მი­ი­ღებს თუ არა ოთო ნემ­სა­ძე მე­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას

მი­ი­ღებს თუ არა ოთო ნემ­სა­ძე მე­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას

"ფსი­ქოს" სტუ­მა­რი "ჯე­ოს­ტა­რის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და უკ­რა­ი­ნუ­ლი "ვო­ი­ცეს" ფი­ნა­ლის­ტი ოთო ნემ­სა­ძე­ა. უკ­რა­ი­ნულ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ ის ნამ­დვილ ვარ­სკვლა­ვად აქ­ცია და კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა­საც სწო­რედ ამ ქვე­ყა­ნა­ში გეგ­მავს.

- ოთო, კი­ევ­ში ხში­რად გი­წევს ჩას­ვლა, ამ­ჯე­რად რა­ტომ მი­ემ­გზავ­რე­ბი?

- ამ­ჯე­რად რამ­დე­ნი­მე ახა­ლი სიმ­ღე­რის დე­მო ვერ­სი­ას ჩავ­წერ, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, მო­მა­ვალ­ში ჩემს მე­ო­რე ალ­ბომ­ში შე­ვი­დეს. ძი­რი­თა­დად იქ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნუ­ლი და ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სიმ­ღე­რე­ბი.

- ხომ არ ფიქ­რობ, რომ მშობ­ლი­ურ­ზე მე­ტად უცხო ქვე­ყა­ნა­ში და­ა­ფა­სეს შე­ნი ნი­ჭი?

- არა, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან დიდ მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ­დი ჩე­მი ხალ­ხის­გან და ჩე­მი ქვეყ­ნის­გან, თუმ­ცა არა­ნაკ­ლებ მგულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ უკ­რა­ი­ნა­შიც.

- თუმ­ცა უკ­რა­ი­ნა­ში შეს­რუ­ლე­ბულ სიმ­ღე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით ("ვერ აგის­რუ­ლე") კომ­პო­ზი­ტო­რი ნო­დარ ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი პრე­ტენ­ზი­ას გა­მოთ­ქვამს და ჩი­ვილს აპი­რებს...

- არა მგო­ნი­ა, მე მი­ჩი­ო­დეს, უჩი­ვის უკ­რა­ი­ნულ პირ­ველ არხს. ეს სიმ­ღე­რა კონ­კურს "10X+10-ში" ვიმ­ღე­რე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხი­სა და უკ­რა­ი­ნუ­ლი პირ­ვე­ლი არ­ხის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი იყო. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის არ­ჩე­ვას­თან არა­ფერ შუ­ა­ში არი­ან და იმე­დი­ა, ეს პრობ­ლე­მა გა­ირ­კვე­ვა. გუ­ლი მწყდე­ბა მხო­ლოდ იმა­ზე, რომ ერ­თ-ერ­თმა ტე­ლე­ვი­ზი­ამ ამ თე­მა­ზე მო­ამ­ზა­და სი­უ­ჟე­ტი ისე, რომ ჩემ­თვის არა­ფე­რი უკითხ­ავთ.

- უკ­რა­ი­ნულ "ა­ხალ ხმა­ში" მე­ო­რე ად­გი­ლი მო­ი­პო­ვე. ეს რას ნიშ­ნავს შენ­თვის?

- ძა­ლი­ან ბევრს. ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ შეც­ვა­ლა ჩე­მი მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი და ახ­ლა გა­ცი­ლე­ბით დიდ ბა­ზარ­ზე მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს. რა თქმა უნ­და, წარ­მა­ტე­ბად ვთვლი უცხო ქვე­ყა­ნა­ში ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის გუ­ლის მო­გე­ბას და ამით ბედ­ნი­ე­რი ვარ

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში თუ გაქვს სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე?

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ მიყ­ვარს, ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დად და ძვე­ლე­ბუ­რა­და­ა. ამ თე­მა­ზე მა­ნამ­დეც არ ვსა­უბ­რობ­დი, ვიდ­რე ცნო­ბი­ლი გავ­ხდე­ბო­დი, ეს ჩე­მი ხა­სი­ა­თი­ა.

- ვინ არის შენ­თვის იდე­ა­ლუ­რი ქა­ლი?

- ძა­ლი­ან მომ­წონს მო­ნი­კა და მი­ლა, მაგ­რამ, რა თქმა უნ­და, გა­რეგ­ნო­ბით, ისე კი, ქა­ლი რომ მო­მე­წო­ნოს, უნ­და იყოს ჭკვი­ა­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო, მზრუნ­ვე­ლი და და­ნარ­ჩე­ნი - კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლად.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, მო­ნი­კა და მი­ლა შე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო ერ­თმა­ნეთს დუ­ელ­ში იწ­ვე­ვენ.

- (ი­ცი­ნის) დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვეს­წრე­ბი მაგ მოვ­ლე­ნას.

- რო­მელს უგულ­შე­მატ­კივ­რებ­დი?

- რო­მე­ლიც კარ­გად ის­ვრის.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ხარ, ვის აჩუ­ქებ­დი ძვირ­ფას სა­ჩუ­ქარს?

- ფან­ტა­ზია ასე შორს არ მიშ­ვებს, ამი­ტომ არ ვი­ცი.

- რომ შე­მო­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნათ, ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებ­დი?

- რა, ასე­თი კლი­პი არ­სე­ბობს? (ი­ცი­ნის)

- დი­ახ.

- პო­ლი­ტი­კა ჩე­მი საქ­მე არა­ა. არ ვი­ცო­დი ამ კლი­პის შე­სა­ხებ. მე ყვე­ლა ქარ­თველ­ზე შემ­ტკი­ვა გუ­ლი, მაგ­რამ ვი­საც არ ვიც­ნობ, იმას მსგავ­სი კლი­პე­ბით ვერ და­ვა­ხა­სი­ა­თებ. სა­ერ­თოდ ოდეს­მე ჩემს ურ­თი­ერ­თო­ბას პო­ლი­ტი­კას­თან გა­მოვ­რიცხ­ავ.

- უკ­რა­ი­ნა­ში ალ­ბათ, თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­თა მთე­ლი არ­მია გყავს...

- რომ ვთქვა, არ მყავ­ს-მეთ­ქი - მო­გატყ­უ­ებ. ჩემს ყვე­ლა სიმ­ღე­რას საკ­მა­ოდ დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ყვე­ლა­ზე მე­ტად კი ხალ­ხი უკ­რა­ი­ნულ­მა სიმ­ღე­რამ აღაფ­რთო­ვა­ნა.

- რო­მან­ტი­კუ­ლი ხარ?

- კი, რო­მან­ტი­კუ­ლი ვარ და მიყ­ვარს ყვე­ლა­ფე­რი, რაც რო­მან­ტი­კას უკავ­შირ­დე­ბა.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რომ იყო, რო­მელ სიმ­ღე­რას მი­უძღ­ვნი­დი საყ­ვა­რელ ქალს?

- საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის­თვის, ალ­ბათ, თა­ვად დავ­წერ სიმ­ღე­რას.

- და­ბო­ლოს, იქ­ნებ გაგ­ვიმ­ხი­ლო შე­ნი უახ­ლო­ე­სი გეგ­მე­ბი.

- ჩე­მი კა­რი­ე­რის დი­დი ნა­წი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. იგეგ­მე­ბა ალ­ბო­მის ჩა­წე­რა და რამ­დე­ნი­მე ვი­დე­ორ­გო­ლის გა­და­ღე­ბა. მა­ლე ჩე­მი პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ალ­ბო­მი გა­მო­ვა და ამ ალ­ბო­მის პრე­ზენ­ტა­ცი­აც აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა.

ფსიქოლოგის რჩევა

და­ვით ან­დღუ­ლა­ძე - ფსი­ქო­ლო­გი: აქ­ტი­უ­რი, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და ბუ­ნე­ბით ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბაა. არის ზო­მი­ე­რად აგ­რე­სი­უ­ლიც, თუმ­ცა მის ხა­სი­ათ­ში ემო­ცი­უ­რო­ბაც შე­სამ­ჩნე­ვი­ა. აქვს დახ­ვე­წი­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი.

მაკა ქობალია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება