მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახო ბიჭიკაშვილი და მისი ცოლი "მინისტრის" მრჩევლები გახდნენ
ვახო ბიჭიკაშვილი და მისი ცოლი "მინისტრის" მრჩევლები გახდნენ

შო­უ­მე­ნის, ვახო ბი­ჭი­კაშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო, რო­მელ­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლოგო "ადევს", ინ­ტერ­ნეტ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია: იუ­მო­რის­ტი ჩვენს ქვე­ყა­ნას, მსუ­ბუ­ქად რომ ვთქვათ, ცუ­დად მო­იხ­სე­ნი­ებს. თა­ვად ვახო ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან კავ­შირს უარ­ყოფს. რო­გორც გვი­თხრა, - ეს ძვე­ლი ვი­დე­ოა, რო­მე­ლიც იმ დროს გა­და­უ­ღეს, როცა ალ­კოჰო­ლი ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. ვა­ხოს ვი­დე­ოს ავ­ტორ­თან მე­გობ­რუ­ლად უსა­უბ­რია, მაგ­რამ ამ უკა­ნას­კნელს რა­ტომ­ღაც, ჩა­ნა­წე­რი მა­ინც გა­უვრცე­ლე­ბია...

ვახო ბი­ჭი­კაშ­ვილს, რო­მე­ლიც ახა­ლი იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მის - "გა­ა­ცი­ნე და მო­ი­გე" ჟი­უ­რის ამ­პლუ­ა­შიც მოგ­ვევ­ლი­ნა, ცხოვ­რე­ბის სტილ­ზე ვე­სა­უბ­რეთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "კო­მე­დი შო­უ­ში" მის პერ­სო­ნა­ჟებს ჩაც­მის მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი სტი­ლი აქვთ: "დუბ­ლი­ონ­კა­ში" გა­მო­წყო­ბილ­მა კას­პელ­მა ზა­უ­რამ და რუ­სეთ­ში "ნა­გუ­ლა­ვებ­მა" ბა­ტონ­მა ჟიმ­ნი მე­ბო­ნი­ამ, თა­ვი­სი წი­თე­ლი კოს­ტი­უ­მი­თა და წვე­ტი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლე­ბით ყვე­ლას დაგ­ვა­მახ­სოვ­რა თავი...

სა­ხის კა­ნის მოვ­ლა

- კოს­მე­ტო­ლო­გი ბე­ბია - ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ტა­ლია ვა­სა­ძე მყავს, რო­მე­ლიც ჩემი სა­ხის კან­ზე ყო­ველ­თვის ზრუ­ნავ­და და ბუ­ნებ­რი­ვი კომ­პო­ნენ­ტე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბულ მკვე­ბავ კრემს მიგ­ზავ­ნი­და ხოლ­მე. მოკ­ლედ, ბე­ბი­ას თა­ვი­სი ინ­დუსტრია აქვს შექ­მნი­ლი და მისი წყა­ლო­ბაა, რომ გარ­და­ტე­ხის ასაკ­მა სა­ხე­ზე თა­ვი­სი დაღი არ და­მას­ვა.

თმის ფერი და ვარ­ცხნი­ლო­ბა

- მუქი შავი, ხვე­უ­ლი თმა მაქვს. შე­ღებ­ვა არ მჭირ­დე­ბა. ერთი პე­რი­ო­დი დავ­ფიქ­რდი, - ცოტა ხნით "კუდი" ხომ არ შე­ვი­ღე­ბო-მეთ­ქი? მაგ­რამ გა­და­ვი­ფიქ­რე. სქე­ლი თმა მაქვს და იმ მე­გობ­რებს, რომ­ლებ­საც ქო­ჩო­რი შე­უ­თხელ­დათ, ჩემი შურთ. მა­მა­ჩემ­საც ხში­რი თმა აქვს. ეტყო­ბა, ამ სა­კი­თხში მას ვგა­ვარ. თავ­ზე "კუდი" რა­ტომ მაქვს? "თაგ­ვი" მქვია და რად­გან კუდი სხვა­გან არ ამო­მი­ვი­და, გა­დავ­წყვი­ტე, თავ­ზე მა­ინც მქო­ნო­და (იცი­ნის).

ვარ­ჯი­ში და დი­ე­ტა

- იცი, მუ­ცე­ლი მეზ­რდე­ბა და მოძ­რა­ო­ბი­სას მა­წუ­ხებს, მა­ი­სუ­რე­ბი აღარ მე­ტე­ვა. მოკ­ლედ, დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის. 2 თვეა, პური არ მი­ჭა­მია და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა: 6 კილო და­ვი­კე­ლი. წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად, ეტა­პობ­რი­ვად, რა­ღაც ზო­მებს მივ­მარ­თავ ხოლ­მე, მაგ­რამ ამას ხში­რად ვერ ვა­ხერ­ხებ. კვე­ბის რე­ჟი­მი არე­უ­ლი მაქვს. ერ­თა­დერ­თი, დი­ლით თაფ­ლი­ან წყალს ვსვამ და მსუ­ბუ­ქად ვსა­უზ­მობ. სამ­სა­ხურ­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე ჩემი კვე­ბის რე­ჟი­მი "იკარ­გე­ბა"... ადრე ლი­სის ტბა­ზე დავ­რბო­დი, მაგ­რამ ამ საქ­მეს დრო­ე­ბით შე­ვეშ­ვი, რად­გან კუ­ჭთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა. სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რია, მაგ­რამ ჩემ­თვის ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა არ შე­იძ­ლე­ბა. ხან­და­ხან სა­ღა­მო­ო­ბით, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ. ამ მხრივ ალ­ბათ, სექ­ტემ­ბრი­დან უფრო გა­ვაქ­ტი­ურ­დე­ბით, რად­გან ახლა ცხე­ლა და სირ­ბი­ლი­სას დის­კომ­ფორ­ტი გვექ­მნე­ბა.

ტატუ

- ერთი ტატუ მაქვს: ხელ­ზე ჩემი შვი­ლის - ან­დრი­ას სა­ხე­ლი მა­წე­რია. შვი­ლის სა­ხე­ლი ჩემს მე­უღ­ლე­საც აწე­რია, ოღონდ - მას უფრო მცი­რე ზო­მის სვი­რინ­გი აქვს. მე­ხუმ­რე­ბი­ან ხოლ­მე: მე­ო­რე შვი­ლი რომ გე­ყო­ლე­ბა, მის სა­ხელს მე­ო­რე ხელ­ზე და­ი­წერ, მაგ­რამ მე­სა­მე შვი­ლის შე­ძე­ნის შემ­დეგ რა­ღას იზამ, ხე­ლე­ბი რომ არ გე­ყო­ფაო?.. ასე­თი ტა­ტუს გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი იმი­ტომ გა­მიჩ­ნდა, რომ ან­დრია "ჩე­მი­ა­ნია", ჩემი შვი­ლია, ჩემი სხე­უ­ლია. მისი სა­ხე­ლი გუ­ლის მხა­რეს მა­წე­რია.

სა­მო­სი

- ძა­ლი­ან "პე­წე­ნი­კი" და სარ­კის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ ვარ. გე­მოვ­ნე­ბით ჩაც­მა მიყ­ვარს, მაგ­რამ მა­გა­ლი­თად, შო­პინ­გის­თვის მი­ლან­ში რომ გა­დავფრინ­დე და პი­ჯა­კი შე­ვი­ძი­ნო, ეს არ შე­მიძ­ლია. მე­უღ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­სურ­ვე­ლი სა­მო­სის შე­ძე­ნას სწრა­ფად ვა­ხერ­ხებ, მას კი მა­ღა­ზი­ებ­ში სა­ა­თო­ბით შე­უძ­ლია სი­ა­რუ­ლი. სო­ლი­დუ­რად იშ­ვი­ა­თად მაც­ვია. ძი­რი­თა­დად, თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლის სა­მოსს ვა­ტა­რებ და შე­სა­ბა­მი­სად, ტან­საც­მლის შერ­ჩე­ვი­სას ნაკ­ლე­ბად პრე­ტენ­ზი­უ­ლი ვარ. შავი ფე­რის სა­მოს­საც ვი­ყე­ნებ, მაგ­რამ უპი­რა­ტე­სო­ბას ფე­რადს ვა­ნი­ჭებ. სხვა­თა შო­რის, ასე­თი გე­მოვ­ნე­ბა ბავ­შვო­ბა­ში­ვე ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და: ტრუ­სი­დან და­წყე­ბუ­ლი, წინ­დით დამ­თავ­რე­ბუ­ლი - ყვე­ლა­ფე­რი ფე­რა­დი მაც­ვია და ეს და­დე­ბით ენერ­გი­ას მმა­ტებს...

ფეხ­საც­მე­ლი

- სკეტ­ჩე­ბის გარ­და, სა­დაც წვე­ტი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი მაც­ვია, უპი­რა­ტე­სო­ბას სპორ­ტულ ფეხ­საც­მელს ვა­ნი­ჭებ.

- ფეხ­საც­მლის სა­ყიდ­ლად ფული არა­სო­დეს დაგ­ნა­ნე­ბია?

- არა... ერთხელ, კი­ევ­ში ყოფ­ნი­სას "ადი­და­სის" ფეხ­საც­მე­ლი მო­მე­წო­ნა. ფა­სის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არ მი­მიქ­ცე­ვია, სხვა რა­მემ შე­მა­ფერ­ხა: მე­ო­რე წყვი­ლიც მო­მე­წო­ნა. ორი­ვე თით­ქმის ერ­თნა­ი­რი სტი­ლის იყო, მხო­ლოდ რა­ღაც შტრი­ხე­ბით გან­სხვავ­დე­ბო­და ერ­თმა­ნე­თის­გან. ჰოდა, ვერ გა­დავ­წყვი­ტე, რო­მე­ლი მე­ყი­და. ამის გამო, ორი­ვე­ზე გავ­ბრაზ­დი და ხელ­ცა­რი­ე­ლი წა­მო­ვე­დი! მა­ღა­ზი­ი­დან გა­მო­სულს "თავ­ში და­მარ­ტყა" და მივ­ხვდი, რო­მე­ლი მომ­წონ­და; მერე მივ­ბრუნ­დი და ვი­ყი­დე.

სამ­კა­უ­ლი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი

- სა­ა­თი ჩემი გა­ნუყ­რე­ლი აქ­სე­სუ­ა­რია და ვამ­ბობ ხოლ­მე, - ყო­ველ­თვის კარგ დროს აჩ­ვე­ნებს-მეთ­ქი. ლოც­ვა­ნის და ნიშ­ნო­ბის ბეჭ­დე­ბი სულ მი­კე­თია, ასე­ვე - ხატი და ჯვა­რი. მზის სხი­ვებ­თან ცუდი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, ამი­ტომ სათ­ვა­ლეს ხში­რად ვი­კე­თებ. ჰოდა, ისე მი­ვეჩ­ვიე, რომ სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნის დრო­საც იშ­ვი­ა­თად ვიხ­სნი. შარ­შან მე­გობ­რე­ბი მა­დო­ნას კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბად, უკ­რა­ი­ნა­ში გა­ვემ­გზავ­რეთ. კონ­ცერ­ტზე სა­მა­ჯუ­რე­ბი დაგ­ვი­რი­გეს და მას შემ­დეგ, ის სა­მა­ჯუ­რი თით­ქმის ყო­ველ­თვის მი­კე­თია...

- უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზი­ტი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის გა­რე­შე არ ჩა­ივ­ლი­და...

- ჩვე­ნი ვი­ზი­ტი თა­ვი­სე­ბუ­რი "ჰენ­გო­ვე­რი" იყო, მაგ­რამ მო­ყო­ლად არ ღირს. 4 ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი­დან 2 ქარ­თუ­ლად გა­ერ­თო, მე და ჩემი ერთი მე­გო­ბა­რი - ცოტა სხვა­ნა­ი­რად.

- "ქარ­თუ­ლად გარ­თო­ბა" რას ნიშ­ნავს?

- ალ­კოჰო­ლი, ქალ­ბა­ტო­ნე­ბი... მე იმ პე­რი­ოდ­ში ალ­კოჰოლს არ ვსვამ­დი და როცა ნას­ვა­მი არ ვარ, თავ­ზე ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ვე­ღარ ვხდე­ბი (იცი­ნის). კი­ნო­ში, გა­სარ­თობ ცენ­ტრში დავ­დი­ო­დით, ბო­უ­ლინგს და ბი­ლი­არდს ვთა­მა­შობ­დით, ატ­რაქ­ცი­ო­ნებ­ზე ვერ­თო­ბო­დით...

ნამ­ზე­უ­რი

- ნამ­ზე­უ­რი ძა­ლი­ან მომ­წონს, მაგ­რამ იმის­თვის, რომ კარ­გად გა­ვირუ­ჯო, დი­ლის 8 სა­ათ­ზე ვერ გა­ვიღ­ვი­ძებ და პლაჟ­ზე ვერ წა­ვალ... სხვა­თა შო­რის, ახ­ლა­ხან დუ­ბა­ი­ში ვი­ყა­ვი და ძა­ლი­ან და­ვიწ­ვი: დი­ლით ადრე პლაჟ­ზე გა­სულს ჩა­მე­ძი­ნა. როცა გა­ვიღ­ვი­ძე, ჩემ გვერ­დით დიდი წი­თე­ლი დრო­შა იყო დარ­ჭო­ბი­ლი - დღის პირ­ვე­ლი სა­ა­თი გახ­ლდათ! ამ დროს მზის აბა­ზა­ნე­ბის მი­ღე­ბა "პა­ნი­კუ­რად" არ შე­იძ­ლე­ბა... ისე და­ვიწ­ვი, მა­ი­სურ­საც ვერ ვიც­ვამ­დი; სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში ტრუ­სის ამა­რა ვი­წე­ქი, კონ­დი­ცი­ო­ნე­რით ვგრილ­დე­ბო­დი და შე­სა­ბა­მი­სად, გავ­ცივ­დი. 2 დღე სას­ტუმ­რო­დან არ გავ­სულ­ვარ...

ცურ­ვა და "დი­ხა­ნია"

- ცურ­ვა ბავ­შვო­ბა­ში, რა­ჭა­ში ყოფ­ნი­სას, მდი­ნა­რე­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად ვის­წავ­ლე. ადრე, როცა სი­გა­რეტს არ ვე­წე­ო­დი, "დი­ხა­ნი­აც" მეტი მქონ­და - ზღვა­ში შორს გავ­დი­ო­დი, იქ დიდ­ხანს ვბა­ნა­ობ­დი და შემ­დეგ უკან ვბრუნ­დე­ბო­დი, ახლა კი შევ­ჭყა­პუნ­დე­ბი ხოლ­მე ზღვა­ში და უცებ გა­მოვ­დი­ვარ - "დი­ხა­ნია" არ მყოფ­ნის...

ჰობი და აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი

- მუ­სი­კის მოს­მე­ნა მიყ­ვარს. კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა ამო­ჩე­მე­ბუ­ლი არ მაქვს - ყვე­ლა­ფერს ვუს­მენ, რაც კარ­გია. ვხვდე­ბი, რო­მე­ლი მუ­სი­კაა გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი.

- აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი თუ გიყ­ვარს?

- არა.

- არა­და, ამ­ბო­ბენ, - წა­გე­ბუ­ლი ფუ­ლის გამო, კა­ზი­ნო­ში დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­დაო...

- მე?.. არა, მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. "ქა­უნ­თე­რიც" კი არ მი­თა­მა­შია - კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბიც არ მიყ­ვარს...

ვა­ხოს "მი­ნი­სა­მი­ნის­ტრო"

- ჩემს ვაჟს - ან­დრი­ას თა­ვი­სი "სიყ­ვა­რუ­ლის სა­მი­ნის­ტრო" აქვს. შსს-დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, ჩემი მე­უღ­ლე სწო­რედ ამ "სა­მი­ნის­ტრო­ში" მუ­შა­ობს - ის ან­დრი­ას პირ­ვე­ლი მრჩე­ვე­ლი გახ­ლავთ. მეც მრჩე­ვე­ლი ვარ, ოღონდ - სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხში. ჩემს ბიჭს "ან­დრო­იდს" ვე­ძა­ხი. ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ბავ­შვია. როცა რა­ი­მე პრობ­ლე­მა მაქვს, თით­ქოს გრძნობს და უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნი­ვით ჩა­მე­ხუ­ტე­ბა ხოლ­მე...

საქ­მე

- "კო­მე­დი ჯგუ­ფის" წევ­რე­ბი თა­ვა­უ­ღებ­ლად ვმუ­შა­ობთ და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იმას მი­ვაღ­წი­ეთ, რომ უკვე სა­კუ­თა­რი ტე­ლე­არ­ხი გვაქვს, რი­თაც ვა­მა­ყობთ. "კო­მე­დი ჯგუ­ფი­დან" ბევ­რი წა­ვი­და, მო­ვი­და, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა დავ­რჩით. გვაქვს ამ­ბი­ცია, რომ ხა­რის­ხი­ან პრო­დუქ­ცი­ას ვქმნით. ამ ყვე­ლა­ფერს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის, გარ­თო­ბის ხარ­ჯზე ვა­კე­თებთ: ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბი დრო გვრჩე­ბა... ახ­ლა­ხან ახა­ლი გა­და­ცე­მა - "გა­ა­ცი­ნე და მო­ი­გე" და­ვი­წყეთ.

- გა­და­ცე­მა­ში ვნა­ხეთ, რომ თქვე­ნი გა­ცი­ნე­ბა რთუ­ლი სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა...

- ბუ­ნებ­რი­ვია, როცა სა­ხა­ლი­სო ნო­მე­რია, გვე­ღი­მე­ბა. ეს პრო­ექ­ტი ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას მო­ვარ­გეთ და ისე და­ვი­წყეთ. კი­დევ ბევ­რი სი­ახ­ლე გვექ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, ამ­ჟა­მად კო­მე­დი­ურ ფილმზე ვმუ­შა­ობთ... დას­ვე­ნე­ბის სურ­ვი­ლიც გვაქვს და იქ­ნებ ეს აგ­ვის­ტო­ში მა­ინც მო­ვა­ხერ­ხოთ, თო­რემ ენერ­გია არ გვე­ყო­ფა, რომ სექ­ტემ­ბრი­დან მა­ყუ­რებ­ლებს ახა­ლი, სა­ხა­ლი­სო პრო­ექ­ტე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ. იმე­დია, არ­და­დე­გე­ბის მო­წყო­ბას მო­ვა­ხერ­ხებთ, მერე კი მუ­შა­ო­ბას გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ენერ­გი­ით შე­ვუდ­გე­ბით, რათა ხალ­ხს არ ვათ­ქმე­ვი­ნოთ: გა­ზარ­მაც­დნენ, "გა­ბან­ძდნე­ნო" და ა.შ.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვახო ბიჭიკაშვილი და მისი ცოლი "მინისტრის" მრჩევლები გახდნენ

ვახო ბიჭიკაშვილი და მისი ცოლი "მინისტრის" მრჩევლები გახდნენ

შოუმენის, ვახო ბიჭიკაშვილის მონაწილეობით გადაღებული ვიდეო, რომელსაც "ქართული ოცნების" ლოგო "ადევს", ინტერნეტში ძალიან პოპულარულია: იუმორისტი ჩვენს ქვეყანას, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცუდად მოიხსენიებს. თავად ვახო ბიჭიკაშვილი რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან კავშირს უარყოფს. როგორც გვითხრა, - ეს ძველი ვიდეოა, რომელიც იმ დროს გადაუღეს, როცა ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული. ვახოს ვიდეოს ავტორთან მეგობრულად უსაუბრია, მაგრამ ამ უკანასკნელს რატომღაც, ჩანაწერი მაინც გაუვრცელებია...

ვახო ბიჭიკაშვილს, რომელიც ახალი იუმორისტული გადაცემის - "გააცინე და მოიგე" ჟიურის ამპლუაშიც მოგვევლინა, ცხოვრების სტილზე ვესაუბრეთ. მოგეხსენებათ, "კომედი შოუში" მის პერსონაჟებს ჩაცმის მკვეთრად გამოხატული სტილი აქვთ: "დუბლიონკაში" გამოწყობილმა კასპელმა ზაურამ და რუსეთში "ნაგულავებმა" ბატონმა ჟიმნი მებონიამ, თავისი წითელი კოსტიუმითა და წვეტიანი ფეხსაცმელებით ყველას დაგვამახსოვრა თავი...

სახის კანის მოვლა

- კოსმეტოლოგი ბებია - ქალბატონი ნატალია ვასაძე მყავს, რომელიც ჩემი სახის კანზე ყოველთვის ზრუნავდა და ბუნებრივი კომპონენტებისგან დამზადებულ მკვებავ კრემს მიგზავნიდა ხოლმე. მოკლედ, ბებიას თავისი ინდუსტრია აქვს შექმნილი და მისი წყალობაა, რომ გარდატეხის ასაკმა სახეზე თავისი დაღი არ დამასვა.

თმის ფერი და ვარცხნილობა

- მუქი შავი, ხვეული თმა მაქვს. შეღებვა არ მჭირდება. ერთი პერიოდი დავფიქრდი, - ცოტა ხნით "კუდი" ხომ არ შევიღებო-მეთქი? მაგრამ გადავიფიქრე. სქელი თმა მაქვს და იმ მეგობრებს, რომლებსაც ქოჩორი შეუთხელდათ, ჩემი შურთ. მამაჩემსაც ხშირი თმა აქვს. ეტყობა, ამ საკითხში მას ვგავარ. თავზე "კუდი" რატომ მაქვს? "თაგვი" მქვია და რადგან კუდი სხვაგან არ ამომივიდა, გადავწყვიტე, თავზე მაინც მქონოდა (იცინის).

ვარჯიში და დიეტა

- იცი, მუცელი მეზრდება და მოძრაობისას მაწუხებს, მაისურები აღარ მეტევა. მოკლედ, დისკომფორტს მიქმნის. 2 თვეა, პური არ მიჭამია და შედეგიც სახეზეა: 6 კილო დავიკელი. წონაში დასაკლებად, ეტაპობრივად, რაღაც ზომებს მივმართავ ხოლმე, მაგრამ ამას ხშირად ვერ ვახერხებ. კვების რეჟიმი არეული მაქვს. ერთადერთი, დილით თაფლიან წყალს ვსვამ და მსუბუქად ვსაუზმობ. სამსახურში შესვლისთანავე ჩემი კვების რეჟიმი "იკარგება"... ადრე ლისის ტბაზე დავრბოდი, მაგრამ ამ საქმეს დროებით შევეშვი, რადგან კუჭთან დაკავშირებული პრობლემები შემექმნა. სერიოზული არაფერია, მაგრამ ჩემთვის ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება. ხანდახან საღამოობით, მეგობრებთან ერთად, ფეხბურთს ვთამაშობ. ამ მხრივ ალბათ, სექტემბრიდან უფრო გავაქტიურდებით, რადგან ახლა ცხელა და სირბილისას დისკომფორტი გვექმნება.

ტატუ

- ერთი ტატუ მაქვს: ხელზე ჩემი შვილის - ანდრიას სახელი მაწერია. შვილის სახელი ჩემს მეუღლესაც აწერია, ოღონდ - მას უფრო მცირე ზომის სვირინგი აქვს. მეხუმრებიან ხოლმე: მეორე შვილი რომ გეყოლება, მის სახელს მეორე ხელზე დაიწერ, მაგრამ მესამე შვილის შეძენის შემდეგ რაღას იზამ, ხელები რომ არ გეყოფაო?.. ასეთი ტატუს გაკეთების სურვილი იმიტომ გამიჩნდა, რომ ანდრია "ჩემიანია", ჩემი შვილია, ჩემი სხეულია. მისი სახელი გულის მხარეს მაწერია.

სამოსი

- ძალიან "პეწენიკი" და სარკის მოყვარული ადამიანი არ ვარ. გემოვნებით ჩაცმა მიყვარს, მაგრამ მაგალითად, შოპინგისთვის მილანში რომ გადავფრინდე და პიჯაკი შევიძინო, ეს არ შემიძლია. მეუღლისგან განსხვავებით, სასურველი სამოსის შეძენას სწრაფად ვახერხებ, მას კი მაღაზიებში საათობით შეუძლია სიარული. სოლიდურად იშვიათად მაცვია. ძირითადად, თავისუფალი სტილის სამოსს ვატარებ და შესაბამისად, ტანსაცმლის შერჩევისას ნაკლებად პრეტენზიული ვარ. შავი ფერის სამოსსაც ვიყენებ, მაგრამ უპირატესობას ფერადს ვანიჭებ. სხვათა შორის, ასეთი გემოვნება ბავშვობაშივე ჩამომიყალიბდა: ტრუსიდან დაწყებული, წინდით დამთავრებული - ყველაფერი ფერადი მაცვია და ეს დადებით ენერგიას მმატებს...

ფეხსაცმელი

- სკეტჩების გარდა, სადაც წვეტიანი ფეხსაცმელი მაცვია, უპირატესობას სპორტულ ფეხსაცმელს ვანიჭებ.

- ფეხსაცმლის საყიდლად ფული არასოდეს დაგნანებია?

- არა... ერთხელ, კიევში ყოფნისას "ადიდასის" ფეხსაცმელი მომეწონა. ფასისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, სხვა რამემ შემაფერხა: მეორე წყვილიც მომეწონა. ორივე თითქმის ერთნაირი სტილის იყო, მხოლოდ რაღაც შტრიხებით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ჰოდა, ვერ გადავწყვიტე, რომელი მეყიდა. ამის გამო, ორივეზე გავბრაზდი და ხელცარიელი წამოვედი! მაღაზიიდან გამოსულს "თავში დამარტყა" და მივხვდი, რომელი მომწონდა; მერე მივბრუნდი და ვიყიდე.

სამკაული და აქსესუარები

- საათი ჩემი განუყრელი აქსესუარია და ვამბობ ხოლმე, - ყოველთვის კარგ დროს აჩვენებს-მეთქი. ლოცვანის და ნიშნობის ბეჭდები სულ მიკეთია, ასევე - ხატი და ჯვარი. მზის სხივებთან ცუდი დამოკიდებულება მაქვს, ამიტომ სათვალეს ხშირად ვიკეთებ. ჰოდა, ისე მივეჩვიე, რომ სამსახურში ყოფნის დროსაც იშვიათად ვიხსნი. შარშან მეგობრები მადონას კონცერტზე დასასწრებად, უკრაინაში გავემგზავრეთ. კონცერტზე სამაჯურები დაგვირიგეს და მას შემდეგ, ის სამაჯური თითქმის ყოველთვის მიკეთია...

- უკრაინაში ვიზიტი თავგადასავლების გარეშე არ ჩაივლიდა...

- ჩვენი ვიზიტი თავისებური "ჰენგოვერი" იყო, მაგრამ მოყოლად არ ღირს. 4 ქართველი მამაკაციდან 2 ქართულად გაერთო, მე და ჩემი ერთი მეგობარი - ცოტა სხვანაირად.

- "ქართულად გართობა" რას ნიშნავს?

- ალკოჰოლი, ქალბატონები... მე იმ პერიოდში ალკოჰოლს არ ვსვამდი და როცა ნასვამი არ ვარ, თავზე ხელაღებული ვეღარ ვხდები (იცინის). კინოში, გასართობ ცენტრში დავდიოდით, ბოულინგს და ბილიარდს ვთამაშობდით, ატრაქციონებზე ვერთობოდით...

ნამზეური

- ნამზეური ძალიან მომწონს, მაგრამ იმისთვის, რომ კარგად გავირუჯო, დილის 8 საათზე ვერ გავიღვიძებ და პლაჟზე ვერ წავალ... სხვათა შორის, ახლახან დუბაიში ვიყავი და ძალიან დავიწვი: დილით ადრე პლაჟზე გასულს ჩამეძინა. როცა გავიღვიძე, ჩემ გვერდით დიდი წითელი დროშა იყო დარჭობილი - დღის პირველი საათი გახლდათ! ამ დროს მზის აბაზანების მიღება "პანიკურად" არ შეიძლება... ისე დავიწვი, მაისურსაც ვერ ვიცვამდი; სასტუმროს ნომერში ტრუსის ამარა ვიწექი, კონდიციონერით ვგრილდებოდი და შესაბამისად, გავცივდი. 2 დღე სასტუმროდან არ გავსულვარ...

ცურვა და "დიხანია"

- ცურვა ბავშვობაში, რაჭაში ყოფნისას, მდინარეზე დამოუკიდებლად ვისწავლე. ადრე, როცა სიგარეტს არ ვეწეოდი, "დიხანიაც" მეტი მქონდა - ზღვაში შორს გავდიოდი, იქ დიდხანს ვბანაობდი და შემდეგ უკან ვბრუნდებოდი, ახლა კი შევჭყაპუნდები ხოლმე ზღვაში და უცებ გამოვდივარ - "დიხანია" არ მყოფნის...

ჰობი და აზარტული თამაშები

- მუსიკის მოსმენა მიყვარს. კონკრეტული მიმართულება ამოჩემებული არ მაქვს - ყველაფერს ვუსმენ, რაც კარგია. ვხვდები, რომელი მუსიკაა გემოვნებიანი.

- აზარტული თამაშები თუ გიყვარს?

- არა.

- არადა, ამბობენ, - წაგებული ფულის გამო, კაზინოში დაცვის თანამშრომლებთან კონფლიქტი მოუვიდაო...

- მე?.. არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. "ქაუნთერიც" კი არ მითამაშია - კომპიუტერული თამაშებიც არ მიყვარს...

ვახოს "მინისამინისტრო"

- ჩემს ვაჟს - ანდრიას თავისი "სიყვარულის სამინისტრო" აქვს. შსს-დან გათავისუფლების შემდეგ, ჩემი მეუღლე სწორედ ამ "სამინისტროში" მუშაობს - ის ანდრიას პირველი მრჩეველი გახლავთ. მეც მრჩეველი ვარ, ოღონდ - საგარეო ურთიერთობების საკითხში. ჩემს ბიჭს "ანდროიდს" ვეძახი. ძალიან ჭკვიანი და მოსიყვარულე ბავშვია. როცა რაიმე პრობლემა მაქვს, თითქოს გრძნობს და უფროსი ადამიანივით ჩამეხუტება ხოლმე...

საქმე

- "კომედი ჯგუფის" წევრები თავაუღებლად ვმუშაობთ და წლების განმავლობაში იმას მივაღწიეთ, რომ უკვე საკუთარი ტელეარხი გვაქვს, რითაც ვამაყობთ. "კომედი ჯგუფიდან" ბევრი წავიდა, მოვიდა, მაგრამ ძირითადი შემადგენლობა დავრჩით. გვაქვს ამბიცია, რომ ხარისხიან პროდუქციას ვქმნით. ამ ყველაფერს პირადი ცხოვრების, გართობის ხარჯზე ვაკეთებთ: ოჯახის წევრებისთვის ნაკლები დრო გვრჩება... ახლახან ახალი გადაცემა - "გააცინე და მოიგე" დავიწყეთ.

- გადაცემაში ვნახეთ, რომ თქვენი გაცინება რთული სულაც არ ყოფილა...

- ბუნებრივია, როცა სახალისო ნომერია, გვეღიმება. ეს პროექტი ქართულ რეალობას მოვარგეთ და ისე დავიწყეთ. კიდევ ბევრი სიახლე გვექნება. მაგალითად, ამჟამად კომედიურ ფილმზე ვმუშაობთ... დასვენების სურვილიც გვაქვს და იქნებ ეს აგვისტოში მაინც მოვახერხოთ, თორემ ენერგია არ გვეყოფა, რომ სექტემბრიდან მაყურებლებს ახალი, სახალისო პროექტები შევთავაზოთ. იმედია, არდადეგების მოწყობას მოვახერხებთ, მერე კი მუშაობას გაორმაგებული ენერგიით შევუდგებით, რათა ხალხს არ ვათქმევინოთ: გაზარმაცდნენ, "გაბანძდნენო" და ა.შ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები