მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ უკიდეგანო სიყვარული გვქონდა"
"ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ უკიდეგანო სიყვარული გვქონდა"

რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი, დრა­მა­ტურ­გი, მთარ­გმნე­ლი, რე­ჟი­სო­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე გახ­ლდათ, რომ­ლის სა­ხელ­საც ბევ­რი კარ­გი საქ­მე უკავ­შირ­დე­ბა. მისი ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა წიგნ­სა­ცავ­სა და არ­ქივ­ში გაბ­ნე­უ­ლი ხელ­ნა­წე­რი, დო­კუ­მენ­ტი თუ ფო­ტო­მა­სა­ლა და­უბ­რუნ­და... ბა­ტო­ნი რე­ზოს მე­უღ­ლე სი­ლა­მა­ზით გან­თქმუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, მსა­ხი­ო­ბი მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე გახ­ლდათ. ეს წყვი­ლი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის თბი­ლის­ში მარ­თლაც, გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო და მათი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ ლე­გენ­დე­ბი და­დი­ო­და... აი, რას ამ­ბობს მშობ­ლე­ბის შე­სა­ხებ მათი ერ­თა­დერ­თი ვაჟი - მწე­რა­ლი და დრა­მა­ტურ­გი ლაშა თა­ბუ­კაშ­ვილ:

- წი­ლად მერ­გო ბედ­ნი­ე­რე­ბა, ოჯახ­ში უზარ­მა­ზა­რი სიყ­ვა­რუ­ლი და­მე­ნა­ხა. ჩემი მშობ­ლე­ბი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და დი­ნა­მი­კუ­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­დნენ... შო­რი­დან ალ­ბათ ისე ჩან­და, რომ ისი­ნი ღვთის­გან და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი და ბე­დი­თაც გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რად­გან ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდნენ, მაგ­რამ მათ იოლი ცხოვ­რე­ბა ნამ­დვი­ლად არ ჰქონ­დათ. იყო უამ­რა­ვი უმა­დუ­რო­ბა, გუ­ლის­ტკე­ნა, უსა­მარ­თლო­ბა... სა­მა­გი­ე­როდ, ოჯა­ხის წევ­რებს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ უკი­დე­გა­ნო სიყ­ვა­რუ­ლი გვქონ­და...

დედა არ იყო მხო­ლოდ რო­მან­ტი­კუ­ლი ფე­რია, რო­გო­რი კლი­შეც მის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში გაჩ­ნდა. მას გა­სა­ოც­რად ტრა­გი­კუ­ლი, რთუ­ლი ბავ­შვო­ბა და ყმაწ­ვილ­ქა­ლო­ბა ჰქონ­და. სრუ­ლი­ად არ გა­აჩ­ნდა მსა­ხი­ო­ბი­სა და ლა­მა­ზი ქა­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ელე­მენ­ტა­რუ­ლი ეგო­იზ­მი. ძლი­ე­რი, უში­შა­რი, პრინ­ცი­პუ­ლი და მას­შტა­ბუ­რად მო­აზ­როვ­ნე პი­როვ­ნე­ბა გახ­ლდათ... ცდი­ლობ­და ყო­ფი­ლი­ყო ძალ­ზე მკაც­რი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბრძე­ნი ქალი იყო, იო­ლად ვა­ტყუ­ებ­დი... როცა საქ­მე პრინ­ცი­პულ სა­კი­თხებს შე­ე­ხე­ბო­და, მა­შინ მა­მა­ზე უფრო მეტ სიმ­კაც­რეს იჩენ­და...

მა­მამ გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთი დღით ადრე, სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ის ადა­მი­ა­ნე­ბი და­მა­პა­ტი­ჟე­ბი­ნა, რომ­ლებ­მაც ოდეს­ღაც გული ძა­ლი­ან ატ­კი­ნეს და რომ­ლებ­საც წლე­ბის მან­ძილ­ზე არ ესალ­მე­ბო­და. მან ყვე­ლა შე­ი­რი­გა, რათა გულ­ზე სიმ­ძი­მე არ ჰქო­ნო­და... სხვა­თა შო­რის, ზედ­მე­ტად თავ­მდა­ბა­ლი იყო ყვე­ლა ჩემი წი­ნა­პა­რი...

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ უკიდეგანო სიყვარული გვქონდა"

"ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ უკიდეგანო სიყვარული გვქონდა"

რეზო თაბუკაშვილი ქართველი მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი, რეჟისორი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ, რომლის სახელსაც ბევრი კარგი საქმე უკავშირდება. მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით საქართველოს უაღრესად მნიშვნელოვანი, მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერი, დოკუმენტი თუ ფოტომასალა დაუბრუნდა... ბატონი რეზოს მეუღლე სილამაზით განთქმული ქალბატონი, მსახიობი მედეა ჯაფარიძე გახლდათ. ეს წყვილი გასული საუკუნის თბილისში მართლაც, გამორჩეული იყო და მათი სიყვარულის შესახებ ლეგენდები დადიოდა... აი, რას ამბობს მშობლების შესახებ მათი ერთადერთი ვაჟი - მწერალი და დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილ:

- წილად მერგო ბედნიერება, ოჯახში უზარმაზარი სიყვარული დამენახა. ჩემი მშობლები ძალიან ლამაზი და დინამიკური ცხოვრებით ცხოვრობდნენ... შორიდან ალბათ ისე ჩანდა, რომ ისინი ღვთისგან დაჯილდოებული და ბედითაც განებივრებულები იყვნენ, რადგან ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ მათ იოლი ცხოვრება ნამდვილად არ ჰქონდათ. იყო უამრავი უმადურობა, გულისტკენა, უსამართლობა... სამაგიეროდ, ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ უკიდეგანო სიყვარული გვქონდა...

დედა არ იყო მხოლოდ რომანტიკული ფერია, როგორი კლიშეც მის მიმართ საზოგადოებრივ ცნობიერებაში გაჩნდა. მას გასაოცრად ტრაგიკული, რთული ბავშვობა და ყმაწვილქალობა ჰქონდა. სრულიად არ გააჩნდა მსახიობისა და ლამაზი ქალისთვის დამახასიათებელი ელემენტარული ეგოიზმი. ძლიერი, უშიშარი, პრინციპული და მასშტაბურად მოაზროვნე პიროვნება გახლდათ... ცდილობდა ყოფილიყო ძალზე მკაცრი. მიუხედავად იმისა, რომ ბრძენი ქალი იყო, იოლად ვატყუებდი... როცა საქმე პრინციპულ საკითხებს შეეხებოდა, მაშინ მამაზე უფრო მეტ სიმკაცრეს იჩენდა...

მამამ გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, საკუთარ დაბადების დღეზე ის ადამიანები დამაპატიჟებინა, რომლებმაც ოდესღაც გული ძალიან ატკინეს და რომლებსაც წლების მანძილზე არ ესალმებოდა. მან ყველა შეირიგა, რათა გულზე სიმძიმე არ ჰქონოდა... სხვათა შორის, ზედმეტად თავმდაბალი იყო ყველა ჩემი წინაპარი...

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს