პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქუჩის ბიჭები" შოუბიზნესის აღორძინებას აპირებენ
"ქუჩის ბიჭები" შოუბიზნესის აღორძინებას აპირებენ

რამ­დე­ნი­მე წლის წინ "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი" ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯგუ­ფი იყო ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში. ოთხი ახალ­გაზ­რდა სიმ­პა­თი­უ­რი მა­მა­კა­ცი გან­სა­კუთ­რე­ბით თი­ნე­ი­ჯერ გო­გო­ნებს მოს­წონ­დათ და მათ­თან ერ­თად ფო­ტოს გა­და­სა­ღე­ბად ათას­ნა­ირ ხერ­ხს მი­მარ­თავ­დნენ. მერე "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი" და­ი­შა­ლა. ჯგუ­ფის ერთ-ერთი წევ­რი ბე­დის სა­ძი­ებ­ლად ამე­რი­კა­ში გა­ემ­გზავ­რა, მე­ო­რემ - პო­ლი­ტი­კა­ში სცა­და ბედი, ფეხ­ბურ­თის ბიზ­ნეს­შიც ჩა­ერ­თო... ახლა ბი­ჭებ­მა გა­და­წყვი­ტეს, კვლავ შე­იკ­რი­ბონ და მსმე­ნე­ლი გა­ა­ხა­რონ. ამ­ჯე­რად სიმ­ღე­რა თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­თან, ანი ღონ­ღა­ძეს­თან ერ­თად ჩა­წე­რეს და სულ მალე მა­ყუ­რე­ბე­ლი ამ სიმ­ღე­რა­ზე გა­და­ღე­ბულ კლიპ­საც იხი­ლავს. ამ და სხვა ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე ჩვენ ანის­თან, პა­ა­ტა ხა­ჩი­ძე­სა და გუ­რამ ლო­მი­ძეს­თან ვი­სა­უბ­რეთ.

- რო­გორც ვიცი, შარ­შა­ნაც გქონ­დათ ჯგუ­ფის აღ­დგე­ნის მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რის ჩა­წე­რით შე­მო­ი­ფარ­გლა...

გუ­რა­მი:

- შარ­შან ამე­რი­კი­დან მხო­ლოდ ერთი თვით ჩა­მო­ვე­დი და ჩვე­ნი ერ­თად ყოფ­ნა ამი­ტო­მაც არ იყო ხან­გრძლი­ვი. მერე ზამ­თარ­შიც ჩა­მო­ვე­დი და სწო­რედ მა­შინ და­ვა­წყვეთ სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო­ში შო­უ­ბიზ­ნე­სი "ავ­წი­ოთ" იმ დო­ნემ­დე, რომ კონ­ცერ­ტე­ბი ჩა­ტარ­დეს, ხალ­ხი ბი­ლე­თებს ყი­დუ­ლობ­დეს და ქარ­თველ შემ­სრუ­ლებ­ლებს უს­მენ­დეს...

- ე.ი. ქარ­თულ­მა შო­უ­ბიზ­ნეს­მა იმი­ტომ "მი­ი­ძი­ნა", რომ "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი" და­ი­შა­ლა? ამ ჯგუ­ფის აღ­დგე­ნა ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­საც აღად­გენს? ეს ცოტა არ იყოს, ხმა­მა­ღა­ლი გა­ნა­ცხა­დი ხომ არ არის?

- კარ­გად გა­იხ­სე­ნეთ, ომის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში გა­მოჩ­ნდა ჯგუ­ფი "სახე", რო­მე­ლიც 3 წელი არ­სე­ბობ­და. სწო­რედ ამ ჯგუფ­მა და­ი­წყო შო­უ­ბიზ­ნე­სის აღორ­ძი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და მათ მიერ და­წყე­ბუ­ლი გზა "ქუ­ჩის ბი­ჭებ­მა" გა­აგ­რძე­ლა. მერე გა­მოჩ­ნდნენ სხვა ჯგუ­ფე­ბი თუ მომ­ღერ­ლე­ბი. ახ­ლაც ასე იქ­ნე­ბა...

პა­ა­ტა:

- არ მინ­და, ამ­ბი­ცი­უ­რი გა­ნა­ცხა­დი გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ მა­შინ ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ ყვე­ლა ჟურ­ნალ-გა­ზეთ­ში ჩვენ­ზე წერ­დნენ. მერე კი "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი" აღა­რა­ვის სჭირ­დე­ბო­და - ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი გახ­დნენ.

გუ­რა­მი:

- შო­უ­ბიზ­ნე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმი­ტომ არ არ­სე­ბობს, რომ ზოგ-ზო­გი­ერ­თე­ბი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის დაკ­ვე­თით მარ­თავ­დნენ უფა­სო კონ­ცერ­ტებს, ამას ხალ­ხი მი­ეჩ­ვია და ფა­სი­ან კონ­ცერ­ტზე წას­ვლა, ბი­ლე­თის ყიდ­ვა აღა­რა­ვის სურ­და; დის­კე­ბის გა­ყიდ­ვა­ზე ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია... ისე, "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი" არა­სო­დეს დაშ­ლი­ლა: ამ ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზის დრო­საც არა­ერ­თი სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რეთ.

- ახლა კი­დევ ერთი ახა­ლი სიმ­ღე­რა ჩა­წე­რეთ და კლი­პიც გა­და­ი­ღეთ. ეს დუ­ე­ტია და მას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნობ გო­გო­ნას­თან ერ­თად ას­რუ­ლებთ...

- ანი "ახალ ხმა­ში" მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ის დათო ფორჩხი­ძის გუნდში იყო. სამ­წუ­ხა­როდ, ფი­ნალ­ში ვერ გა­და­ვი­და, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია. ანი ზურა ხა­ჩი­ძემ გაგ­ვაც­ნო. ძა­ლი­ან უნ­დო­და, ჩვენ­თან დუ­ე­ტი ჩა­ე­წე­რა და ეს სურ­ვი­ლი ავუს­რუ­ლეთ. დათო ფორჩხი­ძეს გული ეტ­კი­ნა, ანის ჩვენ რომ ვუყ­ვარ­ვართ.

ანი:

- რა­ტომ, და­თოც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი" ბავ­შვო­ბი­დან მომ­წონს. მი­მაჩ­ნია, რომ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჯგუ­ფია. "ახალ ხმა­ში" რომ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ზურა გარ­კვე­ულ რჩე­ვებს მაძ­ლევ­და, პრო­ექ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კი ჯგუ­ფის და­ნარ­ჩენ წევ­რებ­საც შევ­ხვდი.

- თქვე­ნი აზ­რით, ეს დუ­ე­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა?

გუ­რა­მი:

- აუ­ცი­ლებ­ლად. სიმ­ღე­რის ავ­ტო­რი პა­ა­ტა ფარ­ცვა­ნი­აა; ტექ­სტი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა ერ­თობ­ლი­ვად დავ­წე­რეთ, ხოლო კლიპ­ზე "ახა­ლი ხმის" მო­ნა­წი­ლემ, თორ­ნი­კე გუ­ლაშ­ვილ­მა იმუ­შა­ვა.

პა­ა­ტა:

- ჩვენს კლიპს მა­ყუ­რე­ბე­ლი სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს შე­ა­ფა­სებს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­სი­კა­ლუ­რი არ­ხე­ბის სიმ­ცი­რის გამო, კლი­პის მა­ყუ­რებ­ლამ­დე მი­ტა­ნა ცოტა არ იყოს, რთუ­ლია...

გუ­რა­მი:

- რა­ტომ? არა­ერ­თი მუ­სი­კა­ლუ­რი არხი არ­სე­ბობს, რო­მელ­საც თა­ვი­სი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს.

პა­ა­ტა:

- რო­გორც ვიცი, კი­დევ ერთი მუ­სი­კა­ლუ­რი არხი და­არ­სდე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­კეთ­დე­ბა მუ­სი­კა­ლუ­რი ათე­უ­ლე­ბი, სა­დაც აჩ­ვე­ნე­ბენ ვი­დე­ორ­გო­ლებს. ამით კონ­კუ­რენ­ცია უფრო გა­იზ­რდე­ბა და მსმე­ნელს ყვე­ლა მომ­ღე­რა­ლი გა­ცი­ლე­ბით კარგ პრო­დუქ­ცი­ას შეს­თა­ვა­ზებს...

- ანი, ორი­ო­დე სი­ტყვით შენ­ზეც გვი­ამ­ბე...

- მუ­სი­კა­ლუ­რი შვიდ­წლე­დი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ამ­ჟა­მად თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ, მე­ო­თხე კურ­სზე გა­და­ვე­დი... კონ­კურ­სე­ბი არ მიყ­ვარს და რო­მე­ლი­მე მათ­გან­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­გან თავს ვი­კა­ვებ­დი, მაგ­რამ "ახა­ლი ხმის" ფორ­მა­ტი მო­მე­წო­ნა; ჩავ­თვა­ლე, რომ აქ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნას მაქ­სი­მა­ლუ­რად შევ­ძლებ­დი.

- ახლა რო­გორ აპი­რებ კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას?

- სოლო სიმ­ღე­რის ჩა­წე­რას ვგეგ­მავ, რო­მელ­ზეც ალ­ბათ, კლიპ­საც გა­და­ვი­ღებთ. გარ­და ამი­სა, სას­წავ­ლებ­ლად მივ­დი­ვარ საფ­რან­გეთ­ში. იქ ად­რეც ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ენა არ ვი­ცო­დი და უკან დავ­ბრუნ­დი. ახლა ფრან­გულ ენას ვე­უფ­ლე­ბი და მომ­ზა­დე­ბუ­ლი გა­ვემ­გზავ­რე­ბი. საფ­რან­გეთ­ში მე­გო­ბა­რი მე­ლო­დე­ბა, რო­მელ­საც ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით დიდი გეგ­მე­ბი აქვს...

- კვლავ "ქუ­ჩის ბი­ჭებს" და­ვუბ­რუნ­დეთ. შარ­შან ჯგუ­ფის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა რომ და­ა­ა­ნონ­სეთ, სოლო კონ­ცერ­ტზეც სა­უბ­რობ­დით...

პა­ა­ტა:

- პირ­ველ აგ­ვის­ტოს ბა­თუმ­ში, პი­ა­ცა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა ჩვე­ნი კონ­ცერ­ტი, რო­მე­ლიც მარ­თა­ლია, ღია ცის ქვეშ ჩა­ტარ­დე­ბა, მაგ­რამ ფა­სი­ა­ნი იქ­ნე­ბა. ისიც უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სიმ­ღე­რას ბენდთან ერ­თად შე­ვას­რუ­ლებთ. ახლა რე­პე­ტი­ცი­ებს გავ­დი­ვართ... სექ­ტემ­ბერ­ში ჩვე­ნი სოლო კონ­ცერ­ტი თბი­ლის­შიც გა­ი­მარ­თე­ბა. ხუთი მუ­სი­კა­ლუ­რი ალ­ბო­მი გვაქვს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი და გვინ­და, ამ ალ­ბო­მე­ბი­დან ჩვე­ნი სა­უ­კე­თე­სო ჰი­ტე­ბი ამოვკრი­ბოთ და მე­ექ­ვსე ალ­ბო­მი გა­მოვ­ცეთ.

- აგ­ვის­ტო­ში და­გეგ­მილ კონ­ცერ­ტზე ჯგუ­ფი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით წარ­დგე­ბა?

- სრუ­ლი არა, ძვე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით ვიმ­ღე­რებთ, - ანუ ჩვენ­თან ერ­თად იქ­ნე­ბა ირაკ­ლი ნო­ზა­ძე. რაც შე­ე­ხე­ბა პა­ა­ტა ცე­ცხლა­ძეს, ის სას­წავ­ლებ­ლად პრა­ღა­ში წა­ვი­და.

- პა­ა­ტა თქვე­ნი ჯგუ­ფის წევ­რი აღარ არის?

- არა. მას ყო­ველ­თვის უნ­დო­და სა­ზღვარ­გა­რეთ ეს­წავ­ლა. ყვე­ლამ კარ­გად იცით, რომ ის სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გა­ლობ­და და სწავ­ლაც კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის გან­ხრით გა­ნაგ­რძო. მას სხვა მიზ­ნე­ბი აქვს და ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენ­თვის დროც არ ჰქონ­და. წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებთ...

- თქვე­ნი ჯგუ­ფი კლი­პე­ბით კი­დევ გაგ­ვა­ნე­ბივ­რებს?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. ამ­ჟა­მად ზაზა ხუ­ბუ­კე­ლაშ­ვი­ლის სიმ­ღე­რა­ზე ვმუ­შა­ობთ, რო­მელ­ზეც კლიპ­საც აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ვი­ღებთ.

- გუ­რამ, შენი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი რამ­დე­ნად ხან­გრძლი­ვია?

- ექ­ვსი თვით ვარ ჩა­მო­სუ­ლი. გა­ზა­ფხულ­ზე სამი თვით წა­ვალ, საქ­მეს მივ­ხე­დავ და მერე ისევ დავ­ბრუნ­დე­ბი.

- გვი­ამ­ბე შენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. პი­ცე­რია ისევ გაქვს?

- არა. კარ­გა ხა­ნია, ეგ ბიზ­ნე­სი გავ­ყი­დე. ახლა შიდა გა­და­ზიდ­ვე­ბის ბიზ­ნე­სი გვაქვს, რო­მელ­საც ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ. მე გა­ზა­ფხულ­ზე ჩა­ვალ, რა­ღა­ცებს გა­და­ვა­ხა­ლი­სებ და ისევ დავ­ბრუნ­დე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო ხომ ჩემი სახ­ლია...

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"ქუჩის ბიჭები" შოუბიზნესის აღორძინებას აპირებენ

"ქუჩის ბიჭები" შოუბიზნესის აღორძინებას აპირებენ

რამდენიმე წლის წინ "ქუჩის ბიჭები" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი იყო ქართულ შოუბიზნესში. ოთხი ახალგაზრდა სიმპათიური მამაკაცი განსაკუთრებით თინეიჯერ გოგონებს მოსწონდათ და მათთან ერთად ფოტოს გადასაღებად ათასნაირ ხერხს მიმართავდნენ. მერე "ქუჩის ბიჭები" დაიშალა. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ბედის საძიებლად ამერიკაში გაემგზავრა, მეორემ - პოლიტიკაში სცადა ბედი, ფეხბურთის ბიზნესშიც ჩაერთო... ახლა ბიჭებმა გადაწყვიტეს, კვლავ შეიკრიბონ და მსმენელი გაახარონ. ამჯერად სიმღერა თაყვანისმცემელთან, ანი ღონღაძესთან ერთად ჩაწერეს და სულ მალე მაყურებელი ამ სიმღერაზე გადაღებულ კლიპსაც იხილავს. ამ და სხვა ბევრ საინტერესო თემაზე ჩვენ ანისთან, პაატა ხაჩიძესა და გურამ ლომიძესთან ვისაუბრეთ.

- როგორც ვიცი, შარშანაც გქონდათ ჯგუფის აღდგენის მცდელობა, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე სიმღერის ჩაწერით შემოიფარგლა...

გურამი:

- შარშან ამერიკიდან მხოლოდ ერთი თვით ჩამოვედი და ჩვენი ერთად ყოფნა ამიტომაც არ იყო ხანგრძლივი. მერე ზამთარშიც ჩამოვედი და სწორედ მაშინ დავაწყვეთ სამომავლო გეგმები. ჩვენი მიზანია, საქართველოში შოუბიზნესი "ავწიოთ" იმ დონემდე, რომ კონცერტები ჩატარდეს, ხალხი ბილეთებს ყიდულობდეს და ქართველ შემსრულებლებს უსმენდეს...

- ე.ი. ქართულმა შოუბიზნესმა იმიტომ "მიიძინა", რომ "ქუჩის ბიჭები" დაიშალა? ამ ჯგუფის აღდგენა ქართულ შოუბიზნესსაც აღადგენს? ეს ცოტა არ იყოს, ხმამაღალი განაცხადი ხომ არ არის?

- კარგად გაიხსენეთ, ომის შემდგომ პერიოდში გამოჩნდა ჯგუფი "სახე", რომელიც 3 წელი არსებობდა. სწორედ ამ ჯგუფმა დაიწყო შოუბიზნესის აღორძინება საქართველოში და მათ მიერ დაწყებული გზა "ქუჩის ბიჭებმა" გააგრძელა. მერე გამოჩნდნენ სხვა ჯგუფები თუ მომღერლები. ახლაც ასე იქნება...

პაატა:

- არ მინდა, ამბიციური განაცხადი გამომივიდეს, მაგრამ მაშინ ისეთი პოპულარულები ვიყავით, რომ ყველა ჟურნალ-გაზეთში ჩვენზე წერდნენ. მერე კი "ქუჩის ბიჭები" აღარავის სჭირდებოდა - ჩვენი ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკა და პოლიტიკოსები გახდნენ.

გურამი:

- შოუბიზნესი საქართველოში იმიტომ არ არსებობს, რომ ზოგ-ზოგიერთები პოლიტიკოსების დაკვეთით მართავდნენ უფასო კონცერტებს, ამას ხალხი მიეჩვია და ფასიან კონცერტზე წასვლა, ბილეთის ყიდვა აღარავის სურდა; დისკების გაყიდვაზე ლაპარაკიც ზედმეტია... ისე, "ქუჩის ბიჭები" არასოდეს დაშლილა: ამ ხანგრძლივი პაუზის დროსაც არაერთი სიმღერა ჩავწერეთ.

- ახლა კიდევ ერთი ახალი სიმღერა ჩაწერეთ და კლიპიც გადაიღეთ. ეს დუეტია და მას საზოგადოებისთვის უცნობ გოგონასთან ერთად ასრულებთ...

- ანი "ახალ ხმაში" მონაწილეობდა. ის დათო ფორჩხიძის გუნდში იყო. სამწუხაროდ, ფინალში ვერ გადავიდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ძალიან ნიჭიერია. ანი ზურა ხაჩიძემ გაგვაცნო. ძალიან უნდოდა, ჩვენთან დუეტი ჩაეწერა და ეს სურვილი ავუსრულეთ. დათო ფორჩხიძეს გული ეტკინა, ანის ჩვენ რომ ვუყვარვართ.

ანი:

- რატომ, დათოც ძალიან მიყვარს. "ქუჩის ბიჭები" ბავშვობიდან მომწონს. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯგუფია. "ახალ ხმაში" რომ ვმონაწილეობდი, ზურა გარკვეულ რჩევებს მაძლევდა, პროექტის დამთავრების შემდეგ კი ჯგუფის დანარჩენ წევრებსაც შევხვდი.

- თქვენი აზრით, ეს დუეტი წარმატებული იქნება?

გურამი:

- აუცილებლად. სიმღერის ავტორი პაატა ფარცვანიაა; ტექსტი ჯგუფის წევრებმა ერთობლივად დავწერეთ, ხოლო კლიპზე "ახალი ხმის" მონაწილემ, თორნიკე გულაშვილმა იმუშავა.

პაატა:

- ჩვენს კლიპს მაყურებელი სექტემბრის ბოლოს შეაფასებს.

- საქართველოში მუსიკალური არხების სიმცირის გამო, კლიპის მაყურებლამდე მიტანა ცოტა არ იყოს, რთულია...

გურამი:

- რატომ? არაერთი მუსიკალური არხი არსებობს, რომელსაც თავისი მაყურებელი ჰყავს.

პაატა:

- როგორც ვიცი, კიდევ ერთი მუსიკალური არხი დაარსდება. კარგი იქნება, თუ გაკეთდება მუსიკალური ათეულები, სადაც აჩვენებენ ვიდეორგოლებს. ამით კონკურენცია უფრო გაიზრდება და მსმენელს ყველა მომღერალი გაცილებით კარგ პროდუქციას შესთავაზებს...

- ანი, ორიოდე სიტყვით შენზეც გვიამბე...

- მუსიკალური შვიდწლედი მაქვს დამთავრებული. ამჟამად თეატრალურ უნივერსიტეტში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობ, მეოთხე კურსზე გადავედი... კონკურსები არ მიყვარს და რომელიმე მათგანში მონაწილეობისგან თავს ვიკავებდი, მაგრამ "ახალი ხმის" ფორმატი მომეწონა; ჩავთვალე, რომ აქ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას მაქსიმალურად შევძლებდი.

- ახლა როგორ აპირებ კარიერის გაგრძელებას?

- სოლო სიმღერის ჩაწერას ვგეგმავ, რომელზეც ალბათ, კლიპსაც გადავიღებთ. გარდა ამისა, სასწავლებლად მივდივარ საფრანგეთში. იქ ადრეც ვიყავი, მაგრამ ენა არ ვიცოდი და უკან დავბრუნდი. ახლა ფრანგულ ენას ვეუფლები და მომზადებული გავემგზავრები. საფრანგეთში მეგობარი მელოდება, რომელსაც ჩემთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს...

- კვლავ "ქუჩის ბიჭებს" დავუბრუნდეთ. შარშან ჯგუფის გაერთიანება რომ დააანონსეთ, სოლო კონცერტზეც საუბრობდით...

პაატა:

- პირველ აგვისტოს ბათუმში, პიაცაზე გაიმართება ჩვენი კონცერტი, რომელიც მართალია, ღია ცის ქვეშ ჩატარდება, მაგრამ ფასიანი იქნება. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტურად ყველა სიმღერას ბენდთან ერთად შევასრულებთ. ახლა რეპეტიციებს გავდივართ... სექტემბერში ჩვენი სოლო კონცერტი თბილისშიც გაიმართება. ხუთი მუსიკალური ალბომი გვაქვს გამოშვებული და გვინდა, ამ ალბომებიდან ჩვენი საუკეთესო ჰიტები ამოვკრიბოთ და მეექვსე ალბომი გამოვცეთ.

- აგვისტოში დაგეგმილ კონცერტზე ჯგუფი მსმენელის წინაშე სრული შემადგენლობით წარდგება?

- სრული არა, ძველი შემადგენლობით ვიმღერებთ, - ანუ ჩვენთან ერთად იქნება ირაკლი ნოზაძე. რაც შეეხება პაატა ცეცხლაძეს, ის სასწავლებლად პრაღაში წავიდა.

- პაატა თქვენი ჯგუფის წევრი აღარ არის?

- არა. მას ყოველთვის უნდოდა საზღვარგარეთ ესწავლა. ყველამ კარგად იცით, რომ ის სამების საკათედრო ტაძარში გალობდა და სწავლაც კლასიკური მუსიკის განხრით განაგრძო. მას სხვა მიზნები აქვს და ფაქტობრივად, ჩვენთვის დროც არ ჰქონდა. წარმატებას ვუსურვებთ...

- თქვენი ჯგუფი კლიპებით კიდევ გაგვანებივრებს?

- რასაკვირველია. ამჟამად ზაზა ხუბუკელაშვილის სიმღერაზე ვმუშაობთ, რომელზეც კლიპსაც აუცილებლად გადავიღებთ.

- გურამ, შენი საქართველოში ვიზიტი რამდენად ხანგრძლივია?

- ექვსი თვით ვარ ჩამოსული. გაზაფხულზე სამი თვით წავალ, საქმეს მივხედავ და მერე ისევ დავბრუნდები.

- გვიამბე შენს საქმიანობაზე. პიცერია ისევ გაქვს?

- არა. კარგა ხანია, ეგ ბიზნესი გავყიდე. ახლა შიდა გადაზიდვების ბიზნესი გვაქვს, რომელსაც ჩემი ბიძაშვილები აკონტროლებენ. მე გაზაფხულზე ჩავალ, რაღაცებს გადავახალისებ და ისევ დავბრუნდები. საქართველო ხომ ჩემი სახლია...

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება