პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი ერუდიტია პრემიერის პაროდისტი - "წიგნების კითხვა ბავშვობიდან მიყვარს"
როგორი ერუდიტია პრემიერის პაროდისტი - "წიგნების კითხვა ბავშვობიდან მიყვარს"

"წიგ­ნე­ბის კი­თხვა ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს. ეს ჩემ­თვის გან­ტვირ­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. რო­მა­ნე­ბი მომ­წონს. სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში, მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გაც­ნო­ბას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ. გა­მოც­დე­ბი მქონ­და და უმე­ტე­სად იუ­რი­დი­ულ ლი­ტე­რა­ტუ­რას ვკი­თხუ­ლობ­დი", - ამ­ბობს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პა­რო­დის­ტი, ნიკა კა­კა­ბა­ძე. მისი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­აა.

- ნიკა, წა­კი­თხულ ნა­წარ­მო­ე­ბებს ხელ­მე­ო­რედ უბ­რუნ­დე­ბი?

- ნა­წარ­მო­ე­ბი თუ მო­მე­წო­ნე­ბა, გარ­კვე­უ­ლი ხნის შემ­დეგ მას აუ­ცი­ლებ­ლად და­ვუბ­რუნ­დე­ბი. კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას "და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი" 4-ჯერ მაქვს წა­კი­თხუ­ლი. სა­ერ­თოდ, წიგ­ნის სამ­ყა­რო­ში ლე­ვან სა­ნი­კი­ძის "დედა ის­ტო­რი­ით" შე­ვა­ბი­ჯე. ის წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დღემ­დე მახ­სოვს. ძა­ლი­ან მომ­წონს ბალ­ზა­კი­სა და მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა.

- პო­ე­ზია?

- პო­ე­ზია ნაკ­ლე­ბად მი­ზი­დავს, ლექ­სებ­საც ვერ ვი­მახ­სოვ­რებ.

- წიგ­ნი მო­გი­პა­რავს?

- არას­დროს მო­მი­პა­რავს. ძა­ლი­ან ვღი­ზი­ან­დე­ბი, როცა წიგ­ნი ჩემ­გან მი­აქვთ და უკან არ მიბ­რუ­ნე­ბენ.

- სა­კუ­თარ თავს რო­მე­ლი­მე ლი­ტე­რა­ტუ­რულ პერ­სო­ნაჟს ამ­სგავ­სებ?

- მსგავ­სე­ბის რა გი­თხრა, მაგ­რამ კონ­სტან­ტი­ნე სა­ვარ­სა­მი­ძე მომ­წონს. ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლია. მის­ნა­ირ ადა­მი­ან­თან ცხოვ­რე­ბა­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მე­გობ­რებ­დი. ჩვენ ერ­თნა­ი­რად ვაზ­როვ­ნებთ.

- პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პა­რო­დი­ის წყა­ლო­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დი.

- ხალ­ხი ქუ­ჩა­ში მცნობს, ჩემ მი­მართ და­დე­ბი­თი გან­წყო­ბა აქვთ და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

- ზო­გი­ერ­თის აზ­რით, შენი პა­რო­დი­ით პრე­მი­ე­რის დაკ­ნი­ნე­ბაც ხდე­ბა.

- ამ კრი­ტი­კას ვერ მი­ვი­ღებ. ბევ­რი რამ ექ­სპრომ­ტად ხდე­ბა. მე პრე­მი­ერს ვბა­ძავ. ის გა­ცი­ლე­ბით მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია, ვიდ­რე - პრე­ზი­დენ­ტი. შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თლოს ნატ­როშ­ვილს მე­ტად უწევს აქ­ტი­უ­რო­ბა. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ პრე­მი­ერს ვაკ­ნი­ნებ.

- ეს ქა­ლა­ქი იმე­რე­თის დაბ­ლობ­ზე, ზღვის დო­ნი­დან 114 მეტრზე მდე­ბა­რე­ობს. ქა­ლა­ქად 1921 წელს გა­მო­ცხად­და. 1936-1989 წლებ­ში სხვა სა­ხე­ლი ერ­ქვა. რო­მელ ქა­ლაქ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- (იცი­ნის) ხონ­ზე ხომ არა? ეს ად­ვი­ლი გა­მო­საც­ნო­ბია. აღ­ნიშ­ნულ წლებ­ში ხონს წუ­ლუ­კი­ძე ერ­ქვა.

- იო­ა­ნე პეტ­რი­წის გან­მარ­ტე­ბით, ძვე­ლად რი­ტო­რი­კის სამი დარ­გი არ­სე­ბობ­და: თა­ნამ­ზრახ­ველ­თა - სა­თათ­ბი­რო, სა­პა­ექ­რო, სა­დაც პო­ლე­მი­კა იმარ­თე­ბო­და. და­ა­სა­ხე­ლე მე­სა­მე დარ­გი, სა­დაც კარ­გად ჩან­და სი­დი­ა­დე ორა­ტო­რო­ბი­სა.

- უნდა გა­ვიხ­სე­ნო, ორა­ტო­რო­ბა სად არის სა­ჭი­რო?

- მი­გა­ნიშ­ნებ, ეს მა­მა­კა­ცე­ბის საქ­მედ მი­იჩ­ნე­ვა.

- თა­მა­დო­ბა, არა?

- გა­მო­ი­ცა­ნი. თა­მა­დო­ბა კარ­გად გა­მოგ­დის?

- არ მიყ­ვარს. წყნა­რად, მშვი­დად ყოფ­ნა მირ­ჩევ­ნია. ალ­კოჰო­ლიც დი­დად არ მი­ზი­დავს. არც ვე­წე­ვი, ვვარ­ჯი­შობ და როცა და­ლე­ვა მი­წევს, უპი­რა­ტე­სო­ბას ღვი­ნოს ვა­ნი­ჭებ.

- თა­ვად, ღვი­ნის და­ყე­ნე­ბა იცი?

- სო­ფელ­ში ვარ გაზ­რდი­ლი და ღვი­ნის და­ყე­ნე­ბა არ მე­ცო­დი­ნე­ბა?

- ერ­თმა ბრძენ­მა თქვა: თუ ბევ­რი ფული და­კარ­გე, არა­ფე­რი და­გი­კარ­გავს, თუ მე­გო­ბა­რი და­კარ­გე, - ბევ­რი რამ და­გი­კარ­გავს, ხოლო თუ ის და­კარ­გე, ყვე­ლა­ფე­რი და­გი­კარ­გავს. რა არის "ის"?

- სინ­დი­სი.

- შენს პა­სუხ­ში არის ლო­გი­კა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ბრძე­ნი რწმე­ნას გუ­ლის­ხმობ­და. რო­მელ სო­ფელ­ში და­ი­ბა­და ნიკო ფი­როს­მა­ნი?

- მირ­ზა­ან­ში.

- რამ­დენ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა ერთი და იგი­ვე პირი არ­ჩე­ულ იქ­ნას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად?

- ზე­დი­ზედ 2-ჯერ.

- მე­რამ­დე­ნე კა­ცად შე­ვი­და სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნი ლუ­დო­ვი­კო XIV-სთან?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლექ­სე­ბი ზე­პი­რად არ ვიცი, ეს სტრო­ფი მახ­სოვს: "ორ­ბე­ლი­ა­ნი ლუ­დო­ვი­კო მე­თო­თხმე­ტეს­თან ალო­დი­ნეს და მე­თხუთ­მე­ტე კა­ცად შე­ვი­და".

- რა ერ­ქვა ვახ­ტანგ გორ­გას­ლის ვაჟს, რო­მე­ლიც მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ქარ­თლში 502-515 წლებ­ში მე­ფობ­და?

- დაჩი.

- ინ­დო­ეთ­ში ზო­გი­ერ­თი ქალი შუბ­ლზე წი­თელ ხალს იხა­ტავს, რო­გორც ბედ­ნი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლოს. რო­მე­ლი კა­ტე­გო­რი­ის ქა­ლე­ბი იხა­ტა­ვენ ხალს?

- და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი, ხომ?

- გა­მო­ი­ცა­ნი. მარ­მა­რი­ლოს ზღვას­თან რო­მელ ზღვას აერ­თებს დარ­და­ნე­ლის სრუ­ტე?

- არ მახ­სოვს.

- ეგე­ო­სის ზღვას. ალექ­სან­დრე დი­უ­მამ რო­მელ რო­მან­ში აღ­წე­რა მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ა­ნი ბარ­თლო­მეს ღამე?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- "დე­დო­ფა­ლი მარ­გო". რა ჰქვია ამე­რი­კის უმაღ­ლეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს?

- კონ­გრე­სი.

- ცნო­ბი­ლია, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქან­და­კე­ბა ამე­რი­კე­ლებს ფრან­გებ­მა აჩუ­ქეს. იგი მო­ქან­და­კე ფრე­დე­რიკ-ოგი­უსტ ბარ­თოლ­დიმ შექ­მნა. ვინ გა­მო­ი­ყე­ნა მო­დე­ლად მო­ქან­და­კემ?

- არ ვიცი.

- მან მო­დე­ლად დედა გა­მო­ი­ყე­ნა. რო­მე­ლი ქარ­თვე­ლი რო­მან­ტი­კო­სი პო­ე­ტია დაკ­რძა­ლუ­ლი ქა­შუ­ე­თის ტა­ძარ­ში?

- გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი.

- "ცოდ­ვაა ქარ­თვე­ლი ქალი, რად­გან მა­მა­კა­ცე­ბი ტი­რა­ნე­ბი ხართ, სულ ერ­თია - მამა იქ­ნე­ბით, საქმრო თუ ქმა­რი. თქვენ არ იცით, რა მო­ი­თხო­ვოთ ქა­ლის­გან. თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი ქცე­ვა გა­მო­ი­ჩი­ნა, კახ­პა­აო იტყვით, თუ თავი შე­ი­კა­ვა, პუ­რი­ტა­ნი­აო... თქვენ უკი­დუ­რე­სი ევ­რო­პე­ლის და აზი­ე­ლის კაპ­რი­ზე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში გაქვთ არე­უ­ლი. როცა ქალი საყ­ვარ­ლად გინ­დათ, მის­გან თა­ვი­სუ­ფალ ქცე­ვას მო­ი­თხოვთ, როცა მას ცო­ლად გა­იხ­დით, მერე აზი­ურ კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბას". კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას რო­მელ რო­მან­ში ვკი­თხუ­ლობთ ამ სი­ტყვებს?

- "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა­ში".

- ავ­ტორს ეთან­ხმე­ბი?

- "ტი­რა­ნი" ცოტა გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი ნათ­ქვა­მია, მაგ­რამ ერ­თი­ა­ნო­ბა­ში სი­მარ­თლეა. ვე­თან­ხმე­ბი, მან ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა აღ­წე­რა.

- აზი­ა­ტი ხარ?

- ყვე­ლა ქარ­თვე­ლი კაცი აზი­ა­ტია, ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც.

- "რო­გორც უფა­ლი, სამ­შობ­ლო ერ­თია ქვე­ყა­ნა­ზე­და". ვინ არის ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი?

- რა­ფი­ელ ერის­თა­ვი.

- რა უწო­და გა­ზეთ­მა "დრო­ე­ბამ" ამ სი­ტყვებს?

- არ ვიცი.

- "მე­თერ­თმე­ტე მცნე­ბა". კლა­სი­კუ­რი ნიუ-იორ­კუ­ლი სა­უზ­მე გუ­ლის­ხმობს სამ ელე­მენტს. ერთი არის ცხე­ლი, მე­ო­რე - თბი­ლი და მე­სა­მე - ახა­ლი. ცხე­ლი ეს არის ყავა, თბი­ლი - ფუნ­თუ­შა, რა არის ახა­ლი?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- გა­ზე­თი "ნიუ-იორკ თა­იმ­სი". ეს მწვერ­ვა­ლი ნე­პა­ლი­სა და ტი­ბე­ტის სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე­ობს, პი­რა­მი­დის ფორ­მა აქვს და ყვე­ლა­ზე მა­ღალ მწვერ­ვა­ლად არის მიჩ­ნე­უ­ლი. მისი სა­ხე­ლი ტი­ბე­ტურ ენა­ზე ღვთა­ებ­რივს ნიშ­ნავს. რო­მელ მწვერ­ვალ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მწვერ­ვა­ლი ჯო­მო­ლუნ­გმაა.

- "მე დაბ­რუ­ნე­ბით ტკი­ვი­ლებს წავ­შლი,/ ოღონდ მოს­ვლამ­დის, ოღონდ ბო­ლომ­დის,/ რო­გორც გა­ზა­ფხულს ელი­ან მთა­ში, -/ შენი ლა­მა­ზი გული მე­ლო­დეს./ შევყრი მე­გობ­რებს მა­ღალ მაყ­რი­ონს,/ ორ­ღო­ბე­ებ­ში გას­რო­ლას დო­ღის,/ ზე­ცის ჩა­მოხ­სნას, მთე­ბის შერ­ყე­ვას ჯილ­დოდ მო­ვუ­ტან ბრწყინ­ვა­ლე ლო­დინს".... ვინ არის ამ სტრო­ფის ავ­ტო­რი?

- მირ­ზა გე­ლო­ვა­ნი.

- რო­მე­ლი მი­თუ­რი ფრინ­ვე­ლი იწ­ვავ­და თავს და მერე ფერ­ფლის­გან კვლავ აღ­დგე­ბო­და, რის გა­მოც მუდ­მი­ვი გა­ნახ­ლე­ბის და აღორ­ძი­ნე­ბის სიმ­ბო­ლოდ იქცა?

- სფინ­ქსი.

- სამ­ხედ­რო გზა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ას­თან აერ­თებს, ჯვრის უღელ­ტე­ხილ­ზე გა­დის. რო­მელ მდი­ნა­რე­თა ხე­ო­ბებს შო­რის მდე­ბა­რე­ობს ჯვრის უღელ­ტე­ხი­ლი?

- არაგ­ვის და თერ­გის.

- ვინ ას­რუ­ლებს ბი­ჭი­კოს როლს ფილმში - "ჭრი­ჭი­ნა"?

- დოდო აბა­ში­ძე.

- ამ­ჟა­მად რო­მე­ლი ქა­ლა­ქი მდე­ბა­რე­ობს ან­ტი­კუ­რი ქა­ლა­ქის, დი­ოს­კუ­რი­ის ად­გილ­ზე?

- სო­ხუ­მი.

- ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, რა ჰქვია ვაჭ­რო­ბის ღმერ­თს, რო­მე­ლიც ასე­ვე მოგ­ზა­ურ­თა მფარ­ვე­ლა­დაც ით­ვლე­ბა?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- ჰერ­მე­სი. სა­და­უ­რი სი­ტყვაა "სა­დის­ტი"?

- მგო­ნი, ფრან­გუ­ლია.

- რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ბლაგ­ვიც, მარ­თიც და მახ­ვი­ლიც?

- კუ­თხე.

- ზეს­ტა­ფო­ნი, ქუ­თა­ი­სი, თბი­ლი­სი და გორი - ამ ქა­ლა­ქე­ბი­დან რო­მე­ლია უძ­ვე­ლე­სი?

- ქუ­თა­ი­სი.

- ვინ არის ცნო­ბი­ლი ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლოს - "იმე­რე­თი - დე­და­ჩე­მი" ავ­ტო­რი?

- და­ვით კა­კა­ბა­ძე.

- რისი ერ­თობ­ლი­ო­ბაა არ­ქი­პე­ლა­გი?

- კუნ­ძუ­ლე­ბის.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე მაქს პლან­კის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "ჭეშ­მა­რი­ტე­ბა არას­დროს იმარ­ჯვებს; უბ­რა­ლოდ, მისი..."

- ვერ და­ვას­რუ­ლებ.

- "...მისი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ნი იხო­ცე­ბი­ან".

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

როგორი ერუდიტია პრემიერის პაროდისტი - "წიგნების კითხვა ბავშვობიდან მიყვარს"

როგორი ერუდიტია პრემიერის პაროდისტი - "წიგნების კითხვა ბავშვობიდან მიყვარს"

"წიგნების კითხვა ბავშვობიდან მიყვარს. ეს ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. რომანები მომწონს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, მხატვრული ლიტერატურის გაცნობას ვეღარ ვახერხებ. გამოცდები მქონდა და უმეტესად იურიდიულ ლიტერატურას ვკითხულობდი", - ამბობს პრემიერ-მინისტრის პაროდისტი, ნიკა კაკაბაძე. მისი საყვარელი ავტორი კონსტანტინე გამსახურდიაა.

- ნიკა, წაკითხულ ნაწარმოებებს ხელმეორედ უბრუნდები?

- ნაწარმოები თუ მომეწონება, გარკვეული ხნის შემდეგ მას აუცილებლად დავუბრუნდები. კონსტანტინე გამსახურდიას "დავით აღმაშენებელი" 4-ჯერ მაქვს წაკითხული. საერთოდ, წიგნის სამყაროში ლევან სანიკიძის "დედა ისტორიით" შევაბიჯე. ის წარუშლელი შთაბეჭდილება დღემდე მახსოვს. ძალიან მომწონს ბალზაკისა და მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება.

- პოეზია?

- პოეზია ნაკლებად მიზიდავს, ლექსებსაც ვერ ვიმახსოვრებ.

- წიგნი მოგიპარავს?

- არასდროს მომიპარავს. ძალიან ვღიზიანდები, როცა წიგნი ჩემგან მიაქვთ და უკან არ მიბრუნებენ.

- საკუთარ თავს რომელიმე ლიტერატურულ პერსონაჟს ამსგავსებ?

- მსგავსების რა გითხრა, მაგრამ კონსტანტინე სავარსამიძე მომწონს. ჩემთვის ძალიან ახლობელია. მისნაირ ადამიანთან ცხოვრებაში სიამოვნებით ვიმეგობრებდი. ჩვენ ერთნაირად ვაზროვნებთ.

- პრემიერ-მინისტრის პაროდიის წყალობით პოპულარული გახდი.

- ხალხი ქუჩაში მცნობს, ჩემ მიმართ დადებითი განწყობა აქვთ და ეს ძალიან მახარებს.

- ზოგიერთის აზრით, შენი პაროდიით პრემიერის დაკნინებაც ხდება.

- ამ კრიტიკას ვერ მივიღებ. ბევრი რამ ექსპრომტად ხდება. მე პრემიერს ვბაძავ. ის გაცილებით მშვიდი და გაწონასწორებულია, ვიდრე - პრეზიდენტი. შესაბამისად, ქართლოს ნატროშვილს მეტად უწევს აქტიურობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრემიერს ვაკნინებ.

- ეს ქალაქი იმერეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 114 მეტრზე მდებარეობს. ქალაქად 1921 წელს გამოცხადდა. 1936-1989 წლებში სხვა სახელი ერქვა. რომელ ქალაქზეა ლაპარაკი?

- (იცინის) ხონზე ხომ არა? ეს ადვილი გამოსაცნობია. აღნიშნულ წლებში ხონს წულუკიძე ერქვა.

- იოანე პეტრიწის განმარტებით, ძველად რიტორიკის სამი დარგი არსებობდა: თანამზრახველთა - სათათბირო, საპაექრო, სადაც პოლემიკა იმართებოდა. დაასახელე მესამე დარგი, სადაც კარგად ჩანდა სიდიადე ორატორობისა.

- უნდა გავიხსენო, ორატორობა სად არის საჭირო?

- მიგანიშნებ, ეს მამაკაცების საქმედ მიიჩნევა.

- თამადობა, არა?

- გამოიცანი. თამადობა კარგად გამოგდის?

- არ მიყვარს. წყნარად, მშვიდად ყოფნა მირჩევნია. ალკოჰოლიც დიდად არ მიზიდავს. არც ვეწევი, ვვარჯიშობ და როცა დალევა მიწევს, უპირატესობას ღვინოს ვანიჭებ.

- თავად, ღვინის დაყენება იცი?

- სოფელში ვარ გაზრდილი და ღვინის დაყენება არ მეცოდინება?

- ერთმა ბრძენმა თქვა: თუ ბევრი ფული დაკარგე, არაფერი დაგიკარგავს, თუ მეგობარი დაკარგე, - ბევრი რამ დაგიკარგავს, ხოლო თუ ის დაკარგე, ყველაფერი დაგიკარგავს. რა არის "ის"?

- სინდისი.

- შენს პასუხში არის ლოგიკა. ამ შემთხვევაში ბრძენი რწმენას გულისხმობდა. რომელ სოფელში დაიბადა ნიკო ფიროსმანი?

- მირზაანში.

- რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე პირი არჩეულ იქნას საქართველოს პრეზიდენტად?

- ზედიზედ 2-ჯერ.

- მერამდენე კაცად შევიდა სულხან-საბა ორბელიანი ლუდოვიკო XIV-სთან?

- მიუხედავად იმისა, რომ ლექსები ზეპირად არ ვიცი, ეს სტროფი მახსოვს: "ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და მეთხუთმეტე კაცად შევიდა".

- რა ერქვა ვახტანგ გორგასლის ვაჟს, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ქართლში 502-515 წლებში მეფობდა?

- დაჩი.

- ინდოეთში ზოგიერთი ქალი შუბლზე წითელ ხალს იხატავს, როგორც ბედნიერების სიმბოლოს. რომელი კატეგორიის ქალები იხატავენ ხალს?

- დაქორწინებულები, ხომ?

- გამოიცანი. მარმარილოს ზღვასთან რომელ ზღვას აერთებს დარდანელის სრუტე?

- არ მახსოვს.

- ეგეოსის ზღვას. ალექსანდრე დიუმამ რომელ რომანში აღწერა მსოფლიოს ისტორიაში საყოველთაოდ ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ბართლომეს ღამე?

- ვერ გიპასუხებ.

- "დედოფალი მარგო". რა ჰქვია ამერიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს?

- კონგრესი.

- ცნობილია, რომ თავისუფლების ქანდაკება ამერიკელებს ფრანგებმა აჩუქეს. იგი მოქანდაკე ფრედერიკ-ოგიუსტ ბართოლდიმ შექმნა. ვინ გამოიყენა მოდელად მოქანდაკემ?

- არ ვიცი.

- მან მოდელად დედა გამოიყენა. რომელი ქართველი რომანტიკოსი პოეტია დაკრძალული ქაშუეთის ტაძარში?

- გრიგოლ ორბელიანი.

- "ცოდვაა ქართველი ქალი, რადგან მამაკაცები ტირანები ხართ, სულ ერთია - მამა იქნებით, საქმრო თუ ქმარი. თქვენ არ იცით, რა მოითხოვოთ ქალისგან. თუ თავისუფალი ქცევა გამოიჩინა, კახპააო იტყვით, თუ თავი შეიკავა, პურიტანიაო... თქვენ უკიდურესი ევროპელის და აზიელის კაპრიზები ერთმანეთში გაქვთ არეული. როცა ქალი საყვარლად გინდათ, მისგან თავისუფალ ქცევას მოითხოვთ, როცა მას ცოლად გაიხდით, მერე აზიურ კარჩაკეტილობას". კონსტანტინე გამსახურდიას რომელ რომანში ვკითხულობთ ამ სიტყვებს?

- "მთვარის მოტაცებაში".

- ავტორს ეთანხმები?

- "ტირანი" ცოტა გაზვიადებული ნათქვამია, მაგრამ ერთიანობაში სიმართლეა. ვეთანხმები, მან ქართული რეალობა აღწერა.

- აზიატი ხარ?

- ყველა ქართველი კაცი აზიატია, ნაწილობრივ მაინც.

- "როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა". ვინ არის ამ სიტყვების ავტორი?

- რაფიელ ერისთავი.

- რა უწოდა გაზეთმა "დროებამ" ამ სიტყვებს?

- არ ვიცი.

- "მეთერთმეტე მცნება". კლასიკური ნიუ-იორკული საუზმე გულისხმობს სამ ელემენტს. ერთი არის ცხელი, მეორე - თბილი და მესამე - ახალი. ცხელი ეს არის ყავა, თბილი - ფუნთუშა, რა არის ახალი?

- ვერ გიპასუხებ.

- გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსი". ეს მწვერვალი ნეპალისა და ტიბეტის საზღვარზე მდებარეობს, პირამიდის ფორმა აქვს და ყველაზე მაღალ მწვერვალად არის მიჩნეული. მისი სახელი ტიბეტურ ენაზე ღვთაებრივს ნიშნავს. რომელ მწვერვალზეა ლაპარაკი?

- ყველაზე მაღალი მწვერვალი ჯომოლუნგმაა.

- "მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,/ ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,/ როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -/ შენი ლამაზი გული მელოდეს./ შევყრი მეგობრებს მაღალ მაყრიონს,/ ორღობეებში გასროლას დოღის,/ ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას ჯილდოდ მოვუტან ბრწყინვალე ლოდინს".... ვინ არის ამ სტროფის ავტორი?

- მირზა გელოვანი.

- რომელი მითური ფრინველი იწვავდა თავს და მერე ფერფლისგან კვლავ აღდგებოდა, რის გამოც მუდმივი განახლების და აღორძინების სიმბოლოდ იქცა?

- სფინქსი.

- სამხედრო გზა, რომელიც საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიასთან აერთებს, ჯვრის უღელტეხილზე გადის. რომელ მდინარეთა ხეობებს შორის მდებარეობს ჯვრის უღელტეხილი?

- არაგვის და თერგის.

- ვინ ასრულებს ბიჭიკოს როლს ფილმში - "ჭრიჭინა"?

- დოდო აბაშიძე.

- ამჟამად რომელი ქალაქი მდებარეობს ანტიკური ქალაქის, დიოსკურიის ადგილზე?

- სოხუმი.

- ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, რა ჰქვია ვაჭრობის ღმერთს, რომელიც ასევე მოგზაურთა მფარველადაც ითვლება?

- ვერ გიპასუხებ.

- ჰერმესი. სადაური სიტყვაა "სადისტი"?

- მგონი, ფრანგულია.

- რა შეიძლება იყოს ბლაგვიც, მართიც და მახვილიც?

- კუთხე.

- ზესტაფონი, ქუთაისი, თბილისი და გორი - ამ ქალაქებიდან რომელია უძველესი?

- ქუთაისი.

- ვინ არის ცნობილი ფერწერული ტილოს - "იმერეთი - დედაჩემი" ავტორი?

- დავით კაკაბაძე.

- რისი ერთობლიობაა არქიპელაგი?

- კუნძულების.

- დაბოლოს, დაასრულე მაქს პლანკის ცნობილი გამონათქვამი: "ჭეშმარიტება არასდროს იმარჯვებს; უბრალოდ, მისი..."

- ვერ დავასრულებ.

- "...მისი მოწინააღმდეგენი იხოცებიან".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"