Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანიკა ასათიანი - "ერთი დღით ოპრა უინფრი სიამოვნებით ვიქნებოდი"
მანიკა ასათიანი - "ერთი დღით ოპრა უინფრი სიამოვნებით ვიქნებოდი"

მო­დელ­სა და ტე­ლე­წამ­ყვან მა­ნი­კა ასა­თი­ანს არა­ნა­ი­რი ფო­ბია არ აქვს, მხო­ლოდ ხახვს "უფრთხის," "ხახ­ვი ან ხახ­ვი­ა­ნი კერ­ძი არა­სო­დეს მი­ჭა­მია, რად­გან მე­ზი­ზღე­ბა, მძულს!" - გვი­თხრა მა­ნი­კამ, რო­მელ­მაც "დე­ტექ­ტო­რის" შე­კი­თხვებს ხა­ლი­სი­ა­ნად უპა­სუ­ხა.

- ვთქვათ, სა­ცუ­რაო აუზ­ზე მყოფს რამ­დე­ნი­მე ქალ­ბა­ტო­ნი გთხოვს: აქა­უ­რო­ბა და­ტო­ვე, რად­გან შენი უზა­დო სხე­უ­ლი გვა­კომ­პლექ­სებს, გა­რუ­ჯვა­სა და ბა­ნა­ო­ბას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ­თო...

- გა­მე­ცი­ნე­ბა! ოღონდ მარ­თლა, სი­ცი­ლით მოვ­კვდე­ბი (იცი­ნის)! არ მი­მაჩ­ნია, რომ ისე­თი უზა­დო სხე­უ­ლი მაქვს, ვინ­მე და­ვა­კომ­პლექ­სო. ვინც სა­ცუ­რაო აუზ­ზე მი­დის და სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმს იც­ვამს, იმის შეგ­ნე­ბაც უნდა ჰქონ­დეს, რომ ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა, მას­ზე უკე­თე­სი აღ­ნა­გო­ბა ჰქონ­დეს.

- ზა­ფხუ­ლის სი­ცხეს თავს სად აფა­რებ?

- ჯერ თბი­ლის­ში ვარ, თვის ბო­ლოს კი ბა­თუმ­ში წა­ვალ. აუზ­ზე სულ ორ­ჯერ ვი­ყა­ვი. სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნი გა­სულ პა­რას­კევს და­ვას­რუ­ლე და შე­სა­ბა­მი­სად, მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად აუზ­ზე წას­ვლას ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დი.

- ვთქვათ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გთა­ვა­ზობს, რომ მისი მრჩე­ვე­ლი გახ­დე სა­ჯა­როდ მო­სა­ყო­ლი ანეკ­დო­ტე­ბის სა­კი­თხში...

- მა­შინ­ვე უარს ვე­ტყვი.

- რა­ტომ?

- იუ­მო­რის დიდი ნი­ჭით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი.

- ვქვათ, სტი­ვენ სპილ­ბერ­გი ფილმში სა­თა­მა­შოდ გიწ­ვევს...

- რომ არ დავ­თან­ხმდე, უნა­მუ­სო ვიქ­ნე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასე­თი ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი მიწ­ვევს, ჩემს პრინ­ცი­პებს მა­ინც არ გა­და­ვუხ­ვევ. იმე­დია, მო­ვი­ლა­პა­რა­კებთ. ჯერ და­მირ­ე­კოს და ამ შე­კი­თხვა­ზე ზუსტ პა­სუხს მერე გე­ტყვით (იცი­ნის).

- რა პრინ­ცი­პებს გუ­ლის­ხმობ?

- მა­გა­ლი­თად, გა­შიშ­ვლე­ბას არ დავ­თან­ხმდე­ბო­დი.

- და­ვუშ­ვათ, რო­ლის­თვის წო­ნა­ში 10 კი­ლოგ­რა­მის მო­მა­ტე­ბას გთხოვს...

- პრობ­ლე­მა არ არის, ეს ყვე­ლა­ზე იო­ლია: 23 კილო მქონ­და მო­მა­ტე­ბუ­ლი, მაგ­რამ ახლა ჩვე­ულ ფორ­მა­ში ვარ.

- ლიფ­ტში უც­ნო­ბი თა­ნამ­გზავ­რი გო­გო­ნა ხმა­მაღ­ლა იგი­ნე­ბა...

- გა­მე­ცი­ნე­ბა. აბა, რა ჩემი საქ­მეა, ის რას გა­ა­კე­თებს? სა­ერ­თოდ, სხვის საქ­მე­ში ჩა­რე­ვა არ მიყ­ვარს. შე­იძ­ლე­ბა, იმ დროს ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა სა­ჭი­როც იყო. ზო­გა­დად, არ მომ­წონს, როცა გო­გო­ნა უცენ­ზუ­რო სი­ტყვებს ამ­ბობს, მაგ­რამ უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ზედ­მე­ტი კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბა არ მიყ­ვარს.

- ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა თუ გჩ­ვე­ვია?

- ნაკ­ლე­ბად.

- ვთქვათ, ჯეკპო­ტი მო­ი­გე...

- ბევრ აგა­რაკს, მან­ქა­ნას ვი­ყიდ­დი, ოღონდ - არა მარ­ტო ჩემ­თვის, არა­მედ სხვე­ბის­თვი­საც... ისე, გა­აჩ­ნია, რა თან­ხას მო­ვი­გებ. გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს რომ და­ვეხ­მა­რე­ბო­დი, ეს ზუს­ტად ვიცი. თან­ხებს საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დებ­ში გა­დავ­რი­ცხავ­დი.

- ვთქვათ, შენი და­ნახ­ვით აღ­ტა­ცე­ბუ­ლი პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი გე­კი­თხე­ბა: ასე­თი სი­ლა­მა­ზის პატ­რონს მო­დე­ლო­ბა­ზე ან ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბა­ზე არა­სო­დეს გი­ფიქ­რი­აო?

- (იცი­ნის) ვი­ფიქ­რებ, რომ მე­ხუმ­რე­ბა და სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჩემ შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი იცის. თუ სე­რი­ო­ზუ­ლად მე­უბ­ნე­ბა, გა­მე­ცი­ნე­ბა და ვუ­პა­სუ­ხებ, რომ ამა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ფიქ­რებ.

- ზო­გა­დად, შენი და­ნახ­ვი­სას უც­ნობ ხალ­ხს რო­გო­რი რე­აქ­ცია აქვს?

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ უარ­ყო­ფი­თი ენერ­გია არა­ვის­გან მო­დის. ყვე­ლა და­დე­ბი­თა­დაა გან­წყო­ბი­ლი. ეს ჩემ­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- ვთქვათ, მე­უღ­ლე გე­უბ­ნე­ბა, რომ სპორ­ტის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბას და ექ­სტრა­სენ­სო­ბას აპი­რებს...

- გა­მე­ცი­ნე­ბა, მაგ­რამ ვე­ტყვი, - იუ­მო­რი შე­არ­ჩიე-მეთ­ქი.

- ერთი დღით რო­მელ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნად ისურ­ვებ­დი ყოფ­ნას?

- ალ­ბათ, ბევ­რი (მათ შო­რის - მეც) ოც­ნე­ბობს ისეთ წარ­მა­ტე­ბა­ზე, რო­გორ­საც ოპრა უინფრიმ მი­აღ­წია. ამი­ტომ ერთი დღით ოპრა უინფრი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიქ­ნე­ბო­დი.

- ვთქვათ, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ნაც­რის­ფერ ჩო­ჩორს გჩუქ­ნი­ან და გთხო­ვენ, - მათ­და­მი პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, გა­ზარ­დო და მო­უ­ა­რო...

- ალ­ბათ, სა­ჩუ­ქარს მი­ვი­ღებ, მაგ­რამ შემ­დეგ გა­ვა­ჩუ­ქებ, რად­გან ნამ­დვი­ლად ვერ მო­ვუვ­ლი.

- Victoria's secret-ი საც­ვლე­ბის კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბის გახ­სნას გთა­ვა­ზობს...

- ამ წი­ნა­და­დე­ბა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად დავ­თან­ხმდე­ბო­დი (იცი­ნის). ასეთ ჩვე­ნე­ბა­ზე სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით გა­მოს­ვლა არ "ტე­ხავს".

- და­ვუშ­ვათ, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ეზო­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი დო­მი­ნოს თა­მა­შო­ბენ და შენც გე­პა­ტი­ჟე­ბი­ან...

- დო­მი­ნოს თა­მა­ში კარ­გად ვიცი და მეც ვი­თა­მა­შებ­დი, პრობ­ლე­მა არ არის...

- უჩი­ნა­რი რომ იყო, რას გა­ა­კე­თებ­დი?

- ვა­ი­მე, ძა­ლი­ან რთუ­ლი შე­კი­თხვაა... არ ვიცი... ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამ ნიჭს ცუდი საქ­მის­თვის არ გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი. ზოგი ამ­ბობს, - ბანკს გავ­ძარ­ცვავ­დიო. ასე ნამ­დვი­ლად არ მო­ვიქ­ცე­ო­დი... და თუ მა­ინც გავ­ძარ­ცვავ­დი, ნა­ქურ­დალს კარგ საქ­მეს მო­ვახ­მარ­დი - გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს და­ვეხ­მა­რე­ბო­დი.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მანიკა ასათიანი - "ერთი დღით ოპრა უინფრი სიამოვნებით ვიქნებოდი"

მანიკა ასათიანი - "ერთი დღით ოპრა უინფრი სიამოვნებით ვიქნებოდი"

მოდელსა და ტელეწამყვან მანიკა ასათიანს არანაირი ფობია არ აქვს, მხოლოდ ხახვს "უფრთხის," "ხახვი ან ხახვიანი კერძი არასოდეს მიჭამია, რადგან მეზიზღება, მძულს!" - გვითხრა მანიკამ, რომელმაც "დეტექტორის" შეკითხვებს ხალისიანად უპასუხა.

- ვთქვათ, საცურაო აუზზე მყოფს რამდენიმე ქალბატონი გთხოვს: აქაურობა დატოვე, რადგან შენი უზადო სხეული გვაკომპლექსებს, გარუჯვასა და ბანაობას ვეღარ ვახერხებთო...

- გამეცინება! ოღონდ მართლა, სიცილით მოვკვდები (იცინის)! არ მიმაჩნია, რომ ისეთი უზადო სხეული მაქვს, ვინმე დავაკომპლექსო. ვინც საცურაო აუზზე მიდის და საცურაო კოსტიუმს იცვამს, იმის შეგნებაც უნდა ჰქონდეს, რომ ვიღაცას შეიძლება, მასზე უკეთესი აღნაგობა ჰქონდეს.

- ზაფხულის სიცხეს თავს სად აფარებ?

- ჯერ თბილისში ვარ, თვის ბოლოს კი ბათუმში წავალ. აუზზე სულ ორჯერ ვიყავი. სატელევიზიო სეზონი გასულ პარასკევს დავასრულე და შესაბამისად, მუშაობის პარალელურად აუზზე წასვლას ვერ მოვახერხებდი.

- ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი გთავაზობს, რომ მისი მრჩეველი გახდე საჯაროდ მოსაყოლი ანეკდოტების საკითხში...

- მაშინვე უარს ვეტყვი.

- რატომ?

- იუმორის დიდი ნიჭით არ გამოვირჩევი.

- ვქვათ, სტივენ სპილბერგი ფილმში სათამაშოდ გიწვევს...

- რომ არ დავთანხმდე, უნამუსო ვიქნები. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ცნობილი რეჟისორი მიწვევს, ჩემს პრინციპებს მაინც არ გადავუხვევ. იმედია, მოვილაპარაკებთ. ჯერ დამირეკოს და ამ შეკითხვაზე ზუსტ პასუხს მერე გეტყვით (იცინის).

- რა პრინციპებს გულისხმობ?

- მაგალითად, გაშიშვლებას არ დავთანხმდებოდი.

- დავუშვათ, როლისთვის წონაში 10 კილოგრამის მომატებას გთხოვს...

- პრობლემა არ არის, ეს ყველაზე იოლია: 23 კილო მქონდა მომატებული, მაგრამ ახლა ჩვეულ ფორმაში ვარ.

- ლიფტში უცნობი თანამგზავრი გოგონა ხმამაღლა იგინება...

- გამეცინება. აბა, რა ჩემი საქმეა, ის რას გააკეთებს? საერთოდ, სხვის საქმეში ჩარევა არ მიყვარს. შეიძლება, იმ დროს ბილწსიტყვაობა საჭიროც იყო. ზოგადად, არ მომწონს, როცა გოგონა უცენზურო სიტყვებს ამბობს, მაგრამ უცხო ადამიანების მიმართ ზედმეტი კომენტარების გაკეთება არ მიყვარს.

- ბილწსიტყვაობა თუ გჩვევია?

- ნაკლებად.

- ვთქვათ, ჯეკპოტი მოიგე...

- ბევრ აგარაკს, მანქანას ვიყიდდი, ოღონდ - არა მარტო ჩემთვის, არამედ სხვებისთვისაც... ისე, გააჩნია, რა თანხას მოვიგებ. გაჭირვებულებს რომ დავეხმარებოდი, ეს ზუსტად ვიცი. თანხებს საქველმოქმედო ფონდებში გადავრიცხავდი.

- ვთქვათ, შენი დანახვით აღტაცებული პატრულის თანამშრომელი გეკითხება: ასეთი სილამაზის პატრონს მოდელობაზე ან ტელეწამყვანობაზე არასოდეს გიფიქრიაო?

- (იცინის) ვიფიქრებ, რომ მეხუმრება და სინამდვილეში, ჩემ შესახებ ყველაფერი იცის. თუ სერიოზულად მეუბნება, გამეცინება და ვუპასუხებ, რომ ამაზე აუცილებლად ვიფიქრებ.

- ზოგადად, შენი დანახვისას უცნობ ხალხს როგორი რეაქცია აქვს?

- ბედნიერი ვარ, რომ უარყოფითი ენერგია არავისგან მოდის. ყველა დადებითადაა განწყობილი. ეს ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

- ვთქვათ, მეუღლე გეუბნება, რომ სპორტისთვის თავის დანებებას და ექსტრასენსობას აპირებს...

- გამეცინება, მაგრამ ვეტყვი, - იუმორი შეარჩიე-მეთქი.

- ერთი დღით რომელ ცნობილ ადამიანად ისურვებდი ყოფნას?

- ალბათ, ბევრი (მათ შორის - მეც) ოცნებობს ისეთ წარმატებაზე, როგორსაც ოპრა უინფრიმ მიაღწია. ამიტომ ერთი დღით ოპრა უინფრი სიამოვნებით ვიქნებოდი.

- ვთქვათ, თაყვანისმცემლები ნაცრისფერ ჩოჩორს გჩუქნიან და გთხოვენ, - მათდამი პატივისცემის ნიშნად, გაზარდო და მოუარო...

- ალბათ, საჩუქარს მივიღებ, მაგრამ შემდეგ გავაჩუქებ, რადგან ნამდვილად ვერ მოვუვლი.

- Victoria's secret-ი საცვლების კოლექციის ჩვენების გახსნას გთავაზობს...

- ამ წინადადებაზე აუცილებლად დავთანხმდებოდი (იცინის). ასეთ ჩვენებაზე საცურაო კოსტიუმით გამოსვლა არ "ტეხავს".

- დავუშვათ, ტელეკომპანია "მაესტროს" ეზოში მიხეილ სააკაშვილი და შალვა ნათელაშვილი დომინოს თამაშობენ და შენც გეპატიჟებიან...

- დომინოს თამაში კარგად ვიცი და მეც ვითამაშებდი, პრობლემა არ არის...

- უჩინარი რომ იყო, რას გააკეთებდი?

- ვაიმე, ძალიან რთული შეკითხვაა... არ ვიცი... ყოველ შემთხვევაში, ამ ნიჭს ცუდი საქმისთვის არ გამოვიყენებდი. ზოგი ამბობს, - ბანკს გავძარცვავდიო. ასე ნამდვილად არ მოვიქცეოდი... და თუ მაინც გავძარცვავდი, ნაქურდალს კარგ საქმეს მოვახმარდი - გაჭირვებულებს დავეხმარებოდი.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება