სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი მეგობრის მხიარული ინტერვიუ
ორი მეგობრის მხიარული ინტერვიუ

მსა­ხი­ო­ბე­ბი - ნიკა ქა­ცა­რი­ძე და ზურა ნი­ჟა­რა­ძე გარ­და იმი­სა, რომ დიდი ხა­ნია, ძმა­კა­ცო­ბენ, პრო­ექ­ტში - "რომ გა­დახ­ვალ, გა­ა­ჩე­რე" პარტნი­ო­რე­ბიც არი­ან. ნიკა დღეს­დღე­ო­ბით რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია და არა­ერთ სპექ­ტაკლშია და­კა­ვე­ბუ­ლი, ზურა კი ბო­ლოს, გო­რის თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და... ცოტა ხან­ში ანეკ­დო­ტე­ბის სე­ზო­ნის გა­და­ღე­ბა დას­რულ­დე­ბა და ორი­ვე მსა­ხი­ო­ბი და­სას­ვე­ნებ­ლად გა­ემ­გზავ­რე­ბა...

- ბოლო დროს პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი გახ­დით. მოგ­წონთ ის პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რომ­ლებ­საც ანეკ­დო­ტებ­ში ასა­ხი­ე­რებთ?

ზურა:

- უკვე იმ­დე­ნი პერ­სო­ნა­ჟი გვყავს გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი, რომ ალ­ბათ, ამ­დე­ნი როლი ძა­ლი­ან მა­გარ არ­ტის­ტებ­საც არ ექ­ნე­ბათ მორ­გე­ბუ­ლი (იცი­ნის). ისე, პრო­ექ­ტში, რო­მელ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, დიდი არ­ტის­ტუ­ლო­ბაც არ არის სა­ჭი­რო. უბ­რა­ლოდ, მოგ­ცე­მენ ტექსტს და გე­უბ­ნე­ბი­ან, - ეს უნდა თქვაო.

ნიკა:

- ჰო, გმი­რის და­ხა­სი­ა­თე­ბა, - სა­ი­დან მო­ვი­და, სად მი­დის, გამ­ჭო­ლი მოქ­მე­დე­ბა, ზე­ა­მო­ცა­ნა, რაც თე­ატ­რის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ანეკ­დო­ტე­ბის გა­და­სა­ღე­ბად ამის გარ­კვე­ვა სა­ჭი­რო არ არის. აქ ყვე­ლა­ფე­რი ექ­სპრომ­ტია, მაგ­რამ ვერც იმას ვი­ტყვი, რომ ჩვე­ნი ეს საქ­მი­ა­ნო­ბა ძალ­ზე მარ­ტი­ვია.

ზურა:

- მოკ­ლედ, ანეკ­დო­ტე­ბის სა­თა­მა­შოდ სტა­ნის­ლავ­სკის მე­თო­დე­ბი არ გვჭირ­დე­ბა... თა­ვი­დან "შუა ქა­ლაქ­ში" ვთა­მა­შობ­დი - ბუ­ნი­კე­თის გამ­გე­ბე­ლი გახ­ლდით. ამ სე­რი­ალ­ში ნი­კაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და...

- თქვენ მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ეკ­რან­ზე არას­დროს იცი­ნი­ან... არა­და, ძი­რი­თა­დად, კო­მი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ხვდე­ბი­ან.

ნიკა:

- ხმა­მა­ღალ ნათ­ქვამ­ში ნუ ჩა­მით­ვლით და იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­აც, მის მიერ შეს­რუ­ლე­ბულ სცე­ნებ­ში, არ­სად იცი­ნის, პი­რი­ქით - ყველ­გან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა აქვს და სწო­რედ ეს სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა ხდის სი­უ­ჟეტს სა­სა­ცი­ლოს. იმა­ვეს თქმა შე­იძ­ლე­ბა მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ კო­მი­კოს­ზე...

ზურა:

- ფა­ბუ­ლა ასე­თია: უნდა ვი­თა­მა­შოთ სა­კუ­თა­რი თა­ვის ტრა­გე­დია, რომ გა­გა­ცი­ნოთ...

- ისე, ვი­ღა­ცე­ბი ამ­ბო­ბენ, - არც ისე სა­სა­ცი­ლო ანეკ­დო­ტე­ბი აქ­ვთო... რას იტყვით ამა­ზე?

ნიკა:

- ყვე­ლა ანეკ­დო­ტი ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო ვერ იქ­ნე­ბა...

ზურა:

- ჰო, ყვე­ლა "ბობი" ვერ გა­მო­ვა. ჩვე­ნი პრო­ექ­ტი მზე­სუმ­ზი­რა­სა­ვით არის: თი­თო­ე­უ­ლი ანეკ­დო­ტი 15-20-წა­მი­ა­ნია, გა­და­ცე­მა კი ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი გახ­ლავთ. მას­ში ბევ­რი ცნო­ბი­ლი ამ­ბა­ვია მო­თხრო­ბი­ლი, ზოგს კი თა­ვად ვი­გო­ნებთ, რა­ღა­ცებს ვა­მა­ტებთ, ვაკ­ლებთ... მაგ­რამ ადა­მი­ანს ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხის მი­მართ ხომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა აქვს? ასე­ვეა ადა­მი­ა­ნე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იუ­მო­რის მი­მარ­თაც: თქვენ რომ რა­ღა­ცა­ზე გა­გე­ცი­ნე­ბათ, შე­იძ­ლე­ბა, იმა­ზე მე ვერ გა­ვი­ცი­ნო ან მა­გა­ლი­თად, კა­ხურ იუ­მორ­ზე შე­საძ­ლოა, იმე­რელ­მა არ გა­ი­ცი­ნოს. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ადა­მი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი გე­მოვ­ნე­ბა გვაქვს...

ნიკა:

- ის კი არა, გა­და­ღე­ბის პრო­ცეს­შიც ვკა­მა­თობთ ხოლ­მე... ცოტა ხნის წინ მე­ზო­ბე­ლი, მორ­წმუ­ნე ქალ­ბა­ტო­ნი ეზო­ში შემ­ხვდა და მი­საყ­ვე­დუ­რა: არ გრცხვე­ნი­ათ, სა­პა­ნაშ­ვი­დო სი­ტუ­ა­ცია მას­ხრად რომ აიგ­დე­თო? მეც ქრის­ტი­ა­ნი და მორ­წმუ­ნე ვარ, მაგ­რამ პა­ნაშ­ვიდ­ზე და­მერ­წმუ­ნეთ, ბევ­რი სა­სა­ცი­ლო ამ­ბა­ვი ხდე­ბა...

ზურა:

- შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­ვის ვა­ყე­ნებ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში პა­ნაშ­ვი­დე­ბი უმე­ტე­სად, ნამ­დვილ ღრე­ო­ბად გა­და­იქ­ცე­ვა ხოლ­მე.

ნიკა:

- მოკ­ლედ, "ღა­მის შოუს სტუ­დი­ამ" კარ­გად იცის, რა რო­გორ უნდა გა­ა­კე­თოს. იქ ძა­ლი­ან კარ­გი გუნ­დია შეკ­რე­ბი­ლი და სა­მუ­შა­ოდ კარგ ატ­მოს­ფე­როს გვიქ­მნი­ან. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­წყე­ბუ­ლი, სცე­ნა­რის­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რე­ბი არი­ან; ერ­თმა­ნე­თის­თვის ოჯა­ხის წევ­რე­ბი­ვით ვართ.

- ერ­თმა­ნე­თის­თვის რო-გორი პარტნი­ო­რე­ბი ხართ?

ზურა:

- თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. გუ­რამ სა­ღა­რა­ძის ყო­ფი­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ვართ. იმ პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ვძმა­კა­ცობთ და ვმე­გობ­რობთ.

- რაკი ბა­ტო­ნი გუ­რა­მი ახ­სე­ნეთ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, მას­ზე კი­თხვა არ და­გის­ვათ. რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ მას­თან?

- გუ­რამ სა­ღა­რა­ძე, გარ­და იმი­სა, რომ დიდი არ­ტის­ტი და მხატ­ვრუ­ლი კი­თხვის ოს­ტა­ტი გახ­ლდათ, სა­ო­ცა­რი პი­როვ­ნე­ბა იყო. მე­გო­ბა­რი, გი­ორ­გი სვა­ნი­ძე მიყ­ვე­ბო­და, - ხელ­ფასს რომ აი­ღებ­და, ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ბარ­გულს ყვა­ვი­ლე­ბით გა­ავ­სებ­და და დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში მი­დი­ო­და: ჯერ მე­უღ­ლის, ტა­ნი­ას საფ­ლავს მო­ი­ნა­ხუ­ლებ­და, შემ­დეგ მა­მი­სას და მერე ყვა­ვი­ლე­ბით ყვე­ლას საფ­ლავს ჩა­მო­უვ­ლი­და. თუ რა­ღაც თან­ხა ჩა­უ­ვარ­დე­ბო­და მო­ჭარ­ბე­ბუ­ლად, 8 ძმა­კა­ცი ჰყავ­და გარ­დაც­ვლი­ლი და მათი ოჯა­ხის წევ­რებს ფულს ჩუქ­ნი­და, - ჩემს სა­ხელ­ზე სა­კურ­თხი გა­უ­კე­თე­თო...

ნიკა:

- მისი ასის­ტენ­ტი გახ­ლდით და ლექ­სე­ბის კომ­პო­ზი­ცი­ებს ერ­თად ვა­კე­თებ­დით. ჩემ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო მის გვერ­დით ყოფ­ნა. ბევ­რი რამ მას­წავ­ლა. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ ერ­თსა და იმა­ვე თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ­დით. ზოგს მამა არ გა­უ­კე­თებს იმ­დენს, რამ­დე­ნი სი­კე­თეც მის­გან მახ­სოვს...

ზურა:

- მის ლექ­ცი­ას არას­დროს ვაც­დენ­დი...

ნიკა:

- მოკ­ლედ, ბევრ რა­მე­ში გა­მი­მარ­თლა. ჩემი პე­და­გო­გე­ბი იყ­ვნენ: შალ­ვა გა­წე­რე­ლია, გუ­რამ სა­ღა­რა­ძე, თე­ატ­რში - რო­ბი­კო სტუ­რუა. ამა­ზე მეტი ბედ­ნი­ე­რე­ბა მსა­ხი­ობს სხვა რა უნდა? როცა ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი გყავს გვერ­დით, ცო­ტა­ო­დე­ნი ნიჭი თუ გაქვს, რა­ღა­ცას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­კე­თებ.

ზურა:

- ჩემი პე­და­გო­გე­ბი იყ­ვნენ - გოგი ქავ­თა­რა­ძე, გუ­რამ სა­ღა­რა­ძე და მზია მაღ­ლა­კე­ლი­ძე...

- თქვენს პარტნი­ო­რო­ბა­ზე ვლა­პა­რა­კობ­დით...

ნიკა:

- ყველ­გან ერ­თად დავ­დი­ვართ: სა­ქე­ი­ფოდ, გა­სარ­თო­ბად; უამ­რავ სა­კი­თხზე გვი­სა­უბ­რია, მათ შო­რის - სა­ჭირ­ბო­რო­ტო­ზეც, პო­ლი­ტი­კა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე...

ზურა:

- მარ­თა­ლია, ამა თუ იმ სა­კი­თხში ერ­თა­მა­ნეთს არ ვე­თან­ხმე­ბით, მაგ­რამ მა­ინც ვმე­გობ­რობთ. გარ­და ამი­სა, შე­თა­მა­შე­ბუ­ლე­ბი ვართ...

ნიკა:

- პარტნი­ორ­ზე ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი; კარ­გი პარტნი­ო­რი ნა­ხევ­რად შეს­რუ­ლე­ბულ როლს უდ­რის და დღეს ასე­თი ადა­მი­ა­ნი სან­თლით სა­ძე­ბა­რია. ერ­თმა­ნე­თის უსი­ტყვოდ გვეს­მის.

- ბოლო დროს დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვამ, - სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ადა­მი­ა­ნის ზო­გი­ერთ ქმე­დე­ბა­ზე კა­ნო­ნი უნდა გამ­კაცრ­დეს. თა­ვი­დან თქვეს, კოც­ნა აიკ­რძა­ლე­ბაო...

ნიკა:

- ე.ი. თუ სა­მა­სი ლარი არ გაქვს ჯი­ბე­ში, ქა­ლაქ­ში არ გა­ის­ვლე­ბა?

ზურა:

- იმ დღეს ძმა­კა­ცი ვნა­ხე და გა­დავ­კოც­ნე. მერე ვუ­თხა­რი, - ამა­ზე ჯა­რი­მა 160 ლა­რია, თა­ნაც, კა­მე­რებ­მაც დაგ­ვა­ფიქ­სი­რა-მეთ­ქი (იცი­ნი­ან).

ნიკა:

- თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, კა­ნო­ნებს არ ვე­მორ­ჩი­ლე­ბი. ჩემი კა­ნო­ნე­ბი მაქვს, მაგ­რამ ჯერ არა­ვის და­ვუ­ჯა­რი­მე­ბი­ვარ. სა­ხალ­ხოდ ვე­რის ან მთაწ­მინ­დის პარკში კოც­ნა­ო­ბის ასა­კი­დან გა­მო­ვე­დი... ისე, ხა­დურს მგო­ნი, ბი­უ­ჯე­ტის შევ­სე­ბა კოც­ნის ხარ­ჯზე უნდა (იცი­ნი­ან)...

ზურა:

- ნი­კუშ, ბი­უ­ჯე­ტი სიყ­ვა­რუ­ლით უნდა შე­ივ­სოს, სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა...

ნიკა:

- ისე, მშო­ბი­ა­რო­ბა თუ უფა­სო იქ­ნე­ბა, კოც­ნა­ში მა­ინც უნდა გა­და­ი­ხა­დო ფული, ეგრე სად არის...

- თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ხში­რად თა­მა­შო­ბენ ნარდს... ცხოვ­რე­ბა­ში რო­გორ გაქვთ საქ­მე, - დაჯ­და დუ შაში?

- ჩემ­თან ჯერ­ჯე­რო­ბით, დორ ჩარი დაჯ­და, მაგ­რამ დუ შა­შიც მალე დაჯ­დე­ბა.

ზურა:

- "ვარ კა­მა­თე­ლი მთი­დან ნას­რო­ლი და უეჭ­ვე­ლი შაშ­ზე დავ­ჯდე­ბი!" - ამ­ბობს მურ­მან ლე­ბა­ნი­ძე. მთა­ვა­რია, არ მო­ვეშ­ვათ, სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნე­ბი ვი­ყოთ და დუ შა­შიც მოვა.

- ცხოვ­რე­ბა აზარ­ტია?

- აბა, რა! ერ­თმა მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, - ცხოვ­რე­ბა რთუ­ლი კი არა, სა­ინ­ტე­რე­სო­აო. დრო არ არ­სე­ბობს, მას თვი­თონ ქმნის ადა­მი­ა­ნი.

ნიკა:

- ვი­ხუმ­როთ, ნუ და­ვიგ­რუ­ზე­ბით, გვიყ­ვარ­დეს ერ­თმა­ნე­თი და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

- აზარ­ტი ვახ­სე­ნეთ და ოდეს­მე ფულ­ზე თუ გი­თა­მა­ში­ათ?

- ფულ­ზე არას­დროს მი­თა­მა­შია... ისე, იმე­რეთ­ში, ვიდ­რე სუფ­რა გა­იშ­ლე­ბა, ნარ­დი "ხურ­დე­ბა"...

ზურა:

- და ვიდ­რე ნარ­დი "გა­ხურ­დე­ბა", სუ­რა­თე­ბის ალ­ბომს ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ ხოლ­მე (იცი­ნი­ან). იცით, ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ფოტო რო­მე­ლია? რა­ტომ­ღაც ბევ­რს აქვს ასე­თი სუ­რა­თი: გა­შიშ­ვლე­ბუ­ლე­ბი დათ­ვის ტყავ­ზე რომ არი­ან წა­მო­კოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლე­ბი. ასე­თი სუ­რა­თი ჩემ­თვის მშობ­ლებს არ გა­და­უ­ღი­ათ... ფულ­ზე არას­დროს მი­თა­მა­შია.

ნიკა:

- ძმო­ბას გა­ფი­ცებ, ერთი გა­მა­გე­ბი­ნე, რა ოჯა­ხებ­ში და­დი­ხარ?...

ზურა:

- იმე­რე­თის სოფ­ლებ­ში...

- ანეკ­დო­ტებს არ მოჰ­ყვე­ბით?

ნიკა:

- გუ­რუ­ლი თა­ვის მო­ძღვარ შვილს ეჩხუ­ბე­ბა. ჩა­მო­ი­ა­რა მე­ზო­ბელ­მა: - რაია, ძამა, მშვი­დო­ბაა? - რაის მშვი­დო­ბა, შვილს რომ მა­მას დო­უ­ძა­ხებ...

ზურა:

- ქუ­თა­ის­ში ისე­თი სი­ცხეა, კონ­დი­ცი­ო­ნე­რის გა­რე­შე მკვდა­რი სა­სახ­ლე­ში არ წვე­ბა... ახლა ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი მინ­და გა­ვიხ­სე­ნო: ახალ­გაზ­რდა ბიჭი მი­ვი­და მა­მა­ოს­თან და უთხრა: - მა­მაო, აღ­სა­რე­ბა უნდა ჩა­გა­ბა­რო­თო. მო­ძღვარ­მა ჰკი­თხა: - ცოლს ღა­ლა­ტობ? - არა. - იკე­თებ და ეწე­ვი? - არა, მა­მაო... - აბა, შვი­ლო, ეტყო­ბა, შა­რა­ვან­დე­დი გი­ჭერს და მაგი თა­ვის დრო­ზე გე­ი­წევ­სო... 1993 წე­ლია და ერთ ოჯახ­ში ავ­ტო­მან­ქა­ნა იყი­დეს, მო­ძღვარს აკურ­თხე­ბი­ნეს და ამის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ქე­ი­ფიც გა­ა­ჩა­ღეს. მან­ქა­ნა ეზოს გა­რეთ იდგა და როცა სახ­ლი­დან გა­მო­ვიდ­ნენ, პატ­რონს ის იქ აღარ დახ­ვდა. და­უ­რე­კეს მო­ძღვარს: - მა­მაო, მან­ქა­ნა კი აკურ­თხე, მაგ­რამ ად­გილ­ზე აღარ დაგ­ვხვდაო. - მე ვა­კურ­თხე, სიგ­ნა­ლი­ზა­ცია კი არ და­მი­ყე­ნე­ბი­აო... ქუ­თა­ის­ში იმის­თა­ნა სი­ცხეა, ქათ­მებს "მა­რო­ჟნს" აჭ­მე­ვენ, მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხე­ბი რომ არ და­დო­ნო.

ნიკა:

- სვა­ნებ­მა "ლედ­ნი­კი­ა­ნად" რომ და­მარ­ხეს მიც­ვა­ლე­ბუ­ლი, ეს ხომ იცით? მერე დამ­კრძა­ლა­ვი ბი­უ­რო­დან და­უ­რე­კეს, - რას შვრე­ბით, "ლედ­ნიკს" არ აბ­რუ­ნებ­თო? 2.500 ლარი ღირს და და­უ­რე­კავ­დნენ, აბა, რას იზამ­დნენ?..

ზურა:

- მოგ­ზა­უ­რი ჯუმ­ბერ ლეჟა­ვა ერთ-ერთ კუ­თხე­ში ჩა­ვი­და. ეუბ­ნე­ბი­ან: - გა­ი­ხა­რეთ, ბა­ტო­ნო ჯუმ­ბერ, სა­ო­ცა­რი კაცი ხართ. თორ­მეტ­ჯერ ხართ შე­სუ­ლი გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­შიო. ერ­თმა კაც­მა იკი­თხა: - რა გა­ა­კე­თა, ძა­მია, ამ კაც­მა? - რა და მსოფ­ლი­ოს ვე­ლო­სი­პე­დით შე­მო­უ­ა­რა და სულ გზა­შია. - შენ გე­ნაც­ვა­ლე, მეც სულ გზა­ში ვარ და ერთხელ არ შემ­ხვედ­რია...

- რო­გორც მი­თხა­რით, ხში­რად ერ­თად ქე­ი­ფობთ. ასეთ დროს ალ­ბათ, მღე­რით კი­დეც...

ნიკა:

- ზურა ფან­ტას­ტი­კუ­რად მღე­რის. მეც მუ­სი­კა­ლუ­რი ოჯა­ხი­დან ვარ და ამ საქ­მის რა­ღაც გა­მე­გე­ბა... ოღონდ, "ჯე­ოს­ტარ­ში" არ გვიმ­ღე­რია (იცი­ნი­ან).

ზურა:

- თუმ­ცა, თე­ატ­რა­ლუ­რის გუნ­დი სიმ­ღე­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე წა­ვე­დით და სე­რი­ო­ზულ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ეთ!

- "ღვი­ნო, დუ­დუ­კი, ქა­ლე­ბი" - თით­ქმის ყვე­ლა­ფერ­ზე ვი­ლა­პა­რა­კეთ, ქა­ლის გარ­და...

ნიკა:

- ქა­ლია ყვე­ლაფ­რის სა­წყი­სი. ამ ქვე­ყა­ნა­ზეც ამი­ტომ ვცხოვ­რობთ, რომ ჩვე­ნი ენერ­გია უმ­შვე­ნი­ე­რეს არ­სე­ბებს მო­ვახ­მა­როთ. ად­ვი­ლად მო­სა­პო­ვე­ბე­ლი ქალი უინ­ტე­რე­სოა. უნდა გი­თხრათ, რომ გარ­შე­მო ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ნი­ჭი­ე­რი, ლა­მა­ზი გო­გოა.

ზურა:

- მიყ­ვარს გა­მოთ­ქმა, - ქალი წიგ­ნია, რო­მელ­საც ბოლო ფურ­ცე­ლი აკ­ლია. რა­ღაც უნდა და­ი­ტო­ვოს თა­ვის­თვის, რომ სა­ინ­ტე­რე­სო იყოს. ჩერ­ჩე­ტი ქალი ვის რად უნდა?

- რის­კი­ა­ნე­ბი ხართ?

ნიკა:

- კარ­გი გა­გე­ბით, ხუ­ლიგ­ნე­ბი ვართ. ამას­თან, მე­ამ­ბო­ხე­ე­ბიც გახ­ლა­ვართ. არ­ტის­ტო­ბა ვაჟ­კა­ცე­ბის საქ­მეა. ის დიდ ძა­ლის­ხმე­ვას, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­ი­თხოვს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ არის იოლი, ას­ჯერ უნდა გა­ზო­მო, რომ ერთხელ სწო­რად გაჭ­რა.

ზურა:

- არა­და, ზოგს ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვი ჰგო­ნია... ჩვე­ნი პრო­ფე­სია მუდ­მივ სწავ­ლა­სა და ძი­ე­ბას მო­ი­თხოვს, რო­მელ­საც ნიჭი და იღ­ბა­ლი სჭირ­დე­ბა.

ნიკა:

- როცა პა­ტი­ო­სა­ნი ხარ, ფა­ნა­ტი­კუ­რად გიყ­ვარს შენი პრო­ფე­სია, იღ­ბა­ლიც "მო­გა­კი­თხავს".

- თქვენს გა­და­ცე­მას ჰქვია: "რომ გა­დახ­ვალ, გა­ა­ჩე­რე". "მარ­შრუტ­კით" თუ მგზავ­რობთ ხოლ­მე?

ნიკა:

- როცა ფული გვაქვს, ტაქ­სით დავ­დი­ვართ, სხვა დროს სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­თაც ვმგზავ­რობთ. რო­დე­საც "მარ­შრუტ­კა­ში" ავ­დი­ვარ, აუ­ცი­ლებ­ლად ამო­დის 2 მთვრა­ლი კაცი მა­ინც და დიღ­მი­დან ან დი­დუ­ბი­დან ვო­რონ­ცო­ვამ­დე სიყ­ვა­რულს მიხ­სნი­ან, მტან­ჯა­ვენ.

- ანუ გცნო­ბენ...

- კი და მეხ­ვე­წე­ბი­ან, - სხვა დროს სად შეგ­ხვდე­ბი და მოდი, ჩა­ვი­დეთ და სად­მე ორი ჭიქა დავ­ლი­ო­თო. ვე­უბ­ნე­ბი: არ ვსვამ, ბა­ტო­ნო-მეთ­ქი, მაგ­რამ არ მეშ­ვე­ბი­ან. ანეკ­დო­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისე­თი იმი­ჯი მაქვს, თით­ქოს ლოთი და დარ­დი­მან­დი ვარ. არა­და, ასე სუ­ლაც არ არის. ნამ­დვი­ლად არ გვაქვს ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბა...

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ორი მეგობრის მხიარული ინტერვიუ

ორი მეგობრის მხიარული ინტერვიუ

მსახიობები - ნიკა ქაცარიძე და ზურა ნიჟარაძე გარდა იმისა, რომ დიდი ხანია, ძმაკაცობენ, პროექტში - "რომ გადახვალ, გააჩერე" პარტნიორებიც არიან. ნიკა დღესდღეობით რუსთაველის თეატრის მსახიობია და არაერთ სპექტაკლშია დაკავებული, ზურა კი ბოლოს, გორის თეატრში მუშაობდა... ცოტა ხანში ანეკდოტების სეზონის გადაღება დასრულდება და ორივე მსახიობი დასასვენებლად გაემგზავრება...

- ბოლო დროს პოპულარულები გახდით. მოგწონთ ის პერსონაჟები, რომლებსაც ანეკდოტებში ასახიერებთ?

ზურა:

- უკვე იმდენი პერსონაჟი გვყავს განსახიერებული, რომ ალბათ, ამდენი როლი ძალიან მაგარ არტისტებსაც არ ექნებათ მორგებული (იცინის). ისე, პროექტში, რომელშიც ვმონაწილეობთ, დიდი არტისტულობაც არ არის საჭირო. უბრალოდ, მოგცემენ ტექსტს და გეუბნებიან, - ეს უნდა თქვაო.

ნიკა:

- ჰო, გმირის დახასიათება, - საიდან მოვიდა, სად მიდის, გამჭოლი მოქმედება, ზეამოცანა, რაც თეატრისთვის მნიშვნელოვანია, ანეკდოტების გადასაღებად ამის გარკვევა საჭირო არ არის. აქ ყველაფერი ექსპრომტია, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩვენი ეს საქმიანობა ძალზე მარტივია.

ზურა:

- მოკლედ, ანეკდოტების სათამაშოდ სტანისლავსკის მეთოდები არ გვჭირდება... თავიდან "შუა ქალაქში" ვთამაშობდი - ბუნიკეთის გამგებელი გახლდით. ამ სერიალში ნიკაც მონაწილეობდა...

- თქვენ მიერ განსახიერებული პერსონაჟები ეკრანზე არასდროს იცინიან... არადა, ძირითადად, კომიკურ სიტუაციებში ხვდებიან.

ნიკა:

- ხმამაღალ ნათქვამში ნუ ჩამითვლით და იპოლიტე ხვიჩიაც, მის მიერ შესრულებულ სცენებში, არსად იცინის, პირიქით - ყველგან სერიოზული გამომეტყველება აქვს და სწორედ ეს სერიოზულობა ხდის სიუჟეტს სასაცილოს. იმავეს თქმა შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ კომიკოსზე...

ზურა:

- ფაბულა ასეთია: უნდა ვითამაშოთ საკუთარი თავის ტრაგედია, რომ გაგაცინოთ...

- ისე, ვიღაცები ამბობენ, - არც ისე სასაცილო ანეკდოტები აქვთო... რას იტყვით ამაზე?

ნიკა:

- ყველა ანეკდოტი ძალიან სასაცილო ვერ იქნება...

ზურა:

- ჰო, ყველა "ბობი" ვერ გამოვა. ჩვენი პროექტი მზესუმზირასავით არის: თითოეული ანეკდოტი 15-20-წამიანია, გადაცემა კი ნახევარსაათიანი გახლავთ. მასში ბევრი ცნობილი ამბავია მოთხრობილი, ზოგს კი თავად ვიგონებთ, რაღაცებს ვამატებთ, ვაკლებთ... მაგრამ ადამიანს ნებისმიერი საკითხის მიმართ ხომ ინდივიდუალური მიდგომა აქვს? ასევეა ადამიანების დამოკიდებულება იუმორის მიმართაც: თქვენ რომ რაღაცაზე გაგეცინებათ, შეიძლება, იმაზე მე ვერ გავიცინო ან მაგალითად, კახურ იუმორზე შესაძლოა, იმერელმა არ გაიცინოს. ბუნებრივია, რომ ადამიანებს სხვადასხვანაირი გემოვნება გვაქვს...

ნიკა:

- ის კი არა, გადაღების პროცესშიც ვკამათობთ ხოლმე... ცოტა ხნის წინ მეზობელი, მორწმუნე ქალბატონი ეზოში შემხვდა და მისაყვედურა: არ გრცხვენიათ, საპანაშვიდო სიტუაცია მასხრად რომ აიგდეთო? მეც ქრისტიანი და მორწმუნე ვარ, მაგრამ პანაშვიდზე დამერწმუნეთ, ბევრი სასაცილო ამბავი ხდება...

ზურა:

- შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ საქართველოს რეგიონებში პანაშვიდები უმეტესად, ნამდვილ ღრეობად გადაიქცევა ხოლმე.

ნიკა:

- მოკლედ, "ღამის შოუს სტუდიამ" კარგად იცის, რა როგორ უნდა გააკეთოს. იქ ძალიან კარგი გუნდია შეკრებილი და სამუშაოდ კარგ ატმოსფეროს გვიქმნიან. ხელმძღვანელობით დაწყებული, სცენარისტებით დამთავრებული, მაგრები არიან; ერთმანეთისთვის ოჯახის წევრებივით ვართ.

- ერთმანეთისთვის რო-გორი პარტნიორები ხართ?

ზურა:

- თეატრალური უნივერსიტეტიდან ვთანამშრომლობთ. გურამ საღარაძის ყოფილი სტუდენტები ვართ. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ვძმაკაცობთ და ვმეგობრობთ.

- რაკი ბატონი გურამი ახსენეთ, შეუძლებელია, მასზე კითხვა არ დაგისვათ. როგორი ურთიერთობა გქონდათ მასთან?

- გურამ საღარაძე, გარდა იმისა, რომ დიდი არტისტი და მხატვრული კითხვის ოსტატი გახლდათ, საოცარი პიროვნება იყო. მეგობარი, გიორგი სვანიძე მიყვებოდა, - ხელფასს რომ აიღებდა, ავტომანქანის საბარგულს ყვავილებით გაავსებდა და დიდუბის პანთეონში მიდიოდა: ჯერ მეუღლის, ტანიას საფლავს მოინახულებდა, შემდეგ მამისას და მერე ყვავილებით ყველას საფლავს ჩამოუვლიდა. თუ რაღაც თანხა ჩაუვარდებოდა მოჭარბებულად, 8 ძმაკაცი ჰყავდა გარდაცვლილი და მათი ოჯახის წევრებს ფულს ჩუქნიდა, - ჩემს სახელზე საკურთხი გაუკეთეთო...

ნიკა:

- მისი ასისტენტი გახლდით და ლექსების კომპოზიციებს ერთად ვაკეთებდით. ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო მის გვერდით ყოფნა. ბევრი რამ მასწავლა. რაღაც პერიოდის შემდეგ ერთსა და იმავე თეატრში ვმუშაობდით. ზოგს მამა არ გაუკეთებს იმდენს, რამდენი სიკეთეც მისგან მახსოვს...

ზურა:

- მის ლექციას არასდროს ვაცდენდი...

ნიკა:

- მოკლედ, ბევრ რამეში გამიმართლა. ჩემი პედაგოგები იყვნენ: შალვა გაწერელია, გურამ საღარაძე, თეატრში - რობიკო სტურუა. ამაზე მეტი ბედნიერება მსახიობს სხვა რა უნდა? როცა ასეთი ადამიანები გყავს გვერდით, ცოტაოდენი ნიჭი თუ გაქვს, რაღაცას აუცილებლად გააკეთებ.

ზურა:

- ჩემი პედაგოგები იყვნენ - გოგი ქავთარაძე, გურამ საღარაძე და მზია მაღლაკელიძე...

- თქვენს პარტნიორობაზე ვლაპარაკობდით...

ნიკა:

- ყველგან ერთად დავდივართ: საქეიფოდ, გასართობად; უამრავ საკითხზე გვისაუბრია, მათ შორის - საჭირბოროტოზეც, პოლიტიკასა და ხელოვნებაზე...

ზურა:

- მართალია, ამა თუ იმ საკითხში ერთამანეთს არ ვეთანხმებით, მაგრამ მაინც ვმეგობრობთ. გარდა ამისა, შეთამაშებულები ვართ...

ნიკა:

- პარტნიორზე ბევრი რამ არის დამოკიდებული; კარგი პარტნიორი ნახევრად შესრულებულ როლს უდრის და დღეს ასეთი ადამიანი სანთლით საძებარია. ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის.

- ბოლო დროს დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივამ, - საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ადამიანის ზოგიერთ ქმედებაზე კანონი უნდა გამკაცრდეს. თავიდან თქვეს, კოცნა აიკრძალებაო...

ნიკა:

- ე.ი. თუ სამასი ლარი არ გაქვს ჯიბეში, ქალაქში არ გაისვლება?

ზურა:

- იმ დღეს ძმაკაცი ვნახე და გადავკოცნე. მერე ვუთხარი, - ამაზე ჯარიმა 160 ლარია, თანაც, კამერებმაც დაგვაფიქსირა-მეთქი (იცინიან).

ნიკა:

- თავისუფალი ადამიანი ვარ, კანონებს არ ვემორჩილები. ჩემი კანონები მაქვს, მაგრამ ჯერ არავის დავუჯარიმებივარ. სახალხოდ ვერის ან მთაწმინდის პარკში კოცნაობის ასაკიდან გამოვედი... ისე, ხადურს მგონი, ბიუჯეტის შევსება კოცნის ხარჯზე უნდა (იცინიან)...

ზურა:

- ნიკუშ, ბიუჯეტი სიყვარულით უნდა შეივსოს, სხვანაირად არ შეიძლება...

ნიკა:

- ისე, მშობიარობა თუ უფასო იქნება, კოცნაში მაინც უნდა გადაიხადო ფული, ეგრე სად არის...

- თქვენი პერსონაჟები ხშირად თამაშობენ ნარდს... ცხოვრებაში როგორ გაქვთ საქმე, - დაჯდა დუ შაში?

- ჩემთან ჯერჯერობით, დორ ჩარი დაჯდა, მაგრამ დუ შაშიც მალე დაჯდება.

ზურა:

- "ვარ კამათელი მთიდან ნასროლი და უეჭველი შაშზე დავჯდები!" - ამბობს მურმან ლებანიძე. მთავარია, არ მოვეშვათ, სიცოცხლისუნარიანები ვიყოთ და დუ შაშიც მოვა.

- ცხოვრება აზარტია?

- აბა, რა! ერთმა მეგობარმა მითხრა, - ცხოვრება რთული კი არა, საინტერესოაო. დრო არ არსებობს, მას თვითონ ქმნის ადამიანი.

ნიკა:

- ვიხუმროთ, ნუ დავიგრუზებით, გვიყვარდეს ერთმანეთი და ყველაფერი კარგად იქნება.

- აზარტი ვახსენეთ და ოდესმე ფულზე თუ გითამაშიათ?

- ფულზე არასდროს მითამაშია... ისე, იმერეთში, ვიდრე სუფრა გაიშლება, ნარდი "ხურდება"...

ზურა:

- და ვიდრე ნარდი "გახურდება", სურათების ალბომს ათვალიერებენ ხოლმე (იცინიან). იცით, ყველაზე მაგარი ფოტო რომელია? რატომღაც ბევრს აქვს ასეთი სურათი: გაშიშვლებულები დათვის ტყავზე რომ არიან წამოკოტრიალებულები. ასეთი სურათი ჩემთვის მშობლებს არ გადაუღიათ... ფულზე არასდროს მითამაშია.

ნიკა:

- ძმობას გაფიცებ, ერთი გამაგებინე, რა ოჯახებში დადიხარ?...

ზურა:

- იმერეთის სოფლებში...

- ანეკდოტებს არ მოჰყვებით?

ნიკა:

- გურული თავის მოძღვარ შვილს ეჩხუბება. ჩამოიარა მეზობელმა: - რაია, ძამა, მშვიდობაა? - რაის მშვიდობა, შვილს რომ მამას დოუძახებ...

ზურა:

- ქუთაისში ისეთი სიცხეა, კონდიციონერის გარეშე მკვდარი სასახლეში არ წვება... ახლა ნამდვილი ამბები მინდა გავიხსენო: ახალგაზრდა ბიჭი მივიდა მამაოსთან და უთხრა: - მამაო, აღსარება უნდა ჩაგაბაროთო. მოძღვარმა ჰკითხა: - ცოლს ღალატობ? - არა. - იკეთებ და ეწევი? - არა, მამაო... - აბა, შვილო, ეტყობა, შარავანდედი გიჭერს და მაგი თავის დროზე გეიწევსო... 1993 წელია და ერთ ოჯახში ავტომანქანა იყიდეს, მოძღვარს აკურთხებინეს და ამის აღსანიშნავად ქეიფიც გააჩაღეს. მანქანა ეზოს გარეთ იდგა და როცა სახლიდან გამოვიდნენ, პატრონს ის იქ აღარ დახვდა. დაურეკეს მოძღვარს: - მამაო, მანქანა კი აკურთხე, მაგრამ ადგილზე აღარ დაგვხვდაო. - მე ვაკურთხე, სიგნალიზაცია კი არ დამიყენებიაო... ქუთაისში იმისთანა სიცხეა, ქათმებს "მაროჟნს" აჭმევენ, მოხარშული კვერცხები რომ არ დადონო.

ნიკა:

- სვანებმა "ლედნიკიანად" რომ დამარხეს მიცვალებული, ეს ხომ იცით? მერე დამკრძალავი ბიუროდან დაურეკეს, - რას შვრებით, "ლედნიკს" არ აბრუნებთო? 2.500 ლარი ღირს და დაურეკავდნენ, აბა, რას იზამდნენ?..

ზურა:

- მოგზაური ჯუმბერ ლეჟავა ერთ-ერთ კუთხეში ჩავიდა. ეუბნებიან: - გაიხარეთ, ბატონო ჯუმბერ, საოცარი კაცი ხართ. თორმეტჯერ ხართ შესული გინესის რეკორდების წიგნშიო. ერთმა კაცმა იკითხა: - რა გააკეთა, ძამია, ამ კაცმა? - რა და მსოფლიოს ველოსიპედით შემოუარა და სულ გზაშია. - შენ გენაცვალე, მეც სულ გზაში ვარ და ერთხელ არ შემხვედრია...

- როგორც მითხარით, ხშირად ერთად ქეიფობთ. ასეთ დროს ალბათ, მღერით კიდეც...

ნიკა:

- ზურა ფანტასტიკურად მღერის. მეც მუსიკალური ოჯახიდან ვარ და ამ საქმის რაღაც გამეგება... ოღონდ, "ჯეოსტარში" არ გვიმღერია (იცინიან).

ზურა:

- თუმცა, თეატრალურის გუნდი სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე წავედით და სერიოზულ წარმატებას მივაღწიეთ!

- "ღვინო, დუდუკი, ქალები" - თითქმის ყველაფერზე ვილაპარაკეთ, ქალის გარდა...

ნიკა:

- ქალია ყველაფრის საწყისი. ამ ქვეყანაზეც ამიტომ ვცხოვრობთ, რომ ჩვენი ენერგია უმშვენიერეს არსებებს მოვახმაროთ. ადვილად მოსაპოვებელი ქალი უინტერესოა. უნდა გითხრათ, რომ გარშემო ძალიან ბევრი განათლებული, ნიჭიერი, ლამაზი გოგოა.

ზურა:

- მიყვარს გამოთქმა, - ქალი წიგნია, რომელსაც ბოლო ფურცელი აკლია. რაღაც უნდა დაიტოვოს თავისთვის, რომ საინტერესო იყოს. ჩერჩეტი ქალი ვის რად უნდა?

- რისკიანები ხართ?

ნიკა:

- კარგი გაგებით, ხულიგნები ვართ. ამასთან, მეამბოხეებიც გახლავართ. არტისტობა ვაჟკაცების საქმეა. ის დიდ ძალისხმევას, პასუხისმგებლობას მოითხოვს. საზოგადოებასთან ურთიერთობა არ არის იოლი, ასჯერ უნდა გაზომო, რომ ერთხელ სწორად გაჭრა.

ზურა:

- არადა, ზოგს ეს ყველაფერი მარტივი ჰგონია... ჩვენი პროფესია მუდმივ სწავლასა და ძიებას მოითხოვს, რომელსაც ნიჭი და იღბალი სჭირდება.

ნიკა:

- როცა პატიოსანი ხარ, ფანატიკურად გიყვარს შენი პროფესია, იღბალიც "მოგაკითხავს".

- თქვენს გადაცემას ჰქვია: "რომ გადახვალ, გააჩერე". "მარშრუტკით" თუ მგზავრობთ ხოლმე?

ნიკა:

- როცა ფული გვაქვს, ტაქსით დავდივართ, სხვა დროს სამარშრუტო ტაქსითაც ვმგზავრობთ. როდესაც "მარშრუტკაში" ავდივარ, აუცილებლად ამოდის 2 მთვრალი კაცი მაინც და დიღმიდან ან დიდუბიდან ვორონცოვამდე სიყვარულს მიხსნიან, მტანჯავენ.

- ანუ გცნობენ...

- კი და მეხვეწებიან, - სხვა დროს სად შეგხვდები და მოდი, ჩავიდეთ და სადმე ორი ჭიქა დავლიოთო. ვეუბნები: არ ვსვამ, ბატონო-მეთქი, მაგრამ არ მეშვებიან. ანეკდოტებიდან გამომდინარე, ისეთი იმიჯი მაქვს, თითქოს ლოთი და დარდიმანდი ვარ. არადა, ასე სულაც არ არის. ნამდვილად არ გვაქვს ბოჰემური ცხოვრება...

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება