საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯაბა ჯიშკარიანი - "ვითხოვთ იმ პირების დასჯას, რომლებიც მიქაუტაძის წამებაში მონაწილეობდნენ"
ჯაბა ჯიშკარიანი - "ვითხოვთ იმ პირების დასჯას, რომლებიც მიქაუტაძის წამებაში მონაწილეობდნენ"

ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ჯაბა ჯიშ­კა­რი­ა­ნი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი გახ­ლდათ. რამ­დე­ნი­მე თა­ნა­მებ­რძოლ­თან ერ­თად ყვე­ლა­ფერს აპ­რო­ტეს­ტებ­და, რაც ძვე­ლი მთავ­რო­ბის ქმე­დე­ბებ­ში არ მოს­წონ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მოს­ვლის შემ­დეგ მისი მე­გობ­რე­ბის ნა­წი­ლი სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში გა­და­ვი­და. ჯაბა კი ამ ბოლო დროს არ­სად ჩან­და.

- ჯაბა, რო­გორ გრძელ­დე­ბა შენი ცხოვ­რე­ბა ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ?

- ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ყო­ველ­თვის იყო თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყო­ველ­თვის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­სა და ხალ­ხის ნე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე. ჩემ­თვის ყო­ველ­თვის ფა­სე­უ­ლი იყო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და დღე­საც ამ ნი­შას ვი­კა­ვებ. მე­გობ­რებ­თან ერ­თად ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას "სა­მო­ქა­ლა­ქო ფრონ­ტის" სა­ხე­ლით ვაგ­რძე­ლებ. ვე­ლო­დე­ბით ძვე­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის გახ­სნას, რო­დე­საც ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კრი­მი­ნა­ლუ­რად, არა­კა­ნო­ნი­ე­რად მოქ­მე­დებ­და სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ.

- არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი საკ­მა­ოდ წარმ­ტე­ბუ­ლად და­საქმდა, დაჩი ცა­გუ­რია, ირაკ­ლი კორ­ძა­ია...

- ყვე­ლას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვამ­ბობ­დი, რომ არა­სო­დეს მიბ­რძო­ლია პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მე­გობ­რებს, ღმერ­თმა გა­უ­მარ­ჯოთ, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვი­ან­თი ად­გი­ლი იპო­ვეს. დღემ­დე ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან და ასე იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მათ არ­ჩე­ვანს, მი­ვე­სალ­მე­ბი, მაგ­რამ ჩემი საქ­მე არ არის კონ­კრე­ტულ უწყე­ბა­ში ჩა­კეტ­ვა.

- დღეს რო­მელ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას უჭერ მხარს?

- არც ერთს (იღი­მე­ბა)... ეს არ არის ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი. მე ვიბ­რძვი ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად - აკა­კი და­რა­სე­ლია, ილია წურ­წუ­მია, გი­ორ­გი და­ლა­ქიშ­ვი­ლი, გო­გი­ტა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი და სხვე­ბი... ბოლო დროს აქ­ცია არ მოგ­ვი­წყვია, მაგ­რამ გან­ცხა­დე­ბებს ვავ­რცე­ლებთ. ბო­ლოს მი­ქა­უ­ტა­ძის საქ­მე­ზე გა­ვავ­რცე­ლეთ გან­ცხა­დე­ბა. ვი­თხოვთ იმ პი­რე­ბის დას­ჯას, რომ­ლე­ბიც მის წა­მე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. გა­სა­გე­ბია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას და ჩვენ თუ არ გვინ­და, გირ­გვლი­ა­ნი­სა და ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ახა­ლი ეპო­ქა და­ი­წყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლის თვალ­ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია ბა­ტო­ნი მი­ქა­უ­ტა­ძე, ის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დეა მიყ­ვა­ნი­ლი, ვე­ლო­დე­ბით შსს-დან და სხვა უწყე­ბე­ბი­დან, რომ და­ი­სა­ჯონ დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, რათა სხვებ­მა იგი­ვე არ გა­ბე­დონ. გან­ცხა­დე­ბა­შიც აღ­ვნიშ­ნეთ, რომ ეს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­ი­ტინგზეც აი­სა­ხე­ბა. ვნა­ხოთ, დას­ჯის დამ­ნა­შა­ვე­ებს თუ ახი­რე­ბის პო­ზი­ცი­ა­ში ჩა­ვარ­დე­ბა, რო­გორც თა­ვის დრო­ზე მე­რა­ბიშ­ვი­ლი და სა­ა­კაშ­ვი­ლი იქ­ცე­ოდ­ნენ.

- ჯაბა, იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­დან, ვის წი­ნა­აღ­მდე­გაც იბ­რძო­დით წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, დღეს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ბაჩო ახა­ლა­ია და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რია ის ბრა­ლი, რაც ახა­ლა­ი­ას წა­რუდ­გი­ნეს?

- რა თქმა უნდა, არ არის საკ­მა­რი­სი, მას მეტი და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რას არა აქვს საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და ალ­ბათ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კე­თილს ინე­ბე­ბენ, მივ­ლენ და და­წე­რენ სა­ჩივ­რებს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჯაბა ჯიშკარიანი - "ვითხოვთ იმ პირების დასჯას, რომლებიც მიქაუტაძის წამებაში მონაწილეობდნენ"

ჯაბა ჯიშკარიანი - "ვითხოვთ იმ პირების დასჯას, რომლებიც მიქაუტაძის წამებაში მონაწილეობდნენ"

ვარდების რევოლუციის შემდეგ ჯაბა ჯიშკარიანი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ოპოზიციონერი გახლდათ. რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად ყველაფერს აპროტესტებდა, რაც ძველი მთავრობის ქმედებებში არ მოსწონდა. ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ მისი მეგობრების ნაწილი სახელმწიფო სამსახურში გადავიდა. ჯაბა კი ამ ბოლო დროს არსად ჩანდა.

- ჯაბა, როგორ გრძელდება შენი ცხოვრება ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ?

- ჩვენი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო თანასწორუფლებიანი თავისუფალი საზოგადოება, სადაც ხელისუფლება ყოველთვის ორიენტირებული იქნებოდა სამართლიანობასა და ხალხის ნების აღსრულებაზე. ჩემთვის ყოველთვის ფასეული იყო ადამიანის უფლებების დაცვა და დღესაც ამ ნიშას ვიკავებ. მეგობრებთან ერთად ადამიანების უფლებების დაცვას "სამოქალაქო ფრონტის" სახელით ვაგრძელებ. ველოდებით ძველი დანაშაულებების გახსნას, როდესაც ძველი ხელისუფლება კრიმინალურად, არაკანონიერად მოქმედებდა საკუთარი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ.

- არჩევნების შემდეგ რამდენიმე უფლებადამცველი საკმაოდ წარმტებულად დასაქმდა, დაჩი ცაგურია, ირაკლი კორძაია...

- ყველას თავისი ცხოვრება აქვს. წლების განმავლობაში ვამბობდი, რომ არასოდეს მიბრძოლია პრივილეგიებისთვის. რაც შეეხება ჩემს მეგობრებს, ღმერთმა გაუმარჯოთ, ამ ადამიანებმა თავიანთი ადგილი იპოვეს. დღემდე ჩემი მეგობრები არიან და ასე იქნება. რაც შეეხება მათ არჩევანს, მივესალმები, მაგრამ ჩემი საქმე არ არის კონკრეტულ უწყებაში ჩაკეტვა.

- დღეს რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერ მხარს?

- არც ერთს (იღიმება)... ეს არ არის ჩვენი ორგანიზაციის ამოსავალი წერტილი. მე ვიბრძვი ჩემს მეგობრებთან ერთად - აკაკი დარასელია, ილია წურწუმია, გიორგი დალაქიშვილი, გოგიტა ხიზანიშვილი და სხვები... ბოლო დროს აქცია არ მოგვიწყვია, მაგრამ განცხადებებს ვავრცელებთ. ბოლოს მიქაუტაძის საქმეზე გავავრცელეთ განცხადება. ვითხოვთ იმ პირების დასჯას, რომლებიც მის წამებაში მონაწილეობდნენ. გასაგებია, რომ საქართველოს ჰყავს ახალი ხელისუფლება, რომელიც სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას და ჩვენ თუ არ გვინდა, გირგვლიანისა და ვაზაგაშვილის ახალი ეპოქა დაიწყოს საქართველოში, რომლის თვალნათელი მაგალითია ბატონი მიქაუტაძე, ის თვითმკვლელობამდეა მიყვანილი, ველოდებით შსს-დან და სხვა უწყებებიდან, რომ დაისაჯონ დამნაშავე პოლიციელები, რათა სხვებმა იგივე არ გაბედონ. განცხადებაშიც აღვნიშნეთ, რომ ეს ახალი ხელისუფლების რეიტინგზეც აისახება. ვნახოთ, დასჯის დამნაშავეებს თუ ახირების პოზიციაში ჩავარდება, როგორც თავის დროზე მერაბიშვილი და სააკაშვილი იქცეოდნენ.

- ჯაბა, იმ ადამიანებიდან, ვის წინააღმდეგაც იბრძოდით წინა ხელისუფლების დროს, დღეს ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია დაკავებულები არიან. რამდენად ადეკვატურია ის ბრალი, რაც ახალაიას წარუდგინეს?

- რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, მას მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი. ჩვენი ინფორმაციით, პროკურატურას არა აქვს საკმარისი მტკიცებულება და ალბათ მოქალაქეები კეთილს ინებებენ, მივლენ და დაწერენ საჩივრებს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია