მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაფხული, ფლირტი და გართობა "აწყვეტამდე" - როგორ ისვენებენ ცნობილები
ზაფხული, ფლირტი და გართობა "აწყვეტამდე" - როგორ ისვენებენ ცნობილები

ბევ­რის­თვის ზა­ფხუ­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლად საყ­ვა­რე­ლი სე­ზო­ნია, ამ დროს ყვე­ლა ცდი­ლობს, არ­და­დე­გე­ბი თუ კუთ­ვნი­ლი შვე­ბუ­ლე­ბა მის­თვის კომ­ფორ­ტულ და სა­სურ­ველ ად­გი­ლას გა­ა­ტა­როს, ახა­ლი ნაც­ნო­ბე­ბი შე­ი­ძი­ნოს, თავ­გა­და­სავ­ლე­ბი ეძე­ბოს და ა.შ. სა­ზა­ფხუ­ლო გეგ­მებ­სა და დას­ვე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ თე­მებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბილ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს ვე­სა­უბ­რე.

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- და­სას­ვე­ნებ­ლად გეგ­მე­ბი ჯერ არ და­მი­წყვია, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი, რომ ბა­თუ­მის ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალ­ზე წა­ვალ. ახლა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში რე­პე­ტი­ცი­ე­ბი გვაქვს და როცა მუ­შა­ო­ბას და­ვას­რუ­ლებთ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ზღვა­ზე წა­ვალ. მინ­და, წყნარ და მშვიდ გა­რე­მო­ში და­ვის­ვე­ნო და არა - ბა­თუ­მურ სი­გი­ჟე­ში.

- ახლა რა სპექ­ტაკლზე მუ­შა­ობთ?

- ქო­რე­ოგ­რა­ფი მა­რი­ამ ალექ­სი­ძე (გოგი ალექ­სი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი. - ავტ.) რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე დგამს სპექ­ტაკლს, რო­მელ­შიც 12 მო­ცეკ­ვა­ვე და 5 მსა­ხი­ო­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს. წარ­მოდ­გე­ნა დატ­ვირ­თუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ცეკ­ვე­ბით და ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო სპექ­ტაკ­ლი გა­მო­ვა. ცნო­ბი­სათ­ვის, ამ დად­გმა­ში ჯანო კა­ხი­ძის მუ­სი­კა იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

- ნი­ნუ­ცა­სა და ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად თუ აპი­რებთ სად­მე გამ­გზავ­რე­ბას?

- ჯერ არ ვიცი, ამას რო­გორ მო­ვა­ხერ­ხებთ. ბავ­შვე­ბი უკვე გა­ვუშ­ვით და­სას­ვე­ნებ­ლად. მე და ნი­ნუ­ცას სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო წრე არ გვყავს, ამი­ტომ ის თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ის­ვე­ნებს ხოლ­მე, მე - ჩემს მე­გობ­რებ­თან.

კახა ახვლე­დი­ა­ნი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- კახა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, "მა­ესტროს" წამ­ყვა­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი უხელ­ფა­სო შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­უშ­ვეს. მათ შო­რის თქვენც ხართ?

- ამ პე­რი­ოდ­ში დი­ლის გა­და­ცე­მას ტაიმ-აუტი აქვს. ასე რომ, სექ­ტემ­ბრის შუა რი­ცხვე­ბამ­დე მეც შვე­ბუ­ლე­ბა­ში ვარ.

- უკვე და­გეგ­მეთ, სად გა­ა­ტა­რებთ ამ სა­ნატ­რელ დროს?

- სა­ვა­რა­უ­დოდ, თურ­ქეთ­სა და ბა­თუმ­ში წა­ვალ. აუ­ცი­ლებ­ლად ვეს­ტუმ­რე­ბი ყაზ­ბეგს - ად­გილს, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე. იქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. წელს ბა­თუმ­ში კარ­გი მუ­სი­კო­სე­ბი ჩა­მო­დი­ან და მინ­და "ქარ­თუ­ლად", გემ­რი­ე­ლად გა­ვერ­თო, რა თქმა უნდა, მე­გობ­რებ­თან ერ­თად. და­სას­ვე­ნებ­ლად წი­ნას­წარ არ ვემ­ზა­დე­ბი ხოლ­მე - ფული თუ გაქვს, სპონ­ტა­ნუ­რად, ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას წახ­ვალ.

- რო­გორ დას­ვე­ნე­ბას ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი მაქვს დრო: ცოტა "პენ­სი­ო­ნე­რუ­ლა­დაც" უნდა და­ვის­ვე­ნო - ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე წა­მოვ­წვე, ვი­ფიქ­რო, გა­ვირუ­ჯო, მერე კი მთა­ში, შემ­დეგ - ბა­თუ­მის კლუ­ბებ­ში "ავი­წყვეტ".

- "პენ­სი­ო­ნე­რუ­ლი" დას­ვე­ნე­ბის დროს ჰა­მაკ­ში წოლა და წიგ­ნე­ბის კი­თხვა თუ გიყ­ვართ?

- ადრე ხში­რად ვკი­თხუ­ლობ­დი, მაგ­რამ ახლა ფი­ზი­კუ­რად ნაკ­ლე­ბად ვა­ხერ­ხებ ამას. სა­ერ­თოდ, ზე­რე­ლედ კი­თხვა კი არ მიყ­ვარს, წიგნს კარ­გად უნდა ჩა­ვუჯ­დე. თუ დრო და "ნერ­ვი" მექ­ნე­ბა, რო­მე­ლი­მე ახალ მწე­რალ­სა და ნა­წარ­მო­ებს გა­ვეც­ნო­ბი.

- სა­ზღვარ­გა­რეთ, მა­გა­ლი­თად - თურ­ქეთ­ში ყოფ­ნი­სას კლუ­ბებ­ში თუ და­დი­ხართ? ბევ­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ქარ­თუ­ლი კლუ­ბე­ბი უცხო­ურ­თან, იქა­ურ გარ­თო­ბას­თან ახ­ლო­საც ვერ მივა...

- თურ­ქე­თის კლუ­ბებ­ში ხში­რად არ დავ­დი­ვარ, რად­გან იქ კარ­გი მუ­სი­კის მოს­მე­ნა იშ­ვი­ა­თა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ჩვენ­თან კი ზა­ფხულ­ში ბევ­რი მა­გა­რი დი­ჯეი ჩა­მო­დის...

- ლაშ­ქრო­ბებ­ში სი­ა­რუ­ლი თუ მოგ­წონთ?

- თა­ვის დრო­ზე ბევ­რი "ვი­ლაშ­ქრე", ახლა კი მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბი აღარ მხიბ­ლავს. ყაზ­ბეგ­ში რომ ვცხოვ­რობ­დი, ის ერთი წელი ჩემ­თვის სულ ლაშ­ქრო­ბა იყო. მთა და ხე­ტი­ა­ლი მა­გა­რი რამ არის. სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა კუ­თხე ნა­ნა­ხი მაქვს და სხვებ­საც ვურ­ჩევ, "პა­რი­ზებ­ში" და "ლონ­დო­ნებ­ში" სი­ა­რულს ჯო­ბია, თა­ვი­ან­თი ქვე­ყა­ნა კარ­გად და­ათ­ვა­ლი­ე­რონ და ისე­თი ად­გი­ლე­ბი ნა­ხონ, რომ­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნაც არ აქვთ.

- ექ­სტრე­მა­ლუ­რი გარ­თო­ბე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი თუ ხართ?

- არა, გე­ნაც­ვა­ლე, ასე­თი რა­ღა­ცე­ბი არ მი­ზი­დავს. ჩემ­თვის წყნა­რად ვის­ვე­ნებ ხოლ­მე - უალ­კოჰო­ლო კოქ­ტე­ი­ლი, კარ­გი მუ­სი­კა ყურ­სას­მე­ნებ­ში, წყა­ლი, გაგ­რი­ლე­ბა, მზის აბა­ზა­ნე­ბის მი­ღე­ბა, სა­ღა­მოს გემ­რი­ე­ლი ვახ­შა­მი და ა.შ. თუმ­ცა, რა ვიცი, ექ­სპრომ­ტად შე­იძ­ლე­ბა მო­მინ­დეს კი­დეც ზღვა­ზე პა­რა­შუ­ტით დაშ­ვე­ბა...

- სხე­უ­ლის გა­სა­კა­ჟებ­ლად თუ ვარ­ჯი­შობთ ხოლ­მე?

- სამ­წუ­ხა­როდ, დიდი ხა­ნია, აღარ მი­ვარ­ჯი­შია. არა­და, მთე­ლი ბავ­შვო­ბა ვვარ­ჯი­შობ­დი.

- რო­მე­ლი­მე ზა­ფხუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ხომ არ გახ­სენ­დე­ბათ?

- ყვე­ლა ზა­ფხულ­ში იყო გარ­კვე­უ­ლი ფლირ­ტი, ყვე­ლა გო­გო­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ და ა.შ. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევ­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი მაქვს გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი... ვეც­დე­ბი, ახ­ლაც მაქ­სი­მა­ლუ­რად გან­ვიტ­ვირ­თო და მთე­ლი წლის­თვის "და­ვი­ტე­ნო".

- ძა­ლი­ან კარ­გი, ბედ­ნი­ერ დას­ვე­ნე­ბას გი­სურ­ვებთ!

- დიდი მად­ლო­ბა, თქვენც ასე­ვე.

კრის­ტი ყიფ­ში­ძე, მო­დე­ლი:

- მომ­დევ­ნო თვე­ე­ბი არ და­მი­გეგ­მავს. ბა­თუმ­ში უკვე რამ­დენ­ჯერ­მე ვი­ყა­ვი: ხან საქ­მე­ზე, ხან - გა­და­ღე­ბებ­ზე; ამ ქა­ლაქ­ში ჩას­ვლა კი­დევ მო­მი­წევს - ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალ­ზე მივ­დი­ვარ. სამ­სა­ხურ­ში დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის გამო, ხან­გრძლივ დას­ვე­ნე­ბას ალ­ბათ, სექ­ტემ­ბრის­თვის მო­ვი­წყობ.

- ნა­ტა­ლია სად ის­ვე­ნებს?

- მე და ნა­ტა­ლია გა­ზა­ფხულ­ზე ეგ­ვიპ­ტე­ში ვი­ყა­ვით, ახლა ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალ­ზე მიმ­ყავს, შემ­დეგ კი აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალ ბა­კუ­რი­ან­ში, მერე - ზღვა­ზე. ეგ­ვიპ­ტე­ში ნამ­დვი­ლი დას­ვე­ნე­ბა მო­ვი­წყვეთ: ტე­ლე­ფო­ნე­ბი გა­მორ­თუ­ლი გვქონ­და და დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე პლაჟ­ზე ან აუზ­ზე ვი­ყა­ვით. მი­მაჩ­ნია, რომ ასე­თი დას­ვე­ნე­ბა ნამ­დვი­ლი რე­ლაქ­სა­ცი­აა - მა­სა­ჟი, აუზი, ვარ­ჯი­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

- ძა­ლი­ან ბევ­რი გეგ­მა მაქვს და არ ვიცი, დას­ვე­ნე­ბას რამ­დე­ნად მო­ვა­ხერ­ხებ. ბოლო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერც ერთ ზა­ფხულს ვერ და­ვის­ვე­ნე. თან, დიდ­ხანს უსაქ­მუ­რად ყოფ­ნა არ შე­მიძ­ლია. მგო­ნი, წელ­საც ვერ და­ვის­ვე­ნებ, რად­გან "სანო" სტუ­დი­ა­ში ახალ პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობთ, მე­ო­რე პრო­ექ­ტის­თვის კი ცალ­კე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ახალ სიმ­ღე­რებს ვწერ, შე­მოდ­გო­მის­თვის კი კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვის სურ­ვი­ლი მაქვს, იგეგ­მე­ბა გას­ტრო­ლე­ბიც. მოკ­ლედ, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე მექ­ნე­ბა.

- რე­გი­ო­ნულ კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობთ?

- რო­გორ არა! ახლა ბა­თუმ­შიც მოგ­ვი­წევს კონ­ცერ­ტზე წას­ვლა, მა­ნამ­დე კი მე­გობ­რებ­თან ერ­თად, თბი­ლი­სის მახ­ლობ­ლად ვა­ხერ­ხებ გან­ტვირ­თვას. ახ­ლაც სა­გუ­რა­მო­ში ვარ და ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩემი დას­ვე­ნე­ბაც ეს არის. ჩემ­თვის რე­ლაქ­სა­ცი­ის­თვის ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა სიმ­შვი­დე და სი­წყნა­რეა. ზღვა მიყ­ვარს, მაგ­რამ შე­საძ­ლოა, 2 კვი­რა­ში ერთხელ მო­მინ­დეს წყალ­ში ჩას­ვლა და ბა­ნა­ო­ბა. მთა­ში ყოფ­ნა მირ­ჩევ­ნია, სა­დაც სუფ­თა ჰა­ე­რია, ნი­ა­ვი დაქ­რის, მშვი­დად ხარ და ათას რა­მე­ზე ფიქ­რობ. ლაშ­ქრო­ბე­ბიც მომ­წონს. და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რის წინ, ბი­ჭებ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ ქა­ლაქ­გა­რეთ, ბუ­ნე­ბა­ში გავ­სუ­ლი­ყა­ვით. სამ­წვა­დეც წა­ვი­ღეთ - იმა­ზე ორ­ჯერ მეტი, ვიდ­რე გვჭირ­დე­ბო­და (იცი­ნის) და კარ­გი დრო გა­ვა­ტა­რეთ, ბევ­რი ვიმ­ღე­რეთ...

- ექ­სტრი­მის მოყ­ვა­რუ­ლი ხართ?

- ასე­თი რა­ღა­ცე­ბი არ მი­ზი­დავს. ეტყო­ბა, სა­კუ­თა­რი თავი ზედ­მე­ტად მიყ­ვარს და არ ვრის­კავ (იცი­ნის).

- გა­მორ­ჩე­უ­ლად რო­მე­ლი ზა­ფხუ­ლი გახ­სენ­დე­ბათ?

- ყვე­ლა ზა­ფხუ­ლი კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, შარ­შან "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ზე" ვმუ­შა­ობ­დით, ბა­თუმ­ში 40 დღე ვი­ყა­ვით და ზღვა­ში ჩას­ვლა ერ­თა­დერ­თხელ მო­ვა­ხერ­ხე, ისიც - ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით, მაგ­რამ მა­ინც კარ­გი იყო...

- ალ­ბათ სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნე­ბი, ფლირ­ტი გი­ზი­დავს...

- ასე­თე­ბიც მახ­სენ­დე­ბა (იღი­მის). მო­გიყ­ვე? არა, არ მო­გიყ­ვე­ბი, რად­გან არ ვიცი, რო­მე­ლი ერთი გა­ვიხ­სე­ნო... ზა­ფხულ­ში მსგავ­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რა­ღაც­ნა­ი­რად აე­წყო­ბა ხოლ­მე, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი ხდე­ბა. თუმ­ცა, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ სა­ზა­ფხუ­ლო რო­მა­ნი თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დე­გაც გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა...

მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- და­სას­ვე­ნებ­ლად რო­დის წა­ვალ, არ ვიცი, რად­გა­ნაც მსა­ხი­ო­ბე­ბი, მუ­სი­კო­სე­ბი, პო­ე­ტე­ბი და ა.შ. ბექა ელ­ბა­ქი­ძეს­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ღა­მო­ე­ბის მო­წყო­ბას ვგეგ­მავთ. ეს პრო­ექ­ტი აგ­ვის­ტო­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, ალე­კო ცა­ბა­ძეს­თან ერ­თად ფილმზე ვმუ­შა­ობთ...

ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- ჩვენ უკვე ვის­ვე­ნებთ: რამ­დე­ნი­მე დღეა, მე, ლილუ, ლი­ლუს მე­გო­ბა­რი, ჩემი მე­გო­ბა­რი და მისი შვი­ლი ურეკ­ში ვართ. ბავ­შვე­ბი კარ­გად ერ­თო­ბი­ან და მათ­თან ერ­თად, ჩვენც მშვე­ნივ­რად ვის­ვე­ნებთ. თქვენც ბედ­ნი­ერ დას­ვე­ნე­ბას გი­სურ­ვებთ!

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ზაფხული, ფლირტი და გართობა "აწყვეტამდე" - როგორ ისვენებენ ცნობილები

ზაფხული, ფლირტი და გართობა "აწყვეტამდე" - როგორ ისვენებენ ცნობილები

ბევრისთვის ზაფხული გამორჩეულად საყვარელი სეზონია, ამ დროს ყველა ცდილობს, არდადეგები თუ კუთვნილი შვებულება მისთვის კომფორტულ და სასურველ ადგილას გაატაროს, ახალი ნაცნობები შეიძინოს, თავგადასავლები ეძებოს და ა.შ. საზაფხულო გეგმებსა და დასვენებასთან დაკავშირებულ თემებზე საზოგადოებისთვის ცნობილ რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე.

რუსკა მაყაშვილი, მსახიობი:

- დასასვენებლად გეგმები ჯერ არ დამიწყვია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ბათუმის ჯაზფესტივალზე წავალ. ახლა რუსთაველის თეატრში რეპეტიციები გვაქვს და როცა მუშაობას დავასრულებთ, მეგობრებთან ერთად, ზღვაზე წავალ. მინდა, წყნარ და მშვიდ გარემოში დავისვენო და არა - ბათუმურ სიგიჟეში.

- ახლა რა სპექტაკლზე მუშაობთ?

- ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე (გოგი ალექსიძის ქალიშვილი. - ავტ.) რუსთაველის თეატრის სცენაზე დგამს სპექტაკლს, რომელშიც 12 მოცეკვავე და 5 მსახიობი მონაწილეობს. წარმოდგენა დატვირთულია თანამედროვე ცეკვებით და ვფიქრობ, საინტერესო სპექტაკლი გამოვა. ცნობისათვის, ამ დადგმაში ჯანო კახიძის მუსიკა იქნება გამოყენებული.

- ნინუცასა და ოჯახის წევრებთან ერთად თუ აპირებთ სადმე გამგზავრებას?

- ჯერ არ ვიცი, ამას როგორ მოვახერხებთ. ბავშვები უკვე გავუშვით დასასვენებლად. მე და ნინუცას საერთო სამეგობრო წრე არ გვყავს, ამიტომ ის თავის მეგობრებთან ერთად ისვენებს ხოლმე, მე - ჩემს მეგობრებთან.

კახა ახვლედიანი, ტელეწამყვანი:

- კახა, როგორც ცნობილია, "მაესტროს" წამყვანების გარკვეული ნაწილი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. მათ შორის თქვენც ხართ?

- ამ პერიოდში დილის გადაცემას ტაიმ-აუტი აქვს. ასე რომ, სექტემბრის შუა რიცხვებამდე მეც შვებულებაში ვარ.

- უკვე დაგეგმეთ, სად გაატარებთ ამ სანატრელ დროს?

- სავარაუდოდ, თურქეთსა და ბათუმში წავალ. აუცილებლად ვესტუმრები ყაზბეგს - ადგილს, სადაც გავიზარდე. იქაურობა ძალიან მიყვარს. წელს ბათუმში კარგი მუსიკოსები ჩამოდიან და მინდა "ქართულად", გემრიელად გავერთო, რა თქმა უნდა, მეგობრებთან ერთად. დასასვენებლად წინასწარ არ ვემზადები ხოლმე - ფული თუ გაქვს, სპონტანურად, ნებისმიერ ადგილას წახვალ.

- როგორ დასვენებას ანიჭებთ უპირატესობას?

- განაწილებული მაქვს დრო: ცოტა "პენსიონერულადაც" უნდა დავისვენო - ზღვის სანაპიროზე წამოვწვე, ვიფიქრო, გავირუჯო, მერე კი მთაში, შემდეგ - ბათუმის კლუბებში "ავიწყვეტ".

- "პენსიონერული" დასვენების დროს ჰამაკში წოლა და წიგნების კითხვა თუ გიყვართ?

- ადრე ხშირად ვკითხულობდი, მაგრამ ახლა ფიზიკურად ნაკლებად ვახერხებ ამას. საერთოდ, ზერელედ კითხვა კი არ მიყვარს, წიგნს კარგად უნდა ჩავუჯდე. თუ დრო და "ნერვი" მექნება, რომელიმე ახალ მწერალსა და ნაწარმოებს გავეცნობი.

- საზღვარგარეთ, მაგალითად - თურქეთში ყოფნისას კლუბებში თუ დადიხართ? ბევრი აღნიშნავს, რომ ქართული კლუბები უცხოურთან, იქაურ გართობასთან ახლოსაც ვერ მივა...

- თურქეთის კლუბებში ხშირად არ დავდივარ, რადგან იქ კარგი მუსიკის მოსმენა იშვიათადაა შესაძლებელი, ჩვენთან კი ზაფხულში ბევრი მაგარი დიჯეი ჩამოდის...

- ლაშქრობებში სიარული თუ მოგწონთ?

- თავის დროზე ბევრი "ვილაშქრე", ახლა კი მსგავსი რაღაცები აღარ მხიბლავს. ყაზბეგში რომ ვცხოვრობდი, ის ერთი წელი ჩემთვის სულ ლაშქრობა იყო. მთა და ხეტიალი მაგარი რამ არის. საქართველოს თითქმის ყველა კუთხე ნანახი მაქვს და სხვებსაც ვურჩევ, "პარიზებში" და "ლონდონებში" სიარულს ჯობია, თავიანთი ქვეყანა კარგად დაათვალიერონ და ისეთი ადგილები ნახონ, რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ.

- ექსტრემალური გართობების მოყვარული თუ ხართ?

- არა, გენაცვალე, ასეთი რაღაცები არ მიზიდავს. ჩემთვის წყნარად ვისვენებ ხოლმე - უალკოჰოლო კოქტეილი, კარგი მუსიკა ყურსასმენებში, წყალი, გაგრილება, მზის აბაზანების მიღება, საღამოს გემრიელი ვახშამი და ა.შ. თუმცა, რა ვიცი, ექსპრომტად შეიძლება მომინდეს კიდეც ზღვაზე პარაშუტით დაშვება...

- სხეულის გასაკაჟებლად თუ ვარჯიშობთ ხოლმე?

- სამწუხაროდ, დიდი ხანია, აღარ მივარჯიშია. არადა, მთელი ბავშვობა ვვარჯიშობდი.

- რომელიმე ზაფხული განსაკუთრებულად ხომ არ გახსენდებათ?

- ყველა ზაფხულში იყო გარკვეული ფლირტი, ყველა გოგონა განსაკუთრებული გახლდათ და ა.შ. მრავალფეროვანი ადამიანი ვარ და აქედან გამომდინარე, ბევრი განსხვავებული ამბავი მაქვს გასახსენებელი... ვეცდები, ახლაც მაქსიმალურად განვიტვირთო და მთელი წლისთვის "დავიტენო".

- ძალიან კარგი, ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!

- დიდი მადლობა, თქვენც ასევე.

კრისტი ყიფშიძე, მოდელი:

- მომდევნო თვეები არ დამიგეგმავს. ბათუმში უკვე რამდენჯერმე ვიყავი: ხან საქმეზე, ხან - გადაღებებზე; ამ ქალაქში ჩასვლა კიდევ მომიწევს - ჯაზფესტივალზე მივდივარ. სამსახურში დატვირთული რეჟიმის გამო, ხანგრძლივ დასვენებას ალბათ, სექტემბრისთვის მოვიწყობ.

- ნატალია სად ისვენებს?

- მე და ნატალია გაზაფხულზე ეგვიპტეში ვიყავით, ახლა ჯაზფესტივალზე მიმყავს, შემდეგ კი აუცილებლად წავალ ბაკურიანში, მერე - ზღვაზე. ეგვიპტეში ნამდვილი დასვენება მოვიწყვეთ: ტელეფონები გამორთული გვქონდა და დილიდან საღამომდე პლაჟზე ან აუზზე ვიყავით. მიმაჩნია, რომ ასეთი დასვენება ნამდვილი რელაქსაციაა - მასაჟი, აუზი, ვარჯიში. ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს.

ნოდიკო ტატიშვილი, მომღერალი:

- ძალიან ბევრი გეგმა მაქვს და არ ვიცი, დასვენებას რამდენად მოვახერხებ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ვერც ერთ ზაფხულს ვერ დავისვენე. თან, დიდხანს უსაქმურად ყოფნა არ შემიძლია. მგონი, წელსაც ვერ დავისვენებ, რადგან "სანო" სტუდიაში ახალ პროექტზე ვმუშაობთ, მეორე პროექტისთვის კი ცალკე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ახალ სიმღერებს ვწერ, შემოდგომისთვის კი კონცერტის გამართვის სურვილი მაქვს, იგეგმება გასტროლებიც. მოკლედ, ბევრი საინტერესო სიახლე მექნება.

- რეგიონულ კონცერტებში მონაწილეობთ?

- როგორ არა! ახლა ბათუმშიც მოგვიწევს კონცერტზე წასვლა, მანამდე კი მეგობრებთან ერთად, თბილისის მახლობლად ვახერხებ განტვირთვას. ახლაც საგურამოში ვარ და ფაქტობრივად, ჩემი დასვენებაც ეს არის. ჩემთვის რელაქსაციისთვის ყველაზე კარგი საშუალება სიმშვიდე და სიწყნარეა. ზღვა მიყვარს, მაგრამ შესაძლოა, 2 კვირაში ერთხელ მომინდეს წყალში ჩასვლა და ბანაობა. მთაში ყოფნა მირჩევნია, სადაც სუფთა ჰაერია, ნიავი დაქრის, მშვიდად ხარ და ათას რამეზე ფიქრობ. ლაშქრობებიც მომწონს. დაახლოებით ორი კვირის წინ, ბიჭებმა გადავწყვიტეთ ქალაქგარეთ, ბუნებაში გავსულიყავით. სამწვადეც წავიღეთ - იმაზე ორჯერ მეტი, ვიდრე გვჭირდებოდა (იცინის) და კარგი დრო გავატარეთ, ბევრი ვიმღერეთ...

- ექსტრიმის მოყვარული ხართ?

- ასეთი რაღაცები არ მიზიდავს. ეტყობა, საკუთარი თავი ზედმეტად მიყვარს და არ ვრისკავ (იცინის).

- გამორჩეულად რომელი ზაფხული გახსენდებათ?

- ყველა ზაფხული კარგად მახსენდება. მაგალითად, შარშან "ვერის უბნის მელოდიებზე" ვმუშაობდით, ბათუმში 40 დღე ვიყავით და ზღვაში ჩასვლა ერთადერთხელ მოვახერხე, ისიც - ნახევარი საათით, მაგრამ მაინც კარგი იყო...

- ალბათ საკურორტო რომანები, ფლირტი გიზიდავს...

- ასეთებიც მახსენდება (იღიმის). მოგიყვე? არა, არ მოგიყვები, რადგან არ ვიცი, რომელი ერთი გავიხსენო... ზაფხულში მსგავსი ურთიერთობები რაღაცნაირად აეწყობა ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში, სერიოზული არაფერი ხდება. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, რომ საზაფხულო რომანი თბილისში ჩამოსვლის შემდეგაც გაგრძელებულა...

მაკა შალიკაშვილი, მსახიობი:

- დასასვენებლად როდის წავალ, არ ვიცი, რადგანაც მსახიობები, მუსიკოსები, პოეტები და ა.შ. ბექა ელბაქიძესთან ერთად, საქართველოს რეგიონებში მუსიკალური საღამოების მოწყობას ვგეგმავთ. ეს პროექტი აგვისტოში განხორციელდება. გარდა ამისა, ალეკო ცაბაძესთან ერთად ფილმზე ვმუშაობთ...

ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი:

- ჩვენ უკვე ვისვენებთ: რამდენიმე დღეა, მე, ლილუ, ლილუს მეგობარი, ჩემი მეგობარი და მისი შვილი ურეკში ვართ. ბავშვები კარგად ერთობიან და მათთან ერთად, ჩვენც მშვენივრად ვისვენებთ. თქვენც ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება