Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზერვატივებისთვის ვიღას სცალია, როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემაა?!."
"პრეზერვატივებისთვის ვიღას სცალია, როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემაა?!."

"ვგრძნობ, რომ ამ ბოლო დროს მშვი­დად ვსუნ­თქავ... ვგრძნობ, რომ ერი არ იჩაგ­რე­ბა, სა­დღაც ვი­ღა­ცას თავ­ში არ ურტყა­მენ და არ აუ­პა­ტი­უ­რე­ბენ. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, ქალი იყო, კაცი თუ ბავ­შვი, ყვე­ლას ურტყამ­დნენ და ჩაგ­რავ­დნენ... არა­ვის­თან მით­ქვამს ეს ჯერ, მაგ­რამ ზოგ­ჯერ სა­კუ­თა­რი უსუ­სუ­რო­ბა და უმ­წე­ო­ბა ყელ­ში ისე წა­მი­ჭერ­და, ცრემ­ლებს ვერ ვი­კა­ვებ­დი... იცით, ღმერ­თმა მა­პა­ტი­ოს, თუ ცოდ­ვას ვამ­ბობ, მაგ­რამ გი­გა­სა და ოთა­რის სიკ­ვდილ­ში იმ უმ­ძი­მეს­მა ვი­თა­რე­ბა­მაც დიდი როლი ითა­მა­შა... მე ვიცი, რომ ისი­ნი იმ ყვე­ლა­ფერს, რაც მა­შინ ხდე­ბო­და, ძა­ლი­ან გა­ნიც­დიდ­ნენ... მეც და­მა­ა­ვა­და ნერ­ვი­უ­ლო­ბამ... ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის გა­უ­ბე­დუ­რე­ბა მათ არ უნდა შერ­ჩეთ. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან" კო­ა­ბი­ტა­ცი­ას რომ ახ­სე­ნე­ბენ, ნერ­ვე­ბი მეშ­ლე­ბა", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი გუ­რამ ფირ­ცხა­ლა­ვა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში და ქარ­თველ ერს მოთ­მი­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

- ქუ­ჩა­ში რომ გა­მოვ­დი­ვარ, ვგრძნობ, რომ გარ­შე­მო მო­სი­ა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­სუფ­ლად სუნ­თქა­ვენ... ხალ­ხმა იგ­რძნო, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და აზ­რის გა­მო­ხატ­ვა შე­უძ­ლი­ათ. ისე, ზოგი ზედ­მეტ­საც აკე­თებს უკვე. ნა­მე­ტა­ნი უცებ მო­უნ­დათ ყვე­ლა­ფე­რი.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- იმას, რომ ყვე­ლას ერ­თბა­შად მო­უნ­და ბი­ნე­ბი, ბან­კის ვა­ლე­ბის და­ფარ­ვა, მა­ღა­ლი ხელ­ფა­სე­ბი, სტი­ქი­ის­გან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს სამ­მა­გი დახ­მა­რე­ბა. კა­ხეთ­ში უკვე ხუმ­რო­ბენ, ჯი­პე­ბის ავ­ტო­ფა­რე­ხი გახ­და მთე­ლი კა­ხე­თიო... რას ვი­ზამთ, ადა­მი­ა­ნე­ბი სუს­ტე­ბი ვართ რა­ღა­ცე­ბის მი­მართ. ერთ დღე­ში გვინ­და ყვე­ლა­ფე­რი. სექ­სუ­ა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბა­საც მო­უნ­და თა­ვი­სი ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბა. გვა­ვიწ­რო­ე­ბე­ნო. რო­დის ვინ აკად­რა რამე ზედ­მე­ტი, ჩემო ბა­ტო­ნო, წაგ­ვლე­კეს ლა­მი­საა და კი­დევ აქეთ გვერ­ჩი­ან, ცო­ტა­ნი ვართ და უნდა გავ­ბევ­რდე­თო. გა­და­ი­რე­ვი კაცი. ჩემს ყმაწ­ვილ­კა­ცო­ბა­ში სულ ორი კაცი მახ­სოვს "მა­სე­თი". სა­ერ­თოდ, ასე­თი ორი­ენ­ტა­ცი­ის "კა­ცე­ბის" არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ გა­ვი­გე, რო­დე­საც ჯა­რი­დან ჩა­მო­ვე­დი. ძა­ლი­ან დიდი ხნის წი­ნან­დელ ამ­ბავს გიყ­ვე­ბით და არ მახ­სოვს, რამ­დენ ხანს მქონ­და პირი ღია, მაგ­რამ მახ­სოვს, კარ­გა ხანს პირ­ღია ვი­დე­ქი... ასე­თი რამ ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა. ის, რაც თბი­ლის­ში 17 მა­ისს მოხ­და, წმინ­და წყლის პრო­ვო­კა­ცია იყო. ბი­ჭე­ბი ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში გვეს­ვე­ნა და ამათ რა­ღაც მა­ი­მუ­ნო­ბა მო­უნ­დათ. გვა­ვიწ­რო­ე­ბე­ნო... ჯერ ერთი, მათ მარ­თლა არა­ვინ ჩაგ­რავთ, მაგ­რამ ასეც რომ ყო­ფი­ლი­ყო, ერთი დღით გა­და­ე­წი­ათ ის აქ­ცია, რას ჩაგ­რა­ვენ იმის­თა­ნას, ერთი დღის ატა­ნა რომ არ შე­ეძ­ლოთ. ჯერ გა­მოგ­ვეგლო­ვა ის ბი­ჭე­ბი და მერე შე­იძ­ლე­ბო­და, ეწუ­წუ­ნათ, თუკი ჰქონ­დათ რამე სა­წუ­წუ­ნო... მაგ­რამ იმან, ვინც ეს და­გეგ­მა, ქარ­თვე­ლი კა­ცის ბუ­ნე­ბა კარ­გად იცო­და და ისიც იცო­და, რომ გარ­დაც­ვლი­ლებს ოდით­გან­ვე გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტივს მი­ვა­გებთ და ასეთ რა­მეს ემო­ცი­უ­რად შევ­ხვდე­ბო­დით. ქარ­თვე­ლი კაცი სამ­ძი­მარ­ზე რომ შე­დი­ო­და, ხან­ჯალს იხ­სნი­და და გა­რეთ ტო­ვებ­და... ასე რომ, ახლა თან­და­თან დგე­ბა დამ­შვი­დე­ბის, ჯან­სა­ღი და სა­ჭი­რო საქ­მის კე­თე­ბის დრო. ისე კი არა, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი რომ გა­ა­კე­თეს და ქა­ღალ­დის რომ აღ­მოჩ­ნდა. კა­ხეთ­ში ხალ­ხს სახ­ლე­ბი რომ გა­და­უ­ხუ­რეს, ყვე­ლა გა­და­ყა­რა ქარ­მა, წე­სი­ე­რად და­ჭე­დე­ბუ­ლიც არ ყო­ფი­ლა... არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებ­დათ, და­კუნ­ტრუ­შობ­დნენ თა­ვის­თვის და ერ­თო­ბოდ­ნენ.

- ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც უც­ნა­უ­რი კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი...

- ზოგ­ჯერ სიზ­მარ­ში მგო­ნია თავი. რაღა დროს ასეთ სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე დრო­ის ხარ­ჯვაა, სე­რი­ა­ლე­ბი­სა და პრე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბის­თვის ვი­ღას სცა­ლია, იმ­დე­ნი პრობ­ლე­მაა ქვე­ყა­ნა­ში. ან კოც­ნა­ში რა არის ცუდი, თუ რა­ღას აღ­ვი­რახ­სნი­ლო­ბა­ში არ გა­და­იზ­რდე­ბა?.. ამ სი­ახ­ლე­ებს რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოვ­კა­რი ყური, მაგ­რამ იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა და გა­მოს­წორ­დე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერს მო­ევ­ლე­ბა. ზოგ­ჯერ ჩემი ცო­ლიც უყუ­რებს სე­რი­ა­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ თურ­ქულს, კა­ი­აო, ამ­ბობს... თუმ­ცა, მე მა­ინც მგო­ნია, ქარ­თვე­ლი კა­ცის ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რა სხვა­ნა­ი­რია და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნე­ბის გა­რე­შე აი­ლაგ­მე­ბა. მთა­ვა­რია, "ზე­მო­დან" არ იყოს მო­წო­დე­ბუ­ლი და წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი... ახალ­გაზ­რდებს ბუჩ­ქე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და ის ავად­მყო­ფი. ახა­ლი მთავ­რო­ბა კი­დევ ბევრ რა­მეს არ ამ­ბობს მათ ნა­მოქ­მე­დარს. არა­და, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ისი­ნი რომ იყ­ვნენ, რას არ იტყოდ­ნენ... პა­ტა­რა რა­ღა­ცა­ზე იმ­ხე­ლა პი­არს აგებ­დნენ, ბუ­ზის­გან სპი­ლოს აკე­თებ­დნენ. ახლა ბე­დუ­კა­ძე­ზე უნ­დათ ჯო­ხის გა­და­ტე­ხა. არა­და, ამ კაც­მა გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა ამ გა­თახ­სი­რე­ბუ­ლე­ბის ნა­მოქ­მე­და­რი. რა უნ­დათ მის­გან, ცი­ხე­ში რომ აღ­მოჩ­ნდეს? ჯერ თა­ვად ჩას­ხდნენ ცი­ხე­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი, უგუ­ლა­ვა და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი და მერე ჩაჯ­დე­ბა ბე­დუ­კა­ძეც... მე ვიცი, რომ ის ამ ყვე­ლა­ფერ­ში ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა გა­რე­უ­ლი, სა­დღაც, ერთ კადრში მოვ­კა­რი თვა­ლი, ვი­ღა­ცას გა­უ­ლა­წუ­ნა თუ რა­ღაც... ვიცი, რომ სა­ზი­ზღრო­ბას ყვე­ლას აკე­თე­ბი­ნებ­დნენ, მაგ­რამ პა­ტიმ­რე­ბი მას­ზე აუგს არ ამ­ბო­ბენ. პი­რი­ქით, ის რომ გა­მოჩ­ნდე­ბო­და, სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ო­დაო, თქვეს. არ ვიცი, და­ნარ­ჩენს ალ­ბათ უფრო დე­ტა­ლუ­რად შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა იტყვის, მე ჩემს აზ­რსა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ვამ­ბობ ამ ადა­მი­ა­ნის მი­მართ.

ისე კი, თურ­მე ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში სას­წა­უ­ლე­ბი ხდე­ბა. ერ­თმა­ნეთს უს­მე­ნენ, ყვე­ლა ნა­ბიჯ­ზე უთ­ვალ­თვა­ლე­ბენ და ყვე­ლა დე­ტა­ლი იცი­ან ერ­თმა­ნეთ­ზე. რა­საც მიშა სა­ქარ­თვე­ლო­ში აკე­თებ­და, იმას აკე­თებ­დნენ ისი­ნი მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ეტყო­ბა, მათ ჩა­უ­ტა­რეს მი­შას ამის გაკ­ვე­თი­ლე­ბი და ამ გა­და­რე­ულს მეტი რა უნ­დო­და... ეტყო­ბა, იფიქ­რა, ასე უნდა ქვეყ­ნის მარ­თვაო და თა­ვის დამ­ქა­შებს ეცა. და­ი­წყო ყვე­ლაფ­რის აღ­წე­რა, ვინ ვის­თან წევს, რა­ტომ და რამ­დენ ხანს და ათა­სი სა­ძაგ­ლო­ბა... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბო­კე­რია, უგუ­ლა­ვა, მე­რა­ბიშ­ვი­ლი, სა­ა­კაშ­ვი­ლი და კი­დევ ერთი-ორი, იმ სა­ცო­დავ ადა­მი­ა­ნებს რომ უყუ­რებ­დნენ, ხი­თხი­თებ­დნენ, ნახე, ამ­ბობს, ქურ­დი ვარო და ფარ­შე­ვან­გი­ვით ცო­ცხი აქვს გარ­ჭო­ბი­ლიო... ისიც ით­ქვა, ეს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მი­ი­ტა­ნე­სო. რა ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რია, რომ მი­შას მი­უ­ტა­ნეს და იმ გა­და­რე­ულ­მა უყუ­რა. ახლა ამ­ბო­ბენ, არც პრე­ზი­დენ­ტმა იცო­და და არც ჩვე­ნო. მე ვი­ცო­დი, ერ­თმა უბ­რა­ლო არ­ტის­ტმა და შენ არ იცო­დი, გიგა, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რევ? რისი თავ­მჯდო­მა­რე ხარ, აბა, რას აკე­თებ­დი, იმ კა­ბი­ნეტ­ში რომ იჯე­ქი? ან უგუ­ლა­ვამ არ იცო­და... თქვენ ყვე­ლა­ნი იმ მა­ტყუ­ა­რა რას­მუ­სე­ნებს და იმ ბე­ბერ დიპ­ლო­მა­ტებს ჰგავ­ხართ და დიდი ეჭვი არ­სე­ბობს, რომ იმათ ფული აქვთ აღე­ბუ­ლი ჩუ­მად ყოფ­ნა­ში. აბა, რას­მუ­სენს ფა­შის­ტი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­თვის" ხე­ლის გა­და­ფა­რე­ბა რაში დას­ჭირ­და?..

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"პრეზერვატივებისთვის ვიღას სცალია, როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემაა?!."

"პრეზერვატივებისთვის ვიღას სცალია, როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემაა?!."

"ვგრძნობ, რომ ამ ბოლო დროს მშვიდად ვსუნთქავ... ვგრძნობ, რომ ერი არ იჩაგრება, სადღაც ვიღაცას თავში არ ურტყამენ და არ აუპატიურებენ. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ქალი იყო, კაცი თუ ბავშვი, ყველას ურტყამდნენ და ჩაგრავდნენ... არავისთან მითქვამს ეს ჯერ, მაგრამ ზოგჯერ საკუთარი უსუსურობა და უმწეობა ყელში ისე წამიჭერდა, ცრემლებს ვერ ვიკავებდი... იცით, ღმერთმა მაპატიოს, თუ ცოდვას ვამბობ, მაგრამ გიგასა და ოთარის სიკვდილში იმ უმძიმესმა ვითარებამაც დიდი როლი ითამაშა... მე ვიცი, რომ ისინი იმ ყველაფერს, რაც მაშინ ხდებოდა, ძალიან განიცდიდნენ... მეც დამაავადა ნერვიულობამ... ამდენი ადამიანის გაუბედურება მათ არ უნდა შერჩეთ. ამ ყველაფრის შემდეგ "ნაციონალებთან" კოაბიტაციას რომ ახსენებენ, ნერვები მეშლება", - ამბობს მსახიობი გურამ ფირცხალავა ჩვენთან საუბარში და ქართველ ერს მოთმინებისკენ მოუწოდებს.

- ქუჩაში რომ გამოვდივარ, ვგრძნობ, რომ გარშემო მოსიარულე ადამიანები თავისუფლად სუნთქავენ... ხალხმა იგრძნო, რომ თავისუფალი მოქალაქეები არიან და აზრის გამოხატვა შეუძლიათ. ისე, ზოგი ზედმეტსაც აკეთებს უკვე. ნამეტანი უცებ მოუნდათ ყველაფერი.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ყველას ერთბაშად მოუნდა ბინები, ბანკის ვალების დაფარვა, მაღალი ხელფასები, სტიქიისგან დაზარალებულებს სამმაგი დახმარება. კახეთში უკვე ხუმრობენ, ჯიპების ავტოფარეხი გახდა მთელი კახეთიო... რას ვიზამთ, ადამიანები სუსტები ვართ რაღაცების მიმართ. ერთ დღეში გვინდა ყველაფერი. სექსუალურ უმცირესობასაც მოუნდა თავისი ადგილის დამკვიდრება. გვავიწროებენო. როდის ვინ აკადრა რამე ზედმეტი, ჩემო ბატონო, წაგვლეკეს ლამისაა და კიდევ აქეთ გვერჩიან, ცოტანი ვართ და უნდა გავბევრდეთო. გადაირევი კაცი. ჩემს ყმაწვილკაცობაში სულ ორი კაცი მახსოვს "მასეთი". საერთოდ, ასეთი ორიენტაციის "კაცების" არსებობის შესახებ მას შემდეგ გავიგე, როდესაც ჯარიდან ჩამოვედი. ძალიან დიდი ხნის წინანდელ ამბავს გიყვებით და არ მახსოვს, რამდენ ხანს მქონდა პირი ღია, მაგრამ მახსოვს, კარგა ხანს პირღია ვიდექი... ასეთი რამ ვერ წარმომედგინა. ის, რაც თბილისში 17 მაისს მოხდა, წმინდა წყლის პროვოკაცია იყო. ბიჭები ქაშუეთის ეკლესიაში გვესვენა და ამათ რაღაც მაიმუნობა მოუნდათ. გვავიწროებენო... ჯერ ერთი, მათ მართლა არავინ ჩაგრავთ, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, ერთი დღით გადაეწიათ ის აქცია, რას ჩაგრავენ იმისთანას, ერთი დღის ატანა რომ არ შეეძლოთ. ჯერ გამოგვეგლოვა ის ბიჭები და მერე შეიძლებოდა, ეწუწუნათ, თუკი ჰქონდათ რამე საწუწუნო... მაგრამ იმან, ვინც ეს დაგეგმა, ქართველი კაცის ბუნება კარგად იცოდა და ისიც იცოდა, რომ გარდაცვლილებს ოდითგანვე განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ და ასეთ რამეს ემოციურად შევხვდებოდით. ქართველი კაცი სამძიმარზე რომ შედიოდა, ხანჯალს იხსნიდა და გარეთ ტოვებდა... ასე რომ, ახლა თანდათან დგება დამშვიდების, ჯანსაღი და საჭირო საქმის კეთების დრო. ისე კი არა, მარჯანიშვილი რომ გააკეთეს და ქაღალდის რომ აღმოჩნდა. კახეთში ხალხს სახლები რომ გადაუხურეს, ყველა გადაყარა ქარმა, წესიერად დაჭედებულიც არ ყოფილა... არაფერი აინტერესებდათ, დაკუნტრუშობდნენ თავისთვის და ერთობოდნენ.

- ეს ხელისუფლებაც უცნაური კანონების მიღებით არის დაკავებული...

- ზოგჯერ სიზმარში მგონია თავი. რაღა დროს ასეთ სისულელეებზე დროის ხარჯვაა, სერიალებისა და პრეზერვატივებისთვის ვიღას სცალია, იმდენი პრობლემაა ქვეყანაში. ან კოცნაში რა არის ცუდი, თუ რაღას აღვირახსნილობაში არ გადაიზრდება?.. ამ სიახლეებს რამდენიმე დღის წინ მოვკარი ყური, მაგრამ იმედია, ყველაფერი დალაგდება და გამოსწორდება. ამ ყველაფერს მოევლება. ზოგჯერ ჩემი ცოლიც უყურებს სერიალებს, განსაკუთრებით იმ თურქულს, კაიაო, ამბობს... თუმცა, მე მაინც მგონია, ქართველი კაცის შინაგანი კულტურა სხვანაირია და დროთა განმავლობაში, ეს ყველაფერი კანონების გარეშე აილაგმება. მთავარია, "ზემოდან" არ იყოს მოწოდებული და წახალისებული... ახალგაზრდებს ბუჩქებისკენ მოუწოდებდა ის ავადმყოფი. ახალი მთავრობა კიდევ ბევრ რამეს არ ამბობს მათ ნამოქმედარს. არადა, წარმოგიდგენიათ, ისინი რომ იყვნენ, რას არ იტყოდნენ... პატარა რაღაცაზე იმხელა პიარს აგებდნენ, ბუზისგან სპილოს აკეთებდნენ. ახლა ბედუკაძეზე უნდათ ჯოხის გადატეხა. არადა, ამ კაცმა გამოააშკარავა ამ გათახსირებულების ნამოქმედარი. რა უნდათ მისგან, ციხეში რომ აღმოჩნდეს? ჯერ თავად ჩასხდნენ ციხეში სააკაშვილი, უგულავა და მისი თანამოაზრეები და მერე ჩაჯდება ბედუკაძეც... მე ვიცი, რომ ის ამ ყველაფერში ნამდვილად არ ყოფილა გარეული, სადღაც, ერთ კადრში მოვკარი თვალი, ვიღაცას გაულაწუნა თუ რაღაც... ვიცი, რომ საზიზღრობას ყველას აკეთებინებდნენ, მაგრამ პატიმრები მასზე აუგს არ ამბობენ. პირიქით, ის რომ გამოჩნდებოდა, სუნთქვის საშუალება გვეძლეოდაო, თქვეს. არ ვიცი, დანარჩენს ალბათ უფრო დეტალურად შესაბამისი უწყება იტყვის, მე ჩემს აზრსა და დამოკიდებულებას ვამბობ ამ ადამიანის მიმართ.

ისე კი, თურმე ამერიკასა და ევროპაში სასწაულები ხდება. ერთმანეთს უსმენენ, ყველა ნაბიჯზე უთვალთვალებენ და ყველა დეტალი იციან ერთმანეთზე. რასაც მიშა საქართველოში აკეთებდა, იმას აკეთებდნენ ისინი მთელ მსოფლიოში. ეტყობა, მათ ჩაუტარეს მიშას ამის გაკვეთილები და ამ გადარეულს მეტი რა უნდოდა... ეტყობა, იფიქრა, ასე უნდა ქვეყნის მართვაო და თავის დამქაშებს ეცა. დაიწყო ყველაფრის აღწერა, ვინ ვისთან წევს, რატომ და რამდენ ხანს და ათასი საძაგლობა... დარწმუნებული ვარ, ბოკერია, უგულავა, მერაბიშვილი, სააკაშვილი და კიდევ ერთი-ორი, იმ საცოდავ ადამიანებს რომ უყურებდნენ, ხითხითებდნენ, ნახე, ამბობს, ქურდი ვარო და ფარშევანგივით ცოცხი აქვს გარჭობილიო... ისიც ითქვა, ეს ვიდეოჩანაწერები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიტანესო. რა ძნელი მისახვედრია, რომ მიშას მიუტანეს და იმ გადარეულმა უყურა. ახლა ამბობენ, არც პრეზიდენტმა იცოდა და არც ჩვენო. მე ვიცოდი, ერთმა უბრალო არტისტმა და შენ არ იცოდი, გიგა, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარევ? რისი თავმჯდომარე ხარ, აბა, რას აკეთებდი, იმ კაბინეტში რომ იჯექი? ან უგულავამ არ იცოდა... თქვენ ყველანი იმ მატყუარა რასმუსენებს და იმ ბებერ დიპლომატებს ჰგავხართ და დიდი ეჭვი არსებობს, რომ იმათ ფული აქვთ აღებული ჩუმად ყოფნაში. აბა, რასმუსენს ფაშისტი "ნაციონალებისთვის" ხელის გადაფარება რაში დასჭირდა?..

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია