ახალქალაქის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში პაციენტები არასახარბიელო პირობებს უჩივიან. მათ უკმაყოფილებას ტექნიკური აღჭურვილობა და სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულება იწვევს. მომავალი დედებს კი პრესამშობიარო მკურნალობა და ორსულობის პერიოდის გამოკვლევა არ მოსწონთ.
გარდა ამისა, 1 ივლისიდან მშობიარობის უფასოდ გამოცხადების მიუხედავად, დამატებითი გადასახადის საკითხი პრობლემად რჩება. ორსულის ნათესავებისთვის არაოფიციალურ გადასახადი ანუ "მაღარიჩი" იმის ერთგვარი გარანტიაა, რომ მათ ბავშვსა და დედას კარგად მოუვლიან. თუმცა სხვა საქმე იქნებოდა, ამ ფულს საკუთარი ნებით, ბავშვის შეძენის სიხარულით რომ იხდიდნენ. მშობლებს არაერთხელ დაუჩივლიათ, რომ ექიმი და მედდა მათ "მაღარიჩს" სთხოვენ, უმეტესად კი მოითხოვენ კიდეც. ხოლო სოფლის მაცხოვრებლებს, ვისაც ფული არ აქვს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიტანას ავალებენ.