სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გელა დაიაური: "დასამალი არაფერი მაქვს. ცოლს თუ მოვიყვან, ხმამაღლა ვიტყვი"
გელა დაიაური: "დასამალი არაფერი მაქვს. ცოლს თუ მოვიყვან, ხმამაღლა ვიტყვი"

შვიდ ივ­ლისს გელა და­ი­ა­ურ­მა შვილს "ფე­ის­ბუქ­ზე" და­ბა­დე­ბის დღე ასე მი­უ­ლო­ცა. "დემე, დე­მეტ­რე, ჩემო ბოკ­ვე­რო, ჩემო გა­უ­ხა­რე­ლო, მი­წა­უ­ღირ­სე­ბე­ლო შვი­ლო. ხუთი წლის გახ­დე­ბო­დი დღეს. შენ იყა­ვი ჩემი პირ­ვე­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა, სი­ხა­რუ­ლი, იმე­დი. შენ და­მი­ძა­ხე პირ­ვე­ლად მა­მი­კო. რო­გორ მინ­დო­და, მა­მუ­ლის­თვის გა­მე­ზარ­დე. რო­გორ მინ­დო­და, ღირ­სე­უ­ლი შვი­ლი ყო­ფი­ლი­ყა­ვი ჩვე­ნი ტან­ჯუ­ლი სამ­შობ­ლო­სი. ვერ მო­გი­ა­რეთ, ვერ გა­და­გარ­ჩი­ნეთ. მა­პა­ტიე მა­მი­კო. ერ­თად იქ­ნე­ბით დედა, შენ და ჯარ­ჯი. აქე­დან გი­ლო­ცავ სულ­გამ­წა­რე­ბუ­ლი და ტკი­ვი­ლი­ა­ნი. დედა არ გა­აბ­რა­ზოთ. მიყ­ვარ­ხართ და გე­ფე­რე­ბით ოც­ნე­ბებ­ში და სიზ­მარ­ში".

რა­ტომ და­ტო­ვა ოჯახ­მა ხევ­სუ­რე­თი

- იცით, მშობ­ლებს რო­გორ შე­უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი?

- თა­ვი­ან­თი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი ჩემ­თვის ნამ­დვი­ლად არ მო­უ­ყო­ლი­ათ. ჩვენ­თან, ხევ­სუ­რეთ­ში, ასეთ ის­ტო­რი­ებს არ ჰყვე­ბი­ან. ფიქ­რო­ბენ, რომ სირ­ცხვი­ლია. ჩემს მშობ­ლებ­ზე მხო­ლოდ ის ვიცი, რომ მა­მამ დედა მო­ი­ტა­ცა. დე­დის მშობ­ლე­ბი დიდ­ხანს არ ურიგ­დე­ბოდ­ნენ და ბო­ლოს შე­უ­რიგ­დნენ. ეს და­ახ­ლო­ე­ბით 1969 წელს მოხ­და. ჩემს მშობ­ლებს პირ­ვე­ლი გო­გო­ნა ეყო­ლათ, შო­რე­ნა. თვე­ე­ბის იყო, რომ გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­დევ­ნო ფიქ­რია და­ი­ბა­და და მერე მე გავჩნდი. სა­ნამ და­ვი­ბა­დე­ბო­დი, მა­მამ სა­ხე­ლი მუ­ცელ­ში და­მარ­ქვა. მა­შინ ექოს­კო­პია ხომ არ არ­სე­ბობ­და. მა­მამ თქვა, ბიჭი მე­ყო­ლე­ბა და გე­ლას და­ვარ­ქმე­ვო. დე­დამ თერ­თმე­ტი შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა, მაგ­რამ ორი შვი­ლი და­ე­ღუ­პა და ცხრა დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვართ.

- ძა­ლი­ან მდი­და­რი ხართ.

- რა თქმა უნდა, დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­ზე დიდი სიმ­დიდ­რე არ არ­სე­ბობს. შო­რე­ნა, რო­გორც გი­თხა­რით, გარ­და­იც­ვა­ლა, მერე გაჩ­ნდა ფიქ­რია, მერე - მე, მა­მუ­კა, ხა­თუ­ნა, ზვი­ა­დი, ალუ­და, მერე და­ი­ბა­და თაია და ცხრა წლის გარ­და­იც­ვა­ლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გაჩ­ნდა თორღვა, დაია და და­ვი­თო. სა­მი­ვე და გა­თხო­ვი­ლია. ძმე­ბი­დან ორი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და სა­მიც და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლი.

- ჰგავ­ხართ დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს?

- მა­მუ­კას მამ­სგავ­სე­ბენ ძა­ლი­ან. თორღვაც მგავს. ძმებ­სა და მა­მას­თან სუ­რა­თი მთა­ში მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. მა­მას წინ ხრი­დო­ლის ფე­და­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ნუკ­რი მჭედ­ლიშ­ვი­ლია, იმ დღეს ძმად გაგ­ვე­ფი­ცა.

- მშობ­ლებს რა პრო­ფე­სია აქვთ?

- დედა დი­ა­სახ­ლი­სია, მამა მეუ­რნე­ო­ბას მის­დევს. 2002 წელს გად­მო­სახ­ლდნენ კახე­თში. დე­და­სა და მა­მას­თან ფო­ტო­ე­ბი კა­ხეთ­ში მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. შვი­ლებ­მა სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რი ვი­შო­ვეთ და და­ვი­ფან­ტეთ. ზამ­თარ­ში შვი­დი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იკე­ტე­ბო­და პი­რი­ქი­თა ხევ­სუ­რეთ­ში გზა. რამ­დენ­ჯერ­მე ოჯა­ხის წევ­რი გახ­და ცუ­დად და ბეწ­ვზე ჩა­მო­ას­წრო შვე­ულმფრენ­მა. ამინ­დი რომ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი­ყო, შე­იძ­ლე­ბა ამას შეს­წირ­ვო­და რო­მე­ლი­მეს სი­ცო­ცხლე. ბო­ლოს მა­მამ თქვა, მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან მინ­და ხევ­სუ­რეთ­ში ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ თუ ჩემი ოჯა­ხის წევ­რს შევ­წი­რავ ამ ყვე­ლა­ფერს, ხევ­სუ­რეთ­ში ცხოვ­რე­ბა არაფ­რად მი­ღირ­სო. ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არა­შენ­და­ში ვი­ყი­დეთ სახ­ლი. იქ ჩემი სიძე ცხოვ­რობ­და. გა­ვი­გეთ, რომ ოსე­ბი მი­დი­ოდ­ნენ და სახ­ლს ყიდ­დნენ. ბარ­ში ჩა­მოვ­სახ­ლდით. მომ­დევ­ნო სუ­რათ­ზე დე­და­სა და და-ძმებ­თან ვარ. ყვე­ლას ფოტო ერ­თად რომ გვქონ­დეს გა­და­ღე­ბუ­ლი ასე­თი, მგო­ნი, არ არ­სე­ბობს. თუ არის, ხევ­სუ­რეთ­ში გვექ­ნე­ბა დარ­ჩე­ნი­ლი.

- პი­რი­ქი­თა ხევ­სუ­რეთ­ში იშ­ვი­ა­თად დადი­ხართ?

- წარ­მო­შო­ბით მუ­ცო­დან ვარ და ჩემი ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი იქ მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. სტუ­დენ­ტო­ბის დროს ოთხი წელი ვცხოვ­რობ­დი თბი­ლის­ში. მა­ნამ­დე სულ ხევ­სუ­რეთ­ში ვი­ყა­ვი. მერე შა­ტი­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლი გავ­ხდი. შემ­დეგ საკ­რე­ბუ­ლო­ში გად­მო­მიყ­ვა­ნეს. ხევ­სუ­რე­თის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტი გავ­ხდი და იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი თბი­ლის­ში მე­ცხოვ­რა. ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, შე­იძ­ლე­ბა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­ვსე­ჯრ ან შვიდ­ჯერ ჩა­ვი­დე. შა­ტი­ლო­ბა რომ იმარ­თე­ბა, მა­შინ ბევ­რი რა­მის ორ­გა­ნი­ზე­ბაა სა­ჭი­რო და სულ იქ ვარ. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის საფ­ლა­ვე­ბი იქაა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღე­ებ­ზე ას­ვლა მი­წევს. ვცდი­ლობ, ხევ­სუ­რეთს არ მოვ­წყდე, მაგ­რამ ისე­თი სამ­სა­ხუ­რი მაქვს, ძი­რი­თა­დად თბი­ლის­ში მი­წევს ყოფ­ნა. 1980-81 წლებ­ში შა­ტი­ლის და­წყე­ბით სკო­ლებ­ში ვი­ყა­ვი. მერე ორი წელი დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვე­ძა­თხე­ვის და­წყე­ბით სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი. ამ სკო­ლა­ში ბე­ბი­ას ძმა ას­წავ­ლი­და. მოს­წავ­ლე­ე­ბი აკ­ლდე­ბო­და და ჩე­მებს სთხო­ვა, შვი­ლი მა­თხო­ვე­თო. ორი წელი იმ სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი. 1984 წლი­დან ბა­რი­სა­ხოს სკო­ლა-ინ­ტერ­ნატ­ში ვსწავ­ლობ­დი. სხვა სკო­ლა უფ­როსკლა­სე­ლე­ბის­თვის არ არ­სე­ბობ­და და მთე­ლი ხევ­სუ­რე­თის ბავ­შვე­ბი იქ დავ­დი­ო­დით. ორ­მოც­და­ა­თი კი­ლო­მეტ­რით იყო ჩვენ­გან და­შო­რე­ბუ­ლი ბა­რი­სა­ხოს სკო­ლა-ინ­ტერ­ნა­ტი და ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯახს ვწყდე­ბო­დით. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­იხ­სნა სკო­ლა უფ­როსკლა­სე­ლე­ბის­თვის და ჩემ­მა რამ­დე­ნი­მე დედ­მა­მიშ­ვილ­მა მო­ას­წრო შა­ტი­ლის სკო­ლა­ში ეს­წავ­ლა. კლას­ში სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი. კო­მა­როვ­ში მინ­დო­და მეს­წავ­ლა. ჩა­ვა­ბა­რე გა­მოც­დე­ბი და მთა­ში წა­ვე­დი. პა­სუ­ხის გა­სა­გე­ბად ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ვი­და. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­გო­ნა, რომ ერთი ქულა და­მაკ­ლდა კო­მა­როვ­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად. ცოტა ხნის წინ მო­ვი­ნა­ხუ­ლე ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც დღე­საც აგ­რძე­ლებს მოღ­ვა­წე­ო­ბას. მი­თხრა, ნე­ტავ, კო­მა­რო­ვის სკო­ლის დი­რექ­ტო­რი დღე­საც ცო­ცხა­ლი­აო. გა­მიკ­ვირ­და მის­გან ასე­თი ნათ­ქვა­მი. ძა­ლი­ან კაც­თმოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნია. ახ­ლა­ღა მო­მიყ­ვა, ჩემს ბავ­შვო­ბა­ში რაც მოხ­და. მას­წავ­ლე­ბელს რო­დე­საც უნა­ხავს ჩემი ნა­წე­რი, დი­რექ­ტორ­თან შე­სუ­ლა და უკი­თხავს, რა­ტომ არ მი­მი­ღეს სკო­ლა­ში. დი­რექ­ტორს ჩემს ნა­წერ­ზე უთ­ქვამს, ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვი ყო­ფი­ლა და მო­მა­ვალ წელს მო­იყ­ვა­ნე­თო. თუ მა­გა­რი ნაშ­რო­მი აქვს, წელსვე მი­ი­ღე­თო, უთ­ქვამს ჩემს მას­წავ­ლე­ბელს. დი­რექ­ტო­რი არ და­თან­ხმე­ბია, ად­გი­ლე­ბი აღა­რაა და მა­შინ სა­ერ­თოდ არ მი­ვი­ღე­ბო. არ ვიცი, ად­გი­ლე­ბი გა­ყი­დუ­ლი იყო თუ რა მოხ­და. თურ­მე იმ წელსვე შე­მეძ­ლო კო­მა­რო­ვის მოს­წავ­ლე გავმხდა­რი­ყა­ვი. ჩემს მას­წავ­ლე­ბელს უთ­ქვამს, ქრთა­მის­ტი ხარ, ბი­ძია, შენო და წა­მო­სუ­ლა. გა­მი­ხარ­და, ეს ამ­ბა­ვი ახლა მა­ინც რომ გა­ვი­გე. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­გო­ნა, რომ ვერ ჩა­ვა­ბა­რე. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, "გე­პე­ი­ში" სამ­შე­ნებ­ლო-სა­ინ­ჟინ­რო­ზე ჩა­ვა­ბა­რე და ფი­ზი­კა­ში ჩა­ვი­ჭე­რი. მე­ო­რე წელს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სამ­შე­ნებ­ლო­ზე ვა­ბა­რებ­დი და მა­ში­ნაც ჩა­ვი­ჭე­რი. მთა­ში წა­ვე­დი და ექ­ვსი წელი არ ჩა­მოვ­სულ­ვარ. სახ­ლში ბიბ­ლი­ო­თე­კა მქონ­და. სულ ვკი­თხუ­ლობ­დი და ლექ­სებს ვწერ­დი. მერე ბი­ძა­ჩე­მი ჩა­მო­ვი­და და ოჯა­ხის წევ­რებს უთხრა, გა­მო­უშ­ვით ეს კაცი, ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი­აო. ჩა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში, სამი თვე მო­ვემ­ზა­დე და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე, კავ­კა­სი­უ­რი ენე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით. პრო­ფე­სი­ით ლინგვის­ტი ვარ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

გელა დაიაური: "დასამალი არაფერი მაქვს. ცოლს თუ მოვიყვან, ხმამაღლა ვიტყვი"

გელა დაიაური: "დასამალი არაფერი მაქვს. ცოლს თუ მოვიყვან, ხმამაღლა ვიტყვი"

შვიდ ივლისს გელა დაიაურმა შვილს "ფეისბუქზე" დაბადების დღე ასე მიულოცა. "დემე, დემეტრე, ჩემო ბოკვერო, ჩემო გაუხარელო, მიწაუღირსებელო შვილო. ხუთი წლის გახდებოდი დღეს. შენ იყავი ჩემი პირველი ბედნიერება, სიხარული, იმედი. შენ დამიძახე პირველად მამიკო. როგორ მინდოდა, მამულისთვის გამეზარდე. როგორ მინდოდა, ღირსეული შვილი ყოფილიყავი ჩვენი ტანჯული სამშობლოსი. ვერ მოგიარეთ, ვერ გადაგარჩინეთ. მაპატიე მამიკო. ერთად იქნებით დედა, შენ და ჯარჯი. აქედან გილოცავ სულგამწარებული და ტკივილიანი. დედა არ გააბრაზოთ. მიყვარხართ და გეფერებით ოცნებებში და სიზმარში".

რატომ დატოვა ოჯახმა ხევსურეთი

- იცით, მშობლებს როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი?

- თავიანთი სიყვარულის ამბავი ჩემთვის ნამდვილად არ მოუყოლიათ. ჩვენთან, ხევსურეთში, ასეთ ისტორიებს არ ჰყვებიან. ფიქრობენ, რომ სირცხვილია. ჩემს მშობლებზე მხოლოდ ის ვიცი, რომ მამამ დედა მოიტაცა. დედის მშობლები დიდხანს არ ურიგდებოდნენ და ბოლოს შეურიგდნენ. ეს დაახლოებით 1969 წელს მოხდა. ჩემს მშობლებს პირველი გოგონა ეყოლათ, შორენა. თვეების იყო, რომ გარდაიცვალა. მომდევნო ფიქრია დაიბადა და მერე მე გავჩნდი. სანამ დავიბადებოდი, მამამ სახელი მუცელში დამარქვა. მაშინ ექოსკოპია ხომ არ არსებობდა. მამამ თქვა, ბიჭი მეყოლება და გელას დავარქმევო. დედამ თერთმეტი შვილი გააჩინა, მაგრამ ორი შვილი დაეღუპა და ცხრა დედმამიშვილი ვართ.

- ძალიან მდიდარი ხართ.

- რა თქმა უნდა, დედმამიშვილებზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს. შორენა, როგორც გითხარით, გარდაიცვალა, მერე გაჩნდა ფიქრია, მერე - მე, მამუკა, ხათუნა, ზვიადი, ალუდა, მერე დაიბადა თაია და ცხრა წლის გარდაიცვალა, მოგვიანებით გაჩნდა თორღვა, დაია და დავითო. სამივე და გათხოვილია. ძმებიდან ორი დაოჯახებულია და სამიც დასაოჯახებელი.

- ჰგავხართ დედმამიშვილები ერთმანეთს?

- მამუკას მამსგავსებენ ძალიან. თორღვაც მგავს. ძმებსა და მამასთან სურათი მთაში მაქვს გადაღებული. მამას წინ ხრიდოლის ფედარაციის პრეზიდენტი ნუკრი მჭედლიშვილია, იმ დღეს ძმად გაგვეფიცა.

- მშობლებს რა პროფესია აქვთ?

- დედა დიასახლისია, მამა მეუ­რნეობას მისდევს. 2002 წელს გადმოსახლდნენ კახე­თში. დედასა და მამასთან ფოტოები კახეთში მაქვს გადაღებული. შვილებმა სხვადასხვა სამსახური ვიშოვეთ და დავიფანტეთ. ზამთარში შვიდი თვის განმავლობაში იკეტებოდა პირიქითა ხევსურეთში გზა. რამდენჯერმე ოჯახის წევრი გახდა ცუდად და ბეწვზე ჩამოასწრო შვეულმფრენმა. ამინდი რომ გაფუჭებულიყო, შეიძლება ამას შესწირვოდა რომელიმეს სიცოცხლე. ბოლოს მამამ თქვა, მართალია, ძალიან მინდა ხევსურეთში ცხოვრება, მაგრამ თუ ჩემი ოჯახის წევრს შევწირავ ამ ყველაფერს, ხევსურეთში ცხოვრება არაფრად მიღირსო. ახმეტის რაიონის სოფელ არაშენდაში ვიყიდეთ სახლი. იქ ჩემი სიძე ცხოვრობდა. გავიგეთ, რომ ოსები მიდიოდნენ და სახლს ყიდდნენ. ბარში ჩამოვსახლდით. მომდევნო სურათზე დედასა და და-ძმებთან ვარ. ყველას ფოტო ერთად რომ გვქონდეს გადაღებული ასეთი, მგონი, არ არსებობს. თუ არის, ხევსურეთში გვექნება დარჩენილი.

- პირიქითა ხევსურეთში იშვიათად დადი­ხართ?

- წარმოშობით მუცოდან ვარ და ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი იქ მაქვს გატარებული. სტუდენტობის დროს ოთხი წელი ვცხოვრობდი თბილისში. მანამდე სულ ხევსურეთში ვიყავი. მერე შატილის რწმუნებული გავხდი. შემდეგ საკრებულოში გადმომიყვანეს. ხევსურეთის წარმომადგენელი დეპუტატი გავხდი და იძულებული ვიყავი თბილისში მეცხოვრა. ბოლო რამდენიმე წელია, შეიძლება წლის განმავლობაში ექვსეჯრ ან შვიდჯერ ჩავიდე. შატილობა რომ იმართება, მაშინ ბევრი რამის ორგანიზებაა საჭირო და სულ იქ ვარ. ჩემი ოჯახის წევრების საფლავები იქაა და გარდაცვალების დღეებზე ასვლა მიწევს. ვცდილობ, ხევსურეთს არ მოვწყდე, მაგრამ ისეთი სამსახური მაქვს, ძირითადად თბილისში მიწევს ყოფნა. 1980-81 წლებში შატილის დაწყებით სკოლებში ვიყავი. მერე ორი წელი დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევის დაწყებით სკოლაში დავდიოდი. ამ სკოლაში ბებიას ძმა ასწავლიდა. მოსწავლეები აკლდებოდა და ჩემებს სთხოვა, შვილი მათხოვეთო. ორი წელი იმ სკოლაში დავდიოდი. 1984 წლიდან ბარისახოს სკოლა-ინტერნატში ვსწავლობდი. სხვა სკოლა უფროსკლასელებისთვის არ არსებობდა და მთელი ხევსურეთის ბავშვები იქ დავდიოდით. ორმოცდაათი კილომეტრით იყო ჩვენგან დაშორებული ბარისახოს სკოლა-ინტერნატი და ცხრა თვის განმავლობაში ოჯახს ვწყდებოდით. თუმცა მოგვიანებით გაიხსნა სკოლა უფროსკლასელებისთვის და ჩემმა რამდენიმე დედმამიშვილმა მოასწრო შატილის სკოლაში ესწავლა. კლასში საუკეთესო მოსწავლე ვიყავი. კომაროვში მინდოდა მესწავლა. ჩავაბარე გამოცდები და მთაში წავედი. პასუხის გასაგებად ჩემი მასწავლებელი მივიდა. მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ერთი ქულა დამაკლდა კომაროვში ჩასაბარებლად. ცოტა ხნის წინ მოვინახულე ჩემი მასწავლებელი, რომელიც დღესაც აგრძელებს მოღვაწეობას. მითხრა, ნეტავ, კომაროვის სკოლის დირექტორი დღესაც ცოცხალიაო. გამიკვირდა მისგან ასეთი ნათქვამი. ძალიან კაცთმოყვარე ადამიანია. ახლაღა მომიყვა, ჩემს ბავშვობაში რაც მოხდა. მასწავლებელს როდესაც უნახავს ჩემი ნაწერი, დირექტორთან შესულა და უკითხავს, რატომ არ მიმიღეს სკოლაში. დირექტორს ჩემს ნაწერზე უთქვამს, ძალიან კარგი ბავშვი ყოფილა და მომავალ წელს მოიყვანეთო. თუ მაგარი ნაშრომი აქვს, წელსვე მიიღეთო, უთქვამს ჩემს მასწავლებელს. დირექტორი არ დათანხმებია, ადგილები აღარაა და მაშინ საერთოდ არ მივიღებო. არ ვიცი, ადგილები გაყიდული იყო თუ რა მოხდა. თურმე იმ წელსვე შემეძლო კომაროვის მოსწავ­ლე გავმხდარიყავი. ჩემს მასწავლებელს უთქვამს, ქრთამისტი ხარ, ბიძია, შენო და წამოსულა. გამიხარდა, ეს ამბავი ახლა მაინც რომ გავიგე. მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ვერ ჩავაბარე. სკოლა რომ დავამთავრე, "გეპეიში" სამშენებლო-საინჟინროზე ჩავაბარე და ფიზიკაში ჩავიჭერი. მეორე წელს უნივერსიტეტში სამშენებლოზე ვაბარებდი და მაშინაც ჩავიჭერი. მთაში წავედი და ექვსი წელი არ ჩამოვსულვარ. სახლში ბიბლიოთეკა მქონდა. სულ ვკითხულობდი და ლექსებს ვწერდი. მერე ბიძაჩემი ჩამოვიდა და ოჯახის წევრებს უთხრა, გამოუშვით ეს კაცი, ნიჭიერი ადამიანიაო. ჩამოვედი თბილისში, სამი თვე მოვემზადე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჩავაბარე ფილოლოგიის ფაკულტეტზე, კავკასიური ენების სპეციალობით. პროფესიით ლინგვისტი ვარ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"რემდესივირის" 10 000 ფლაკონი უკვე თბილისშია - თენგიზ ცერცვაძე

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები - შეთავაზებული ტერიტორიები, სადაც კარვები უნდა გავშალოთ, ჩვენთვის მიუღებელია

როგორი ამინდი გველის ზაფხულის ბოლომდე: "ზოგიერთ რეგიონში 40 გრადუსამდე დაცხება" - სეზონის გრძელვადიანი პროგნოზი