყო­ლია და არც მა­მა­კა­ცის"

პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ა­ხა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის" ლი­დე­რი­ ფიქ­რია ჩიხ­რა­ძე, ერ­თი შე­ხედ­ვით, პრაგ­მა­ტუ­ლი და საქ­მი­ა­ნი ქა­ლი­ა, თუმ­ცა ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი დღემ­დე მოჰ­ყვე­ბა და ახ­ლაც დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით კითხ­უ­ლობს წიგ­ნებს, რომ­ლებ­მაც მის სუ­ლი­ერ სამ­ყა­რო­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეს. და­ნარ­ჩენს ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­იტყ­ობთ:

- ქალ­ბა­ტო­ნო ფიქ­რი­ა, თუ გახ­სოვთ პირ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც წა­ი­კითხ­ეთ და არას­დროს გა­ვიწყ­დე­ბათ?

- პირ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც დღემ­დე მიყ­ვარს და მახ­სოვს, იყო ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გა­მო­ცე­მა "ყა­ყა­ჩო­სა სი­წით­ლი­თა", მხატ­ვარ თენ­გიზ მირ­ზაშ­ვი­ლის ნა­ხა­ტე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ად­რე­ულ ასაკ­ში წა­ვი­კითხე და ჩემს ცნო­ბი­ე­რე­ბას ცხოვ­ლად და­აჩ­ნდა. სწო­რედ მა­შინ, ოთხ­ი-­ხუ­თი წლის ასაკ­ში ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი იმ გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ გრძნო­ბას, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ე­ზი­ის მი­მართ გა­მიჩ­ნდა. არა­ნაკ­ლებ მიყ­ვარ­და ზღაპ­რე­ბი, მაგ­რამ ჩე­მი პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან სწო­რედ ამ წიგ­ნით და­იწყ­ო. სხვა­თა შო­რის, სე­რი­ო­ზულ წიგ­ნებ­ზე ად­რე­ულ ასაკ­ში გა­და­ვე­დი, მაგ­რამ ზღაპ­რებს ძა­ლი­ან დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვკითხ­უ­ლობ­დი - სკო­ლა­შიც და სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­შიც. ჩემს ბავ­შვო­ბა­ში მსოფ­ლი­ოს ხალ­ხთა ზღაპ­რე­ბის მთე­ლი სე­რია გა­მო­დი­ო­და და ყვე­ლა მათ­გა­ნი წა­კითხ­უ­ლი მქონ­და. გა­მო­გიტყ­დე­ბით, რომ ახ­ლაც, ჩე­მი დისშ­ვი­ლი­სათ­ვის ნა­ყიდ ზღაპ­რე­ბის წიგ­ნებს მეც არა­ნაკ­ლე­ბი ინ­ტე­რე­სით ვკითხ­უ­ლობ. ამ ცო­ტა ხნის წინ დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­კითხე სპარ­სუ­ლი ზღაპ­რე­ბი.

- "წიგ­ნის ჭი­ა" თუ იყა­ვით?

- წიგ­ნე­ბი ბავ­შვო­ბი­დან­ვე მიყ­ვარ­და, დე­და­ჩე­მი ბიბ­ლი­ო­თე­კათ­მცოდ­ნე იყო, მას­თან სამ­სა­ხურ­ში ხში­რად მივ­დი­ო­დი და ში­ნაც კარ­გი ბიბ­ლი­ო­თე­კა გვქონ­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ წიგ­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ვიზ­რდე­ბო­დი. ჩემ­ში ახ­ლაც სა­ო­ცარ ემო­ცი­ას იწ­ვევს წიგ­ნის სურ­ნე­ლი, მი­სი გა­და­ფურ­ცვლით გა­მოწ­ვე­ულ გან­ცდა­საც ვე­რა­ფე­რი შე­მიც­ვლის. რო­ცა ჩე­მი წიგ­ნე­ბის თა­როს და­ლა­გე­ბას შე­ვუდ­გე­ბი, ვი­ცი, რომ სულ ცო­ტა, ერ­თი კვი­რა მა­ინც დამ­ჭირ­დე­ბა. ეს არ არის მხო­ლოდ მტვრის გა­დაწ­მენ­და, ეს არის ჩემ­თვის ნაც­ნობ და საყ­ვა­რელ წიგ­ნებ­თან ათას­ჯერ მიბ­რუ­ნე­ბის პრო­ცე­სი. ამი­ტომ ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რებს ძა­ლი­ან არ უყ­ვართ, რო­დე­საც მე ამ საქ­მი­ა­ნო­ბას შე­ვუდ­გე­ბი ხოლ­მე.

- ქალ­ბა­ტო­ნო ფიქ­რი­ა, რო­მე­ლი უფ­რო გიყ­ვართ - პრო­ზა თუ პო­ე­ზი­ა?

- ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა ამის თქმა. ამ ეტაპ­ზე უკ­ვე არა ვარ იმ გან­ცდებ­ში, რომ ლექ­სე­ბი ვი­კითხ­ო, მაგ­რამ პო­ე­ზი­ის კითხ­ვის სურ­ვი­ლი მა­ინც არ მტო­ვებს. ხში­რად ვუბ­რუნ­დე­ბი ოთარ ჭი­ლა­ძის ლექ­სებს. მი­სი პრო­ზა შე­უ­და­რე­ბე­ლი­ა, მაგ­რამ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ისე­თი გან­ცდა მაქვს, რომ ჭი­ლა­ძის პო­ე­ზია არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა მის პრო­ზას. გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლია ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლა, რო­მე­ლიც ჩემ­თვის არის ძა­ლი­ან დი­დი მო­აზ­როვ­ნე, პო­ე­ტი და სა­ერ­თოდ, გა­უ­ხუ­ნა­რი მოვ­ლე­ნა, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად უნ­და და­ვუბ­რუნ­დე. ასე­ვე მუდ­მი­ვად ვუბ­რუნ­დე­ბი "ვეფ­ხის­ტყა­ო­სან­საც", რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ მე­ნატ­რე­ბა ხოლ­მე. პო­ე­ზია ძა­ლი­ან მიყ­ვარს, თუმ­ცა ცხა­დი­ა, რომ ჩემს ასაკ­ში პრო­ზი­სად­მი ინ­ტე­რე­სი გა­ცი­ლე­ბით დი­დი­ა. რო­გორც წე­სი, თუ წიგ­ნი მო­მე­წო­ნე­ბა, სულ­მო­უთ­ქმე­ლად ვკითხ­უ­ლობ, მაგ­რამ თუ ვატყ­ობ, რომ თავს ძა­ლას ვა­ტან, ასე­თი წიგ­ნი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ნიშ­ნუ­ლი დამ­რჩეს მა­გი­და­ზე და დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ წა­ვი­კითხ­ო.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა პო­ე­ზი­ას უფ­რო ჰგავს თუ პრო­ზას?

- ბა­ნა­ლუ­რად თუ ვიტყ­ვით, რა თქმა უნ­და, პრო­ზას, რო­მე­ლიც პო­ე­ზი­ის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ა. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის თავ­გა­და­სა­ვა­ლი, მი­სი გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა სწო­რედ იმი­ტომ, რომ მას­ში პო­ე­ტუ­რი გა­მო­ნა­თე­ბე­ბი ყო­ველ­თვის არის. ამის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და. ასე­თი წა­მე­ბი რომ არ იყოს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ალ­ბათ, ყვე­ლას ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და.

- შე­გიძ­ლი­ათ და­ა­სა­ხე­ლოთ მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ზუს­ტად ასა­ხავს ქარ­თულ ხა­სი­ათს, ჩვე­ნი ხალ­ხის ღირ­სე­ბებ­საც და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­საც?

- ალ­ბათ, ერ­თი მათ­გა­ნის გა­მო­ყო­ფა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა, რად­გან გა­ნათ­ლე­ბით ფი­ლო­ლო­გი ვარ და შე­სა­ბა­მი­სად, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სად­მი სულ სხვაგ­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს. წე­ღან ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლა ვახ­სე­ნე, მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი პრობ­ლე­მა­ტი­კა დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­შიც აქ­ტუ­ა­ლუ­რი­ა, თით­ქოს დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ზეა და­წე­რი­ლი. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ზეც, რომ­ლის "ჯა­ყოს ხიზ­ნებ­შიც" მკა­ფი­ოდ არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ბე­დუ­კუღ­მარ­თო­ბა. ბავ­შვო­ბა­ში ცო­ტა არ იყოს ზე­რე­ლედ გა­და­ვი­კითხე "არ­სე­ნა მა­რაბ­დე­ლი", მაგ­რამ სულ მახ­სოვ­და, რომ იქ ბევ­რი რამ იყო ნათ­ქვა­მი რუ­სულ­-ქარ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. ახ­ლა­ხან წა­ვი­კითხე და დავ­რწმუნ­დი, რომ მას­ში უამ­რა­ვი კარ­გი მიგ­ნე­ბაა და ძა­ლი­ან სა­ყუ­რადღ­ე­ბო თხზუ­ლე­ბა­ა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს არ არის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, იქ წა­აწყ­დე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო პა­სა­ჟებს, რომ­ლე­ბიც ბევრ რა­მე­ზე და­ფიქ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

- უცხ­ო­ელ მწერ­ლებს შო­რის თუ გყავთ ფა­ვო­რი­ტე­ბი?

- ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან მიყ­ვარ­და თო­მას მა­ნი და ჩე­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ მწერ­ლი­სად­მი დღემ­დე არ შეც­ვლი­ლა. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ერ­ნესტ ჰე­მინ­გუეი და გაბ­რი­ელ გარ­სია მარ­კე­სი, გან­სა­კუთ­რე­ბით მი­სი "მარ­ტო­ო­ბის ასი წე­ლი­წა­დი", რო­მელ­საც პე­რი­ო­დუ­ლად ალ­ბათ ყვე­ლა უბ­რუნ­დე­ბა. ერიხ მა­რია რე­მარ­კის "ტრი­უმ­ფა­ლუ­რი თა­ღი" საკ­მა­ოდ გვი­ან წა­ვი­კითხ­ე, მაგ­რამ რო­ცა წა­ვი­კითხ­ე, მივ­ხვდი, რომ ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წარ­მო­ე­ბი იყო. ახ­ლა­ხან წა­ვი­კითხე ორ­ჰან ფა­მუ­ქის "მე წი­თე­ლი მქვი­ა", რო­მე­ლიც ჩემ­თვის სრუ­ლი­ად ახა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მოვ­ლე­ნა­ა. დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს, ამ მწერ­ლის ყვე­ლა ნა­წარ­მო­ე­ბი წა­ვი­კითხო და იმე­დი­ა, ამას სულ მა­ლე, აგ­ვის­ტო­ში შევ­ძლებ. თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სულ ლი­ტე­რა­ტუ­რას კარ­გად არ ვიც­ნობ, თუმ­ცა ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცნო­ბი­ლი რუ­სი მწერ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბო­რის აკუ­ნი­ნი, შე­უ­და­რე­ბე­ლი მწე­რა­ლი, რომ­ლის მი­მარ­თაც კრი­ტი­კო­სებს არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ. ის სა­ოც­რად ღრმად სწვდე­ბა რუ­სეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს და რუ­სუ­ლი სუ­ლის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს. სულ ახ­ლა­ხან წა­ვი­კითხე მი­სი "ა­რის­ტო­ნო­მი­ა", რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა.

- მო­ზარ­დებს, გან­სა­კუთ­რე­ბით გო­გო­ნებს, ლი­ტე­რა­ტუ­რულ პერ­სო­ნა­ჟებს შო­რის ხში­რად ჰყავთ თა­ვი­ან­თი იდე­ა­ლი. თქვენ თუ გყო­ლი­ათ მათ შო­რის მა­მა­კა­ცის ან ქა­ლის იდე­ა­ლი?

- ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მართ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა­სო­დეს მქო­ნი­ა. მა­გა­ლი­თად, ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი რომ მომ­წონს, მომ­წონს რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რი. ამის გა­მო პერ­სო­ნა­ჟებს შო­რის არც ქა­ლის იდე­ა­ლი მყო­ლია და არც მა­მა­კა­ცი­სა.

- და­სას­რულ, თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს თუ ადევ­ნებთ თვალს?

- გუ­ლი მწყდე­ბა, რომ ად­რე უფ­რო ვა­ხერ­ხებ­დი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბი­სათ­ვის თვა­ლის დევ­ნე­ბას. სწო­რედ ამი­ტომ, მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი აგ­ვის­ტოს, რო­ცა უფ­რო მე­ტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მექ­ნე­ბა და ამ და­ნაკ­ლი­სის ანაზღ­ა­უ­რე­ბას შევ­ძლებ.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს